ბლოგი შექმნილია იმისათვის,რომ გაგიზიაროთ ჩემი თვალსაწიერიდან დანახული განათლების სისტემა,მისი დადებითი თუ პრობლემური საკითხები. საინტერესო იქნება ასევე საუბრები თუ რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას.მნიშვნელოვანია თუ არა რეფორმების პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა.ასევე თქვენთან ერთად მინდა ვიმსჯელო და განვიხილო მასწავლებელთა პიროვნული დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი. იმედია გავუგებთ ერთმანეთს და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ!!!
მოგესალმებით!
пятница, 17 августа 2018 г.
პრომლემებზე დაფუძნებული სწავლება
ნარკომანია და მისი თავიდან აცილების ხერხები
,,ვინც ყაყაჩოს ცრემლებს გასინჯავს
მთელი ცხოვრება ტირის”
გაეროს მონაცემებით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს: მარიხუანას 150 მლნ კაცი ეტანება,სინთეზურ ნარკოტიკულ საშუალებებს – 30,5 მლნ, კოკაინს – 13 მლნ, ხოლო ჰეროინითა და ოპიატებით 15 მლნ-მდე კაცი ერთობა. მდგომარეობა არც საქართველოშია სახარბიელო. ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა სპეციალისტთა აზრით (რასაც რიგითი მოქალაქეების დაკვირვებაც ადასტურებს), “კაიფის” მოყვარულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. რას დავაბრალოთ ნარკომანიის ასეთი მძლავრი შემოტევა? რა ტიპის ნარკოტიკებს ეტრფიან ქართველები? რატომ ჭირს “გადაგდება”? იკურნება თუ არა ნარკომანია? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პასუხებს ამ პოსტში იხილავთ.)))
ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos და ნიშნავს გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი. მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:
1.დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად მოქმედებენ. ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიც მზადდება ყაყაჩოდან მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ: ოპიუმი(„შავი“), ჰეროინი, მორფინი, მეტადონი ,კოდეინი და სხვა. დეპრესანტებს ასევე განეკუთვნება ალკოჰოლი და ა. შ.
2. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია: კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები(ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.
3. ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე მოჩვენებებს–ჰალუცინაციებს. ესენია: LSD (ელესდი), მარიხუანა, ჰაშიში(მიიღება კანაფისგან), სხვადასხვა ტოქსიური ინჰალანტები(წებოები, საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.
ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.
ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა; მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა.
ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე. წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა. ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აბსტინენცია ანუ „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის. მას აღენიშნება: ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები , შფოთვა, უმადობა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი.ნარკოტიკების მოხმარების ადრეულ ეტაპზე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გვერდით მოვლენებს, რადგან მათგან მიღებული სიამოვნება დასაწყისში აღემატება უსიამოვნო შეგრძნებებს,თუმცა გადის დრო და სიამოვნება ნელ–ნელა მცირდება, მის მისაღწევად ნარკოტიკის უფრუ და უფრო დიდი დოზებია საჭირო. სიამოვნების შემცირებასთან ერთად წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავს სიკვდილი.
ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.
რამდენად სახიფათოა ნარკომანი გარშემომყოფებისთვის?
ნარკოტიკის მოხმარება, როგორც უკვე აღვნიშნე, იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ და ქცევით ცვლილებებს, რაც მათი მხრიდან კანონდარღვევის ალბათობას ზრდის. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გარშემომყოფთა მიმართ რაოდენობრივად ან სიმძიმის თვალსაზრისით უფრო დიდია, ვიდრე ლუდომანების (რომლებიც, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არიან წაგებული ფულის მოსაპოვებლად), ალკოჰოლიზმით დაავადებულების (უამრავი ოჯახური ან გარე კონფლიქტი, მათ შორის – სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები და მკვლელობები, ასევე, ავტოავარიის შემთხვევათა უმეტესობა დაკავშირებულია ალკოჰოლურ თრობასთან), ან თუნდაც თამბაქოს მომხმარებლებისა, რომელთა ქცევაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარშემომყოფებს, რადგან ისინი უნებურად ხდებიან პასიური მწეველები, რაც ხდება მიზეზი როგორც ფსიქოლოგიური დისკომფორტისა, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა. ვიმეორებ, რომ ნარკოტიკების მოხმარება ამძიმებს კრიმინოგენულ მდგომარეობას, მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზება და ამით კიდევ უფრო არ გავართულოთ მათი ფსიქოსოციალური ინტეგრაცია-რეაბილიტაცია, საჭიროა ვეცადოთ, მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ მოვლენათა შეფასებისას.
მოზარდი და ნარკოტიკი
– როგორ გავლენას ახდენს შვილზე მამა-ნარკომანი?
– მიიჩნევა, რომ ბავშვები, რომლებიც ნარკომანთა ოჯახებში იზრდებიან, დიდი რისკის წინაშე დგანან. ცხადია, არც ერთ მშობელს არ უნდა, მისი შვილი წამალდამოკიდებული გახდეს; უკრძალავენ ნარკოტიკების გასინჯვას, ესაუბრებიან მათ მავნე გავლენაზე. ფსიქოლოგიურად ეს ის შემთხვევაა, როცა მამა ეუბნება შვილს: “არ მოიქცე, როგორც მე ვიქცევი; მოიქეცი ისე, როგორც მე გეუბნები”. ასეთი დამოკიდებულება ბავშვებში გაურკვევლობასა და გაორებას იწვევს, მათ უყალიბდებათ ძლიერი არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასება. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, როცა სერიოზული სირთულის პირისპირ აღმოჩნდებიან, ასეთი ადამიანები ხშირად პრობლემის გადაჭრის ნაცნობ ხერხს – ნარკოტიკს მიმართავენ.
– ცნობილია, რომ მშობელი ყველაზე გვიან იგებს შვილის ნარკოტიკებით გატაცების შესახებ. რას უნდა მიაქციოს მან ყურადღება, რომ ეს არ გამოეპაროს?
– თუ ოჯახში ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, ოჯახის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებაა, არ არის დარღვეული დედა-მამა-შვილის ფსიქოლოგიური სამკუთხედი, წარმოუდგენელია, შვილის ფერისცვალება ვერ შეამჩნიო. მით უმეტეს, ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ცვლილებები საკმაოდ შესამჩნევია: ბავშვს აღარაფერი აინტერესებს, ხდება გულჩათხრობილი, იმპულსური, გაურბის ოჯახის წევრებთან კონტაქტს, თავს არიდებს ძველ მეგობრებს, ხდება გონებაგაფანტული, უყურადღებო, ჩამორჩება სწავლაში, აცდენს გაკვეთილებს და, რაც მთავარია, იძირება ტყუილების მორევში, გამუდმებით ითხოვს ფულს, იჩენს ახალ ნაცნობ-მეგობრებს, რომლებთანაც მხოლოდ წამალი აკავშირებს. იმის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული ნარკოტკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოფიზიკური ცვლილებების შესახებ, მშობელი შვილის უცნაურ ქცევას ხშირად მხოლოდ გარდატეხის ასაკს მიაწერს. ძვირფასო მშობლებო! თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს ხასიათი მკვეთრად შეეცვალა, დასჩემდა უძილობა, უგუნებობა, უხალისობა, ადვილად ღიზიანდება, უმიზეზოდ გამოხატავს აგრესიას, უხეშობს, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის მშობლებთან კონტაქტს – შეეცადეთ, ჩაუღრმავდეთ ამ ცვლილებებს და დახმარების ხელი გაუწოდოთ მას. გახსოვდეთ: ვიდრე მოზარდი ეპიზოდური მომხმარებელია, მისი გადარჩენა შესაძლებელია. ოღონდ ჩხუბით, დასჯითა და შეურაცხყოფით ვერაფერს მიაღწევთ, პირიქით, საქმეს უფრო მეტად წაახდენთ. მეგობრული და თბილი დამოკიდებულებით, ბავშვის ინტერესების გაზიარებით, მისი მოსმენით, მისი პიროვნული ღირსებებისა და შესაძლებლობების პატივისცემით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებთ.
– ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად მშობელმა?
– თუ მშობელს შვილის არაჯანსაღი მდგომარეობის შესახებ ეჭვი გაუჩნდა, უნდა მიმართოს ნარკოლოგს ან ფსიქოთერაპევტს. არსებობს ტესტი შარდის გამოკვლევით ყოველგვარი ნარკოტიკის გამოსავლენად. ეს საშუალებას იძლევა, დროულად და მიზანმიმართულად გავატაროთ სათანადო ღონისძიებები. გარწმუნებთ, ხშირად მოზარდი ნანობს თავის საქციელს, მაგრამ უკან დასახევ გზას ვერ ხედავს. კარგი იქნება, თუ ამ დროს ეკლესია გახდება მისთვის ბნელსა და ნათელს შორის გადებული ხიდი. სცადეთ, შვილთან ურთიერთობის მოგვარებაში მოძღვარიც დაიხმაროთ.
– როგორ დავიცვათ ისინი, ვისაც ნარკოტიკი ჯერ არ გაუსინჯავს?
– ყოველივე ცუდის საწყისი უცოდინარობაა. მშობელს, მასწავლებელს, საზოგადოების ყოველ წევრს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ. მშობელმა უნდა იცოდეს, რა ემუქრება მის შვილს; მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია ბავშვებს, მათთვის უფრო მისაღები და გასაგები როგორ გახადოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ. მათ ცნობიერებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ნარკომანია ურთულესი დაავადებაა, – ხოლო ნარკომანი – ავადმყოფი. ამ შემთხვევაში “ნარკომანი” მათთვის ავტორიტეტული და მისაბაძი პიროვნების სინონიმად აღარ იქცევა. ავადმყოფობა არავის უნდა. არავინ ამაყობს თავისი დაავადებით, არც დაავადებულს ბაძავს…
როგორ ხდება ნარკომანიის მკურნალობა და რა შემთხვევაშია ეფექტური?
წამალდამოკიდებულთა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთაგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება ოპტიმალური მიდგომის შერჩევა. მკურნალობის მეთოდებს შორის აღსანიშნავია დეტოქსიკაცია და ჩანაცვლებითი თერაპია. ნარკოტიკიდეტოქსიკაციის დროს ნარკოლოგიურ კლინიკაში ხდება ნარკოტიკული ტოქსინებისგან გათავისუფლება და ამ ფონზე მოსალოდნელი აბსტინენციის სინდრომის (ე. წ. ლომკების) შედარებით უმტკივნეულოდ გადატანა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური საშუალებით. ბევრი კლინიკა ამ პროცესში ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად იყენებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებსა და სხვა მეთოდებს. ზოგიერთ შემთხვევაში დეტოქსიკაციის პარალელურად წარმოებს ფსიქოთერაპიაც. დეტოქსიკაციის დასრულების შემდეგ კი ყოფილი წამალდამოკიდებული გადადის აქტიური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეტაპზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია პაციენტის მიერ და ხდება რეციდივის, ანუ ნარკოტიკების მოხმარების განახლების მიზეზი.
საერთოდ, მკურნალობასთან დაკავშირებით ისიც აღსანიშნავია, რომ წამალდამოკიდებულება მიიჩნევა ქრონიკულ დაავადებად, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ განკურნებაზე არ ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანია, მოხერხდეს რემისია და რაც შიეძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს იგი.
მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამალდამოკიდებულს აქვს საკმარისი სურვილი, არის მოტივირებული და შესაბამისად, მჭიდროდ თანამშრომლობს ჯერ ნარკოლოგთან, შემდეგ კი ფსიქოთერაპევტთან, მაქსიმალურად იცავს რჩევებს, ქცევის შეთანხმებულ წესებს, ცდილობს სრულ რესოციალიზაციას.
როგორ უნდა იცხოვრონ მათ, რომ მკურნალობის შემდეგ ისევ არ დაუბრუნდნენ ნარკოტიკებს?
ამისათვის საჭიროა მოხერხდეს მისი სრული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაცია, დასაქმება, ადამიანთა ისეთ კატეგორიასთან ურთიერთობა, ვინც სოციალურად აქტიურია და თავისუფალია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაც კეთდება, როგორც იტყვიან, ზღვაში წვეთია, იმდენად დიდია წამალდამოკიდებულთა რაოდენობა. საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, უნდა გაფართოვდეს ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, შეიქმნას მეტი სოციალური საწარმო და სხვ.
და ბოლოს, რაიმე სტატისტიკა თუ გაქვთ? ან პირადი გამოცდილებიდან როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით?
ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აპრობირებული მეთოდით – ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის, გამოვლენილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების შეჯერებით – საზღვრავენ მიახლოებით წამალდამოკიდებულთა რაოდენობას. აღნიშნული რაოდენობა კი, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად კატასტროფულია.
ტერორიზმი
ტერორიზმი ერთ ერთი აქტუალური თემაა სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ის შეიძლება ყველა ჩვენგანს გვემუქრებოდეს.
ტერორიზმის საერთაშორისოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა, ზოგადად ტერორიზმი გულისხმობს, ძალადობრივ აქტს, რომლის მიზანიც არის შიშის დანერგვა. სხვა განმარტებებით: ტერორიზმი არის ძალადობრივი აქტი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, რომელიც ჩადენილია პოლიტიკური მიზნების გამო; ომის ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობას შორის შიშის კლიმატის დანერგვას და რომელიც პოლიტიკური, რელიგიური ან იდეოლოგიური საფუძვლითაა ჩადენილი.
კრიმინალური ორგანიზაციების მიერ მსგავსი ტაქტიკის გამოყენება, ადამიანისათვის ფულის გამოძალვის მიზნით ან რაიმე მნიშნელოვანი ინფორმაციის გამოძალვისას, არ ითვლება ტერორისტულ აქტად, თუმცა მსგავსი ქმედებები შესაძლებელია ჩაითვალოს ტერორიზმად, თუ მათ ჩამდენებს აქვთ პოლიტიკური მოტივაცია.
ხშირად, ტერორიზმის ცნება საკამათოა, რადგან, ის ხშირად გამოიყენება თვითონ სახელმწიფოების ან იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს- სხვა სახელმწიფოს ან მოქალაქეების წინააღმდეგ ან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგაც. ტერორიზმი გამოიყენება პოლიტიკური ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიერ, რათა მიეღწიონ თავიანთ მიზნების. ის გამოიყენება, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების მიერ, ასევე ნაციონალური და რელიგიური ჯგუფების, რევოლუციონერების და ასევე მმართველი მთავრობის მიერ. ტერორიზმის ერთ ერთი უცვლელი თვისებაა, სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობის გამოყენება განურჩევლად მათი რაიმე თვისებისა, რათა საჯაროდ ცნობილი გახდეს ამ აქტის ჩადენის მიზეზი ან ამ ჯგუფის არსებობა.
ტერორიზმი ყველაზე ხშირია ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური თავისუფლება საშუალო დონეზეა და ყველაზე ნაკლებია იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია განვითარებულია. თუმცა, ერთ ერთი კვლევის მიხედვით, თვითმკვლელობა ტერორისტული აქტები, გამონაკლისს წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, უმეტესობა, თანამედროვე, თვითმკვლელობა ტერორისტული აქტები ჩადენილ იქნა დემოკრატიულ ქვეყნებში.
ეტიმოლოგია
ტერორიზმი მოდის ფრანგული სიტყვიდან terrorisme და თავდაპირველად მიანიშნებდა სახელმწიფო ტერორიზმს, რომელიც გამოიყენებოდა საფრანგეთის მთავრობის მიერ, ტერორის მმართველობისას (დაახ. 10-თვიანი პერიოდი საფრანგეთის რევოლუციის დროს, რომლის დროსაც რადიკალურად მიმართული მოწინააღმდეგე ფრაქციები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ). თვითონ ფრანგული სიტყვა terrorisme, მოდის ლათინური ზმნიდან terreo, რომელიც ნიშნავს „მე მეშინია“. ამგვარად, ტერორიზმი თავდაპირველად მიანიშნებდა, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ აქტებზე, ხოლო დღეისათვის ის ტიპიურად მიანიშნებს, უდანაშაულო ადამიანების მოკვლაზე.
2001 წლის 11 სექტემბერს ჩატარებული ტერორისტული აქტის შედეგად, დაღუპული ადამიანების სურათების კრებული
2001 წლის 11 სექტემბერს ჩატარებული ტერორისტული აქტის შედეგად, დაღუპული ადამიანების სურათების კრებული
ტაქტიკა
ტერორიზმი, ასიმეტრიული ომის ერთ ერთ ტიპს წარმოადგენს და მას ხშირად იყენებენ, როდესაც, პირდაპირი კონვენციური ომი უეფექტოა, მოწინააღმდეგის დიდი სამხედრო უპირატესობის გამო.
უმეტეს შემთხვევაში, ტერორისტული ტაქტიკა, გამოიყენება ფართომასშტაბიან, გადაუჭრელ პოლიტიკური კონფლიქტების დროს. კონფლიქტის ტიპი მრავალნაირი შესაძლებელია იყოს; ისტორიულ მაგალითებს მიეკუთვნება:
ტერიტორიის გამოყოფა, რათა შეიქმნას ახალი სუვერენული სახელმწიფო
რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიერ, რომელიმე ტერიტორიაზე ან რესურსებზე დომინანტობა
რელიგიური ფანატიზმი
წინააღმდეგობა არსებული მთავრობის მიმართ
სხვა
ტერორისტული შეტევები, ხშირად დაგეგმილია ისე, რომ რაც შეიძლება მეტი შიში დანერგოს საზოგადოებაში და ასევე რაც შეიძლება მეტად ცნობილი გახდეს ამ ქმედების შესახებ, რისთვისაც იყენებენ ასაფეთქებელ საშუალებებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღებს, თვითმკვლელობის იარაღებს და სხვა.
ირანელი ტერორისტების მიერ, ბაღდადში აფეთქებული სამი ავტობუსი, რომელსაც შეეწირა 43 ადამიანი
ირანელი ტერორისტების მიერ, ბაღდადში აფეთქებული სამი ავტობუსი, რომელსაც შეეწირა 43 ადამიანი
დაფინანსება
ტერორისტების დაფინანსება უმეტესად ხდება: სახელმწიფოების მიერ, ასევე ბიზნესისგან ფულის გამოძალვით, ადამიანთა გატაცებით და შემდეგ ფულის გამოძალვით, კონტრაბანდით, თაღლითობით და ქურდობით.
ტერორიზმის საპასუხო ქმედება
ტერორისტული აქტის შემდეგ, ქვეყანა შესაძლებელია შემდეგნაირად მოიქცეს:
ქვეყანამ შესაძლებელია ჩაკეტოს საზღვრები და ბევრად გაართულოს ქვეყანაში შემოსვლა
შესაძლებელია წამოიწყოს ან გააძლიეროს სამხედრო ქმედებები
შესაძლებელია პოლიციელთა რაოდენობა გაზარდოს
შესაძლებელია ჰუმანიტარული ქმედებები დაიწყოს
სხვა
გამოიყენება ასევე ანტი-ტერორისტული ქმედებები
სახელმწიფო ტერორიზმი
ისევე როგორც, ზოგადად ტერორიზმი, ასევე სახელმწიფო ტერორიზმის ცნება არის საკამათო. ზოგადად, ის გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენას სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს ან ხალხის წინააღმდეგ, ასევე ასეთ აქტს, ჩადენილს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გაეროს, რიგით მეშვიდე გენერალური მდივანის, კოფი ანანის მიხედვით: ნებისმიერი წინასწარ განზრახული თავდასხმა უდანაშაულო ადამიანებზე, მიუხედავად მისი მიზეზისა, არის ყოვლად მიუღებელი და ჯდება ტერორიზმის განმარტებაში.
ამგვარად, ზოგიერთი პროფესორი (მაგ.Michael Stohl) თვლის, რომ ა.შ.შ-ს მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბი შესაძლებელია ჩაითვალოს ტერორიზმად.
ასევე, ტერორიზმი გამოიყენება, პოლიტიკური რეპრესიების აღსანიშნავად, რომელსაც იყენებს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რათა მათ ჩაუნერგოს შიში. ამ გაგებით, გენოციდი შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ტერორიზმად.
ზოგიერთი თეორეტიკოსის მიხედვით, ადოლფ ჰიტლერის მიერ ჩადენილი გენოციდი, შესაძლებელია ჩაითვალოს ტერორიზმად
ზოგიერთი თეორეტიკოსის მიხედვით, ადოლფ ჰიტლერის მიერ ჩადენილი გენოციდი, შესაძლებელია ჩაითვალოს ტერორიზმად
რელიგიური ტერორიზმი
რელიგიური ტერორიზმი არის ტერორიზმის ფორმა, რომელსაც ასრულებს ადამიანთა ჯგუფი, რელიგიური მოტივებით. ისტორიის მანძილზე, ბევრი ფაქტი არსებობს, ტერორისტული აქტების, რომლებიც ჩადენილ იქნა რელიგიურ ნიადაგზე, რათა გაევრცელებინათ რომელიმე მრწამსი ან შეხედულება. რელიგიური ტერორიზმი, აუცილებლად არ განსაზღვრავს რომელიმე რელიგიის თვალსაზრისს ან შეხედულებებს, არამედ განსაზღვრავს ამ ადამიანის ან ჯგუფის შეხედულებას ან მათ ინტერპრეტაციას კონკრეტული რელიგიის.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ტერორისტები
ნატო და ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ 2001 წლის 12 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკურმა სამჭომ, წინა დღით ნიუ-იორკსა და ვაშინგტოონში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა გამოაცხადა თავვდასხმად ყველა წევრ სახემწიფოზე. ეს იყო პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამოქმედდა. ერთი წლის შემდეგ პრაღის სამიტზე მოკავშირეებმა მოიწონეს რიგი ინიციატივებისა ნატოს შესაძლებლობების განსამტკიცებლად ტერორიზმის წინააღმდეგ და სხვა გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით. მიღებული იქნა ტერორიზმისაგან თავდაცვის სამხედრო კონცეფცია. წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პარტნიორ ქვეყნებს და ითვალისწინებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარღით შესაძლო თავდასხმისთვის მზადყოპნის ამაღლებას. ამასთან დაკავშირებით დამტკიცდა ხუთი თავდაცვითი ინიციატივა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი იყო 2003 წლის დეკემბერში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან თავდაცვის ბატალიონის ჩამოყალიბება შტავით ლიბერეცში. (ჩეხეთის რესპუბლიკა). ბატალიონი, რომელშიც ალიანსის 13 წევრი სახელმწიფო მონაწილეობს, ნატოს რეაგირების ძალების შემადგენელი ნაწილია. გარდა ამისა, ნატომ წამოიწყო მნიშვნელოვანი კვლევა რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში და კიბერნეტიკული თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. 2003 წლის ნოემბერში, ნატოს შტაბ-ბინასთან დაფუძნდა ტერორისტული საფრთხის სადაზვერვო შენაერთი, რომლის მიზანიც იყო განემტკიცებინა წევრ სახელმწიფოთა შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობეი. დამატებით შეიქმნა მექნიზმი ინფორმაციის გაცვლისთვის ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან IAPC –სა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგიდან.სტამბოლის სამიტზე, 2004 წლის ივნისში სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტი.
ალბათ დაგაინტერესებთ საქართველო და ტერორიზმი. ოფიციალურად საქართველოში არ არის დარეგისტრირებული ტერორისტული აქტები, მაგრამ მოვიძიე საინტერესო კანონი, რაც იმედია ძალიან დაგაინტერესებთ.
საქართველოს კანონი-ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზების ფორმებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ხელისუფლების ორგანოთა კოორდინაციის წესს, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მონაწილეობის საფუძვლებს, მათ უფლებებს, მოვალეობებს და მათი სოციალური დაცვის გარანტიებს.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტერორიზმი – ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის
ბულინგი სკოლებში
ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა ბულინგის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი ბულინგს განმარტავს, როგორც სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას, ეს არის განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.
ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვის, პირველ რიგში ეს არის სკოლა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ბულინგის მოტივაცია კი სხვადასხვაგვარია- შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ.
ბავშვი - მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.
ბავშვ - აგრესორს კი საპირისპირო თვისებები ახასიათებს. ის მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და - ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს. ბავშვ - აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.
ძირითადად ბულინგის დაყოფა ხდება ოთხ ტიპად :
1. ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.
2. ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მაგ: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.
3. ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.
4. კიბერ- ბულინგი - განსხვავდება ბულინგის სხვა ფორმისაგან, რამეთუ ის სექსუალურ მიზნებს უკავშირდება, თუმცა ტრადიციული "ბულინგის" მსგავსად, შესაძლოა მოიცავდეს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეებს.
ბულინგი რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამას ცხადყოფს არაერთი საერთაშორისო კვლევა, შესაბამისად იზრდება ინტერესი და ყურადღება ამ ფენომენის მიმართ. საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007 - 2008 წლებში ჩაატარა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. სკოლაში უფრო ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა. ბულინგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს მოვლენა დიდი ხნის მანძილზე უფროსების მხრიდან არ აღიქმებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. მათმა მიდგომამ - "ბავშვები ერთობიან და მერე რა მოხდა" - ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის გამწვავებას. უკანასკნელ წლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში რაღაც დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები, თუმცა ბულინგის პრობლემა აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს.
იგი საკმაოდ სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებისაგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიასა თუ თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ბულინგი ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა და სკოლებში აუცილებელია პრევენციული პროგრამების შემოღება. ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. მიზანშეწონილია სკოლის ფსიქოლოგების როლის გაზრდა და გადამზადება, რომელთაც უნდა შეეძლოთ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის.
ბავშვები უფროსების მზრუნველობის ქვეშ გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამიტომ მათი მოვალეობაა, აღზრდის საშუალებით, უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა : არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა
ძალადობა ოჯახში
მოძალადეების როლს როგორც ყველგან და ყოველთვის ხშირად მამაკაცები ასრულებენ.ძალადობის მსხვერპლის როლში კი ძალიან ბევრჯერ მათივე ოჯახის წევრები.განსაკუთრებით კი ცოლები.ამ შემთხვევაში კი ქალებს არც კანონი იცავს და არც მათი გაარემოცვა.ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში როგორც წესი თვლიან,რომ ოჯახურ საქმეებში ჩარევის უფლება უცხო პირებს არ აქვთ.
მაგალითად,ქუჩაში ქალზე ძალადობის შემთხვევები ბევრია.საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით ქალებზე მოძალადეებს საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ.საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის,რომ სხვისი ოჯახის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს,მაშინაც კი როდესაც წყვილი ქუჩში ჩხუბობს.
რამოდენიმე თვის წინ კუს ტბაზე ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.იმიტირებული სცენა დილითაა გადაღებული,როდესაც კუს ტბაზე მყოფთა უმრავლესობა მამაკაცია და მათი დიდი ნაწილი ვარჯიშობს.
გასულ წელს დანით ეჭვიანობის გამო 48 წლის ქალი ქმარმა ეზოში,მეზობლების თვალწინ მოკლა.
ქუჩაში დანით 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 23 წლის გოგონას მიზეზი ეჭვიანობა.
უფლებადამცველები თვლიან,რომ მოძალადეების წინააღმდეგ მოქმედი კანონი არ მოქმედებს.
ამ პოსტის საშუალებით მინდა მოვუწოდო საზოგადოებას,თუ ოდესმე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი ან თვითონთუ არა თქავის გარემოცვაში არსებობს ძალადობის მსხვერპლი ადამიანი.მან თვალი არ უნდა დახუჭოს ამგვარ ფაქტებზე ,რადგან დუმილი დანაშაულია.ოჯახში მოძალადე 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
"ქუჩის ბავშვები" და მათი უფლებები
დღეს 21-ე საუკუნეა,ტექნოლოგიები...ადამიანი ვითარდება,წინ მიიწევს...მაგრამ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გადაუჭრელია...და ამ პრობლემას "ქუჩის ბავშვები" ჰქვია.ალბათ ეს ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემაა საქართველოსთვის...დღეს საქართველოში ეს პრობლემა მოუგვარებელია,არავინ ფიქრობს დ აზრუნავს მათზე,უფრო მეტიც,მათი რაოდენობაც კი არავინ იცის (დაახლოებით მაინც).საქართველოში მაწანწალა ბავშვთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.მათი რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი.გამოდის რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს და თუ მათ რაიმე დაემართება,სახელმწიფო ვერ დაეხმარება.მათი ცხოვრება ჩვენზე,გამლელზეა დამოკიდებული,ისინი ხომ საჭმლის ფულს ქუჩაში შოულობენ. თბილისში და არამარტო თბილიში,ნებისმიერ ადგილას ვნახავთ მათ.გავუვლით და ვერც კი ვხვდებით თუ რამხელა ტკივილს განიცდიან ისისნი ამ დროს.სულ უფრო მეტი ბავშვი გამოდის ლუკმა პურის საშოვნელად და მათ უმეტესობას ეგრეთ წოდებულ "სამუშაოზე" საკუთარი მშობლები უშვებენ.მათი ცხოვრება სულ უფრო და უფრო უკან მიდის.ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს,ზოგი ალკოჰოლს და ნარკოტიკს ეჩვება და იღუპავს თავს. ამ დროს სახელმწიფო ვალდებულია დაცვას ისინი,რადგან ბავშვის უფლებათა დეკლარაციაში წერია,რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება აღიზარდოს ოჯახში,მიიღოს განათლება,იცხოვროს უსაფრთხოდ და ა.შ.
ძალადობა ბავშვებზე
ოჯახი ეს ის ბუნებრივი გარემოა,რომელშიც მისი წევრები დაცულად და კომფორტულად გრძნობენ თავს.თუმცა არსებობენ მოზარები,ვისთვისაც ოჯახი უსაფრთხო ადგილი არ არის.ზოგიერთი მშობელი შვილის “გამოსასწორებლად” ბავშვს ართმევს თამაშის უფლებას,უკრძალავს თანატოლებთან ურთიერთობას,აიძულებს შეასრულოს მძიმე, ასაკისთვის შეუფერებელი სამუშაო ან ფიზიკურადაც კი სჯის. ცნობილია შემთხვევები, როცა “მოსარჯულებლად” ბავშვს ბნელ ოთახში კეტავენ ან რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებს უზღუდავენ. თუ ბავშვის აღზრდის მიზნით განხორციელებული ქმედება ძალადობრივია და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს , კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს მშობელს. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე19 მუხლის თანახმად “ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების ან ოჯახის წევრთა მხრიდან ყველა სახის ძალადობის,შეურაცხყოფის, უხეში მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგან”. ჩვენს ქვეყანაში ბავშვის აღზრდა ძალადობის მეთოდით ერთგვარი “სტერეოტიპია”, რომელიც დამყარებულია ცრუ შეხედულებებზე, ხოლო ისინი ვინც სხვაგვარად ფიქრობენ , მათ წინააღმდეგ ”ხორციელდება” სტიგმა. მთავარია ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ და ამ საკითხში სულ მცირეოდენი..მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, რათა შემცირდეს არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტები….თუ გსმენიათ ბავშვებზე ძალადობის შესახებ ფაქტები თქვენს ირგვლივ, გთხოვთ დაეხმაროთ მათ და დარეკოთ ცხელ ხაზზე რომელიც ქვემოთაა მითითებული, ამით თქვენ მცირეოდენ და მაინც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სიკვდილით დასჯა
თავდაპირველად მინდა დავიწყო იმით, რომ დღეისათვის საქართველოში მკვლელობა იმდენად მძიმე ფორმებში ხორციელდება, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი სამართლიანობა აღადგინოს დამნაშავის სიკვდილით დასჯით. სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით, მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. ქართულ სამართალში სიკვდილით დასჯა, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის ერთ-ერთ ზომად ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანაში გამოიყენებოდა. ფეოდალიზმის დროინდელმა ქართულმა სამართლის ძეგლებმა შემოინახა იმ დანაშაულთა ნუსხა და დასჯის მეთოდები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში დამნაშავის მიმართ იყენებდნენ ასეთი სახის სანქციებს . სასჯელის ისეთი ფორმა, როგორიც სიკვდილით დასჯაა, საქართველოში 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა. სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, რომლის შელახვაც, არც კანონიერად შეიძლება და არც უკანონოდ. ჩვენი სისხლის სამართლის 39-ე მუხლში მოცემულია პოზიტიური სპეციალური პრევენციის მიზანი, რომელიც გულისხმობს, რომ: „1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. 2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.3. სასჯელი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.“ სიკვდილით დასჯა დანაშაულს ვერ აღმოფხვრის, რადგანაც მოკვლა დროის ერთ მონაკვეთში შესრულდება და სხვისთვის კარგი მაგალით ვერ იქნება, პირიქით საზოგადოების აგრესიაც შეიძლება გამოიწვიოს. ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის სიკვდილი გამოსავალია, მაგრამ მისთვის ნამდვილ სატანჯველს ის წარმოადგენს, რომ მთელი ცხოვრება ციხეში, ოთხ კედელში უნდა გაატაროს. პრინციპიც ნაპოვნია და იგი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანი ცხოველი არ არის, რომ მისი სიცოცხლე, როგორი უფლებამოსილიც არ უნდა იყოს ის, სხვამ გადაწყვიტოს, რადგანაც რელიგია კრძალავს მას და ვინაიდან ჩვენ ქრისტიანები გვქვია, უმაღლეს სასჯელად სამუდამო პატიმრობაც შეიძლება ვაკმაროთ მას.
სოციალურად დაუცველი ბავშვები
საუბარs შესავალით დავიწყებ და ვიტყვი, რომ უმეთვალყურეობა ბავშვთა მიმართ ეს არის სოციალური მოვლენა, რომლის დროსაც ხდება მოზარდთა ოჯახებისაგან მოწყვეტა მუდმივი საცხოვრებლის დაკარგვის ხარჯზე. მისი განმსაზღვრელი საკითხებია: ყველანაირი კავშირის გაწყვეტა ოჯახთან, მშობლებთან და ნათესავებთან. ცხოვრება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ საარსებოდ საჭირო გარემოს.
სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მილიონობით უსახლკარო ბავშვია. სოციალურად დაუცველთა პირველი დიდი ნაკადი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, მეორე – II მსოფლიო ომის დროს. უკანასკნელი პერიოდი 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ყოველწლიურად იზრდება სოციალურად დაუცველთა რიცხვი. აღნიშნულ მოზარდთა უმეტესობა სწორედ იმიტომ რჩება მშობლის ყურადგების მიღმა, რომ ან ამ უკანასკნელს არ აქვს საშუალება სრულფასოვანი მეთვალყურეობა გაუწიოს შვილს, ან უბრალოდ არ სურს საკუთარ თავზე იტვირთოს ახალგაზრდაზე მეურვეობა. ბევრჯერ დაფიქსირებულა შემთხვევები იმისა, რომ ბავშვები საკუთარ ნებით გაქცეულან იმ დაწესებულებებიდან, რომლებშიც სახელმწიფომ განათავსა და ესეც ერთი მარტივი მიზეზის გამო _ შესაბამისი პირობების არ არსებობის.
აღნიშნული უმცირესობის წარმომადგენლები, თავისმხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ გამოიმუშაონ არსებობისთვის საჭირო საკვები, ნივთები თუ ღაიმე სხვა… ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ თანამედროვე სამყაროში ძალაინ რთულია თუნდაც საარსებო მინიმუმის გამომუშავება, მითუმეტეს კი ბავშვებისათვის, ბავშვებისათვის რომლებსაც არც ამის გამოცდილება გააჩნიათ და მითუმეტეს შანსი საჭირო სამსახურის შოვნისა…
“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” წევრ ქვეყნებში მიღებულია სოციალურად დაუცველ ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს შემდგომს:
• ბავშვს გააჩნია ოჯახში ცხოვრების უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება მოექცეს სახელმწიფოს დაცვისა და ზრუნვის ქვეშ, თუ ყოველივე ეს არ გააჩნია მშობელთა მხრიდან.
• ბავშვს აქვს განათლების მიღებისა და სკოლაში სიარულის უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება იყოს საზოგადოების თითოეული წევრის თანასწორი.
• ბავშვს აქვს საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება.
• ბავშვს აქვს უფლება ატაროს სახელი და მოქალაქეობა იმ ქვეყნისა სადაც დაიბადა.
• ბავშვს აქვს უფლება იყოს ინფორმირებული.
• ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ყოველგვარი ძალადობისაგან.
• ბავშვს აქვს უფლება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება.
• ბავშვს აქვს დასვენებისა და განტვირთვის უფლება.
• ბავშვს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს დახმარება სახელმწიფოსაგან (მაგალითად: უნარშეზგუდულობისას)
რას ნიშნავს იყო ლტოლვილი?
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიონობით ომით შევიწროებული ან დევნილი ადამიანი იძულებით ტოვებს საკუთარ სახლს,ხანდახან ქვეყანასაც კი და თავშესაფარს სხვაგან ეძებს.ასეთი ადამიანები ლტოლვილები ხდებიან.ისინი,როგორც წესი,ნაჩქარევად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და თან მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღებას თუ ახერხებენ.ასეთი გადაადგილების დროს,ისინი ხშირად ახლობლებს,ოჯახის წევრებს კარგავენ,ბევრი მათგანი კი სამშობლოში საერთოდ ვეღარ ბრუნდება. ლტოლვილების უმრავლესობა უსაფრთხოებას მეზობელ სახელმწიფოებში ეძებს,სხვები კი ყველაზე შორეულ ქვეყნებს მიაშურებენ ხოლმე. 1951 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო კონვევცია ლტოლვილების სტატუსის შესახებ.კონვენციას ხელი მოაწერა მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტმა. ამ კონვენციის თანახმად,ლტოლვილად ითვლება ადამიანი,რომელმაც დატოვა თავისი ქვეყანა და არ შეუძლია იქ დაბრუნება,რადგანაც არსებობს რეალური საშიშროება, რომ ის დევნის მსხვერპლი გახდება რასის,აღმსარებლობის,მოქალაქეობი,პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ კონვენციის თანახმად,ლტოლვილებს არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა შეეხოს და მათი უფლებები დაცული უნდა იქნას იმ ქვეყანაში,სადაც ისისნი თავშესაფრის საძებნელად ჩავიდნენ.
ნაადრევი ქორწინება
უიღბლო ქორწინებით გამოწვეული იმედგაცრუება, დანგრეული ოჯახების გამო დაკომპლექსებული ბავშვები და ამ გარემოებით დათრგუნული მშობლები -უმრავლეს შემთხვევაში ეს პრობლემები ნაადრევ ქორწინებას ახასიათებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს: "ნაადრევი ქორწინება ნამდვილი სისულელეა, კარგავ წლებს, რომელის სწავლას უნდა დაუთმო, კარგავ მეგობრებს, ურთიერთობა გიფუჭდება მშობლებთან, იმედი გიცრუვდება გრძნობებზე. ყველაზე მთავარი პრობლემა კი შვილია, მით უფრო თუ მარტო გიწევს მასზე ზრუნვა. ხვდები, რომ ვერ გააცნობიერე ის პასუხისმგებლობა, რაც ოჯახის შექმნას ახლავს თან.“
„რატომ გავყევი ცოლად? ოჯახი მინდოდა და მაგიტომ. მე დასაქმებული ვიყავი. ის არ მუშაობდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა. სამსახურის შოვნა უჭირდა . დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ შეცდომა დავუშვით და დავშორდით. თუმცა პირველ ქორწინებას ერთი დადებითი მხარე აქვს, მომავალში შეცდომის განმეორების ალბათობა ნაკლებია.“
„სახლში ყოფნა არ მინდოდა, მეც ავდექო და გავთხოვდი. თავიდან ყველაფერი მარტივად იწყება , თუმცა ეს დროებითია. 16 წლის ვიყავი და მეგონა მიყვარდა. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვართ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს უკვე 2 წელია. ჯობია დავშორდეთ.. პირველ რიგში ჩემი შვილი მეცოდება.. " მსგავსი შინაარსის ფრაზები არაერთხელ მოგისმენიათ.ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქართულ ტრადიციად „შერაცხეს“.თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დღეს საქართველო გოგონების ნაადრევი ქორწინებით მოლდავეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, ორი წლის მონაცმებით, სკოლებში სწავლა 7367-მა გოგონამ შეწყვიტა. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები ხშირ შემთხვევაში არ ასახავს რეალობას, რადგან იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოში მოქალაქეებს დაქორწინება 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ, თუმცა ხშირად, მშობლების თანხმობით, ამგვარ ფაქტებს ადგილი16 წლიდანაც აქვს, შესაბამისად ასეთი ოჯახები არაოფიციალურია და ის სტატისტიკურ მონაცემებშიც ვერ აისახებოდა. და მაინც რატომ ინგრევა ოჯახები? ამ კითხვაზე იმდენი პასუხი არსებობს, რამდენი ოჯახიც დაინგრა.
ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნაადრევმა ქორწინებამ და გაუცნობიერებლად გადაგმულმა ნაბიჯმა შეიძლება უერთიერთობა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.
ამ თემაზე მსჯელობისას ხშირად ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებს ვეხებით. თუ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში ეს ჯერ კიდევ მიუღებელია. იქ ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელია და განქორწინების მაჩვენებელიც დაბალია. თანაც, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ რელიგიურად ქორწინებამდე სექსი ცოდვად და ამორალურ საქციელად მიიჩნევა.
დასკვნა ასეთია, უმჯობესია ადამიანებმა იცოდნენ თუ რა სირთულეები შეიძლება მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ, ეს გარკვეული პრევენციული ღონისძიება იქნება, რაც ოჯახის დანგრევის საფრთხეს შეამცირებს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი
-
18w ''საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის განწირულია''. ...
-
წინადადება არის სიტყვა, ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გამოხატავს. ქართული ენის მორფოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე...
გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის უკვირს ამ დიდ სასწაულს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?
ОтветитьУдалитьბედნიერი გამყოფოთ ღმერთმა
ОтветитьУдалить