მოგესალმებით!

четверг, 16 мая 2019 г.

სოციალური პროექტი: ''ბრბოს ფსიქოლოგია''


 

სოციალური პროექტის  ავტორი
სახელი და გვარი
მანანა მგელაძე
რაიონი
ვაკე-საბურთალო
სკოლა
161-საჯარო სკოლა
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ბრბოს ფსიქოლოგია
თემის შინაარსი
ზნეობრივი გმირის დაბადება, ბრბოს ფსიქოლოგიის მქონე საზოგადოებაში.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
მე-5 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ.xმოსწავლეს  შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი ,კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია; ქართxმოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;ქართ.xაუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას ,მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ,ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება;ქართ.xმოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაცია ,სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად, გამოყენება.ქართ.xმოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთ ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
ზნეობრივი გმირის  შესახებ მასალების მოძიება და ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება ისტორიული და ეროვნული თვალსაზრისით. პრეზენტაციისა და კვლევის უნარების  განვითარება; სხვადასხვა საგანში  დაგროვილი ცოდნის სინთეზირება .კრიტიკული აზროვნების , ინფორმაციების მოძიების ,დახასიათების , თანამშრომლობის ,საკომუნიკაციო ,შემოქმედებითი უნარების განვითარება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის მიზეზი იმისა რომ, ინდეფერენტულ საზიგადოებაში ჩნდება ამაღლებული გმირი?
თემატური კითხვები
ინანიებს თუ არა ბრბო თავის საქციელს? ტექსტში არსებული პრობლემა ეხმიანება თუ არა დევანდელობას?
შინაარსობრივი კითხვები
განმარტეთ , პერსონაჟთა თვისებები  და აღნიშნეთ ,რომელი მხატვრული ხერხებითაა ისინი გადმოცემული?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში
პირამიდა
თანასწორთა უკუკავშირი
დღიური
კითხვები
სლაიდ შოუ, ესსე,.შეფასების რუბრიკა.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
1.ა.გონებრივი იერიში- გონებრივი იერიშის მეთოდით, დავსვამ ზოგად შეკითხვას და გაიმართება დისკუსია შეკითხვის ირგვლივ. მოსწავლეები დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. ბ. გრაფიკული ორგანაიზერები-პირამიდის მეშვეობით, მოსწავლეები განსაზღვრავენ მთავარ თემას, დაახასიათებენ პერსონაჟებს, ამოიცნობენ ტექსტიდან პრობლემას  და იმსჯელებენ.2.ა.  თანასწორთა უკუკავშირი- თიტოეული აქტივობის შემდეგ, თანასწორთა უკუკავშირის ფორმის გამოყენებით, მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთის სამუშაოს  და მისცემენ რჩევებს, გაუმჯობესებისთვის.წერილობითი და ზეპირი ფორმით. ბ. პროექტის გეგმები-პროექტის დასაწყისში, თითოეული ჯგუფი  შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი შესასრულებელი სამუშაოები ან აქტივობები. 3. დღიური- თითოეული ჯგუფი , პროექტის დასაწყისიდან აწარმოებს დღიურს,სადაც აღწერს მუშაობის მიმდინარეობას, რა პრობლემები შეხვდათ და როგორ დააღწიეს მათ თავი.4. არასტრუქტუირებული გამოკითხვა-თითოეული აქტივობის  შემდეგ, ნასწავლის გაანალიზების მიზნით, ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს.5. პროდუქტი-ესსები, სლაიდ-შოუ, შეფასების რუბრიკა. თვითოეული ჯგუფი შექმნის სლაიდ შოუს, რომელიც შეფასდება რუბრიკით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, ტექსტის გაგება-გააზრება, მთავარი თემის ამოცნობა, ვორდში მუშაობა, სლაიდ -შოუს შექმნა,ინფორმაციის გამოყენება.
სასწავლო პროცედურები
·         პირველი კვირას, შევქმნით საინფორმაციო ბუკლეტს. გონებრივი იერიშის მეშვეობით ,აღვუძრავ ინტერესს .სხვადასხვა აქტივობები- პირამიდა ,ვენის დიაგრამა დაგვეხმარება თემის გაგებაში. ვაწარმოებთ დისკუსიას და შევქმნით  შეფასების რუბრიკებს ;მოვიძიებთ ინფორმაციას   ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ ინტერნეტში, გავიცნობთ ლიტერატურას, წინასწარ  მივცემ წასაკითხ მასალას.

·         მეორე კვირას , ვაჩვენებ ფილმს ამ მასალასთან დაკავშირებით. ბავშვები იმსჯელებენ ,გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს .შემდგომ, დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად. პირველ ნაწილს დაევალება  ზნეობრივი გმირების  მოძიება. მეორე ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას ,რესპოდენტებთან თემაზე:’’იძენენ თუ არა ადამიანები ბრბოში გასაოცარ გრძნობადობას შთგონებისადმი?!’’, მესამენი  ,მოიძიებენ როგორც ისტორიულ ,ასევე ლიტერატურული გმირების შესახებ ინფორმაციებს. თითოეული ჯგუფი კონსულტაციას გაივლის ისტორიის მასწავლებელთან ,რომელიც დააკვალიანებს და მიუთითებს ამა თუ იმ ეპოქაში მომხდარი ძვრების შესახებ.

·         მესამე კვირას  მოსწავლეები მოძიებულ მასალებს წარმოადგენენ. განვიხილავთ მთავარ თემის რაობას, ვეცნობით რესპოდენტების  პასუხებს. გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამის სახით.

·         მეოთხე კვირას ვიმუშავებ ლექსიკაზე,ფრაზეოლოგიზმებზე, ლიტერატურულ ფორმებსა და მხატვრულ ხერხებზე
მოსწავლეებს დავურიგებ ,პრეზენტაციის ან სლაიდ-შოუს შაბლონს,რათა მათ დავეხმარო მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთაში ,სლაიდების აწყობისას.მოსწავლეები გაიაზრებენ და შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოს და გააკეთებენ დასკვნებს.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
შევქმნი სლაიდ-შოუს შაბლონს

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არ მყავს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დავავალებ სიღრმისეულ კვლევას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ბეჭდვითი მასალები


ინვენტარი/მასალები
საკანცელარიო ნივთები: ფერადი ქაღალდები, ფლომასტერები, კალმები, ცარცი,ფანქრები.

ინტერნეტრესურსები


სხვა რესურსებ
ისტორიის მასწავლებელი.

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭა/პრინტერიდი მანქან
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპეკომპაქტდისკზედია
 ფოტო/სურათების დამუშავება
 
ინტერნეტძიება
 მულტიმედია


Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი