ბლოგი შექმნილია იმისათვის,რომ გაგიზიაროთ ჩემი თვალსაწიერიდან დანახული განათლების სისტემა,მისი დადებითი თუ პრობლემური საკითხები.
საინტერესო იქნება ასევე საუბრები თუ რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას.მნიშვნელოვანია თუ არა რეფორმების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა.ასევე თქვენთან ერთად მინდა ვიმსჯელო და განვიხილო მასწავლებელთა პიროვნული დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი.
იმედია გავუგებთ ერთმანეთს და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ!!!
როგორ მოვაწყობდი? — ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, — როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი“. „რაო? — ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, — როგორ თუ… ეს რა — დესპოტიზმია?“
— არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, — ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, — ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი…
— როგორ თუ ლუქსი?!
— თქვენი გაკვირვება სამართლიანია, — ეთანხმება რესპონდენტი, — არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, — ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა — სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი — ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის, რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ — ლუქსი, მრავალთათვის კი — კარცერი-ლუქსი… აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო — მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები — ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ… მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად — პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები — ტაც! — ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს…
— ძალით? — აინტერესებს ხელმძღვანელს, და პირველად იწერს რაღაცას
— დიახ, დიახ, ძალისძალათი. — მტკიცედ ამბობს რესპონდენტი, შეუვალია, — შესაძლოა, ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს — სკოლის, ზოგს — ორგანიზაციის, სხვას — უჯრედისა, ზოგს — ცემა-ტყეპისა და კიდევ რა ვიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ, უბადლოა — დგას ჩვენი ჯეელი, რაღა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ, ამ ჩვენს კარცერში, ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აკრული, კარიც, რასაკვირველია, დახშულია, გარეთ რომელიმე — რომელიმე კლიმი დარაჯობს, სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე — წიგნით, ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და… კარადა-თაროებს, მაგრამ ჯერჯერობით — არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს.
მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულნი არიან, „ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ-ლუქსშია“, „კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩვიოს და…“ ჯეელი იღვიძებს, უყრებს ჭერს, შია… რა მოგართვათ, ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი, ჩაი, რძე, კაკაო… კაკაო იყოს, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ… მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არა პასუხობს, სულ სხვა რამეს ეუბნება — რამდენი კოვზი შაქარი გნებავთ? ოთხი, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ, რომელიმე კლიმი კი — ყველი რომელი გიყვართ, გუდის, იმერული თუ სულგუნი? სულგუნი, რატომ დამიჭირეთ… რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის, ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერცხს ნაჭუჭს აცლის, ცოტათი ერთობა, სიგარეტი ნებავს? კი ბატონო, სიამოვნებით, „მზიური“, „კოლხიდა“, „ლუქსი“. მაგრამ სხვა რამ გასართობი? — აჰ, არა, არა, აპაპაპაპა — არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი… ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება… ჭერი კი ანბანითაა მოხატული — ა, ბ, გ, დ, ე… ხომ კარგი აზრია, კლიმ?
კლიმი რას იტყვის — რა თქმა უნდა, „შესანიშნავიაო“ — ამბობს.
— მერე მოდის სადილობის დროც… პირველი თავი, მეორე, მესამე, სალათა როგორი გნებავთ, ზეთით, ძმრიანი თუ უძმრო, რატომ დამიჭირეთ, ა! არაა შენი საქმე — რომელიმე კლიმი — და აქ თუ ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა ატეხა, უნდა უთხრათ: „თუთ!..“ — და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე — ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის — თუ გინდა გადაფურცლე რამე, აი იქ კარადაში, წიგნებია… გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოებიანი, ნახატებიანი, „თხა და გიგო“, „მელია და მწყერჩიტა“, ვთქვათ… და თუ თავისი ნება-სურვილით გადაიკითხავს, ხომ კარგი და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის: „იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ სანამ კარადაში მოთავსეულ წიგნებს არ წაიკითხავთ…“
— ეს ხომ ძალადობაა, — ამბობს ხელმძღვანელი, — კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეირჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან…
— მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო, — უხსნის რესპონდენტი, — აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო… — და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, — ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო…
კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა (ნაწყვეტი)
მასწავლებლები და მოსწავლეები, სამწუხაროდ, ორ მტრულ ბანაკს წარმოადგენენ: ერთი მხრივ მასწავლებლები, რომელბიც ცოდნის გადაცემას ეფექტურად უთავსებენ ,,სადამსჯელო” ღონისძიებებს, მეორე მხრივ კი მოსწვალეები, რომელთათვისაც ცოდნის მიღება, ზოგ შემთხვევაში შეთავსებულია ფიზიკურ შეურაცყოფასა და პიროვნების განქიქებასთან. ასეთ ურთიერთ დამოკიდებულებას განსაკუთრებით დიდი მასშტაბები ჰქონდა წინა საუკეებში. რად ღირს აკაკის მოგონებანი გიმნაზიის წლებზე?! პირველად 1991 წელს გაეროს მიერ შეიქმნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა ცმაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვთა უფლებები საქართველოში მუდმივად ირღვევა და ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ არც ერთმა ჩვენგანმა aრ ვიცით ჩვენი უფლებები. ამით სარგებლობენ ის პირები, რომლებმაც ჩვენი უფლებები ზედმიწევნით კარგად იციან და მათ ადვილად გვირღვევენ. იქიდან გამომდიარე, რომ არავის აქვს უფლება შეგილახოს შენი უფლებები, მოსწვალეებშიც გაჩნდა პროტესტის ნიშნები ამ ათწლეულის განმავლობაში, როცა მოსწვალეები ცოტათი უკეთ გაეცნენ თავიანთ უფლებებს. სკოლის შინაგანაწესის მიხედვით კი მოსწვალის უფლებები ასეთია:
ა) მიიღოს განთლება მისთვის მისაღები და კანონით დადგენილი წესით;
ბ) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისგან საკუთარი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ;
გ) ისარგებლოს სკოლის ქონებით განათლების მიღების მიზნით, შინაგანაწესით განზაზღვრული ფორმით;
დ) თავისუფლად გამოთქვას აზრი და სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებასა და სხვადასხვა ღონისძიებაში;
ე) მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, პედ.საბჭოს სხდომაზე და თავადაც დაესწროს საკითხის განხილვას;
ვ) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან; გააპროტესტოს მის მიმართ უსამართლო მოპყრობა.
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა საპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი სამუშაო დრო გაცდენილი მასალის ჩასათვლელად.
ჩამოთვლილი უფლებებიდან ყველაზე ხშირად ირღვევა დ, ვ და ზ პუნქტები. პრობლემა ის გახლავთ, რომ მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლისადმი ხშირად ღირსების შემლახველიa. ეს კი მჟღავნდება საუბრის, მიმართვისა და აზრის გამოთქმის პროცესში. მასწვალებლების მიმართ შიშის, მორიდების ან უბრალოდ, იმის გამო, რომ შემდგომში მასთან პრობლემა არ შეექმნათ, ხშირად ბავშვები ითმენენ თავიანთი უფლებების დარღვევას. მეორე პრობლემა, რაც დღეს ყველა სკოლაში შეინიშნება და პირდაპირ ეწინააღმდეგება სკოლის შინაგანაწესში არსებულ მოსწავლის უფლებების ერთ-ერთ ქვეპუნქტს, ის გახლავთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების ან სხვა დასაშვები მიზეზით გაცდენილი დღეები საპატიოდ არ მიიჩნევა. ყველა გაცდენა, ეს საპატიო იქნება თუ პირიქით, განურჩევლად, არასაპატიოდ ითვლება, რაც სემესტრის ბოლოს შეფასების 20% კლებას გულისხმობს. ეს მოსწავლის უფლებების პირდაპირი დარღვევა. ნიშანი ჩვენი ცოდნის და უნარ-ჩვევების ამსახველი უნდა იყოს და არა კონკრეტული დღეს, რომელიმე ჩათვლაზე ფიზიკური ყოფნა არ ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეა, რომ ყველაფერი განვითარდა, სკოლაში, გარკვეულწილად მაინც ხდება ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტები და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოწაფეებზე პედაგოგების მხრიდან. არავინ იცის სად მთავრდება ბავშვის უფლებები და სად იწყება მასწავლებლის. სწორედ ამიტომაც შემოიღეს მანდატურის ინსტიტური, რომელსაც გულწრფელად მივესალმები. ჩემს სკოლაში მანდატურის სამსახური დიდი ხანია არსებობს რაც ხელს უწყობს გაკვეთილების მშვიდ გარემოში ჩატარებას, სკოლაში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას და მოწაფეებსა და პედაგოგებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. უფლებებთან ერთად ჩვენ გვაქვს მოვალეობებიც, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ირღვევა მასწავლებლის უფლებებიც და აქედან გამომდინარე, პრობლემა ორმხრივ ხასიათისაა. ამიტომაც საჭიროა უფლებების კარგად ცოდნა, რათა არავინ შეგვილახოს და შესაბამისად, არც ჩვენ დავარღვიოთ ისინი.
სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. პროფესორს/ლექტორს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში მიმართავს მეთოდთა კომბინაციას სწავლის შედეგების გათვალისწინებულით. მაგ., ლექციაზე ლექტორი სალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ. ამრიგად, სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. სწავლა-სწავლების მეთოდების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს, გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს.
ვერბალური, ანუზეპირსიტყვიერიმეთოდი.
აქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც ცდილობს განახორციელოს კოგნიტური (შემეცნებითი) და ეფექტური გაზომვა სწავლების პროცესის ისე, რომ სტუდენტის ჩართვა სწავლების პროცესში იყოს მეტი წილი.
სინქრონული მეთოდი, ეს არის ლექტორსა და სტუდენტს შორის არასალექციო, არამედ მის გარეთ ინტერაქტიული ჩართვა ელექტრონული საშუალებებით სხვადასხვა სახით, როგორიცაა კომენტარები, იდეების გაცვლა, დაპოსტება სხვადასხვა თემებზე. ეს მეთოდი უმეტესად ხორციელდება ფორუმების საშუალებით ვებგვერდებზე.
წიგნზემუშაობისმეთოდი.
ლოგიკური აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს ძირითადად კრიტიკული აზროვნებაა.
საშინაო დავალება, რეგულარული დავალებები, რომელსაც სტუდენტი ასრულებს აუდიტორიის გარეთ და შედის სასწავლო კურსის შემადგენლობაში, როგორც შეფასება.
პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი, რომლის დროსაც სტუდენტები თავიანთ ფიქრებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ მეთოდს აქვს განსაკუთრებული შედეგი სწავლებისას. სტუდენტს უწევს დისკუსიის დროს მოიძიოს სხვადასხვა სფეროდან მიღებული ცოდნა და კომპლექსურად გამოიყენოს იგი პრობლემის გადასაწყვეტად. მეთოდის დროს წამოიჭრება ახალი კითხვები, მოსაზრებები.
წერითიმუშაობისმეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება, და ა.შ.
ლაბორატორიულიმეთოდი და დემონსტრირებისმეთოდი – ეს უკანასკნელი თავის მხრივ გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ცდების დაყენება, ვიდეომასალების ჩვენება, დინამიკური ხასიათის მასალა და სხვ. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პრაქტიკულიმეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას, მაგალითად: საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.
დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
პრობლემაზედაფუძნებულისწავლება (PBL) – სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
ტესტური სწავლება, რომლის დროსაც სტუდენტს ეძლევა წერილობით პრობლემა და მის გარშემო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რამდენიმე სწორი პასუხიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებით.
თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
სტრატეგიული სწავლება, რომლის დროსაც ხდება სწავლების დაგეგმვა ისე რომ ის იყოს მორგებული საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ძირითადად აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოცდებზე გამოყენებული მეთოდია.
პრაქტიკული გამოცდილება, რომლის დროსაც სტუდენტი საკუთარი პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირებას აკეთებს საწარმოში, არა ლექტორის თანდასწრებით, არამედ გამოცდილი ინსტრუქტორის წინაშე, რომელიც მუშაობს ამ საწარმოში.
სასწავლო პრაქტიკა, რომლის დროსაც სტუდენტი სწავლების პერიოდში, იგზავნება საწარმოში, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოსავლენად, ითვლება როგორც სწავლების კომპონენტი.
ევრისტიკულიმეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.
შემთხვევისანალიზი (Case study) – პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, მედიცინის სფეროში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის განხილვა, პოლიტიკის მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და ა. შ.
გონებრივიიერიში (Brain storming) – ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.
დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).
გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.
შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
როლური და სიტუაციურითამაშები – სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს.
გამოცდილებითი სწავლება, რომელიც გულისხმობს, სტუდენტის ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში აუდიტორიის გარეთ. ამ მეთოდს ეძახიან კოლბის სწავლების ციკლს. მეთოდი განავითარა დევიდ კოლბმა და ეს არის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სტუდენტისთვის. შედგება ოთხი ციკლისაგან: ჩამოყალიბება, დაკვირვება, ასახვა, გაკეთება. თეორიული სწავლის ერთი კონკრეტული თემა დაიგეგმოს პრაქტიკული განხორციელებისათვის, ექსპერიმენტისთვის, პრაქტიკის, ექსპერიმენტის დროს სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, შემდგომში გასათვალისწინებელი აუცილებელი სწავლისა თუ გამოცდილების შეძენა, ცვლილებების გათვალისწინებით ექსპერიმენტის ხელახლა დაწყება.
მოქნილი სწავლება, რომლის დროსაც სტუდენტი თვითონ ირჩევს სწავლის დროსა და თემებს თავისი საჭიროებებისა და მოთხოვნის შესაბამისად.
დემონსტრირებისმეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.
ინდუქცია, დედუქცია, ანალიზიდასინთეზი.
სწავლების ინდუქციურიმეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
სწავლების დედუქციურიმეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
სასწავლო პროცესში ანალიზისმეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
სინთეზისმეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
ახსნა-განმარტებითიმეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
ქმედებაზეორიენტირებულისწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
დისტანციური სწავლება, სრულად ან ნაწილობრივ უნივერსიტეტის გარეთ სწავლება, რომელიც მიმდინარეობს მიმოწერით, კორესპონდენციის სახით. ამ სწავლების პროცესში მოთხოვნა ხდება პერიოდულად დაესწროს სტუდენტი სესიებს უნივერსიტეტში.
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა, გულისხმობს მოზარდის მიერ არჩეულ სწავლის გზას იმ შემთხვევისათვის, როცა მას უწევს პარალელურად მუშაობა და არჩევს დროს სწავლისთვის და ასევე ისეთი შემთხვევებისათვის, როცა მოზარდი თვითონ იღებს ვალდებულებას გაამდიდროს თავისი ცხოვრება სწავლით.
მობილურით სწავლება (m-learning) მობილური ტექნოლოგიებით სწავლის მიღება.
ელექტრონულისწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:
დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით.
ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს.
მოცემული ძირითადი მეთოდების გარდა არსებობს სწავლების უამრავი მეთოდი, რომლის შერჩევა მასწავლებელს შეუძლია კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.
თითოეულ ადამიანს გააჩნია სულიერი ძალაუფლება სიტყვის მეშვეობით შექმნას ან გაანადგუროს. ამის გამო ბიბლია სიტყვის სწორად გამოყენების შესახებ ახსნა-განმარტებებს იძლევა. „ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები პასუხს აგებენ განკითხვის დღეს, რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადადებული“ . ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ თითოეულ წარმოთქმულ სიტყვაზე გვაკისრია პასუხისმგებლობა . „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია, მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“.
ჩვენი სხეულის, სულის ( ემოცია,განწყობა,ინტელექტი,ჯანმრთელობა,სურვილი ) მდგომარეობა ჩვენ სიტყვაზეა დამოკიდებული. ამ პრინციპს იყენებენ მედიცინაშიც (ფსიქოლოგია,ტრენინგი, ჰიპნოზი ). რთულ დროს ხალხი მტერთან შესახვედრად ფრონტზე მიდიოდა გულში კი ძალა და რწმენა ჰქონდათ, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. სიტყვაში იმალება დიადი ძალა.
დამანგრეველ სიტყვის ძალას ჯადოქრები, სატანისტები და სხვა ბოროტი ძალის წარმომადგენლები იყენებენ. თუ ადამიანს წყევლის სჯერა და ეშინია, წყევლა მის ცხოვრებაში მოქმედებას იწყებს, ხოლო შიში და ნეგატიური რწმენა სატანას ძალას მატებს. ჩვენს წინააღმდეგ წარმოთქმული ნეგატიური სიტყვებისაგან მფარველი ძალა იესო ქრისტესადმი ნდობა და მორჩილებაა. „ისევე არ მოეწევა კაცს დაუმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი“. ღმერთი ყოვლისშემძლე არის და რადგან მისი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით, ესეიგი ღვთის შვილები ვართ და არაფრის უნდა გვეშინოდეს.
„რადგან, ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს“ მოციქული პეტრე გვამცნობს, რომ ჩვენი კეთილდღეობა ჩვენსავე წარმოთქმულ სიტყვებზეა დამოკიდებული. როგორც კეთილ სიტყვას სიხარულით სავსე დღეები, ასევე ბოროტ სიტყვას -განსაცდელი მოაქვს. „წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა“ – წერს ბრძენი მეფე სოლომონი. ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას, განიკითხავენ ქვეყნის სათავეში მდგომთ, მათ ცხოვრებაში მოდის ზეწოლა, რომელმაც მათი ცხოვრება შესაძლოა დაანგრიოს. ამიტომ მოსახლეობის ინტერესებში შედის (პოზიტიური სიტყვები, კურთხევა ) ხელისუფლებისთვის ლოცვა, რათა ქვეყანა კი არ დაინგრეს, არამედ აყვავდეს.
როდესაც ჩვენზე უარყოფითად საუბრობენ დისკომფორტს ვგრძნობთ, რადგან ამ უარყოფით აურას ვეჯახებით. იესო მთაზე ქადაგების დროს ასწავლიდა თუ როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ძალას: „გიყვარდეთ თქვენი მტრები,ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის,კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის,ვინც გავიწროებთ და გდევნით“. ბოროტების დაძლევა მხოლოდ სიკეთითაა შესაძლებელი. როდესაც ღმერთის პრინციპით ვმოქმედებთ, ბოროტება ძალას კარგავს. სიკეთეც და ბოროტებაც ბუმერანგივით უკანვე გვიბრუნდება. „ორმოს გამთხრელი თვითონვე ჩავარდება შიგ, ქვა მისივე დამგორებელს გაჭყლეტს“. განსაკუთრებულ შეშფოთებას ყოველდღიურ ლექსიკაში უხამსი სიტყვების გამოყენება იწვევს, რადგან ისინი ბოროტ ძალებთან პირდაპირ კავშირშია. ბევრი უცენზურო გამოთქმა წარმათი ღმერთების, დემონების სახელებია.
მთავარი ის კი არ არის, როგორ ვიწყებთ ჩვენ ცხოვრებას, არამედ როგორ გავაგრძელებთ და დავამთავრებთ მას. ყურადღება მივაქციოთ რა გამოდის ჩვენი ბაგეებიდან კურთხევა თუ წყევლა. თითოეული სიტყვა ჩვენზე და ჩვენს მომავალ თაობაზე პირდაპირ მოქმედებს. დღეს საშუალება გვაქვს, რომ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები ვაღიაროთ და პატიება ვითხოვოთ. ბიბლია ამბობს: „ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“. თუ გინდა, რომ მისაბაძი მაგალითი იყო, მთელი გულითა და სულით წარმოთქვი შემდეგი ლოცვა: „ზეციურო მამა გთხოვ მაპატიე ყოველი არასწორი ქმედება,ფიქრი და სიტყვა, რომელიც ჩავიდინე. მე მჯერა, რომ შენი ძე იესო ქრისტე, გაეკრა გოლგოთის ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის. ის მოკვდა, რათა მიმეღო ახალი და სამუდამო სიცოცხლე. ზეციერო მამა მე ვღებულობ შენს პატიებას და ძალას საბრძოლველად. გთხოვ, გადმოღვარე ჩემზე სულიწმინდის მადლი. დამეხმარე ბაგის გაკონტროლებაში. ზეციერო მამა, მე გადავცემ ჩემს ცხოვრებას შენს მოსიყვარულე და მზრუნველ ხელს.
კოგნიტური დიაგრამები ანუ ჭკვიანი სქემები
ამ ჭკვიანი სქმების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი მხატვრული
ტექსტის სწავლებისას, როდესაც მასწავლებელს სურს გამოკვეთოს მთავარი ან არამთავარი პერსონაჟი და ყურადღება გაამახვილოს მის
მიზანზე, ქმედებასა და შეფასებაზე
მთავარი პერსონაჟი
-------------------------
მიზანი ----------------------------------------------------------------------------------------------
მიზანი ------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- მოქმედება --------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------- შეფასება ------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------
ნებისმერ ტექსტს, როგორი სახისაც არ უნდა იყოს იგი, აქვს: თემა, წინადადებები, სასვენი ნიშნები და აბზაცები, ამ ყველაფერს შეიძლება ტექტის ინგრედიენტებიც ვუწოდოთ, რომლებიც ქმნიან ტექსტის რეცეპტს.
მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს წერითი დავალების შესრულება. ისინი ვერ ახერხებენ არსებითისა და არაარსებითის, კონკრეტულისა და ზოგადის გამიჯვნას. ანალიზის ნაცვლად უმეტეს შემთხვევაში ტექსტის შინაარსს გადმოსცემენ. არ შეუძლიათ დავალებების მიხედვით თანამიმდევრული მსჯელობა, მოსაზრებების ლოგიკური დაკავშირება ერთმანეთთან, კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება, თხზულების გამთლიანება და ტექსტის სათანადოდ ორგანიზება. პერსონაჟებს ხშირად ახასიათებენ ცალმხრივად ან უარყოფითად, ან მხოლოდ დადებითად, მაგრამ ყველაზე მეტად ჭირს ამა თუ იმ პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრება… ამა თუ იმ პერსონაჟის დახასიათებისას კი მოსწავლე ხშირად მის თავგადასავალს გადმოსცემს. ამიტომ საჭიროა გავარკვიოთ ,,დახასიათების ბუნება’’.
სანამ წერას დავიწყებდეთ, ,,გვერდით დავილაგოთ’’ საშენი მასალა. თავდაპირველად გულისყურით წავიკითხოთ ტექსტი. კითხვის პროცესში გამოვიყენოთ ჩანიშვნის ხერხი. პერიოდულად ჩავინიშნოთ ახალი ინფორმაცია. ჩვენი თხზულების ,,გასალამაზებლად’’ კი გამოგვადგება მხატვრული ხერხები: ეპითეტი, მეტაფორა, შედარება, ჰიპერბოლა… ჩამოთვლილი მხატვრული ხერხები ის ძირითადი მასალაა, რომლებიც პერსონაჟის მხატვრული სახის გაანალიზებაში დაგვეხმარება.
მაშ ასე, მთავარი მასალა – ტექსტი და ტექსტის მხატვრული სამკაული ჩვენ გვერდითაა. გულისყურით გადავიკითხოთ ტექსტი ან კონკრეტული განსახილველი ეპიზოდი. მივყვეთ პერსონაჟის მოქმედებას, რადგან ავტორი პერსონაჟის შინაგან ბუნებას მეტწილად თვით პერსონაჟის მოქმედებაში ამჟღავნებს ან პირდაპირი დახასიათებით შლის ჩვენ წინაშე.
ხო, ფანქარი დამავიწყდა. ფანქარიც ჩვენს განუყრელ მეგობრად უნდა იქცეს, რათა გამოვიყენოთ ჩანიშვნის ხერხი. მოკლედ, ვკითხულობთ აბზაც-აბზაც, ვაკვირდებით, გვაძლევს თუ არა პერსონაჟის თითოეული ქმედება ამა თუ იმ თვისებას და პერიოდულად ვიწერთ ახალ-ახალ ინფორმაციას. აი, უკვე ნახევარი გზა გავიარეთ. შავი სამუშაო შევასრულეთ. შემდეგ შევადგინოთ პერსონაჟის დახასიათების თანმიმდევრული გეგმა: განვიხილოთ პერსონაჟი სხვადასხვა თვალსაზრისითა და მიზნით.
აღვწეროთ პერსონაჟის გარეგნობა, რადგან გარეგნული თვისებები ხელს უწყობს გამოამჟღავნოს მისი შინაგანი ბუნება და ხასიათი;
გარეგნობასთან შეფარდებული მოქმედებათა აღწერა, მიდრეკილებები, განცდები, რომლებიც ქმნის ამ პიროვნებათა ხასიათს;
შინაგანი თვისებები;
ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟთან;
როგორ საზოგადოებაში უხდება ცხოვრება მას;
რა მორალურ-ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრობს საზოგადოება და პერსონაჟი ინარჩუნებს თუ არა ინდივიდუალობას;
პერსონაჟის დამოკიდებულება საკუთარ თავთან;
როგორ მეტყველებს პერსონაჟი, როგორ ენობრივ თავისებურებებს იჩენს მოქმედი პირი;
როგორ ახასიათებს პერსონაჟს ავტორი, როგორ ახასიათებს მას სხვა (დადებითი ან უარყოფითი) პერსონაჟი, როგორია ჩვენი პირველი შეხვედრა მასთან. მაგალითად, ნესტანს (შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’) ძალიან დიდი ხანი ვიცნობთ სხვებისგან და მხოლოდ წერილის წერის დროს ვხვდებით პირისპირ.
თუ პერსონაჟი დუმს, მაშინ მეტაფორა დაგვეხმარება, სადმე იქნება ,,ჩამალული’’ და ალბათ, პერსონაჟიც მეტაფორულად ,,დუმს’’;
დავალაგოთ პერსონაჟის თვისებები ძირითად და მეორეხარისხოვან თვისებებად, დადებით და უარყოფით თვისებებად…
დაბოლოს, რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ნაწარმოების მოქმედ პირთან. ჩავწვდეთ მათ შინაგან ბუნებას, რას ფიქრობეს, რას გრძნობენ… სიყვარული, აღტაცება, დაღონება, გაჯავრება… ანუ პერსონაჟის ემოციებზე დაკვირვება ასევე აუცილებელი მასალაა…
ახლა კი გადავიდეთ უფრო კონკრეტულ საკითხზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველი შეცდომა, რომელსაც თქვენ უშვებთ, არის ის, რომ ნაწარმოების მოქმედი პირის მხატვრული სახის გააზრებისას მოთხრობის შინაარსს გადმოსცემთ. იწყებთ დახასიათებით და მერე უნებლიეთ გადადიხართ ნაწარმოების შინაარსის გადმოცემაზე.
აი, დახასიათებიდან შინაარსის გადმოცემისკენ გადახრის ერთი მკვეთრი მაგალითი.
განსახილველად ავიღოთ მე-11 კლასელი მოსწავლის ნაშრომი ,,ბათუს მხატვრული სახის გააზრებისათვის’’ ( აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი“).
„ბათუს ცის მახლობლად აქვს ფაცხა, რომელიც დრო და ჟამის შესაფერად ,,ზაფხულ გრილი და ზამთარ თბილია’’. იგი „რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილია“. ერთხელ, უკუნეთ სიბნელეში ბათუს კარს მოადგა მისი ძუძუმტე-საფარ ბეგი. ბათუმ თბილად მიიღო იგი, მოასვენა და მისი ამბავი იკითხა. ბათუმ მძიმე საქმე თვითონ იტვირთა, ძიძიშვილი სახლში დატოვა, თავად კი საფრთხეში ჩაიგდო თავი და უკადრი საქმე იკადრა. ბათუ პარავს ინალიფას ცხენს, სახლში ბრუნდება, ფაცხაში შესულს გული არ უთმენს და ნაზიბროლასთან შესვლას გადაწყვეტს. შევა და შემზარავ სურათს იხილავს. ქვეშაგები მინგრეულ-მონგრეულია, ნაზიბროლა ყელს იხოკავს და ტირის. მიხვდა ბათუ, რაც მოხდა და მომხდარმა შეზარა, მუხლი მოეკვეცა, მაგრამ კვლავ გონს მოვიდა. ნაზიბროლას მოეხვია, კოცნით ამოუშრო ცრემლი და გაამხნევა’’.
მოსწავლეს გაუკვირდა, რომ ამ ნაშრომში დაბალი შეფასება მიიღო, რადგან ბათუს ამბავი თანმიმდევრულად გადმოსცა, ენა გამართულია და მარტივი, სასვენი ნიშნები სწორადაა დასმული და სხვა. ამ ნაშრომიდან ჩანს, რომ მოსწავლე ბეჯითია, მაგრამ მას ,,მასწავლებლის ხელი აკლია’’, მოსწავლე არ არის გარკვეული პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრების ბუნებასა და თავისებურებაში…
მოკლედ, თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ განსახილველი ტექსტი, შეაგროვეთ ცნობები, რაც შეიძლება მეტად აითვისეთ ის მხატვრული ხერხები, (შედარებები, მეტაფორები, ეპითეტები), რომლებიც დაკავშირებულია მოქმედი პირის ამბავთან. ერთმანეთისგან გამოყავით ძირითადი წვრილმანი, მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი მოქმედებები. გაამახვილეთ ყურადღება მოქმედი პირის იმ ძირითად ხასიათზე, რომელიც მოქმედების სახით ვლინდება. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მოქმედი პირის გარეგნული პორტრეტის აღწერით. ეს არ მოგვცემს სრულ სურათს. ეცადეთ მოქმედი პირის პორტრეტი წარმოადგინოთ მისი გარეგნული და შინაგანი თვისებებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მოქმედებაში, მოძრაობაში. სწორედ პორტრეტის დახატვის ეს მხარეა, მკითხველის შთაბეჭდილებას რომ აძლიერებს, პერსონაჟის სახეს მხატვრულად, ცოცხლად რომ წარმოგვიდგენს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაწარმოების ფსიქოლოგიურსა და ემოციურ მხარეებსაც – რას ფიქრობენ და გრძნობენ ისინი.
მაგალითად, იმავე მოსწავლის ნაშრომმა ოდნავი ,,ჯადოქრობით’’ ასეთი სახე მიიღო. ბათუს ,,ცის მახლობლად’’ აქვს ფაცხა. იგი არა მარტო ფიზიკურადაა ახლოს ცასთან (მას ცის მახლობლად აქვს ბინა), არამედ სულიერადაც. ცა კი ღვთიურობის სიმბოლოა. ღვთის რჩეულია ბათუ, უფალს მისთვის ზებუნებრივი, დიდი ნიჭი მოუმადლებია, რადგან მას შესწევს უნარი იყოს რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი’’. ღმერთს წყალობა არც სხვა რამეში დაუკლია ბათუსთვის, ამქვეყნიური, ყველაზე დიდი ნეტარება-სიყვარულიც მიუმადლებია მისთვის. სწორედ ერთი თვე იქნება, რაც ცოლად ის ქალი მოიყვანა, ვინც უყვარდა. ის სამეგრელოს ასულია, იასავით ნაზი, ,,ცისა და ქვეყნის‘’ შუამავლად მიაჩნია მას აფხაზი, სულიერი და ხორციელი სიყვარული ჰარმონიულადაა მათში შერწყმული. ისინი ბედნიერები არიან.
დავიმახსოვროთ! პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები ნაწარმოებში თანდათანობით მოქმედების გაშლასთან ერთად ყალიბდება და ასე, თანდათანობით ,,შენდება’’ მისი მხატვრული სახეც. თუ გიჭირთ მსჯელობის გაშლა, „გამოიგონეთ“ მოკამათე, რომელიც გიმტკიცებთ, რომ სულაც არ არის პერსონაჟი ისეთი, როგორიც გგონიათ. მერწმუნეთ, თავისთავად მოვა სიტყვები, არგუმენტები და თუ მაინც გაგიჭირდათ, პერსონაჟის სახეებზე ვიმუშაოთ არა ნაწარმოების მიხედვით, არამედ დამოუკიდებლად, ცხოვრებაზე დაკვირვებით. გადავხედოთ გვერდით მჯდომ მეგობარს და… დავიწყოთ!
კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.
გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:
ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.
შეგიძლიათ ზღაპრის რომელიმე ნაწილი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ. ამით ბევრად უფრო საინტერესო და ახლობელი გახადოთ წიგნში გადმოცემული ისტორია.
შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპეკტაკლსაც მოაწყობთ.
ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.
კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან.