მოგესალმებით!

воскресенье, 19 августа 2018 г.

სამოდელო გაკვეთილები


სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში 
პედაგოგი
თემა: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების’’.
ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
კლასი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
მიზანი:  შეძლონ იპოვონ პრობლემა მოცემულ სიტუაციაში. სიტუაციიდან გამომდინარე ბავშვები დაფიქრდნენ საკუთარ საქციელზე და აღმოაჩინონ ის შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ სხვებთან ურთიერთობის დროს. იყვნენ კრიტიკულნი არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. მათ უნდა შეძლონ თანაუგრძნონ მათ ვისი უფლებაც ირღვევა.

უნარ-ჩვევები: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის,    პრობლემის გადასაჭრელად, სხვისი აზრის მოსმენის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევა.

პრობლემური ამოცანები: შედარება|შეპირისპირება. დაკავშირება, ანალიზი და დასკვნა
კლასის წინაშე პრობლემის წარდგენა: სიტუაციური ამოცანების სახით
კავშირი სტანდარტთან: ქართ; V    მოსწავლეს შეუძლია ტექსტის მიმართ საკუთარი
                                                           დამოკიდებულების გამოხატვა.
                                            ქართ: V   მოსწავლეს შეუძლია მარტივი მიზნობრივი ტექსტის  
                                                                დაწერა.
                ინდიკატორები: *  გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.
·         ასახელებს მოქმედი პირების მოქმედების მოტივს( რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მის საქციელს
ხსნის საკუთარ არჩევანს.
შეუძლია ტექსტის სიუჟეტის შეცვლა.
·         წერს მარტივ ტექსტს საკუთარი პრაქტიკიდან.

                                    გაკვეთილის მსვლელობა

გაკვეთილი იწყება მოთელვი: დრო-5-7 წთ  ჩამოვთვალოთ ის სიტყვები რომლებიც გვსიამოვნებს როდესაც გვეუბნებიან. (ბავშვები ასახელებენ ასეთ სიტყვებს.) რადგან ჩვენ გვსიამოვნებს ცხადია ჩვენს მეგობრებსაც ესიამობნებათ ამიტომ გაუთბოთ ერთმანეთს გულები.( თამაში:
დგენიან ფეხზე, გვერდით მდგომ მოსწავლეს ადებს ხელის გულს და აუბნება რაიმე თბილ სიტყვას. ასე გადაეცემა ესთაპეტა და ყველა ერთმანეთს უთბობს სიტყვით გულს.)
დასკვნა: ესე იგი რა შეუძლია სიტყვას?
მაგრამ ყოველთვის ვეუბნებით ერთმანეთს თბილ სიტყვებს?
მოთელვის მიზანია, მოახდინო პროვოცირება და შექმნას სათანადო განწყობა გაკვეთილისათვის.
თემის წარდგენა: ფორმატის ქაღალდზე წერია აფორიზმი: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ ( თემის სათაურს ვაკრავ დაფაზე)
დაფაზე ვაკრავ აგრეთვე ჯგუფების და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს.
   თქვენი აზრით რაზე გვექნება დღეს საუბარი? (ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს)
        აჯამებ და შესაბამის კომენტარს უკეთებ ბავშვების ნააზრევს და
მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას: თუ რა უნდა გააკეთონ ჯგუფებში

   ჯგუფებში  მუშაობა ლს უწყობს თამანშრომლობის ჩვევის გამომუშავება. ამ სავარჯიშოების შესრულებისას მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, სხვისი აზრის გაზიარებას, კრიტიკულ აზროვნებისა და შეფასებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებასა და .. ისინი ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალუგამოყენებას.
გთავაზობთ წესებს რომლითაც ვიხელმძღვანელებ  ჯგუფური მუშაობისას:
1. კლასი იყოფა 5 კაციან ჯგუფებად (გუნდებად).
2. კლასს ეძლევა საერთო დავალება.
3. დავალება სრულდება ჯგუფში.
4  ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად, არ უნდა მოხდეს კონფლიქტი, არ უნდა ითრგუნებოდეს არც ერთი მოსწავლე.
5. ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერთო საქმიანობაში.
6. სამუშაო სრულდება ერთ ფურცელზე.
7.დავალება სრულდება მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროში (10-15 წთ.).
8. ჯგუფი მუშაობს ერთი მაგიდის გარშემო.
თითოეულ ჯგუფში ერთი მაგიდის გარშემო თავს იყრიან სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის მოსწავლეები: აქტიურები, პასიურები, ლიდერები. ხშირად, ჯგუფებში სწორედ ამიტომ წარმოიშვება კონფლიქტი. ვთავაზობ გუნდებ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების წესებს.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, პრეზენტაციის დროს  კითხვებს არ უსვამ და არ აწყვეტინებ აზრს მომხსენებელს.
     ბოლოს, ნამუშევრებს ვაკრავ დაფაზე.  წინასწარ მაქვს განსაზღვრული ნამუშევრების შეფასების ფორმა. სასურველია, ბავშვებმა თავად შეაფასონ სხვა ჯგუფის ნამუშევრები. პრეზენტაციის მსვლელობისას ყოველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნამუევრები იკვრება დაფაზე და მიეწერეა ჯგუფის ნომერი. სასურველია, მოსწავლეებმა თავად შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი: თითოეული მოსწავლე ასახელებს, მისი აზრით, საუკეთესო ჯგუფურ ნამუშევარს (გარდა საკუთარის) და ასაბუთებს, რა კრიტერიუმებით (ჩამოყალიბებული აზრის, ორიგინალური გადაწყვეტა, მხატვრული გაფორმება, შთამბეჭდავი პრეზენტაცია და ..) თუმცა მე  ვაქებ ყველა ჯგუფს და ღნიშნავ, რომ ყველამ საინტერესოდ იმუშავა. შეფასება შეიძლება მოხდეს მცირე დისკუსიის შემდეგ, რომლის დროსაც მეც და ბავშვებსაც შესაძლებლობა   გვეძლევა შეკითხვები დაუსვათ თითოეული ჯგუფის წევრებს.

   დავალების შესრულებას დაეთმობა 15 წუთი , პრეზენტაციებსა თითო ჯგუფს 5 წთ ( სულ პრეზენტაციას 20 წუთი ) 
 აქტივობა I               
თითოეულ ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა სიტუაციური ამოცანები და ვაცნობ დავალების ინსტრუქტაჟს: გულდასმით წაიკითხონ სიტუაციური ამოცანა და უპასუხონ მოცემულ შეკითხვებს:

1.      დაასახელე პერსონაჟები.
2.      აღწერე პრობლემა.
3.      დაასახელე პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
4.      ჩაწერე პრობლემის გადაჭრის გზა.
5.      მიეცი რჩევა პერსონაჟს.
6.      თქვენ როგორ მოიქცეოდით.
          

                                                       I ჯგუფი    II ჯგუფის სიტუაციური ამოცანა
    კახა წარმატებული მოსწავლეა. წინა დღით სკოლაში არ იყო, ვერც გაკვეთილები ჩაინიშნა და დავალება ვერ შეასრულა ნინოს სთხოვა დავალების რვეული და ჩუმად იწერდა დავალებას. ეს ამბავი გუგამ მასწავლებელს შეატყობინა. მასწავლებელმა გუგას უსაყვედურა და არა გიორგის.


                                                        
                                                 
                                                  III    და        IV ჯგუფის სიტუაციური ამოცანა
    კლასში არის ერთი წყნარი და სუსტი გოგონა რომელსაც გამუდმებით დასცინის, ზედმეტ სახელს ეძახის და ჩაგრავს გიგა. ბავშვები არ ერევიან მათ ურთიერთობაში. მასწავლებელი ბავშვებს უკრძალავს ამბის მიტანას, ამიტომ არაფერს ეუბნებიან, შესაბამისად  ეს პედაგოგმა არ იცის.
                                                               
                                                        V ჯგუფი
   მასწავლებელი ყოველთვის არიგებს თავის მოსწავლებს არასოდეს დააბეზრონ მეგობარი. თემომ დაინახა რომ გიამ ლიკას ჩუმად ჩანთიდან ფული ამოაცალა და დამალა. ლიკამ მასწავლებელს შესჩივლა. მასწავლებელმა მანდატურს დაუძახა, მან ჩანთები დაათვალიერა მაგრამ ხ ვერაფერი იპოვა. თემომ არაფერი არ თქვა დუმილი არჩია.
თითოეულმა ჯგუფმა 5 წთ-ის განმავლობაში უნდა გააკეთოს პრეზენტაცია, იმსჯელოს და გააანალიზოს მოცემული სიტუაციები. შესაბამისად უნდა დაუკავშირონ პრობლემა ჩვენი გაკვეთილის თემას.

       აქტივობა II      დრო 5 წუთი
 დაფაზე ვაკრავ გამონათქვამებს:
·         ენაზე მომდგარ სიტყვასა განა ყველაფერს თქმა უნდა.
·         სიტყვა ვერცხლია დუმილი ოქრო.
·         მოყვარეს პირში უზრახე, მტერს ზურგს უკანაო.
·         სხვას იმას ნუ გაუკეთებ რასაც შენს თავს არ უსურვებ.
·         არავის აქვს უფლებ, ხელყოს სხვისი საკუთრება.
·         ჩვენი მოვალეობაა დავიცვა თანაკლასელის ღირსება.

კლასში იმართება დისკუსია. ინტერაქტიური მეთოდიკის ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს დისკუსია. იგი ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: აქტიური მოსმენა, საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია, მსჯელობა, სხვისი მოსმენა - გათვალისწინება, განსხვავეული აზრის გაზიარების უნარი
დისკუსიის წარმატების ჩატარებისათვის საჭიროა კლასში იყოს ნდობის და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც, დისკუსიის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია მისი ორგანიზება და რეგულირება, დისკუსიის მონაწილეები უნდა იცავდნენ წესებს. დაუშვებელია მონაწილეებს შორის დაპირისპირება.
  და ბავშვები თიოეულ გამონათქვამზე მსჯელობენ და მიუსადაგებენ თითოეულ სიტუაციას. ვაკეთებთ დასკვნას ეთანხმებიან თუ არა რომ ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების’’.
        აქტივობა: III  დრო 10 წთ    გქონიათ თუ არა მსგავსი სიტუაცია კლასში  და როგორ იპოვეთ გამოსავალი ამ პრობლემიდან დაწერეთ რამოდენიმე სიტყვით. (წავიკითხავ იმ ბავშვებისას ვისაც სურვილი ექნება, ვინც არ მოინდომებს წაკითხვას კონფედენციალობას დავიცავ.)
  მიმართავს მთელ კლასს:
გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი? გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით?
გამოიყენებთ თუ არა ამ გაკვეთილს სამომავლოდ?
მოსწავლეებს ვურიგებ ფორმატს  სადაც წერენ თვითშეფასებას: დრო 10 წთ
1.      რა მოლოდინით დაიწყეთ მუშაობა?
2.      რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
3.      ყველაზე უკეთ გამოგვივიდა?
4.      ჩვენთვის რთული აღმოჩნდა.
5.      სიახლე აღმოვაჩინეთ ის რომ...
6.      რა მოგვცა სამომავლოდ ამ გაკვეთილმა.
ჯგუფის მიერ შევსებულ თვითშეფასების რუბრიკებს ვაკრავ დაფაზე.
შევაფასებ მათ აზროვნებას, წავახალისებ მათ შემოქმედებით მიდგომას საკითხისადმი, შევაქებ მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლას და სხვათა მოსაზრების პატივისცემას.
გაკვეთილის მსვლელობის დროს თუ წამოიჭრა დამატებით ბავშვებისათვის საინტერესო თემა ამ საკითხზე დისკუსიას   შემდეგი გაკვეთილისთვის დავგეგმავთ.
ასევე გაკვეთილის მსვლელობისას      ვაფასებ მოსწავლეებს და ჯგუფებს წინასწარ შემუშავებული რუბრუკის მიხედვით.
გაკვეთილს დავამთავრებთ სიმღერით: ,,სამი ჯადოსნური სიტყვა“ დრო 5 წთ









ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა


ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
დროის ლიმიტი
თანამშრომლობა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
I ჯგ.




IIჯგ.




IIIჯგ.




IVჯგ.




IVჯგ.












მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
(შევაფასებ შერჩევით რამოდენიმე ბავშვს)
სახელი
გვარი
გამართული და სწორი მეტყველება
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად
გადმოცემა
სწორად ხედავს პრობლემას და სახავს მისი გადაჭრის გზას
1

2

3

4

5














                    პედაგოგის  თვითშეფასების რუბრიკა:


კრიტერიუმები
შეფასება (1, 2, 3 )
1
მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
2
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
3
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
4
საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალი მასალის ასახსნელად
5
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;
6
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;
7
ჯგუფებში მოსწავლეების გაადნაწილება მოვახდინე დემოკრატიულად;
8
დისკუსიის დრო შევძელი კლასის მართვა;
9
მოსწავლეებს გსკვეთილის თემა ავიხსენი გასაგებად;
10
 მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო
11
დებატების დროს მოსწავლეები იცავენ მთავარ პრინციპს-არ ჩხუბობენ, კამათი არ გრძელდება სხვა გაკვეთილებზე
12
ჯგუფური მუშაობისას შემიძლია შევქმნა კონკურენტუნარიანი გარემო, შეფასების შემდეგ მოსწავლეები არ უპირისპირდებიან ერთამნეთს;
13
ვაცნობიერებ პასიხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე
14
 ხელს ვუწყობ კლასში ერთსულოვნების ჩამოყალიბებას
15
ვიცი დროის მართვის ეფექტური სტრატეგიები



                           სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
   გაკვეთილი  ჩატარდა  მეხუთე კლასში, ქართულ ენაში თემაზე: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული.                                                                                                                                                                             
 გაკვეთილის მიზანი იყო ეპოვათ პრობლემა მოცემულ სიტუაციაში და მოენახათ ამ პრობლემის გადაჭრის გზა, რა შემთხვევაშია თქმა აუცილებელი და როდის შეიაონ თქმისაგან თავი, თანაუგრძნონ მათ ვისი უფლებაც ირღვევა. ამასთან დაფიქრებულიყვნენ საკუთარ საქციელზე და აღმოეჩინათ ის შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ სხვებთან ურთიერთობაში.
        მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. პრეზენტაციის და დისკუსიის დროს ვახერხებდი კლასის მართვას. მოსწავლეთა შორის იყო ურთიერთპატივისცემის, აზრთა გაზიარების და თანამშრომლობითი გარემო.
   გაკვეთილის დაწყებისთანავე გავაცანი თემა და შეფასების რუბრიკა. ჯგუფებში მოსწავლეები გადავანაწილე შერჩევის პრინციპით. ბავშვები ჯგუფში მუშაობდნენ შეთანხმებულად. საკმაოდ საინტერესოდ მოხდა სიტუაციური ამოცანების პრეზენტაცია. ვიცავდი დროის ლიმიტს.ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ბავშვებს განმავითარებელ შეფასებას. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება. აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და ხალისიანი და მათი სურვილია ხშირად ჩავატაროთ ასეთი გაკვეთილები.
    მინდა ავღნიშნო რომ გაკვეთილი არ იყო გადატვირთული აქტივობებით, მაგრამ ერთ-ერთი ჯგუფის სიტუაციური ამოცანიდან გამომდინარე, სადაც საუბარი იყო ერთი მოსწავლის მიერ მეორე მოსწავლის ჩაგვრაზე, მომიხდა თემიდან გადახვევა და ბავშვებს ვესაუბრე თუ რა არის ბულინგი და რამდენი ტიპის ბულინგი არსებობს,რამაც საკმაო დრო წაიღო. უმჯობესი იქნებოდა მხოლოდ მეხსენებინა ბულინგი რომ ჩაგვრას ნიშნავს, ეს თემა კი ცალკე განხილვის საგნად მექცია მომდევნო გაკვეთილზე. ვფიქრობ ამ საკითხის შეტანით გაკვეთილის თანმიმდევრობაც დაირღვა, რადგან ჩართვა გავაკეთე მესამე და მეოთხე ჯგუფების პრეზენტაციებს შორის. ვიფიქრე სიტყვა ბულინგი მაშინ ამეხსნა როდესაც ჩაგვრა ახსენა მოსწავლემ, რაც ჩემის აზრით არასწორად გამომივიდა.

     სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ, თუმცა მიმაჩნია, რომ გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და მიუხედავად ყველა რისკის გათვალისწინებისა, შეიძლება წარმოიშვას დამაბრკოლებელი ფაქტორები.  
  

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი