წმ. იოანე ოქროპირი: „...სასასა ჩუენსა მწარედ ჩნდეს წამალი იგი სწავლისაჲ, არამედ გჳხაროდენ, რამეთუ უკუანაჲსკნელ ფრიად ტკბილი ნაყოფი მოგუეცეს ჩუენ...“
დავით გურამიშვილი:''... საწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების...''
განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიის მამები უაღრესად განათლებული პიროვნებები იყვნენ. როგორც წმიდა ილია მართალი ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსთან დაკავშირებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. უძველესი დროიდანვე იდგა ეკლესიაში საკითხი გარეშე ფილოსოფიისა და საეკლესიო ფილოსოფიის ურთიერთმიმართებისა, რასაც წმიდა იოანე დამასკელიც ეხმიანება, როცა ამბობს, რომ გარეშე ფილოსოფია მსახურია ღვთისმეტყველებისა. წმიდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ მის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ იგი მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება იყო და იცოდა არა მხოლოდ საეკლესიო მოძღვრება, არამედ საერო ფილოსოფიაც. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. რწმენა უპირატესია. საეკლესიო ისტორიაზე თუნდაც ზედაპირულად თვალის გადავლებაც სავსებით ნათელს გახდის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კეთილსწავლულების პროცესს, რწმენისმიერი ცოდნის შეძენას, განათლებულობას. უსაფუძვლოდ როდია ნათქვამი, რომ განათლებული მორწმუნე მეგობარია ღვთისა. არსებითი მნიშვნელობა აქვს რწმენისა და ცოდნის თანხმობას. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა: ფილოსოფიის, ფილოლოგიის, იურისპრუდენციის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ანთროპოლოგიის, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, - მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს. ღვთის წინაშე უდიდესი ღირსება აქვს ცოდნას და განათლებას, როცა იგი ჭეშმარიტ რწმენაზეა დაფუძნებული. გელათის საღვთისმეტყველო სკოლის ემბლემა იყო მზეში ჩახატული წიგნი, რაც, ვფიქრობთ, უაღრესად გამჭვირვალე სიმბოლოა.

Комментариев нет:
Отправить комментарий