მოგესალმებით!

четверг, 23 августа 2018 г.

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა: ლადო ასათიანის პოეზია


(თავისუფალი გაკვეთილი)
გაკვეთილის თემა: ლადო ასათიანის პოეზია
გაკვეთილის მიზანი: მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის შემოწმება.
                                       კვლევის უნარის განვითარება
                                       ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება
                                      საპრეზენტაციო უნარის განვითარება
აქტივობები:        1) ტექსტებზე დაკვირვება ჯგუფში
                               2) ჯგუფური კვლევის შედეგების პრეზენტაცია ერთი მოსწავლის მიერ
                               3) როლური თამაში (ცაგერის ბაზრობა)
                               4) დასკვნითი პრეზენტაცია ერთი მოსწავლის მიერ
საჭირო რესურსები: ლადო ასათიანის ლექსები
                                     სახელმძღვანელო
                                     სამუშაო ფურცლები და კალმები
                                     შეფასების რუბრიკა ცალკე ფურცლებზე
                                     კომპიუტერი და პროექტორი
შეფასების ფორმა: დაკვირვება თუ როგორ კითხულობენ გამომეტყველებით ლექსებს,                                        დაკვირვება ჯგუფის მუშაობაზე თუ როგორ იცავენ დროის ლიმიტს
                                 დაკვირვება დასკვნით პრეზენტაციაზე და პრეზეტატორის შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
გაკვეთილის მსვლელობა:
                            განწყობის შექმნა, მუსიკის მოსმენა(დაუკარით)…
                            გაცნობა გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების
                            თხოვნა კლასისადმი გაიხსენონ ლადო ასათიანის ლექსები
კლასს ვყოფ 2 ჯგუფად და კონკურსი რომელმა უფრო მეტი ლექსი იცის.
                   1 სურათი ლადო ასათიანი
 ამ დროს 1 მოსწავლე კითხულობს ლექსს ,,საქართველოში”
ხდება ლადო ასათიანის სახლისა ბარდნალაში
                მეორე მოსწავლე კითხულობს ლექსს ,,ბარდნალა”
შემდეგ ჯგუფიდან 1 მოსწავლე იწყებს ლექსს ,,საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი”
ამ დროს მოსწავლეები ენაცვლებიან ერთმანეთს თითოეული სტროფის დამთავრების თანავე.
მონიტორზე ჩნდება ლეჩხუმის სურათები და ერთი მოსწავლე კითხულობს ,,ლეჩხუმური შემოდგომის სურათებს”
შემდეგ კი მეორე ჯგუფიდან კვლავ მოსწავლე კითხუხლობს ლექსს ,,ქართული ენა”
კვლავ ჩნდება მურის ციხეების სურათები. მოსწავლეები ასრულებენ როლურ თამაშს: ცაგერის ბაზრობა. შემდეგ ისინი მერხებზე სხდებიან და ურიგდებათ ფურცლები სადაც წერია რეზო ინანიშვილის მინიატურა: ცხოვრება პოეტისა, კითხულობენ მას და პასუხობენ შემდეგ კითხვებს: 1. განმარტეთ რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი
2. ჩამოაყალიბეთ, რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი დასახული მიზნის მისაღწევად.
3. დაასაბუთეთ თქვენი თვალსაზრისი.
ვარიგებ ბარათებს: ვიცოდი, ვისწავლე, ვინდა ვიცოდე.
სამუშაოს შესრულების შემდეგ ერთი მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას.
ბოლოს ვაჯამებ გაკვეთილს და ვაფასებ თითოეულ ჯგუფს.
მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ ისწავლონ ლადოს 4-4 ლექსი ზეპირად, რომლის შემოწმება მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი