მოგესალმებით!

воскресенье, 9 июня 2019 г.

მართლწერის საიდუმლონი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ რთული ზმნის მეორე ნაწილი ''ვარ'' ზმნაა, პირის ნიშნების ზმნას თავშიც დაერთვის!
➡️ მაგალითად შობილვარყოფილვარ, გაზრდილვარ...
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნის მეორე ნაწილი არის ''ყოფა'' ზმნა და ის პირიანი ფორმითაა წარმოდგენილი(თუ ჩასმულია რომელიმე პირში), მაშინ პირის ნიშნებს ვურთავთ ''ყოფა'' ზმნას და არა პირველ ნაწილს.
➡️ მაგალითად - უარვყოფ, უარყოფ, უარუყვია...
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად, ნაწილად სხვა ზმნა აქვს, მაშინ პირის ნიშნები ნებისმიერ ბრუნვაში მეორე ზმნაზე უნდა დაირთვას.
➡️ მაგალითად: ძალიძს - ძალიძს - ძალუძს; ხელეწიფება - ხელეწიფება; უკუაგდებ...
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს არა ზმნის პირიანი ფორმა, არამედ მიმღეობა ან სახელი, პირის ნიშნებს ვურთავთ თავში, ბოლოში აღარ!
➡️ მაგალითად - ვ-ავადმყოფობ, ამ ზმნაში ''ავადმყოფობა'' არსებითი სახელია, ამიტომ მას აღარ დაერთვება პირის ნიშანი, დაერთვება მხოლოდ თავში.
➡️ ასევე სწორია: ვ-ენამახვილობ(აქ ვ ძირეულია), ვ-ქედმაღლობ, ვვარცხნი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ ზმნები, რომლებიც არ გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას, არ დაირთავენ ''ვარ/ხარ'' დამხმარე ზმნებს.
➡️ სწორია: ვყვირი, ვტირი, ვმღერი... და არა ვყვირივარ, ვტირივარ, ვმღერივარ...
➡️ სწორია შემდეგი ფორმები, რადგან გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას!
მივრბივარ, მივფრინავ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! სუბიეტური პირის ნიშანი ვ არ იკარგება ო, უ და ვ ბგერების წინ, გამონაკლისია ''მოვედი'', რომელშიც ვ ფუძისეულია.
➡️ სწორია: მე ვუქებ, გავოცდი, მივვარდი, ვოცნებობ, ვვარდები, ვვარაუდობ, ვვარგივარ, ვვარცხნი, ვვარჯიშობ...
➡️ არასწორია ორი ვ-ს გამოყენება ''გავოცდი'' და ''ვოცნებობ'' ტიპის ზმნებში. არასწორია მე ვვოცნებობ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ ზმნისწინის გათიშვა ან მის შუაში სხვა ასოს ჩამატება არ შეიძლება!
➡️ სწორია: აღვნიშნავ, აღვასრულე, აღვადგინე... და არა ავღნიშნავ, ავაღსრულე, ავაღდგინე...
✔️ ზმნებში ''ან'' თავსართის გამოყენება ყოველმხრივ გაუმართლებელია!
➡️ სწორია: ახორციელებს და არა ანხორციელებს
✔️ დასაშვებია, როგორც ''გან'', ისე ''გა'' თავსართის გამოყენება!
➡️ სწორია: განარისხებს, განაცვიფრებს...
➡️ არასწორია: გაანრისხებს, გაანცვიფრებს
✔️მაშასადამე, სწორია➡️ განთავისუფლება, განმათავისუფლეთ, გამათავისუფლეთ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: პოვნა/შოვნა, იპოვა/იშოვა, იპოვის/იშოვის, უპოვია/უშოვია...
➡️ არასწორი ფორმებია: პოვა/შოვა, იპოვნა/იშოვნა, იპოვნის/იშოვნის, უპოვნია/უშოვნია...
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ვშლი - გაშლილი, ვჭმუხნი - შეჭმუხნილი, ვბურძგნი - აბურძგნული, შეფუთნილი...
➡️ არასწორი ფორმებია: შეჭმუხნული, აბურძგნილი, აბურძგვნული, აბურძგვნა, შეფუთნული...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! შემდეგ სიტყვებში საჭიროა 3 ა და არა ორი!
ერთი ა - ზმნისწინისაა(გა), მეორე - შუალობითი კონტაქტის(აკეთებინებს), მესამე - ფუძისეული(გაადვილება).

➡️ სწორია: გააადვილებინებს, გააავაზაკებს, გააანალიზებინებს, გააანგარიშებინებს,

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ძალიან ხშირია ორთოგრაფიული შეცდომები, მოდით, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:
✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტი, რომელიც ''და'' კავშირს შეიცავს.
➡️ მაგალითად - სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან, ცხენდაცხენ...
✔️დაიმახსოვრეთ! ცალ -ცალკე იწერება ორმარცვლიანი კომპოზიტები, რომლებიც ''და'' კავშირს შეიცავენ.
➡️ მაგალითად - ბოლოს და ბოლოს, უფრო და უფრო, მართლა და მართლა, ისევ და ისევ, აქეთ და იქით...
➡️გამონაკლისია - მაინცდამაინც, შიგადაშიგ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ! ყველა სიტყვა, რომელსაც ზმნისწინი ან თანდებული დაერთვის, ერთად იწერება.
შესაბამისად, ერთად იწერება შემდეგი მარცვლებით დაწყებული სიტყვები
➡️ მი, მო, ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო(ზმნისწინები)
➡️ ვით, -თან, -ზე, თვის, -გან, -კენ, -ებრ, -თანავე, -გამო, -მიერ, -მდე(თანდებულები)
➡️ მაგალითად - ზეგავლენა, შინაყმა, თანაკლასელი, გაცნობისთანავე, შვილისმაგვარი, საბძელქვეშ...
➡️ ✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც რაიმე სახის აფიქსი აქვს დართული!
ყველაზე ხშირად დართული სიტყვები: ''შუა'', ''არა'', ''ანტი'', ''გული/გულ'', ''სული/სულ'', ''ხელი/ხელ'', ''მრავალი/მრავალ'', ''ახალ'', ''თვალი'', ''დედა'', ''ვებ'', ''ინტერნეტ'', ''პოსტ'', ''პრე''...
✔️ ''შუა''
➡️ მაგალითები: შუაღამე, შუახანი, შუააზიური, შუაცეცხლი, შუადღე...
✔️ ''არა/არ''
➡️ მაგალითები: არაერთი, არაერთხელ, არაუგვიანეს, არარსებობა, არმოწონება, არმქონე, არსახსენებელი ...
✔️ ''ანტი''
➡️ მაგალითები: ანტიამერიკული, ანტისაბჭოელი, ანტისოციალისტი, ანტიეროვნული...
✔️ ''გული/გულ''
➡️ მაგალითები: გულამაყი, გულამომჯდარი, გულალალი...
➡️ მაგრამ - გულის ამრევი, გულის ამაჩუყებელი
✔️ ''სული/სულ''
➡️ მაგალითები: სულგამწარებული, სულმდაბალი, სულერთია, სულიწმინდა...
➡️ მაგრამ - სულ ახლახან
✔️ ''ხელი/ხელ/ხელიხელ''
➡️ მაგალითები: ხელაღმართული, ხელბარაქიანი, ხელიხელგადახვეული, ხელიხელჩაკიდებული, ხელისოდენა...
➡️ მაგრამ - ხელის კვრა, ხელის მომწერი.
✔️ ''ვებ''
➡️ მაგალითები: ვებდიზაინერი, ვებადმინისტრატორი, ვებგვერდი, ვებდიზაინი...
✔️ ''ინტერნეტ''
➡️ მაგალითები: ინტერნეტბაზარი, ინტერნეტაუქციონი, ინტერნეტგაზეთი...
✔️ ''პოსტ''
➡️ მაგალითები: პოსტემბრიონული, პოსტიმპრესიონიზმი, პოსტმოდერნისტი...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️ შემდეგნაირად იწერება ორმაგსახელწოდებებიანი სიტყვები:
➡️ სახლ-კარი, სახლ-მუზეუმი, სახლ-კარად...
➡️ წევრ-კანდიდატი, წევრ-კორესპონდენტი
➡️მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი, მეცნიერ-ნოვატორი
➡️ ექიმ-კონსულტანტი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ ''თუსთან'' გამოყენებული სიტყვების ფორმებია:
➡️ თუკი(თუკი უნდა...)
➡️ თუ არადა
➡️ თუგინდ
➡️თუ არა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ თუ სიტყვას ''ძლიერ'' დაერთვის, ერთად იწერება!
➡️ ძლიერშემართვიანი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ თუ რთული სიტყვა (კომპოზიტი), რომელიც მიღებულია რიცხვითი სახელისა და სუფიქსიანი სახელის შერწყმით, ჩაწერილია ციფრების გამოყენებით, ციფრსა და სახელს შორის საჭიროა დეფისი:

➡️ სწორია - 10-წუთიანი და არა 10 წუთიანი
➡️ სწორია - 120-ლარიანი, ასოცლარიანი და არა 120 ლარიანი
➡️ სწორია - 100-წლიანი და არა 100 წლიანი
➡️ სწორია - 3-სართულიანი და არა 3 სართულიანი
✔️ შენიშვნა: თუ კომპოზიტი ჩაწერილია სიტყვებით, დეფისი არ უნდა: ათწუთიანისამსართულიანი..

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი