მოგესალმებით!

суббота, 17 февраля 2018 г.

კვლევა




სსიპ ქალაქ თბილისის  N 161 საჯარო სკოლის  პედაგოგი
    


                           მანანა მგელაძე

              პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


      ,,ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში’’
( მისი მნიშვნელობა  მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები).



                                                   
                                       2017-2018
                                  სასწავლო წელი
     

                                                სარჩევი
1.          განაცხადი................................................................................3
2.          შესავალი..................................................................................3
3.          საკვლევი თემის კითხვები...................................................5
4.          ლიტერატურის მიმოხილვა..........................................5-6-7
5.             პრობლემა   ..........................................................................7
6.          კვლევის შედეგები და ანალიზი.........................................9
7.          მოსწავლეთა შედეგების შეჯამება....................................13
8.          თარგმნილი ანიმაციები.....................................................14
9.          რეკომენდაციები.................................................................15
10.     ინტერვენციები..............................................................15-16
11.     შეფასება................................................................................16
12.     დასკვნა..................................................................................17
13.     გამოყენებული ლიტერატურა.....................................19-20
14.     რეფლექსია............................................................................21
15.     კოლეგებთან შეხვედრა......................................................22
16.     კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება........23
17.     მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი................. 23-27
18.     კითხვარები..................................................................... 27-31
19.     სქემები............................................................................. 32-41







                                            განაცხადი
  ქ.თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა მგელაძის  ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, რომელიც  მიმდინარეობდა  2017 წლის ოქტომბრიდან- 2018 წლის მაისის ჩათვლით. ამ მიზნით,შერჩეულ იქნენ მე-5 კლასის და მაღალი კლასის მოსწავლეები. პროცესის წარმატებით წარმართვასა და დასრულებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ამავე სკოლის პედაგოგებთან თანამშრომლობამ.
  საკვლევ თემად შერჩეულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა,         ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში’’( მისი მნიშვნელობა  მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)






 ძირითადი საკვანძო  სიტყვები: კვლევა, წერითი და ზეპირი უნარები, მოტივაცია , ინტელექტი, პროექტი, ანიმაცია, პრიორიტეტები, ინტეგრაცია, თანამშრომლობა, წიგნიერება,  ჩართულობა, ლექსიკა, დაინტერესება, ქართული მულტიპლიკაცია, თვითმყოფადი, ორიგინალური, პოპულარიზაცია.

                                     პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
                                            ანგარიში/რეფლექსია  
                                                        შესავალი
  ყველა  მასწავლებელი ახლის ძიებაშია და ცდილობს სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და წარმატებული გახადოს. ანიმაციური ფილმები კი ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სწავლა-სწავლებაში. რატომ მომწონს ფილმები, რაში ეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეს? გარდა იმისა, რომ მათში მრავლადაა ადამინის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა, მოსწავლეები ნახატი ფილმების მეშვეობით, ეცნობიან აქტუალურ საკითხებს, რომლებიც რეალურ ამბებზეა აგებული; ისინი ხელს უწყობს მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას, რაც ზრდის მოსწავლეების სწავლის მოტივაციას. ფილმის ჩვენება, შესაძლებელია, 10- 15 წუთით ან მასწავლებელს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია დაანაწილოს იგი თემიდან გამომდინარე კონკრეტული გაკვეთილისთვის. მულტიპლიკაციური ფილმების გამოყენებით ვზრდი მოსწავლეების ინტერესს, ვუღვივებ მათ ცნობისმოყვარეობას. ამასთან, საკითხს უფრო ღრმად და საფუძვლიანად ითვისებენ. ფილმის ჩვენების შემდგომი დისკუსიები, ხელს უწყობს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნების განვითრებას. მოსწავლეები ხალისით არიან ჩართული, ისინი თავისფლად და არგუმენტირებულად მსჯელობენ თემის ირგვლივ. რაც მთავარია, იძენენ და იღრმავებენ ცოდნას ქართული კულტურის შესახებ. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ფილმებით სწავლებაზე აგებული გაკვეთილები.
     მე-5 კლასის მოსწავლეებთან მუშაობისას, გამოიკვეთა სავალალო მდგომარეობა. ისინი ძირითადად, არ იცნობდნენ ან ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ ქართული ანიმაციური კინო-ინდუსტრიის შესახებ.ამიტომ გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა, რომ  გამეგო ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
  კვლევამდე, მე-5 კლასელმა მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტ:‘’ქართულიანიმაცია-ცოცხალი ფერების საიდუმლოზე’’.
   ამ პროექტის მიზანი იყო, მოზარდთათვის ახალი ინტერპრეტაციით, ძველი და თანამერდროვე  ეფექტებისა და მუსიკის გამოყენებით გახმოვანებული ანიმაციების მიწოდება, ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება და რაც მთავარია, ბავშვების დაინტერესება ეროვნული კულტურის დარგებით. ისინი გულდასმით აგროვებდნენ მასალას .მშობლების დახმარებით მოიძიეს ქართული ხალხური ზღაპრები და მათი მიხედვით შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმები. წარადგინეს პრეზენტაციები.
   ჰქონდათ მცდელობა დაეწერათ ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოებები.მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებულებმა, იშვიათი ნახატებიც შემოგვთავაზეს,რომელიც სპეციალური პროგრამა SWEI-ს მეშვეობით სლაიდებად აქციეს. ეს ყოველივე საწინდარი გახდა იმისა, რომ უფრო მეტად შემესწავლა ქართული ანიმაციური კინოინდუსტრიის წარსული , აწმყო და მისი პერსპექტიული მომავალი.
    თემის განსაზღვრის  შემდეგ , დავსახე პრიორიტეტები. ვაწარმოებდი დღიურს, სადაც ასახული იყო კვლევის მიმდინარეობის ყველა ეტაპი.
        საკვლევი თემის კითხვები
 .ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევაც უნდა დავიწყო?
. ჩემი ძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?
. მაქვს წარმატების შანსი?

       მოსწავლეთა დაინტერესება  ქართული ანიმაციით ბოლო რამდენიმე
წელია სერიოზული პრობლემაა საჯარო სკოლებისათვის. განსაკუთრებით.
 მნიშვნელოვანია: ლიტერატურის, მუსიკის, ხატვის სწავლებისას.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხელოვნების სახეობათა
ურთიერთმიმართების, მათი ინტეგრაციის პროცესები. 
ქართული ანიმაცია თვითმყოფადი და ორიგინალურია, ამიტომაც,
 წარმოუდგენელია განვიხილოთ ეროვნული ფილმები - მუსიკასთან,
 ლიტერატურასთან, ფერწერასთან, თეატრთან მიმართების გარეშე.
            კვლევის ვადები  
აქტივობა
ნოემბერი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა
V



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
V



ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან

V


მონაცემთა შეგროვება

V


 მონაცემების ანალიზი

V


კითხვარების შედგენა, დამუშავება

V


გამოკითხვა/ანკეტირება

V


მიღებული შედეგების ანალიზი

V
V

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა


V

ინტერვენციის განხორციელება

V
V

ინტერვენციის შედეგების ანალიზი



V
პრეზენტაცია დაწყებითების კათედრასთან, შედეგების გაცნობა.



V






   მიზანი

  . მოვიძიო ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს ქართული ენისა და ლიტერატურის  საგნისადმი;

      .დავგეგმო და განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ქართული ანიმაციური ფილმების შემეცნებასა და გააზრებაში;
Double Bracket: [Type a quote from the document or the summary of an interesting point. You can position the text box anywhere in the document. Use the Text Box Tools tab to change the formatting of the pull quote text box.]                                                           
  კვლევის კონკრეტული მიზანია:
 მოსწავლეთათვის
. ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდა დაწყებითი კლასების მოსწავლეებში;
.ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი ანიმაციური ფილმების პრიორიტეტულობის დადგენა;
 . მოსწავლეებისთვის ქართული ანიმაციის ისტორიის გაცნობა;
 .მხატვრული ლიტერატურისა და მუსიკალური ანიმაციისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
. გააცნობიერონ მოსწავლეებმა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილების განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი;
. პატარა ხელოვანების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა;
.ქართულ მულტიპლიკაციაში არსებული პრობლემების შესწავლა;
.მოსწავლეები გაეცნონ ქართულ ზღაპრებს მათი წარმოშობისა და გავრცელების ეტაპებს,შეძლონ მათი კვალიფიკაცია;
.აამაღლონ წიგნიერების დონე.


მასწავლებლისთვის:
 . გამოვავლინო მოსწავლის შესაძლებლობები, ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები;
. ხელი შეუწყო მოსწავლეს სწავლაში;
. სრულყო საკუთარი სასწავლო პრაქტიკა;
. მივიღო ობიექტური ინფორმაცია სწავლა/სწავლებაში მოსწავლეთა პროგრესის შესახებ.
. გამოვავლინო პატარა ხელოვანები და ხელი შევუწყო მათ საყვარელი ანიმაციური ფილმების პრიორიტეტულობის დადგენაში;
                                                  

.კვლევის ამოცანებ


კვლევის წარმატებულად განსახორციელებლად საჭიროა  შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

                                   ·კვლევის სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა;
                                   · მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
                                   · სათანადო ლიტერატურის მოძიება;
             ·ინტერვეციების დაგეგმვა და განხორციელება;
                                   ·ნტერვეციების შედეგების შეფასება;
                   ·კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის;                     
 
პრობლემა
     ქართული ანიმაციური ფილმები აღსადგენია და გადასატანია თანამედროვე ციფრულ მასალაზე. შესაბამისად, არ ხდება მათი ჩვენება, თავისთავად, ბავშვები და მოზარდები ქართული ანიმაციის ისტორიას არ იცნობენ; არ იცნობენ მწერლებს, იმ დროინდელ  კომპოზიტორებსა და მუსიკის შედევრებს. ამასთან ერთად, არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც მოხდება ანიმაციის წარმოებისათვის ყველა საჭირო სპეციალისტის მომზადება. არ არსებობს სწავლების პროფესიული სტანდარტიც. იშვიათად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, არ გამოდის ახალი სახელმძღვანელოები და არ ხდება საავტორო უფლებების შესყიდვა, ასევე მათი თარგმნა-გამოცემა. განსაკუთრებული ყურადღება არ ექცევა პროდუსერებისა და მენეჯერების აღზრდასა და მათი დახმარებით ეროვნული ანიმაციური კინოს საერთაშორისო კინოპროექტებში ჩართვას. დაუფინანსებელი რჩება რამდენიმე ანიმაციის განვითარებისთვის სასიცოცხლო და საინტერესო პროექტი. ტელევიზიები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას ამ მხრივ, რის გამოც ქართველი ანიმატორ-ილუსტრატორები მიდიან სარეკლამო სფეროში, რომელიც ერთგვარ შემოსავლის წყაროდ აღიქმება.

კონკრეტულ პრობლემას წარმოადგენს:
•         ქართული ანიმაციური ფილმებისადმი ბავშვების და მოზარდი თაობის ნაკლები ინტერესი;
•         კომპოზიტორების მიერ ნაკლებად იწერება მუსიკა სპეციალურად ანიმაციური ფილმებისთვის;
•         საქართველოში არ არსებობს ანიმაციური ინდუსტრია, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან როგორც მხატვრები, ლიტერატორები, სცენარისტები, კომპოზიტორები, რეჟისორები, მხატვარ-ანიმატორები, მხატვარ-ამომხატველები, მხატვარ-გამფერადებლები, ჩრდილების მხატვრები, დამდგმელი ოპერატორები, მონტაჟისა და ხმის რეჟისორები, 2D-3D გრაფიკოსები და ამ  სფეროში მომუშავე მენეჯერები, მიმართულების პროდუსერები და პროექტის ხელმძღვანელები;
•         სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ნაკლები ინტერესი სფეროსადმი;
•         საერთაშორისო ფესტივალებზე ანიმაციური ფილების დაფინასებისა და შემქნელთა გამგზავრების საკითხი;
•         ლიტერატორთა ნაშრომების ნაკლებობა ამ სფეროში;
•         თანამედროვე ზღაპრების დეფიციტი.

      საკვლევი პრობლემის  აქტუალობა
   დღესდღეისობით, კინემატოგრაფიის ერთ-ერთი დარგი - ანიმაცია არ არის ჯეროვნად გამოკვლეული. მიუხედავად იმისა, რომ ტარდება სხვადასხვა ანიმაციური ფილმების კონკურსები თუ ღონისძიებები, ამ სფეროს მაინც აკლია ყურადღება და პოპულარობა. საზოგადოების უიმედობა ამ საკთხთან მიმართებაში, სახელმწიფოსა და ინვესტორთა ინტერესის შენელება და რაც მთავარია, ბავშვების გულგრილობა ,  იწვევს ეროვნული ანიმაციის მდგომარეობის გაუარესებას.
       ნაშრომის აქტუალობის განმსაზღვრელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კინოწარმოება კრიზისშია შესული.
       უმოქმედობის ხანამ დიდი დაღი დაასვა ქართული ანიმაციის სამომავლო განვითარებას. შესაბამისად, არ არსებობობენ მკვლევრები, რომლებიც ამ სინთეზურ საკითხს შეისწავლიან პროფესიონალის კუთხით,  მუსიკის,ლიტერატურის, ასევე  შემოქმედებითი ხედვის მხრივ.
      აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებისა და მოზარდი თაობების მოთხოვნის შესწავლას, რათა სწორედ ისინი არიან დამკვეთნი და ამინდის შემქნელნი ამ მეტად რთულ და საინტერესო ინდუსტრიაში.





   ლიტერატურის მიმოხილვა
    საკვლევი თემის განსაზღვრის შემდეგ, უკეთესად რომ გადამეწყვიტა პრობლემა,განვიხილე ამ თემაზე დაწერილი სხვადასხვა ლიტერატურა. გავეცანი ახალ 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას და გავარკვიე, რომ მოსწავლე აქტიური რომ იყოს გაკვეთილზე და შესძლოს საკლასო აქტივობებში ჩართვა. ამაში მას, ქართული ენისა დალიტერატურის გაკვეთილები  დაეხმარება:
  ,, მოზარდობის პერიოდი რთულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას. ქართულის გაკვეთილზე, მასწავლებლებს  კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ აქვთ თავიანთ აღსაზრდელებთან  დაკავშირებით.  მნიშვნელოვანია , ასეთ დროს  მათი დაინტერესება ვიზუალური მასალით, რათა ჩამოუყალიბდეთ შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული უნარები’’https//edu:aris.ge
     წარმოსახვით არეალთან  ადამიანის ზიარება, ხშირად ანიმაციური ფილმებით იწყება, ანიმაცია ბავშვისთვის სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი გზაა.
                                                https://vitrajimagazine.files.wordpress.com/2012/07/969806e10ff5.jpg?w=320&h=240

     მულტფილმი ყველა პატარასათვის საყვარელი სანახაობაა. ერთი შეხედვით გულუბრყვილო სანახაობაში, უდიდესი შრომა და ძალისხმევა იდება, იმისათვის, რომ თავისი მისია შეასრულოს და მაყურებლამდე სრულყოფილი სახით მივიდეს.
მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. თავად სიტყვა კი, ლათინურია დაგამრავლებასნიშნავს. ეკრანზე ნახატი, რომ ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო. ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რამდენი ადამიანის შრომაა საჭირო მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციის შესაქმნელადაც კიამისთვის მუშაობენ: მხატვრები, მწერლები, რეჟისორები, კომპოზიტორები, მსახიობები (რომლებიც გმირებს ახმოვანებენ), ოპერატორები, მემონტაჟეები
მხატვარ-ანიმატორობა ძალიან რთულიაუნდა იცოდე ხატვა, გრძნობდე მოძრაობას, მექანიკას და ბიომექანიკას, გქონდეს მუსიკალური რიტმის გრძნობა, გესმოდეს პანტომიმამსახიობური ოსტატობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკრანული დროის შეგრძნება უნდა გაგაჩნდეს.
 ანიმაციებში აცოცხლებდნენ სხვადასხვა ზღაპარს, მოთხრობას, მულტფილმად გარდაქმნილი ნაწარმობები კი უფრო ახლობელი და საყვარელი ხდებოდა პატარებისათვის და არა მარტო მათთვიზღაპარს ბავშვისთვის ერთგვარი დაცვის ფუნქციაც აქვს, თუ საინტერესო ფაქტები, არ ხდება მის რეალურ ცხოვრებაში, ხდება ზღაპრის სამყაროში. “
წლების განმავლობაში, ანიმაციები იქმნებოდა იმისათვის, რომ ბავშვებისათვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო მეგობრობის, სიკეთისა და სიყვარულის აღქმა.
ქართული მულტფილმები, სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალებზეც დაუჯილდოვებიათ. ქართული მულტიპლიკაციის ისტორია 80 წლის წინ დაიწყო და ის, ყოველთვის ზნეობრივობაზე აკეთებდა აქცენტებს.
ყველაზე ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმები 60-იან წლებში შეიქმნა. „ჩხიკვთა ქორწილი”, „წუნა და წრუწუნა”, „ნახევარწიწილადა მრავალი სხვა, რომელსაც, ყველა თაობის წარმომადგენელი დღესაც დიდი სითბოთი იხსენებს.
მომდევნო წლებში: „მე წვიმად მოვალ”, „მგელი და კრავი”, „სიზმარა”, „ბატი ტასიკო”…
ყველა თაობისათვის, დღემდე საყვარელია უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმები: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, „პინოქიო”, „ბემბიდა სხვა.
არსებობს  „ნეიტრალურიმულტფილმებიც, რომლებიც არ აზიანებს ბავშვის ფსიქოლოგიას, თუმცა არც რაიმე სასიკეთო მოაქვს. „მულტფილმი, რომელიც, ბავშვს არაფერს არ ასწავლის, სრულიად გამოუსადეგარია.”ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი.
ბოლო დროს კი აშკარად შესამჩნევი გახდანეგატიურიმულტფილმების მომრავლება, რომელიც ანგრევს ბავშვის ფსიქიკას და ძალადობისაკენ უბიძგებსმულტფილმში ჩადებული უნდა იყოს სიბრძნე, ღირებულებები და არა აგრესია, ძალადობა და შურისძიება. ზღაპრის საშუალებით ბავშვის ქცევის კორექტირებაც შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ბავშვი ზღაპარს ნახავს, მშობელთან, თუ პედაგოგთან ერთად, მისი გარჩევა უნდა მოხდეს. როგორ იქცეოდა ესა თუ ის გმირი, რა მოეწონა ან არ მოეწონა სანახაობაში? თუ ბავშვი ნეგატიურ მულტფილმს ნახავს, შესაძლოა გავანეიტრალოთ იგი და განვიხილოთ რა არ იყო მასში კარგი?
ნეგატიურიმულტფილმი, რა თქმა უნდა, ჯობ არ ვაჩვენოთ ბავშვსმულტფილმებში, რადგან ვიზუალია წინა პლანზე წამოწეული, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოზარდობის პერიოდამდე, სანამ ბავშვი აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადავა. ბავშვისთვის პრიორტეტი, ნანახს და კონკრეტიკას აქვს.
აუცილებელია, ბავშვს ასაკი მიხედვით შევურჩიოთ მულტფილმი, ან შემდეგ, მასთან ერთად გავარჩიოთ. მაგ: „სპაიდერმენი”, რომელიც დახტის და დახოხავს შენობებზე, უნდა ავუხსნათ, რომ ამას სიკეთისთვის აკეთებს. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს დასკვნების გამოტანაში.
 მთავარი  მულტფილმის ნახვა არ არის, მთავარი მისი გარჩევა და იმ დილემების გადაჭრაა, რომელიც მასში არის.” – ამგვარია ფსიქოლოგის მოსაზრება.
. მულტიპლიკაციის პროგრესი და ქართული მულტიპლიკაცია დღეს    
კომპიუტერულმა ანიმაციამ ბოლო ათწლეულში საქართველოში შემოაღწია, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ციფრულ ანიმაციაზე, როგორც ინტერნეტში, აგრეთვე სატელევიზიო რეკლამაში.
კომპიუტერული ანიმაცია მაყურებლის ყურადღებას მეტად იპყრობს, ვიდრე სტატიკური სურათები და ამასთანავე მეტი ინფორმაციის განთავსების საშუალებას იძლევა. მოქმედებს ეკონომიური ფაქტორიც, ხელით ნახატი ფილმი მეტად ძვირი ჯდება ვიდრე კომპიუტერული ანიმაცია.
 კომპიუტერულმა ანიმაციამ, შეიძლება ითქვას რევოლუცია მოახდინა მულტიპლიკაციურ სამყაროში. იგი, მთელ მსოფლიოში დღითიდღე ვითარდება.  პერსონალური კომპიუტერი კი, რომელიც საოჯახო მულტსტუდიის როლში გამოდის და პროფესიული მულტფილმების, კლიპების თუ მრავალგვარი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ადამიანს ამ სფეროში განუსაზღვრელ შესაძლებლობას უხსნის.
მიუხედავად უსაზღვრო შესაძლებლობებისა, პროფესორი, მულტიპლიკატორი ილია დოიაშვილი მიიჩნევს, რომკლასიკურიანიმაცია, როგორც საფუძველი ისე რჩება,  მისი ცოდნის გარეშე პროგრამული ანიმაციის შექმნა შეუძლებელია. კლასიკური ანიმაციის საფუძვლებია: თანაბარ-აჩქარებული მოძრაობა, შენელებული მოძრაობა, „მოღერება”, შემზადება, ტრიუკი, რაც ანიმატორმა აუცილებლად უნდა იცოდეს.”
მიუხედავად, პროგრამული ანიმაციის დადებითი მხარებისა და საქმის საოცრად გაიოლებისა, კლასიკური ანიმაციის პროფესორი მიიჩნევს, რომ ამ გზით შექმნილი ანიმაცია ბოლომდე  „ბუნებრივიარაა.
ქართული მულტიპლიკაციის სამყაროში შექმნილ ვითარებას კი, ილია დოიაშვილი ასე აფასებსდღეს, ქართულ ანიმაციაში, არ არის სახარბიელო მდგომარეობა. რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს ანიმაციურ ფილმებს, მაგარამ ეს ზღვაში წვეთია.
 დღეს  არ არსებობს კინოსტუდიები, ადრე არსებობდაქართული ფილმიდა  კინოსტუდია, აგრეთვე მასთან არსებული სტუდიაორბი”. იმ პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო მხატვრებზე და მხატვარ ანიმატორებზე.”
სწორედ, ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულის სანდრო ქათამაშვილის პროექტი – “ბებო”. მაყურებელი მას, სადიპლომო სურათით იცნობს – „თევზი სახელად გვიდო” (პროფ. ილია დოიაშვილის სახელოსნო). ამ სურათმა რამოდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მიიღო, მათ შორის სანქტ-პეტრბურგის ფესტივალისთეთრი ღამეეებისოქროს მედალი.
ბატონი ილიას თქმით, როდესაც ნიჭიერი კუსრდამთავრებულები ხედავენ, რომ არ არის სტუდიები და არ არიან დამფინანსებლები ევროპაში მიდიან სამუშაოდ.
არ არსებობს საპროდიუსერო სკოლა, ორგანიზატორები გვჭირდება, რომლებიც საზღვარგარეთ კინობაზრობებზე გავლენ, გაიტანენ ჩვენს პროდუქციას, გაყიდიან, ან მოძებნიან დამკვეთებს, რომლებიც ჩვენი შექმნილი ანიმაციით დაინტერესდებიან…” 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე ადრე საჭირო პირობებიც არ გააჩნდათ სპონსორების მოსაზიდან, დღეს უკვე ბაზა არის, ამ მხრივ პირობები გაუმჯობესებულია. ბატონი ილია, რა თქმა უნდა სურვილს გამოთქვამს, რომ მისი ნიჭიერი კურსდამთავრებულები საქართველოში მოღვაწეობდნენ. იგი, სინანულით იხსენებს ყოფილ სტუდენტებს, რომლებიც, დღეს, არამარტო ევროპაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ინდოეთშიც კი მოღავწეობენ. “საჭიროა მედიატორების აქტიურობა. ყველა მოგებასა და  დღევანდელ  შემოსავალზე ფიქრობს. თუ ქვეყნის გარეთ არ გავედით, პატარა ქვეყანა ვართ და მხოლოდ შიდა მოგებით თავს ვერ შევინახავთ.” აღნიშნავს იგი.
მხოლოდ დროებითი პროექტების საშუალებით, საერთო ფონი და ქართული მულტიპლიკაციის მდგომარეობა არ იცვლება. საჭიროა, ამ სფეროთი დაინტერესებულ მოზარდთა სურვილი, მათი დახელოვნება, სპონსორების მოზიდვა და ქართული ანიმაციის მსოფლიო სივრცეში ინტეგრაცია. მით უმეტეს, რომ დღეს, უკვე პერსონალური კომპიუტერის საშუალებითაც კი, ანიმატორის უსაზღვრო ფანტაზიის რეალიზებაც შესაძლებელია.
https://www.google.com/search?q=ქართული+ანიმაციით+დაინტერესება&oq=ქართული+&aqs=chro
 ქართული ენისა და ლიტერატურის ინოვაციური  სწავლების ძირითადი მიზნებიც ხომ ეს არის.




     საკვლევი თემის კითხვები და  ქვეკითხვები:
სახვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, შევადგინე კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები. მთავარი კითხვა - რატომ არ ინტერესდებიან მოზარდები ქართულ ანიმაციით?
კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გაჩნდა შემდეგი ქვეკითხვები:
     . არიან თუ არა მოსწავლეები მზად გაეცნონ ქართულ ანიმაციურ ფილმებს, შეისწავლონ მათი ისტორია და შეძლონ კლასელთათვის ნააზრევის სათანადო დონეზე მიწოდება?
      . მოსწავლეებისთვის არის თუ არა ხელმისაწვდომი რესურსები, რომლებიც მათ ამ სფეროში უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება?


სამიზნე ჯგუფი
161-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.



კვლევის გეგმა

პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგი გავესაუბრე მშობლებს. ავუხსენი მათ ჩემი კვლევის მიზანი და მივიღე მათგან თანხმობა, მონაწილეობა მიეღოთ კვლევის პროცესში მათ შვილებსა და ასევე მათაც.
დავიწყე საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის გაცნობა, მაინტერესებდა სხვების მიერ საკითხთან დაკავშირებული ჩატარებული კვლევები და შედეგები. ვფიქრობდი, რომ მეტი ინფორმაციის მიღება სწორი მიმართულებით მუშაობას გამიადვილებდა. ლიტერატურის მოძიების დროს, ყურადღებას ვამახვილებდი მასალების სანდოობაზე. სახელმძღვანელოდ პრიორიტეტი მივანიჭე იმ კვლევებს, რომელიც გამოიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის რეკომენდაციით, ასევე იმ ინტერნეტ-რესურსებს ვიყენებდი, რომელიც ამავე ცენტრის მიერ იქნა გამოქვეყნებული.
ლიტერატურის გაცნობისა და ანალიზის შემდეგ, ფიქრი დავიწყე კვლევის მეთოდების შერჩევაზე.  მონაცემთა ანალიზის შემდეგ, დავიწყე ფიქრი ინტერვენციების შემუშავებაზე.შევიმუშავე რჩევები მოსწავლეთათვის. გადავწყვიტე მათი გათვალისწინების და განხორციელების შემდეგ, კვლავ ჩამეტერებინა დაკვირვება და დამენახა, იყო თუ არა პროგრესი გააზრებული მუშაობის დროს.








 კვლევის მეთოდოლოგია
მონაცემების შეგროვების მეთოდად გამოვიყენე:
             .      წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება
                 (მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთათვის)
          ფოკუს -ჯგუფი;
.     მონაცემთა ანალიზი (დაკვირვების შედეგები);
          ინტერვიუ (ჩაღრმავებული ინტერვიუ).

ანკეტირება
კვლევის პირველ ეტაპზე შემუშავებული ანკეტებით ჩავატარე კვლევა. მოზარდები, მასწავლებლები და მშობლები კვლევის პერიოდში  ავსებდნენ კითხვარებს ანონიმურობის სრული დაცვით, თავისუფალ რეჟიმში, შეუზღუდავად.  მხოლოდ ავუხსენი, თუ როგორ უნდა შეევსოთ ანკეტები. საკვლევი პრობლემის აქტუალობისა და აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გავატარე შემდეგი ღონისძიება: ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან და მათ  მშობლებთან, ფოკუს-ჯგუფის მეშვეობით უნდა  დამედგინა,  რა იყო გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი/ მიზეზები.
     ფოკუს-ჯგუფი
ფოკუსირებული დაკვირვება განვახორციელე მეხუთე  კლასის
მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო: რამდენად იცნობდნენ მოსწავლეები  ჩვენს ქვეყანაში  კინოინდუსტრიის   მიმართულება - ანიმაციას.
 მათი დამოკიდებულება (ზოგადი ფონი)  დამეხმარა კვლევის სწორად
წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.

ინტერვიუ
ინტერვიუ გავმართე სემესტრის დასაწყისში. წინასწარ ჩამოვაყალიბე კითხვები.
აუხსენი რესპოდენტებს ინტერვიუს მიზანი. ვიყავი აქტიური მსმენელი. მშვიდად
მოვისმინე ყველა მოსწავლის აზრი. არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია.
ინტერვიუზე წამოჭრილი საკითხები გამოვიყენე კითხვარის მოსამზადებლად.
ჩაღრმავებული ინტერვიუ
Œ     გაკვეთილებზე მიმოვიხილავდით სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებებს.  მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად ვუჩვენე ნაწყვეტები ანიმაციური  ფილმებიდან.მოსწავლეები ფილმების ძირითადი მსვლელობის ნაწყვეტებს ნახულობდნენ. ყურადღებას ამახვილებდნენ  მწერლის სიტყვებსა და ნააზრევზე ,მუსიკალურ თანხლებაზე. გამოყოფდნენ დადებით და უარყოფით პერსონაჟებს. ახასიათებდნენ მოქმედების დაძაბვის, კულმინაციისა და კვანძის გახსნის მომენტებს.      ვუჩვენებდი ფრაგმენტებს, რომელის მიხედვითაც ვატარებდი სახალისო  ინტერვიუს.
    . რა ხმოვანი ეფექტები გეცნოთ (მაგ., ხმები ბუნებაში, ჩიტების ჭიკჭიკი და . .)?
    . კონკრეტულ ეპიზოდში გამოყენებული ხმოვანი ეფექტები რას აღწერდა?
     .გახმოვანებებს შორის რა სხვაობაა (მაგ: მუსიკალური თანხლებით იწყება, ან ხმოვანი ეფექტია გამოყენებული)?
     .რა აკლდა ამ ეპიზოდს (მუსიკალური თანხლება ან ხმოვანი ეფექტი)?
      .ჟღერს თუ არა მუსიკალური თანხლება პერსონაჟების დიალოგის დროს? _ თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებული მუსიკალური თუ სიტყვიერი თანხლება როგორ განწყობას ქმნის (ამაღელვებელ, დამამშვიდებელ, დაძაბულ, სასიამოვნო და . .)?






               მონაცემთა ანალიზი (დაკვირვების შედეგები);

 
    ანიმაცია  ყველა ასაკის ადამიანის  ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანების ემოციური მდგომარეობა და აქტიურად იმოქმედოს ფსიქიკაზე თავისი  სიტყვით, მუსიკით, გრაფიკითა თუ გამომსახველობითი ჟესტებით.
   იმის გასარკვევად,  იციან  თუ არა  ქართული ანიმაციის ისტორია  და რა გავლენას ახდენს მათ განუმეორებელ სამყაროზე ხელოვნების ეს დარგი, ჩავატარე კვლევა. 
   კვლევის მეთოდად გამოვიყენეთ ფოკუს-ჯგუფი, რათა უფრო ნაკლებ დროში გამოგვეკითხა უფრო მეტი რაოდენობის ადამიანი, ვიდრე ამას პირისპირ ინტერვიუთი შევძლებდით.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს დაურიგდათ უცხოური და ქართული ანიმაციის  ტოპ-ათეულები, რომლებიც უნდა  შეეფასებინათ. ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა თვლიან თუ  არა  თავს  გემოვნებიან  მკითხველად ,მსმენელად,მაყურებლად და  საერთოდ  რას  თვლიან  ხარისხიან  პროდუქტად.
 მონაწილეებს  ვთხოვეთ  თავად  ჩამოეწერათ   ქართული  და  უცხოური  ფილმების თოპ-10მ ამ ქმნილებებში არსებული   სიმღერების გამორჩეული ჟანრები და საუკეთესო მწერლები.
   იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთეკლასელები, დაახლოებით ერთი ასაკის არიან, მქონდა მოსაზრება, რომ მათი
მუსიკალური  თუ აღქმითი გემოვნება არ უნდა ყოფილიყო რადიკალურად  განსხვავებული. ასევე  ვვარაუდობდით  იმასაც, რომ  მოზარდებში ქართულ ფილმებზე მეტად უცხოურზეა მოთხოვნა. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, მაინტერესებდა, თუ რა კრიტერიუმით არჩევენ  მუსიკას, ტექსტს, მწერალს, რა და იდეოლოგიას ანიჭებენ უპირატესობას. ასევე, მინდოდა გამერკვია, ახდენს თუ არა შესაბამისი გემოვნება გავლენას, გაკვეთილების სწავლის პროცესზე. 
    მოსწავლეებს ორიგინალური და საუკეთესო ანიმაციური საუნდტრეკები უნდა დაესახელებინათ. შედეგად, გამოქვეყნდა 10 საუკეთესო ,რომელიც ასე გამოიყურება:
1)      სარალიძე, ა. ბასილაია „სიზმარა“
2)      ბ. სტაროკოვსკი, ს. ნასიძე „იყო ერთი თაგუნა“
3)      კ. ხინთიბიძე, მ. დავითაშვილი „წუნა და წრუწუნა“
4)      კარლო სულაკაური, ჯ. კახიძე „საზამთრო“
5)      ა. ხინთიბიძე ,მ. დავითაშვილი „ჩხიკვთა ქორწილი“
6)      გ. ლავრელაშვილი ,ი. თევდორაძე „ლურჯი მთა“
7)      ჟღენტი, ალ. ბასილაია „თოვლის გუნდა“
8)      გ. ლავრელაშვილი, გ. თბილელი „შაქრო და ზაქრო“
9)      გივი კასრაძე, თ. შავლოხაშვილი „კომბლე’’
10)    ალ.ბასილაია „სოფლის მაშენებლები’’
         მუსიკა ანიმაციაში
  როგორც კვლევამ აჩვენამოზარდების საყვარელი მიმდინარეობებია როკი (ხშირ შემთხვევაში მძიმე), რეპი და პოპია.
   ძირითადად, პოპ-სიმღერები მოსწონთ მულტფილმებში, რომელიც
 გათვლილია მასაზე და მას, ძირითადად, განწყობისათვის უსმენენ.
აღსანიშნავია და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოზარდები უპირატესობას
უცხოურ ანიმაციას ანიჭებენ. ტრადიციული სიმღერები  მათში
 პატივისცემას იმსახურებს, თუმცა ყოველდღიურად მაინც არ უსმენენ.
      მიუხედავად ამისა,  მოსწავლეებმა საგანგებოდ გამოყვეს სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები ქართულ ანიმაციაში, რომლის უმთავრესი ნიშანი ტექსტის რითმულობა, მრავალხმიანობა,  ეროვნული საკრავები და სიმღერის ჰარმონიულობაა. განსაკუთრებული სიამოვნებით მოისმინეს, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ქართველი ანიმატორის ანა ჩუბინიძის სადებიუტო  პირველი ქართულ-ფრანგული მულტიპლიკაციური სურათ - „ჯიბის კაცის“  ლიტერატურული  და მუსიკალური ვერსია.
სიტყვა ანიმაციაში
   მოზარდები არ კითხულობენ ტრადიციულ ნაწარმოებებს, ურჩევნიათ თანამედროვეობასთან ადაპტირებული ტექსტები, შესაბამისად, ანიმაციურ ფილმების შემქმნელებს ახალ გამოწვევებს უყენებენ - უმეტესად ფსიქოლოგიურ-შემეცნებითი ხასიათის ანიმაციები მოსწონთ, სადაც ყოველ სიტყვას თავისი დატვირთვა აქვს. მათი  დაკვირვებით, მოზარდთა ქცევებში ირეკლება მულტფილმებში(თანამედროვე ანიმაციურ ფილმებში დანახული ძალადობის სცენები). მოსწონთ როდესაც გმირი იმარჯვებს, მაგრამ პროტესტს აცხდებენ ,როდესაც ამ  გამარჯვების მოსაპოვებლად ისინი, ხშირად მიუღებელ ხერხებს  მიმართავენ. ისინი ემოციურად იძაბებიან , განსაკუთრებით, ძალადობის სცენების დროს, რადგან საკუთარ თავს აიგივებენ გმირში.
  აქედან გამომდინარე,თავადაც ადვილად გამოხატავენ აგრესიას ან გულგრილად უყურებენ სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას. ეს ყოველივე საფუძველი ხდება საზოგადოებაში არსებული ბულინგისა.ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს , მოზარდის ცნობიერზე გათვლილ ღირებულ ანიმაციურ პროდუქტის შექმნასა და სწორად მის მიწოდებას.
        მათი გამოკითხვა დაგვეხმარა  გაგვერკვია, თუ როგორ უნდა იმუშაონ  მასწავლებლებმა , იმისათვის რომ სკოლის მერხიდანვე დააფიქრონ მოსწავლეები ზოგადსაკაცობრიო თემებსა და საკითხებზე.      კვლევამ გვიჩვენა,რომ ანიმაციური ფილმები მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს მოზარდებში არა მხოლოდ ცნობიერის ამაღლებას ასევე, წიგნიერების დონის ამაღლებასაც.
  მოსწავლეთა შედეგები - მონაცემთა ანალიზი
. მოსწავლეებს მოეწონთ ქართული ანიმაციური ფილმები;
.ხალისით უყურებდნენ , ჩემ მიერ მიწვდილ ფილმებს;
.არ ეზარებათ მათთან მრავალჯერ დაბრუნება;
.ანიმაციურ ფილმებში მოცემული ლიტერატურული მასალა ერთნაირ ემოციებს იწვევდა, როგორც ბავშვებში, ასევე მშობლებსა და პედაგებებშიც კი;
.ანიმაციური რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი უფრო საინტერესო და ეფექტური იყო, ვიდრე მის გარეშე;
. მეტია მოტივაცია და შეცნობის, აღქმისა და კითხვის წყურვილის ხარისხი, ბავშვის ჩართულობა;
. ზრდის მხედველობით, სმენით, შეხებით მეხსიერებას;
. მოსწავლეთა ნაწილი აქტიურად იყო  ჩართული ინფორმაციის
მოძიებაში; თავად შექმნეს პროგრამა SWIS-მეშვეობით ანიმაციური
სურათები;
.ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ და შევსოთ ინფორმაციული დანაკლისი;
. მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტ  „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლევებად’’, სადაც გამოიყენეს მულტიმედიური რესურსი;
. დიდი ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე თარგმნილ ფილმებსა და კომიქსებზე.

                           მონაცემთა ანალიზის მიგნებები
                       .მოსწავლეებს აქვთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ, მაგრამ      
                    ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ ქართული ანიმაციური     
                    ფილმების მიმართ;

   .მშობელთა მხრიდან  ნაკლები ინტერესი ამ სახელოვნებო
 
 ინდუსტრიის მიმართ;

.სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები;

             . მშობელთა მოუცლელობა.

                  .თარგმნილ ანიმაციური ფილმებში  ქართული ენის
                    თავისებურება.
 ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიგნება იყო:
 თარგმნილ ანიმაციური ფილმებში ქართული ენის თავისებურება
   მულტფილმები სხვადასხვა ენიდან ქართულადაც ითარგმნება. ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს ‘’მოშინაურების’’ ეფექტს და გვევლინება შესანიშნავ საშუალებად პერსონაჟთა სახის შესაქმნელად. თარგმნისას ადაპტაციის მეთოდი გამოიყენება.იგი თარგმანის ყველაზე თავისუფალ სახეობას წარმოადგენს: სიუჟეტის ხაზი, თემა და პერსონაჟები შენარჩუნებულია, მაგრამ თარგმნისას  საწყისი კულტურისათვის დამახასიათებელი კონკრეტული  ნიშნები (მაგალითად, საკუთარი, გეოგრაფიული სახელები)  იცვლება მიმღები საზოგადოებისათვის ნაცნობი სახელებითა და რეალიებით.  
   ძირითადად, ასეთ გახმოვანებაში თავს იჩენს ქართული კილოები. ისინი აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად იყოფა. სულ 17 კილო-კავი გამოიყოფა. მათი დამახასიათებელი ნიშნებია:
      . მოკლე და გრძელ ხმოვნებს შორის განსხვავება; 
      . დამატებითი ხმოვნები, რომლებიც სტანდარტულ უცხო  ენაში არ  გვხვდება;
      .ნარიანი მრავლობითი რიცხვის ფორმები;
      . ზმნის არასტანდარტული ფორმები;
       .სიტყვები, რომლებიც ქართულში არ გვხვდება;
       .ზედსართავი სახელის მრავლობითი რიცხვის ფორმები;
       .ქართულისათვის დამახასიათებელი დიალექტები;
       .ემფატიკური ა-ს დართვა უცხოური სახელებისთვის. 








  რეკომენდაციები

       .მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებშიპროექტებში,რადგან აუმაღლდეთ ცნობიერება ანიმაციური ფილმების  შესახებ.
                           .  მასწავლებელმა და მოსწავლემ ურთიერთთანამშრომლობით დაგეგმონ 
სასწავლოაქტივობები;
   .განვახორციელოთ აქტიური კავშირი მშობლებთან  თანამშრომლობის
თვალსაზრისით.

. სკოლას უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი რესურსი, რათა მოსწავლეებმა
 უფრო მეტად შეძლონ უნარების გამოვლენა;

         ინტერვენციები
         ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;

  გავეცანირა საკითხთან დაკავშირებულ თანამედროვე კვლევებს და მოსაზრებებსმივიღე ამომწურავი ინფორმაცია ჩემი საკვლევი მიზნის
შესახებკერძოდ,თუ როგორ შეიძლება ავუმაღლო  ჩემს მოსწავლეებს ლიტერატურის საგნისადმი მოტივაცია და ხედვითიცნობიერება
გადავწყვიტეეს ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები პრაქტიკულად გამომეცადა ჩემს საგაკვეთილო პროცესში და გამეანალიზებინა მიღებული შედეგები.

    გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
         1.მოსწავლეების ინიციატივითა და მაქსიმალური ჩართულობით
              დავგეგმე რამდენიმე პროექტი .
         2. მშობლების აქტიურობითა და პედაგოგთა მონდომებით, ვავსებდით კითხვარებს;
         3.   მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ პროექტ ‘’ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად’’, რომელიც განკუთვნილი იყო საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეეთათვის. საბედნიეროდ,  შრომა დაგვიფასდა მოზარდებმა  აიღეს მეორე ადგილი.
4.  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოებირომლის დროსაც მოსწავლეები     ერთად ამუშავებდნენ    მულტიპლიკაციის შესახებ, სთანადო ინფორმაციას;
     5.  ვახდენდით შედეგების ერთობლივ გაანალიზებასა და თვითშეფასება;
               6.  ჩატარდა ანკეტურგამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო   
                 წლის ბოლოს ინტერვენციების შეფასების მიზნით;
           7.  კვლევის დამამთავრებელ ეტაპზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქართული ანიმაციის 80 წლისთავს.


  6.  2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამასაწარმოე საქართველოშიახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტიგადაიღე საქართველოშიდაემატა, რომელიც სააგენტოსაწარმოე საქართვლოშიმიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის . Road Show-ები. გადავწყვიტეთ, სამომავლოდ, ამ პროგრამის წევრები გავხდეთ და ჩვენი შექმნილი ანიმაციური პროდუქტით თავი  წარმოვაოთ.



       
 ინტერვენციების შეფასების მეთოდები;
    ინტერვენციების  შესაფასებლად  გამოვიყენე:
       
         ფოკუს  ჯგუფი  მოსწავლეებთან
        . ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო  მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, შეიცვალა   თუ არა  მოსწავლეთა დამოკიდებულება   ქართული ანიმაციის მიმართ და  გაიზარდა თუ არა მათი ინტერესი ქართული ლიტერატურის, მუსიკის, საგნებისადმი;    
        ფოკუს ჯგუფი  მშობლებთან
     .ფოკუს ჯგუფი  მიზნად ისახავდა გამეგო, როგორ მოეწონათ აქტივობები,რომლებიც განვახორციელეთ  მულტიპლიკაციის პოპულარიზაციისა  და ქართულის ,როგორც საგნის დაინტერესებისათვის ;
.ინტერვენციების  შედეგები,  გამოვიკვლიე იმავე  კითხვარების გამოყენებით ,რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება ინტერვენციებამდე და მის შემდეგ;
.მოსწავლეებში  მონაცემის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ,რომ  მათი მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა. ანიმაცია, ეს ორიგინალური ხელოვნება ხომ  ახლოსაა, ერთი მხრივ, გრაფიკასთან, ფერწერასა და სკულპტურასთან, ხოლო მეორე მხრივ, პოეზიასა და მუსიკასთან;    
.შევისწავლეთ თარგმნილი ფილმების ქართული ენის სტრუქტურა. რა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები გააჩნია მშობლიურ ენაზე აჟღერებულ  ნახატ ფილმებს.

კვლევის შედეგების ანალიზი  
    ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მოსწავლეებისთვის დაკვირვებამ აჩვენა,რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეებიდიდი ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურადჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ  კომუნიკაციის  უნარებს,ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
  ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ დაბალი მზაობის მქონე
 მოსწავლეები მუშაობდნენ ერთადუსვამდნენერთმანეთს შეკითხვებს
იყენებდნენ ანიმაციისათვის დამახასიათებელ სიტყვებს საუბარში.
1.       მოსწავლეების მიერ გაკეთებული იქნა პროექტი‘’ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად’’

  პროექტზე მუშაობა იყო მათთვის სახალისო და უფრო მოტივირებულები იყვნენ.    
  2. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამ კიდევ უფრო დააინტერესა მოსწავლეები , მათ მოიძიეს ინფორმაციები ქართველი ანიმატორებს, მწერლების, მუსიკოსების, დეკორატორების, გრაფიკოსების, მხატვრების შესახებ. შექმნეს ბუკლეტები და დაარიგეს მოსახლეობაში. პრეზენტაცია განახორციელეს სლაიდ– შოუს გამოყენებით.
       შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს მოსწავლეებმა გააკეთეს თვითშეფასება.დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, როჩატარებული აქტივობებით  მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა,მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა.









                                                    დასკვნა
დასკვნით ეტაპზე, გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევის მიზანი მიღწეულ იქნა.კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა საკმაოდ საინტერესო მეთოდები,როგორიცაა დაკვირვება, ინტევიუ,  ფოკუს-ჯგუფი. გამოვლენილ იქნა პრობლემების გამომწვევი მიზეზები: მოსწავლეთა დროის არასრულფასოვანი გამოყენება, ქართული ანიმაციის მიმართ დაბალი ინტერესი, კომპიუტერთან მიჯაჭვულობა,საკუთარი ისტორიის არცოდნა. მშობლების პასიურობა და ა.შ.
 პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენე ინტერვენციები, აქტიურად ჩავაბი მოსწავლეები ისეთ პროექტში, სადაც მუშაობა სწორედ მულტიმედიური რესურსით ხდებოდა.
       ქართული ანიმაციის საკითხების კვლევისას, აუცილებელი და საჭირო შეიქმნა მოკლე ისტორიულ-კულტურული, მუსიკალური, ლიტერატურულ ექსკურსის ჩატარება ამ თემასთან დაკავშირებით.
        შევისწავლეთ: მსოფლიო და ქართული ანიმაციის ტრადიციები თეორიული და პრაქტიკული მაგალითების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, რომლმაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გამახვილდა იმ ტრადიციაზე, რომლმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მულტიპლიკაციის ჩამოყალიბებაზე.
 ფოკუს ჯგუფთან საუბრისას, გამოიკვეთა მოსაზრება, რომ მოსწავლეები ანიმაციის მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ, თუმცა ზედმიწევნით არ იცნობენ ამ ფილმების კომპოზიტორებს, სცენარისა და ნაწარმოების ავტორებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციურ ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია აღიზარდონ შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც წარმატებისაკენ წაიყვანენ ამ სფეროს. ამისათვის საჭიროა სკოლის მერხიდანვე, შეიქმნას ისეთი  საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მოსწავლეები ხალისით ისწავლიან - შეხვდებიან ხელოვან ადამიანებს, გაიღრმავებენ ცოდნას, აზრს დაკითხებიან კინოინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებს.
     ქართული ანიმაცია, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, მაინც გააგრძელებს სიცოცხლეს, რადგან ის მდიდარი ტრადიცია რაც გვაქვს აუცილებლად მოითხოვს წინსვლას, რათა ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა აუცილებლად „ააშენონ სოფელი“. 



https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgs6aZhd5iziknRYEh2Ev9BobcbfEsyfUjV1Ik8ev1gSBAAlnHVL89sh8PmXubc4V5i0jR6dBZMVA5dDaoq2UShKK8tHaKdCpCqdlEMoJntinlUFJUWy_NUzl1B_aKskFECuhyJi0oAaCC6/s400/read-books.jpg




გამოყენებული ლიტერატურის სია

1.       კინოხელოვნების პრობლემები - თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 1992
2.       ედგარ არნოლდი - უოლტ დისნეის ცხოვრება და ზღაპრები, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი 1979
3.       განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - კინოწარმოების მენეჯერი © ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
4.       С. Асенин – Волшебники Екрана, Издательство "Искусство" 1974
5.       Ю. Мацкевич – Музыка и Звук в Фильме, Издательство "Московская ‘’
ასევე აღნიშნულ ვებსაიტებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები

1.       https://history-of-animation.webflow.io/
2.       http://www.gnfc.ge/geo/newsArchive
3.       http://www.tafu.edu.ge/files/pdf/Disertacia/giorgi_ugrelidze_disertacia.pdf
4.       http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/22908-qarthuli-multiplikacia-80-tslisaa.html?add=1&orderBy=1&orderBy=1
5.       http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000021/MTLIANI%20DISERTACIA%20SABOLOO.pdf
6.       https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
7.       http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/22908-qarthuli-multiplikacia-80-tslisaa.html
8.       http://netgazeti.ge/culture/32962/
9.       http://komunage.blogspot.com/2010/04/blog-post_25.html
10.     http://kinemakografiis-istoria.blogspot.com/2012/06/
11.     http://ymt.ge/2014/10/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98/
12.     http://ncp.ge/files/ESG/2016-2021/მუსიკა%20-%20სტანდარტი.docx
13.     https://www.youtube.com/watch?v=SLF0wuCeZUw/ქართული-ანიმაციის-ისტორია
14.     https://www.facebook.com/pg/BookArtTbilisi/about/?entry_point=page_nav_about_item&ref=page_internal
15.     http://www.okmagazine.ge/index.php/akhali-ambebi/4247-jino-pirveli-qarthuli-3d-animacia-romelsac-male-msoflio-sheiyvarebs-trailer
16.     https://on.ge/story/7383-%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1
https://www.marketer.ge/saba-casestudy/


   


კვლევის ანგარიშის რეფლექსია

             2017–2018 სასწავლო წელს ჩავატარე პრაქტიკის კვლევა თემაზე:  
                               ,,ინტეგრაციის საკითხები  ქართულ ანიმაციაში’’    
( მისი მნიშვნელობა  მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები).
  
     კვლევა მიმდინარეობდა რვა, თვის მანძილზე, 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017წლის 5 ივნისამდე. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ანიმაციის პოპულარიზაცია და ჩემი საგნისადმი ინტერესის გაზრდა. კვლევის პროცესში განხორციელებული მრავალფეროვანი  ინტერვეციებისშედეგად,  გამოიკვეთა შემდეგი:


   .კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს,განუვითარდათ სხვადასხვა სასწავლო უნარები. მოეწონათ მონაწილეობა, ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები,
ინტერვიუს აღება, pover point-ში რესურსების კეთება, swis-ის პროგრამით პროექტის დავალებების აგება, კითხვარების შევსება, ვიდეორგოლის გადაღება.   


  . ამ კვლევის საფუძველზე მოსწავლეები გაეცვნენ და გაიღრმავეს ცოდნა     კინოინდუსტრიის ისტორიაზე, კერძოდ ქართული ანიმაციის შედევრების შესახებ. გაიგეს ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მულტფილმი სიუჟეტურად სულაც არ არის საბავშვო, რადგან მათში სჭარბობს : ისტერიკები, შანტაჟი, მკვლელობა, შურისძიება...

.  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დასრულების შემდეგ, ნაშრომი გავუზიარე კოლეგებს პრეზენტაციის სახითკვლევამ მოწონება დაიმსახურა.მათ დაადასტურესრომ საკვლევი პრობლემა იყო ნამდვილად აქტუალური.    ვინაიდან მოსწავლეთა სწავლისადმი დაბალი მოტივაცია არა მხოლოდ მშობლიური ენის  მასწავლებლების ,არამედ ყველა სხვა სასკოლო საგნების  პედაგოგთა ,ზოგადად სკოლის და საზოგადოების პრობლემაა. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. .კოლეგებისაგან მივიღე  დადებითი უკუკავშირი და საინტერესო რჩევები,რასაც გავითვალისწინებ მომავალ საქმიანობაშიმათი თქმითჩემ მიერ ჩატარებული ინტერვენციები კარგად იყო დაგეგმილი და უკეთესი შედეგების მისაღწევად სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა.
 . კვლევაზე მუშაობისას, გამოიკვეთა ახალი საკვლევი თემა: ‘’დაწყებით კლასებში წაკითხულის , წერითი სახით გადმოცემის პრობლემა’’
        პრაქტიკის ჩატარებული კვლევა ჩემთვისაც  სასარგებლოამან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარაგამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.

    P.S ანიმაციური რესურსების შექმნის შედეგად, დაგვებადა აზრი
ანიმაციაში არსებული ვითარების შესწავლა, მოსწავლეთა დაინტერესება ეროვნული კულტურით, საკომუნიკაციო სტრატეგიების ეფექტურობის კვლევა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ალტერნატიული გზების მოძიება ანიმაციური კინოს, მუსიკის,ლიტერატურის  განხრის უზრუნველსაყოფად, ანიმაციურ ფილმებზე მომუშავე შემოქმედთა მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, ფესტივალების ორგანიზება, ქართულ მულტიპლიკაციაში არსებული პრობლემების შესწავლა და გადაწყვეტა, ამ სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ გატანილი მასალებისა და ფირების დაცვის პირობების გაუმჯობესება და ჩვენს ქვეყანაში მათი დაბრუნება.







                                        კოლეგებთან შეხვედრა                    
  დავგეგმე სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, (2 შეხვედრა) რომელიც მიზნად ისახავდა პირველ ეტაპზე მათ ინფორმირებულობას პრაქტიკული კვლევის შესახებ და ამ საქმეში გამოცდილების გაზიარებას. პედაგოგებს მიეწოდათ  მოპოვებული მასალა ანიმაციის შესახებ.  შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა ასევე „დისკუსიის საათი“, რომელიც გულისხმობდა მასწავლებლების მხრიდან შემოთავაზებული თითოეული იდეის/საკითხის დეტალურ განხილვასა და მსჯელობას.  აღნიშნული შეხვედრების გარდა, მასწავლებლების ინიციატივით, შევქმენით  სოციალურ ქსელში ჯგუფი, რომელიც გახდა ერთ-ერთი საშუალება ინფორამაციის სწრაფი და ეფექტური გავრცელებისათვის. მასწავლებლებს შეეძლოთ კვლევის პროცესში წიგნიერებასა და  ქართულ ანიმაციაში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ემსჯელათ და განეხილათ სხვადასხვა საკითხი. საკომუნიკაციო ქსელის ეფექტიანობისთვის გამოვიყენეთ Google drive, აღნიშნულმა რესურსმა ხელი შეგვიწყო  ინფორმირებულობაში და დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით ორგანიზებაში. მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საკომუნიკაციო ქსელების განვითარებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომელმაც უზრუნველყო კვლევის მსვლელობისას პედაგოგების აქტიური ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაცია.
მასწავლებელთა უკუკავშირი
   მასწავლებლებთან შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ მიერ დაწერილ
შთაბეჭდილებებში კარგად ჩანს, რომ შეხვედრა იყო დროული, მიზანმი-
მართული  და შედეგიანი. ჩემი კოლეგებიდან მიღებული უკუკავშირი ჩე-
მთვის ბევრისმომცემი იყო. მათ აინტერესებდათ  რაში მდგომარეობს  მუ-
ტიმედიური რესურსით ჩატარებული გაკვეთილის , როგორც  ძლიერი,
 ასევე ნაკლოვანი მხარეც, რომლის გაუმჯობესებაზეც უნდა გავაგრძელო
სამომავლოდ მუშაობა.
      გთავაზობთ, მასწავლებელთა უკუკავშირის ერთ-ერთ ფორმას:

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის / შეხვედრების თემა: ‘’ ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში(მისი მნიშვნელობა მოზარდთა ცხოვრებაში,მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)’’.
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 2018-02-24:  2018-03-22:  2018-04-02                                                                 

გამოკითხვა: ანონიმური
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: შეხვედრაზე მიღებული გამოცდილების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

შეხვედრის მონაწილე  მასწავლებელის  უკუკავშირი.

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.  

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?

ამ შეხვედრებზე გაზიარებული გამოცდილება და შეძენილი  ქართული მულტიმედიური ცოდნა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესის იკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.

ამ შეხვედრებზე გაზიარებული გამოცდილება და შეძენილი  ქართული მულტიმედიური ცოდნა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესის იკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.

             მომდევნო სასწავლო წლებშიც  ახალი კვლევის წარმოებისას, შევუთანხმდები თანამშრომლებს, დავგეგმავ და ჩავატარებ მსგავს შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლების თანამშრომლობას, კომპეტენციის ამაღლებას, პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრას და მოსწავლეებზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებას.




















დანართი 1
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ჩემს სადამრიგებლო კლასში
  თქვენი , როგორც მასწავლებლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
კვლევის წარმატებისათვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არ არის საჭირო
კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .
1 . როგორ ფიქრობთ, ანიმაციის მეშვეობით შუძლია თუ არა მასწავლებელმა მისაწვდომი ფორმით აუხსნას მოსწავლეებს გაკვეთილი, დააკმაყოფილოს  მოზარდის ცნობისმოყვარე და ემოციური მოთხოვნები, ასევე განუვითაროს მათ აზროვნებისა და წარმოსახვის უნარი?
ა) დიახ შუძლია ბ ) არაა მნიშვნელოვანი გ ) არ მიფიქრია
2აკისრია თუ არა ანიმაციურ ფილმებს აღმზრდელობითი ფუნქცია?
ა) დიახ ბ)  არა გ) ნაწილობრივ
3. მოზარდები სათანადოდ არ იცნობენ ქართულ ანიმაციურ ფილმებს, რას მიიჩნევთ დაწყებით საფეხურზე  პრობლემის მიზეზად?.
ა) -----------------------------------------------------------------
ბ)------------------------------------------------------------------
გ)-----------------------------------------------------------------
დ)-----------------------------------------------------------------






დანართი2
ანკეტა
მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი
1. გიყვარს თუ არა ქართული ანიმაციური ფილმები?

ა) არა ბ) დიახ
2.შეესაბამება თუ არა თანამედროვე მულტიპლიკაციური ფილმები ბავშვთა  ასაკს?
 ა) დიახ ბ) არა გ ) ნაწილობრივ
3.ლიტერატურა სასიცოცხლო ძალაა ანიმაციისა. რომელი სახის ტექსტებს უფრო ხშირად კითხულობ ?
 ა) ზღაპარი ბ ) მოთხრობა გ ) ლექსი
4. ანიმაცია მუსიკისაგან განუყოფელია. რომელ ჟანრს აძლევ უპირატესობას ასეთი ფილმების ყურებისას?
 ა) როკი ბ)  კლასიკა  გ)პაპსა
5.სასწავლო პროცესში მიზანმიმართულია , ანიმაციური რესურსების გამოყენება?
ა) აუცილებელია  ბ)სავალდებულოა გ) არ ვაძლევ მნიშვნელობას დ) არა





      
დანართი 3
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისთვის.
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ჩემს სადამრიგებლო კლასში
  თქვენი , როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
კითხვარის მიზანია, კიდევ ერთხელ ჩაგაფიქროთ მშობლის ძირითად როლზე ბავშვის სწავლა-აღზრდის საქმეში და შვილის პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში.
კვლევის წარმატებისათვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არ არის საჭირო
კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .
1 .  როგორ ფიქრობთ,  ანიმაციის საშუალებით ბავშვი უფრო მარტივად ისწავლის კითხვას,  დათვლას, შეივსებს ლექსიკურ მარაგს, გაუვითარდება შემოქმედებით შესაძლებლობები და ექნება ინფორმაცია გარემოს შესახებ?
ა) დიახ ბ)არა. გ) არ დავფიქრებულვარ ამაზე
2.  მოზარდები ხშირად იმეორებენ რომელიმე პერსონაჟის მანერას, სწავლობენ მათგან სიკეთეს. კარგ მულტფილმებში მთავარი გმირი არასოდეს ნებდება და ბოროტებას ებრძვის. ასეთ დროს, ცდილობთ  სწორად აარჩიოთ, რომელი ანიმაცია შეურჩიოთ  ბავშვს?
  ა) ვცდილობ ბ) არ მცალია ამაზე გავამახვილო ყურადღება გ) არ არის მნიშვნელოვანი
3. შეგიძლიათ თუ არა, ნებისმიერ დროს თავი დაანებოთ საქმეს და ანიმაციური ფილმის ყურებისას ბავშვს მიუჯდეთ?
     ა) დიახ ბ) არა გ) შემიძლია და ყოველთვის ასე ვიქცევი დ) დროის უკმარისობის გამო არ შემიძლია
4. თქვენ რამდენად იცნობთ ქართულ ანიმაციურ ფილმებს?
 ა) კარგად ვიცნობ  ბ) საერთოდ არ მაინტერესებს გ) ზოგადად ვიცნობ
5 ქართული ენისა და ლიტერატურის  სწავლებაში დაეხმარებათ თქვენს შვილებს ანიმაციურ ფილმებში გადმოცემული აზრები და შეგონებები?
 ა) ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  ბ) არაფერ მნიშვნელოვანს არ მისცემს



























რას ანიჭებთ უპირატესობას ანიმაციური ფილმების ნახვისას?
უცხოური ანიმაციას - 30%
ფოლკლორს -  25%
წიგნიერებას -20%
მუსიკალურ ჰარმონიას - 15%
თარგმნილ მულტფილმებს - 10%




დაასახელეთ  თქვენთვის ყველაზე ცნობილი და საყვარელი ქართული ანიმაციური  ფილმები.
                         
                                           მოსწავლეების მიერ დასახელებული 10 საუკეთესო   
                                                     საუნდტრეკი                                                            


 ანიმაციური  სტუდიის  ბაზარი იყოფა სხვადასხვა ასაკის მიზნობრივ სეგმენტებად, რომელიც აწარმოებს პროდუქციას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებისათვის:


ü   ბავშვები 3-დან 13 წლამდე - ზღაპრის  ილუსტრაცია, სრულმეტრაჟიანი
და თოჯინური მულტფილმები,  საბავშვო ილუსტრირებული წიგნები;


ü   მოზარდები 13-დან 18 წლმდე - 2D/3D ანიმაციური თამაშები, ილუსტრირებული წიგნები, კომიქსები, სიმბოლოები რუკაზე დასატანად;


ü 18-დან ზევით - ილუსტრაციები წიგნებისა და რომანებისთვის, ციფრული ტექნოლოგიების, დიჯიტაიზერის/Digital Art -ის საშუალებით შექმნილი  ანიმაციურ ფილმები, კომპიუტერული ანიმაცია,  ფანქარში შესრულებულ პორტრეტთა ამსახველი ფოტოკოლაჟები, ნამუშევრები სკეტჩების სახით, სხვადასხვა კონცეფციით შექმნილი სტენდები, ილუსტრირებული ჟურნალები, გაზეთები და ენციკლოპედიები, ვებ-გვერდები და ბონუს ქარდების დიზაინი, სასტუმროების რეკონსტრუქციის პროექტები, ტატუს  ესკიზები, ვებდიზაინი და გრაფიკულ ნამუშევრები, წიგნის ილუსტრაციები,  კასტრული და ვექტორული გრაფიკა, საბანერო და ინტერნეტ რეკლამა (საფირმო სტილი-ბრენდინგი, ლოგო), სამოგზაურო რუკები.
ü                       სხვადასხვა  ასაკის მოზნობრივი სეგმენტები


    










გამორჩეული საყვარელი მწერლები და სცენარისტები





სცენარისტები:  ლაშა და ზაალ სულაკაურები, თენგიზ ბეგიაშვილი, გიორგი კილაძე.








ანიმაციურ ფილმებში მუსიკის რომელ  ჟანრს აძლევთ უპირატესობას?




ნაშრომი ატვირთული მაქვს საკუთარ ბლოგზე

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=5482641238348932245&pli=1#allposts


Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი