მოგესალმებით!

воскресенье, 9 июня 2019 г.

                 ტ    რ    ე   ფ   ი   კ    ნ   გ   ი

მონებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა. ადამიანთა, უფრო ხშირად ქალთა დაქირავება სამსახურისა თუ მომსახურებისათვის, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა მუქარით, მოტყუებით ან ძალადობით. გაეროს შეფასებით, ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 4 მლნ.-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე იძულებითი შრომისათვის. მიგრაციული პროცესების (შრომითი მიგრაცია) ინტენსივობა, ეკონომიკური კრიზისი, ქვეყნის კანონმდებლობის ნაკლოვანებები განიხილება ტრეფიკინგის ხელშემწყობ პირობებად.

untitled4
 ტრეფიკინგი გენდერულ ძალადობად განიხილება. ძირთადად, იგი დამახასიათებელია ეკონომიკური კრიზისის კერებისათვის. სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოური სივრცის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კარიბის აუზის მოქალქეები ბედი საძიებლად უფრო მდიდარ ქვეყანაში მიემგზავრებიან. ტრეფიკერები, ფაქტობრივად ერთსა და იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მიმართავენ: მსხვერპლისთვის პასპორტის, დაბადებისა და პირადობის მოწმობის, უბის წიგნაკის წართმევას, დამცირებას, კრიმინალურ ქმედებაზე დათანხმებას, იზოლირებას, ოჯახის წევრებისათვის ზიანის მიყენების მუქარას და ა.შ.

ადამიანებით, მათ შორის ბავშვებით ვაჭრობა უხსოვარი დროიდან, კერძოდ მონათმფლობელობის ეპოქიდან დაიწყო, როცა ადამიანებს, როგორც ნივთებს, ისე ეპყრობოდნენ. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვებით ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული. რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილი მონად გაეყიდა, გაყიდულ ბავშვებს პროსტიტუციასა და მათხოვრობას აიძულებდნენ. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფაბრიკებში ღარიბი, ობოლი ბავშვების თითქმის უფასო შრომას იყენებდნენ, რომლებიც დაზგებთან ყოველდღიურად 16 საათს ატარებდენ, ხოლო რომ არ გაქცეულიყვნენ, კედელზე ჯაჭვით აბამდნენ.

images2

ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემა, იქნება ეს სახელმწიფოებრივ თუ ადგილობრივ დონეზე, ეფექტურად მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა თითოეულ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, ეცოდინება როგორც საკუთარი უფლება-მოვალეობები, ისე ის ტკივილი, შიში და დანაკარგი, რაც ამგვარ დანაშაულს მოაქვს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ბავშვის სიცოცხლესა და ბედზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი