მოგესალმებით!

пятница, 26 апреля 2019 г.







                                            სამოდელო გაკვეთილის გეგმა
     
      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეზო ინანიშვილის სამყაროშ
გაკვეთილის თემა  
„გოგონები, რომლებიც ცვლიან სამყაროს’’
რეზო ინანიშვილის მოთხრობა ‘’მუხა’’
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა/მანანა მგელაძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი, V 3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი

სამუშაო ენა

სამოდელო გაკვეთილის ტიპი

აქტუალობა


ორგანიზების ფორმა
  27  მოსწავლე,
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს. 

ქართული

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
ღირებულებების სწავლება და წინააღმდეგობების გადაჭრაზე საკუთარი აზრის დაფიქსირება.

 ინდივიდუალური, წყვილებში.
გაკვეთილის  მიზანი  

გაკვეთილი ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებმა გამოავლინონ მოსმენილი ტექსტის გაგება-გაანალიზების უნარი. ასევე, შეძლებენ პერსონაჟთა დახასიათებას, ნაწარმოებთან დაკავშირებული პრობლემის განხილვასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. დაახასიათებენ  გოგონებს, გამომეტყველებით წაიკითხავენ ახლად ასახსნელ მასალას,განმარტავენ ფრაზეოლოგიზმს, გამოიყენებენ მხატვრულ ხერხებსა და ენობრივ-გრამატიკულ ელემენტებს.
  ე.ს.გ-ს მიხედვით
სტანდარტთან  შესაბამისობა:
  ქართ.დაწყ.(II)8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება;
ქართ.დაწყ.(II)   განმარტავსერსონაჟთა  ქცევის  მოტივს და აფასებს  მათ საქციელს.
ქართ.დაწყ.(II)4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გრამატიკული საკითხების გააზრება.
ქართ.დაწყ.6 მოსწავლე  ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ  ნაწარმოებს.
წინარე ცოდნა
 მოსწავლეებს წაკითხული აქვთ ავტორის ისეთი ნაწარმოებები, რომლებშიც ფიგურირებენ ზნეობრივად ამაღლებული გოგონები.  ეხერხებათ შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა. ფლობენ დისკუსიის, პრეზენტაციის უნარებს.
შეფასების საგანი და პროცედურები  
 ვიყენებ განმავითარებელ  და განმსაზღვრელ შეფასებას, ფასებ დისკუსიაში ჩართულობის ხარისხს,  მსჯელობის ლოგიკური აგებას,  დამოუკიდებელ, შემოქმედებით  აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზებას, აუდიტორიასთან კონტაქტს.
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, ალამი, , ცარცი, სურათები, ფერადი ფურცლები, თვალსაჩინოება - ქაღალდის ბურთები, რუბრიკები,  ჩრდილების თეატრი, ქაღალდის ბუშტები, მაგნიტები.
გაკვეთილის მსვლელობა და  მენეჯმენტი
მისალმება: მოგესალმებით.
  მე ვისურვებდი , რომ ამ გაკვეთილზე ერთმანეთს დაეხმაროთ, გადასაჭრელი პრობლემები ერთად დასძლიოთ, საინტერესო, რამ ამოიცნოთ და ჩაწვდეთ იმ საიდუმლოებებს, რომელსაც მოიცავს ჩვენი ენა, ამავდროულად, კარგი ხასიათითა  და პოზიტივით ვასიამოვნოთ ჩვენი დამსწრენი.


    გაკვეთილის მიზნის გაცნობა
მოსწავლეთა მოლოდინების დაფიქსირება 
                                                                 
 A–
ფაზაგამოწვევა
აქტივობა 1
გონებრივი იერიში

.თქვენი აზრით, რას ნიშნავს პიროვნებად ყოფნა?
  მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:
1. დაბადება, სამყაროს შეცნობა, გაზრდა, სწავლა, განვითარება ნელ-ნელა ავითარებს ადამიანში პიროვნებას.
 2. განუმეორებლობა, განსხვავებულობა.
3. ბრბოს ფსიქოლოგიისადმი დაუნდობელი ბრძოლა.
 . ძირითადად რომელი პერიოდი თამაშობს განსაკუთრებულ როლს ადამიანის პიროვნულ განვითარებაში?
  პასუხები:
 1.ყმაწვილობის, ე.წ ნინველობის ასაკში.
სწორედ ამ ასაკში გიჩნდებათ თქვენ კითხვები, რომელიც სცილდება ‘’ბავშვურ’’ საზღვრებს და გაფიქრებთ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. გონება სცილდება მშობლების , სკოლის, მეგობრების არეალს და პასუხებს ეძებთ უფრო შორს და უფრო ახლოს. ფიქრის დროს  უნდა შეიტყოთ, რომ თითოეულ ადამიანში ცხოვრობს შინაგანი ‘’მე’’, რომელთანაც კამათი გარდაუვალია.
  
  მოდით ვიკამათოთ და რეზო ინანიშვილის მეშვეობით, მისი სიყვარულით გამთბარი ნაწარმოებებიდან  უფრო მეტად ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას.
  
    ხოდა, რეზო ინანიშვილის ზღაპრული სამყარო არაჩვეულებრივი გზამკვლევია ამ ოცნების გასახორციელებლად.
    ესე იგი თქვენც მზად ხართ, რომ მსოფლიო უფრო ნათელი და სიყვარულით აღსავსე გახადოთ?!
   დაფაზე ვაკრავ ფერად ბურთებს, რომელზეც წერია პერსონაჟთა სხვადასხვა სახელი. პერსონაჟთა სხვადასხვა სახელი. (თეაუ - ‘’გოგონა ღამე ,რომ შეუყვარდა’’; ეთერი - ‘’ეთერი’’; მირანდუხტი - ‘’მირანდუხტ’’, ანაუ - ‘’მეიარაღის გოგოს ამბავი’’; ბაია - ‘’ბაია’’.
მოსწავლეები გაიხსენებენ იმ მოთხრობებს, რომლებიც ადრე ჰქონდათ წაკითხული. გამოთქვამენ თავიანთ დამოკიდებულებას ამ ნაწარმოებებში არსებულ მთავარ თემებზე. ვსვამ შეკითხვას: რას ფიქრობთ საინტერესო იქნება კიდევ ერთი გოგონას გაცნობა თქვენთვის, რომელიც წონასწორობის შენარჩუნებით, უცნაური სიმშვიდით, ფაქიზი სილაღით ცვლის უფროსების ქვეცნობიერს?
 მოსწავლეები გასცემენ პასუხს ჩემ მიერ დასმულ კითხვას.
                                                                                                                

                                                                                              10წთ.
B–ფაზაცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 2- გაკვეთილზე შესასწავლი  მოთხრობა „ მუხის “ წაკითხვა. 5წთ

               წაკითხვამდე დავსვამ შეკითხვას
. რა მოლოდინს აღძრავს თქვენში სათაური?
     მოსწავლეთა  სავარაუდო   პასუხები
მოსწავლე კითხულობს ტექსტს. პარალელურად ორი მოსწავლე ჩრდილების თეატრს წარმოგვიდგენს.                                                                                                                         
აქტივობა 3- ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით აგებული კითხვები  ტექსტთან დაკავშირებით.
                 მოსწავლეები მსჯელობენ და პასუხობენ კითხვებზე
 გაჩერება 1.რის შესახებ არის ტექსტი?
.ტექსტი ეყრდნობა მთლიანად გამოგონილ ამბავს თუ რეალურ ამბავს?
 როგორია თქვენი დამოკიდებულება ტექსტისადმი და რატომ?
.რა მიმართებაა ნაწარმოებსა და სათაურს შორის?
ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი.
.რომელ ეპოქას განეკუთვნება ნაწარმოები?
რა გეოგრაფიული გარემოა წარმოდგენილი ნაწარმოებში?
 
 
. მოიძიეთ ტექსტში ეპიზოდები, რომელშიც გოგონას ქცევაა გადმოცემული და დაახასიათეთ როგორია ის;
 . გადმოეცით საკუთარი სიტყვებით როგორი ადამიანია მონადირე.
   გაჩერება 2.        მოსწავლეები დაფაზე ჩამოწერენ მათ თვისებებს;
 . განსაზღვრეთ, რა გრამატიკული საშუალებებითა  და მხატვრული ხერხებითა  გადმოცემული პერსონაჟთა თვისებები;
.მხატვრული ხერხები ავტორისეულია თუ რომელიმე წყაროდან მომდინარეობს?
. რომელი ფრაზეოლოგიზმია გამოყენებული ტექსტში?
გაჩერება 3.. გამოყენებულია თუ არა უნივერსალური ამათუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი სიმბოლური ხატები?
 . რა ფუნქციას ანიჭებს ავტორი მუხას?
 . არიან თუ არა ხეებიც, ადამიანების მსგავსად სოციალური არსებები?
 . რისი სიმბოლოა მუხა?
. ვის გვაგონებს მუხა რეალურ ცხოვრებაში?
. ბუნებამ თავად უშველა ნაჭრილობებ მუხას. როგორ?
 . რა ფერებად აღიქვამთ ამ ნაწარმოებს?    
გაჩერება 4. ერთი სიტყვიდან აწარმოეთ მეტყველების სხვადასხვა ნაწილი;(მუხა, მუხროვანი, მუხნარი, მუხიანი, მუხლი, ამუხრუჭებს, მუხაშავრია, მუხუდო, მუხამბაზი, მუხლუხო, მუხნარი მუხმოდრეკილი და ა. შ.)       
 გაჩერება 5.ახსენით რა პრობლემაა გადმოცემული ამ ნაწარმოებში, რა არის მიზეზი მისი არსებობისა და რისი მეშვეობით შეიძლება ამ წინააღმდეგობის დაძლევა?
. რა არის გონიერება?
სავარაუდო პასუხი გონიერება შემეცნება, შეგრძნება და გათავისებაა საკუთარი უმეცრებისა;
.გონიერება ნათლის გზაზე შედგომა ,სიკეთის ნდომა, საკუთარი თავის შეცნობა და სიყვარულის წყურვილია.

გაჩერება 6.რამდენად ახერხებს ავტორი უარყოფითი გმირის მიმართ იყოს მიმტევებელი?
.გოგონა თავისი ქცევით ექომაგება თუ არა დაჩაგრულ უბიწოებას, შებღალურ სიკეთესა და სილამაზეს?
.შეძლო გოგონამ შეეცვალა იმ დროშივე, რომელშიც ცხოვრობს, პაპა და მისი სახით სამყარო?
  .შეაფასეთ, მოახერხა თუ არა რეზო ინანიშვილმა ადამიანის ცოდვილ სულში მადლის მარცვლები აღმოეჩინა და დავეჯერებინეთ იმაში, რომ ღვთის ხატებასა და მსგავსებას გაღვიძება სჭირდება?                          18წთ.

     აქტივობა 4
ვენის დიაგრამა

 მოსწავლეები შეეცდებიან დაინახონ, ამოიცნონ პატარა გოგონების მსგავსება - განსხვავება.                                                                                                   2წთ.

აქტივობა 5

გონიერი ცხოვრების უნივერსალური “რეცეპტი’’
  (მუშაობა წყვილებში)
  ნაწარმოებებიდან გამომდინარე, მოსწავლეები ერთმანეთს  სავარაუდო რჩევებს აძლევენ:
. საჭიროა საკუთარი თავის შეცნობა;
.საკუთარ თავში ამპარტავნების დამარცხება;
.უმჯობესია აჯობო საკუთარ თავს , ვიდრე ბუნებას;
.გულში დამალული  ნატვრისთვალის პოვნა;
 .სიღრმისეული გააზრება და მუდმივი თვითდაკვირვება;
. სინანულის ცრემლით სულის განწმენდა;
 .არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე თუ გონიერებით არ განსჯი მას;
 .გონება სულის მკვებავია;                                                                                       5წთ.
                                                                                                                                                                                                       
 C–
ფაზა რეფლექსია.
აქტივობა 6
                                                                                              5წთ                                                                                                                   
 მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ რაზე იმუშავეს, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად. მიმართულების მიმცემი კითხვების საშუალებით მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ გონიერება  სიყვარულით ნასაზრდოები,  სასიცოცხლოდ აუცილებელი ღირებულებაა და მისი საშუალებით თვით ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.

                                                                                                       
აქტივობა 7
დღის სიტყვები- გონიერება, სიყვარული
მოსწავლეები დაასკვნიან, რომ ეს არამარტო დღის, კვირის, წლის, საუკუნის სიტყვებიცაა. 1წთ.
აქტივობა 8 - საშინაო დავალება-  დაწერეთ პატარა მოთხრობა: ‘’იყო ერთი გოგო...“1წთ.
აქტივობა 9.  შეფასება -3წთ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი

მოსწავლეები შეფასდებიან იმის მიხედვით, რამდენად შეძლეს საკუთარი აზრის გადმოცემა, არგუმენტირებული მსჯელობა და ლოგიკური აზროვნება.

                                   გაკვეთილში ჩართულობის  შეფასების  რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
დისკუსიაშიაქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებსაქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივგამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველებისელემენტარულ წესებსმეტნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველებისელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულადწარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარიხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისმცემელია
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობითკორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
ტექსტის ანალიზი
მოსწავლე აანალიზებსტექსტსმოჰყავსდამაჯერებელიარგუმენტებინაწარმოებიდან,მოსწავლეს შეუძლიაგანასხვავოს ტექსტშიფაქტობრივი,კონცეპტუალური დაქვეტექსტურიინფორმაცია
მოსწავლეაანალიზებსტექსტსმოჰყავსარგუმენტებინაწამოებიდან,შეუძლია ტექსტშიიპოვოს მთავარიაზრისგამომხატველიწინადადებები.
მოსწავლენაწილობრივაანალიზებს ტექსტს,მოჰყავსარგუმენტები,მაგრამ ზოგჯერარასწორიუჭირსმთავარი აზრისგამოტანა.
მოსწავლე ვერაანალიზებს ტექსტს,ვერ მოჰყავსარგუმენტებივერგამოაქვს მთავარიაზრი.
        
                                                           თვითშეფასება

კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები და  კონკრეტული  იყო
2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად

                                          გაკვეთილის თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
შეფასება (1, 2, 3 )
1
მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
2
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
3
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
4
საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალი მასალის ასახსნელად
5
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;
6
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები
7
დასახულ მიზნებზე ორიენტირება;
8
დისკუსიის დრო შევძელი კლასის მართვა;
9
მოსწავლეებს ახალი გაკვეთილი ავუხსენი გასაგებად;
10
სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო
11
დებატების დროს მოსწავლეები იცავენ მთავარ პრინციპს-არ ჩხუბობენ, კამათი არ გრძელდება სხვა გაკვეთილზეც
12
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
13
ვაცნობიერებ პასიხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე
14
ვაცნობიერებ კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა არაფორმალური
როლების მნიშვნელობას და ხელს ვუწყობსაკლასო ერთობის შექმნას;
15
ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები


      რა დადებითი და ხელის შემშლელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი   საგაკვეთილო პროცესში                                                                                    
 ხელის შემწყობი                                 ხელის შემშლელი
 
                                                                                          
         1.                                                                           1.
         2.                                                                           2.
         3.                                                                           3.

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი