მოგესალმებით!

вторник, 13 февраля 2018 г.

ტრენინგები


ტრენინგები

ტრენინგი "ევროპა ჩემს გაკვეთილზე"

2017
წლის  25 ნოემბერს ქ.თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ტრენინგი თემაზე - "ევროპა ჩემს გაკვეთილზე", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის სხვადასხვა საგნის ( დაწყებითი საფეხურის, უცხო ენების, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის,მუსიკის , ხელოვნების  და ისტორიის) პედაგოგებმა.ტრენინგი მოიცავდა  6 საკონტაქტო და 6 არასაკონტაქტო საათს (0,5 კრედიტქულა).

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, მიმოვიხილეთ ევროპასა და საქართველოს შორის ასოცირების რამდენიმე ნაწყვეტი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპები;  ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა;საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება.
შემდეგ ტრენინგის მონაწილეები გავნაწილდით ჯგუფებად და განვიხილეთ გავრცელებული მითები ევროკავშირსა და საქართველოს შორის გასაფორმებელ ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) დაკავშირებით, განხილულ იქნა სულ 20 მითი, რომლებიც მდგომარეობდა შემდეგში ;
·                     მითი 1: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის”.
·                     მითი 2. ,,ევროკავშირი ჩაბმულია გეოპოლიტიკურ კონკურენციაში რუსეთის ფედერაციასთან”. შეთანხმებაზე ხელმოწერა კიდევ უფრო გაართულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და დაძაბავს მდგომარეობას კონფლიქტურ რეგიონებში. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს ტრადიციულ ექსპორტს რუსეთში ძირი გამოეთხრება ევროპული სტანდარტების მიღების გამო
·                     მითი 3. ,,ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების - მათ შორის სომხური და აზერბაიჯანული წარმომავლობის უმცირესობების - იზოლირება და მიგვიყვანოს სეპარატიზმისკენ მიმართულ მცდელობებთან
·                     მითი 4. ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს”.
·                     მითი 5: ,,შეთანხმება საქართველოს მცირედ სარგებელს მოუტანს, მაშინ, როცა დამატებით ვალდებულებებს დააკისრებს”.
·                     მითი 6. ,,რეფორმები ძირს გამოუთხრის იმ სექტორებს, რომლებიც საქართველოში დღემდე ახერხებენ არსებობას”. "რეფორმები ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს." ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება.
·                     მითი 7: ,,შეთანხმების ხელმოწერა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას”. "რეფორმები ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს
·                     მითი 8: "ევროკავშირიდან შემოსული იმპორტი ქართულ კომპანიებს ბაზრიდან გააძევებს."
·                     მითი 9. ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს ხელ-ფეხს უბოჭავს და ზღუდავს მის სუვერენულობას”. შეუძლებელი გახდება ვაჭრობა დსთ- წევრებთან. გაუარესდება ვაჭრობა რუსეთთან.
·                     მითი 10: ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად მხოლოდ ევროკავშირი მიიღებს სარგებელს. საქართველო დაკარგავს სამუშაო ადგილებს, კომპანიებსა და ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ ევროპაში წავლენ”.
·                     მითი 11: ,,ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად საკვები გაძვირდება”.
·                     მითი 12: "საქართველომ გადაწყვიტა, სრულად გაუხსნას ბაზარი ევროპიდან იმპორტს და ამიტომ ვერ დაიცავს ბაზარს ევროპული საქონლის შემოდინებიდან
·                     მითი 13: ,,ახლა არ არის ხელსაყრელი დრო რეფორმების წამოსაწყებად. საქართველოს ეკონომიკის ზრდა აღარ მიმდინარეობს სწრაფი ტემპით, ჩვენ ახლა არა გვაქვს ამის საშუალება. ბიზნესებს გაკოტრება ემუქრებათ, ვინაიდან ისინი უკვე კრიზისის წინაშე დგანან.”
·                     მითი 14: ,,ქართველი ფერმერები დაზარალდებიან რეფორმების შედეგად”. ,,ევროპული იმპორტირებული სურსათი ძირს გამოუთხრის სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებლებს. ,,ბევრ მცირე ფერმერს მოუწევს ბიზნესიდან გასვლა სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების იძულებით გაზრდის შედეგად”.
·                     მითი 15: "ევროკავშირი გააგრძელებს თავისი სასოფლოსამეურნეო ბაზრის დაცვას, მაშინ როდესაც საქართველო სრულად გახსნის თავისას
·                     მითი 16: "ის, რომ შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნება სეპარატისტულ რეგიონებში ნიშნავს, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის ეკონომიკური უთანაბრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ გზით ევროკავშირი პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს."
·                     მითი 17: "ევროკავშირის დახმარება არ არის საკმარისი რეფორმებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად."
·                     მითი 18: "რა სახის დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების პროცესში? "
·                     მითი 19: "გაუგებარია, რისი რეფორმირება უნდა მოახდინოს საქართველომ."
·                     მითი 20: "თუკი საქართველო რეფორმების ვადებს არ დაიცავს, მას სანქციები დაემუქრება, ხოლო ქართული პროდუქტები აიკრძალება
განვიხილით ზემოთ მოყვანილი მითები და ფაქტები, შემდეგ ვნახეთ ძალიან საინტერესო და ყოვლის მომცველი ვიდეო რგოლი ევროპის შესახებ.
ბოლოს ისევ ჯგუფებად კათედრების მიხედვით  ვიმუშავეთ გაკვეთილების გეგმის შედგენაზე - " ევროპა ჩემს გაკვეთილზე"
ტრენინგის დასასრულს შევაჯამეთ 6 საათიანი აქტიური მუშაობა და გადავუხადეთ მადლობა ტრენერს.

ტრენინგის მსვლელობისას, აქცენტი  უფრო მეტად  ქართული  და ევროპული ღირებულებების თავსებადობაზე  გავაკეთეთ. ტრეინინმოდული გულისხმობდა  მასწავლებლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის  მიწოდებასა და  სწავლებას.
 
ძირითადმიმოვიხილეთ და  მიღებული  რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოყენების შესახებაც  ვიმსჯელეთ.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავახორციელე  კლასში. შევარჩიეთ თემა: ‘’მე-18 საუკუნის საქართველო   და ევროპაში წარგზავნილი პირველი დესპანი’’მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი ცოდნა ევროპის შესახებ .შეისწავლეს სულხან-საბას მოგზაურობის მიზანი, მისი  მოღვაწეობა სამეფო ტახტზე,  საფრანგეთისაკენ  მიმავალის მარშრუტი,მისი სასულიერო თუ  საერო ცხოვრება. მოიძიეს ინფორმაცია  იმდროინდელი ცნობილი პიროვნებების შესახებ. დაწერეს თემები, წარმოადგინეს პრეზენტაციები. ყოველივე ეს ემეილის საშუალებით გავუგზავნეთ მოდულის მწვრთნელს.
  ასეთი  შეხვედრები  მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება., თავისუფალი , მოაზროვნე ახალგაზრდები  აღვზარდოთ  და ევროპასთან ურთიერთთანამშრომლობით, დავანახოთ  მათ  საკუთარი ქვეყნის წარსული ,აწმყო და მომავალი.










                                                რეფლექსია
                             ‘’ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის’’
              ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტი
   აღნიშნულ ტრენინგზე და ბევრი რამ ვისწავლე.  ქალბატონი ლალი ჭელიძის  გამოცდილება მართლაც, რომ ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჩემთვის.კურსი იყო მთლიანად ორიენტირებული მასწავლებელთა დახელოვნებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე.იმისათვის რომ ჩვენ მიერ  ჩატარებული ტრენინგის პროცესი  ყოფილიყო საინტერესო,სახალისო,თანამედროვე და მსმენელთათვის მიმზიდველი , გაგვაცნეს უამრავი ახალი აქტივობა, მეთოდი თუ სტრატეგია. შევიმუშავეთ ტრენინ-მოდული, რომელიც გულისხმობდა 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს. ჩამოვაყალიბეთ ტრენინგის მონაწილეთა მიღწევების მონიტორინგი და შეფასების სისტემა.ვაკვირდებოდით ერთმანეთის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, პრაქტიკაში ვეცნობოდით ახალ აქტივობებს და მოგვიანებით ერთად ვიხილავდით მათ.
   ტრენინგის მიზანი იყო, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება, ტრენერთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის მასწავლებელთა  კვალიფიკაციის ამაღლებას,შესაბამისად, გაიზრდება მოტივაცია ახალი იდეების ,ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებისა.
         ამლობის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი.კომუნიკაციის პროცესი  ურთიერთობამ განმივითარა შემოქმედებითი აზროვნება,არგუმენტირებული მსჯეწარმატებით წარიმართა და ჯგუფთან თანამშრომლობა შედგა.
აუმოსწავკონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.ცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ ლეებთან აღნიშნული სტრატეგიებით და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას.


                                               
      









Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი