მოგესალმებით!

суббота, 5 января 2019 г.

ცისა და მზის ხატი




           ერთხელ ჰუნებთან გამარჯვებულმა ირანს მიმავალმა შაჰმა, გზად გაიარა
 საქართველოში. შაჰს ეახლა პიტიახში.იაკობიც(ცუტაველი) თან წაიყვანა. შაჰმა თავის კარავში პოეტთა და ფილოსოფოსთა ტურნირი გამართა ყველას თავისი ენა უნდა ექო. შაჰს არ ეეჭვებოდა, რომ ყველა შეაქებდა სპარსულს, ან სპარსნი იტყოდნენ უკეთეს ქებას,ვიდრე სხვა ერის შვილნი. გამოვიდა სპარსი და აქო ფარსის ენა. ბიზანტიელი აქებდა ელინურს. ყივჩაღმა თავისი ენის დიდება თქვა. ალანმა თავისი დედაენა ადიდა. ჯერი ქართულ ენაზე რომ მიდგა, პიტიახშმა ცურტაველი გაიყვანა ასპარეზზე. -შენი ენა ვინ შექმნა? -ჰკითხა პირქუშმა შაჰმა ცურტაველს -ჩემი ენა ღმერთმა შექმნა! უპასუხა იაკობმა ჯიქურ. -რომელმა? -ოკითხა ისევ შაჰმა-რომელმა ღმერთმა? ბუდამქრისტემ,შივამ თუ ზარათუშტრამ? იაკობი ერთხანს დუმდა მერე დაუმატა: იმ ღმერთმა,ვისი ჯვარიც გულზე მკიდია. არ ეჭაშნიკა ეს შაჰს. არ მოეწონა,მაგრამ არაფერი თქვა. შაჰი თეთრ ჰონებს ეომებოდა და ქართველებთან გადაკიდებას ერიდებოა და თქვა იაკობმა ქართული ენის ქება. -შეხედე ქართულ ცას, ვარსკვლავების ალმასითაა მოჭდილი.იმ ვარსკვლავთა შუქია ქართულ ენაში. მზერა მიაპყარით ჩვენს მთებსა და კედლებს! მათი სიმტკიცე და გამძლეობა,სილამაზე და სიმაღლეა დედა ქართულში. შეხედეთ ქართულ ყანას, მისი ბარაქიანობაა ქართულ ენაში. ერთ სიტყვას გადააგდებ სიბრძნის ხნეულში და ათას პურის მარცვლად ამოთავთავდება ის დალოცვილი. ნახეთ ეს ხმალი ფარნავაზიან-გორგასლიანი,მისი პირივითაა მჭრელი ენა ქართული. ჩემი ენის ბგერა და თვისება-სამყაროს ბგერათა და თვისებათა ანარეკლია. თვალი მიაპყარით ლამაზ ქართველ ქალს. არა არის რა მასზე მშვენიერი ამ ქვეყანაზე. მისი სილამაზე და სინაზეა ქართულ ენაში. შეხედეთ ცას,მზესა და მთვარეს,მათი ხატია ქართულ ანბანში.მათი შუქია ქართლოსის ენაში. შეხედეთ ჩანჩქერს მათი ხმაურია ქართულს ენაში. მოუსმინეტ ზღვას-მისი ქუხილია არეკლილი ქართულს ენაში. ყური დაუგდეთ ბულბულს და თქვენ იგრძნობთ მისი გალობის ეშხს მამა-პაპის უკვდავ სიტყვებში გულისყურით მოუსმინეთ დედის ნანას და თქვენ იგრძნობთ მის სითბოს ქართულ ენაში. მიაყურადეთ ზვავების გრუხუნს და მეხტა ტეხას,თქვენ იგრძნობთ მათ ლაწალუწს და ძალას ქართულს ენაში. შეხედეთ არწივს, როგორ კრავს ირაოს ფხოვის მთათა მწვერვალებზე. ქართულ ენაში არის იმ არწვის გაფრენის სიმაღლე და სილამაზე, ქართულ ენაში არეკლილია იმ მწვერვალების თოვლის სითეთრე და სიწმინდე. ოქროპირობდა და ამკობდა ენას იაკობ ხუცესი. შაჰი უსმენდა. -ამბოენ,რომ ალექსანდრე მაკედონელი შეყვარებულთან სოლომონ ბრძენის ენაზე ლაპარაკობდა, მტერთან-სპარსულ ენაზე, ღმერთთან-ელინთა ენაზე,მოყვარესთან-ესპანურ ენაზე, თქვა ნიშნის მოგებით შაჰის კარის პოეტმა-რამდენადაც ვიცი მან ქართული ენა არ იცოდა. იაკობი არ დაიბნა. -მაგრამ მას რომ სცოდნოდა ქართული, ის იპოვიდა მასში სოლომონ ბრძენის ენის სიტკბოს, სპარსულის ძალას, ელინურის კეთილხმოვანებას, ესპანურის მუსიკას, და კიდევ აქადურისა და შუმერულის სილამაზესა და ხეთურის სიდიადეს,-თქვა ცურტაველმა. ქართულ სიტყვას არ აქვს თავისი ფერი,მუსიკა,სიბრძნე. ეს სიტყვა უფრო ღრმაა,ვიდრე მტკვარი და შავი ზღვა,უფრო მაღალი ვიდრე მყინვარი,უფრო მტკიცე, ვიდრე ქართლის ქვაციხეები…ეს სიტყვა უფრო რეკავს,ვიდრე ზარები შენთა სამრეკლოთა,დედაო მცხეთავ ის უფრო თბილია ვიდრე დედის უბე და უდრო საყვარელი,ვიდრე საბედო ქალწული… ამ ენას შეუძლა გამოთქვას ყველაფერი,რაც თქმულა და რაც არ თქმულა კაცთა მოდგმის მიერ სამყაროს შექმნის დღიდან და ისიც თქვას, რაც ჯერ არ ითქმის. და მჯერა დღესა მას მეორედ მოსვლისა, ღმერთი ამ ენაზე განკითხავს მსოფლიოს. – იაკობ ცურტაველო, ოქროპირო. შენი ფრესკით უნდა იყოს მოხატული საქართველოს ციხე-ტაძრები, -თქვა პიტიახშის კარის პოეტმა და ატირდა. პიტიახშს დანა კბილს არ უხსნიდა. ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა : -იაკობ არ შეგეშინდებოდა შაჰს თავი რომ მოეჭრა სენთვის? -კაცს რომელიც დაიზარებს თავისი ენისათვის თავის დადებას,ჩათვალეთ რომ თავი არ აბია,-უპასუხა იაკობმა.
 “უკანასკნელი ორთაბრძოლა”

ლადო ალფენიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი