მოგესალმებით!

суббота, 18 августа 2018 г.

სკოლებში არსებული პრობლემები

თანამედროვე საგანმანათლებლო პრობლემები ჩვენს დროში ძალიან ბევრი პრობლემა არის აქტუალური, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სერიოზული განსჯის საგანი არის სწორედ განათლების პრობლემა და მასთან დაკავშირებული საკითხები. განათლება ესაა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკრი, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი - ცოდნის სახით. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც მჭიდრო კავშიშია აღზრდასთან. განათლების საერთო და სპეციალური დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის წარმოების მოთხოვნებით. უძველესი დროიდან ცნობილი მოაზროვნეები, მეცნიერები და ფილოსოფოსები მიიჩნევდნენ, რომ აზროვნება და გონება ყველაფრის საფუძველია. ჰეგელის აზრით, ყოველი არსებული უსასრულო აზროვნების ანუ ღვთაების რეალიზაციაა, რის საშუალებითაც ღვთაება თავისი თავის შემეცნებამდე მიდის და სამყაროში მიმდინარე პროცესების საბოლოო მიზანიც სწორედ ღვთაების შემეცნებაა. დღეს 21-ე საუკუნეში განათლების მნიშვნელობა უმთავრესია საზოგადოებისთვის. ნებისმიერი საზოგადოების ან მისი წევრის უნარები სწორედ ამით ფასდება. რაც ყველაზე მთავარია, განათლების მიღება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად. დღეისათვის სწორედ ცოდნაა საზოგადოებრივი კაპიტალის შექმნის მთავარი ბერკეტი. განათლება და ცოდნა არის ძალა, რომელიც საუკეთესო გზაა თავის დამკვიდრებისთვის და თვითრეალიზაციისთვის. ეს არის პირველ რიგში იყო მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი.. თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია განათლების გარეშე. დღეს, როდესად უფრო და უფრო ვითარდება ინფორმაციული ტექნოლოგიები და მრავალი დიგიტალური საშუალებები, მეტ აქტუალურობას იძენს ბეკონის სიტყვები: "ცოდნა ძალაა". სწავლისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია კომპიუტერულ ეპოქაში გზის გაგნება და ორიენტაცია. თუმცაღა, ცოდნის მიღებაში ნებისმიერი ინდივიდის დიდი ძალისხმევა იხარჯება. დღევანდელი საზოგადოებისთვის ცოდნა, რომ მართლაც უმთავრესი სიმდიდრეა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე საქართველო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის საზოგადოებაში არსებული განათლების დონითა და რაიმე სერიოზული მიღწევებით მეცნიერული კუთხით. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომლის მოუგვარებლობაც შეაფერხებს და საფრთხეს შეუქმნის მთლიანი სოციუმის განვითარებას. ეს კი თავისთავად გავლენას ახდენს სახელმწიფოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. აღიშნულ პრობლემაზე მიმდინარეობა სჯა-ბაასი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში. ბოლო წლების განმავლობაში გატარდა რეფორმები, რომლებსაც წესით ძირეულად უნდა შეეცვალა საქართველოში არსებული დრომოჭმული საგანმანათლებლო სისტემა და დაენერგა ევროპული სტანდარტები. ფაქტია, რომ ამ ყველაფერს რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყოლია და საქართველო მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში განათლების დონით, ისევ რიგით ბოლო პოზიციებს იკავებს. ქართულ საგანმანათლებლო პრობლემებს ვაწყდებით სწავლის ყველა დონეზე. ავიღოთ სკოლამდელი განათლება, რომელიც მიმდინარეობს ბაგა-ბაღში. ესაა ადგილი სადაც ბავშვი ემზადება სასკოლო განათლების მისაღებად, სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, ექმნება წარმოდგენა მისთვის საინტერესო საგნებზე, უვითარდებათ წარმოსახვა და მეხსიერება. განათლების ამ საფეხურთან დაკავშირებული პრობლემები თავსატეხს წარმოადგენს მშობლებისათვის. მათ ვერ გადაუწყვეტიათ შვილი კერძო ბაღში მიიყვანონ თუ საჯაროში. ამის მიზეზი თვალსაჩინოა, ესაა სწავლების არასაკმარისი ხარისხი და სანდოობა. გარდა ამისა მშობლები აწყდებიან შემდეგ პრობლემებს. ესენია: ბაღების გადატვირთულობა, ჯგუფების სიდიდე, არახელსაყრელი გადასახადები კერძო ბაღებში, ინფრასტუქტურის გაუმართაობა, ჰიგიენასთან და კვებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა აღმზრდელები მეტად საპასუხისმგებლო მისიას მიზერული ანაზღაურების საფასურად ასრულებენ. პირველ რიგში, საჭიროა აღსაზრდელთა რაოდენობის შემცირება და ჯგუფების რაოდენობის გაზრდა. ჩამოთვლილ პრობლემათა გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება სახელმწიფოს. კერძოდ, უნდა გამოიყოს მეტი ფინანსური რესურსი, რათა ბაღებში მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, მოხდეს აღმზრდელების გადამზადება და შრომითი ანაზღაურების გაზრდა. რაც შეეხება მდგომარეობას სასკოლო განათლების სივრცეში.სკოლა წარმოადგენს სწავლისა და სწავლებისათვის განკუთვნილ გარემოს. ეს ყოველთვის ასე იყო და იქნება. ბევრი ადამიანისთვის სკოლა აღარ წარმოადგენს ადგილს, სადაც მომავალი თაობა მხოლოდ ზრდასრული ცხოვრებისთვის ემზადება.სასკოლო განათლება მნიშვნელოვან როლს ასრლებს ინდივიდის განვითარებაში. სკოლაში ბავშვი ყალიბდება. აქ მთავარია პიროვნული ურთიერთობები, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებას მოსდევს ტექნიკური გაუცხოება, რაც ანელებს ბავშვის ინტერესს სწავლისადმი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს დღეს საქართველოში აღნიშნული ფუნქციები სასკოლო დაწესებულებებს ფაქტობრივად დაკარგული აქვთ. რატომღაც ფეხი მოიკიდა ტენდენციამ, რომლის მიხედვითაც სკოლა იქცა მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაპირისპირების პლაცდარმად.ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მასწავლებელთა უმეტესობა, რომლების გასული საუკუნიდან მოყოლებული არის დაკავებული პედაგოგიური მოღვაწეობით, ვერ ეგუებიან სწავლების ახალ მეთოდებს, რომლებსაც მათ ეროვნული სასწავლლო გეგმა უყენებს, ხოლო მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში "ბოროტად" სარგებლობენ მათთვის მინიჭებული უფლებებით. ამ პრობლემის დაძლევა სახელმწიფოომ სკოლებში მანდატურის სამსახურის შემოღებით სცადა, რომელსაც სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი ნაბიჯი პრობლემის გადაჭრისათვის არის ის, რომ მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს პრივილეგირებული, მისი ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, უნდა შეიცვალოს მათი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არსებული სისტემა. გაიზარდოს პედაგოგიური პრაქტიკის როლი, შეიცვალოს მათი ჩატარების მეთოდიკა, თანამედროვე მოთხოვნების სესაბამისად. ხარისხიანი უმაღლესი განათლება თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და სამართლიანი სახელმწიფოს შენების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქართველოს მომავალი განვითარება დიდწილად არის დამოიდებული განათლების ხარსიხზე. უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემები იყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ ტარდება მრავალი რეფორმა განათლების კუთხით, ბევრი რამ არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა მოდად გადაიქცა. სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ახალგაზრდებისთვის ხშირ შემთხვევაში თვითმიზანია არა ხარისხიანი განათლების მიღება, არამედ ის, რომ მოიპოვონ უმაღლესდამთავრებულის სტატუსი. აუცილებელია სკოლაშივე მოხდეს სწავლების არსის განსაზღვრა და ბავშვებს მისდამი ინტერესი და სიყვარული ჩაუნერგონ. ასევე მნიშვნელოვანია გაიზარდოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საუნივერსიტეტო დაწესებულებებმა შეამციროს მისაღებ სტუდენტთა რიცხვი, რაც წარმოშობს მაღალ კონკურენციას და შესაბამისად აბიტურიენტებს მოტივაცია გაეზრდებათ ცოდნის მისაღებად.

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი