მოგესალმებით!

воскресенье, 9 июня 2019 г.

ქსენოფობია


  ქსენოფობია არის უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში. ეს ტერმინი ხშირად უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ, შიშის ან სიძულვილის მინიშნებად გამოიყენება. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში. მსურს, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ვეთანხმები ამ მოსაზრებას,რადგან ჩემი აზრით, განათლებული საზოგადოება არის თავისუფალი, ცივილიზებული. ამგვარ საზოგადოებაში სუფევსკომუნიკაცია, თანამშრომლობა, სოციალური უწყვეტობა და ტოლერანტობა, რაც თავისმხრივ გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. განათლებული საზოგადოებიდან ყალიბდება დემოკრატი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავს სხვა ადამიანის უფლებებს განურჩევლად ამ ადამიანის რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. ამიტომაც, ამგვარ საზოგადოებაში შეუძლებელია არსებობდეს შიში უცხო კულტურის, განსხვავებული ადამიანების მიმართ.
დღევანდელ სამყაროში, ყველაზე ,,ძლიერი იარაღი", რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს არის ცოდნა. ჩვენი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი არის განათლება, რადგან ის გულისხმობს ადამიანში ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებას. განათლება გულისხმობს ადამიანის სოციალიზაციას. თუ საზოგადოებაში არსებობს განათლების სოციოლოგია, მაშინ საზოგადოება განთავისუფლებია დოგმატური აზროვნებისგან. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,განათლება ჰგავს მზეს, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს".
ქსენოფობიასთან დაკავშირებით მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს. მის ერთ-ერთ ფორმად განიხილება რასიზმი, რომელიც გულისხმობს კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრას. ამერიკაში ძალიან დიდი ხანი ხდებოდა აფრო-ამერიკელების დისკრიმინაცია განსხვავებული რასობრივი კუთვნილების საფუძველზე. მუდმივად ხდებოდა მათი ჩაგვრა, არ ჰქონდათ უფლებები, ვერ იღებდნენ განათლებას და დიდი პრობლემა იყო მათთვის ტრანსპორტით სარგებლობაც კი.
ქსენოფობიის კიდევ ერთი მაგალითია, ჰოლოკოსტის სახელით ცნობილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანული ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული გენოციდი ებრაელებისა და ჰომოსექსუალების მიმართ, რომელსაც 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც. ყველას სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. ქვეყანაზე არაფერია ერთმანეთის მსგავსი, რასაკვირველია, არც ადამიანის გრძნობები და განცდებია იდენტური, მაგრამ უნდა მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე და ვთქვათ, რომ ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს ტავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში, რადგან როგორც ბესარიონ ბელინსკი ამბობდა: ,,განათლება - აი, გზა ბედნიერებისკენ"

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი