მოგესალმებით!

суббота, 8 сентября 2018 г.

გურული ლექსიკონი


                                                              გ      უ      რ       ი       ა








1.კაპარწახი - ადვილად ფეთქებადი


2.მაკვარანცხი - მოხერხებული

3.ბარჩხალი- მარჯვე,ყოჩაღი

4.დრიაშები - სამზარეულოში ენერგიულად მოტრიალე დიასახლისი

5. დილენჯი- ზარმაცი , გაურჯელი

6.აბლაუცა- მოუხერხებელი

7.საორხელოდ - უგულოდ

8.ალაბოში- დაუდევარი

ხელჩქარები- ხელმარდი

9.მიაბალახტარება- უხეიროდ ,ნაჩქარევად საქმის გაკეთება

10.მოროხვილი- მიულაგებელი, არეულ-დარეული

11.დიდნენა- ბებია

12.ბრწკალი-სხივი

13.დილაბნელი- დილაუთენია

14.ბზუალი- ტრიალი

15.საყოლი- შინაური ფრინველ-ცხოველი

16.ყინტორიე- კისერშიშველა

17.ბესალიკონიები-მსუქანი დედლები

18.გაზვირინებული- უშნოდ გასუქებული

19.ზღმურტლიანი- ჭუჭყიანი

20. ბზიაქი- ხმაური

21.ბათურაი- მსუქანი

22.საჯობინარი- ადრეული საუზმე

23.ქუხნა- სამზარეულო

24.გალანცული- გაჭვარტლული

25.დღისინათლიამდე- დაღამებამდე

26.უწყალწმინდო- უსმელ-უჭმელი

27.ყორნის ნისკარტი- ჭამის დროს შემოსწრებული სტუმარი

28.ფინდიკი- ხვავი

29.შეხიდება - შველა

30.გაშპი- წადი

31.მოკურუნცხული- წელში მოკაკვული

32.უზანდარა- ჭუჭლის კარადა

33.კარანჩხაი- კალათი

34.გამოხირეკებული- დაცარიელებული

35.დაფარკალება-ლამაზად დაწყობა

36.გამოფიჟმეტებული- გაყვითლებული

37.თხროშო- კოკისპირული

38დაკანჭვლა- თხილის გარჩევა

39. ჭღვიპი- წვიმიანი

40.საფურცლობო- გაზაფხულის წვიმა













Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი