მოგესალმებით!

пятница, 16 августа 2019 г.



“მკვდარი პოეტების საზოგადოება”


სერიიდან ჩემი საყვარელი ფილმები

    „ჩვენ არ ვკითხულობთ და არ ვწერთ პოეზიას იმიტომ რომ ის სიბრძნეა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანთა მოდგმის წევრები ვართ. ადამიანის მოდგმა კი ვნებით სავსეა. სილამაზე, რომატიკა, სიყვარული, პოეზია - ეს ის არის რისთვისაც ვცოცხლობთ.“ 
   ეს ფილმი  პირველად ადრეულ ბავშვობაში ვნახე. მას შემდეგ აღარც კი მახსოვს რამდენჯერ ვუყურე. ალბათ ოცჯერ მაინც. სულ მინდოდა რაიმე დამეწერა მასზე და აი როგორც იქნა ვწერ. . .
  რა არის პოეზია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დოქტორი პრიჩერდი შემოგთავაზებდათ გარკვეული გეომეტრიული ღერძების აგებას, პოეტებისთვის ქულების მინიჭებას და ბაირონისა თუ შექსპირის კოორდინატების მოძებნას ამ ღერძზე . . . აი სკოლის ალმანახის ყოფილი რედაქტორი, ფეხბურთის სასკოლო გუნდის ყოფილი კაპიტანი, ქალის თეძოების თაყვანისმცემელი და  ქალაქ ველტონის აკადემიის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ კიტინგი პოეზიაში  საზრვრებისა და გისოსების დაწესების წინააღმდეგია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საზღვრებსა და გისოსებს ის  ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეწინააღმდეგება.
 მოკლედ ფილმის შინაარსის შესახებ მათთვის, ვისაც ის არ უნახავს, ანაც მათთვის ვისაც გახსენება სურს: მოქმედება ქალაქ ველტონის ვაჟთა მოსამზადებელ კოლეჯში ვითარდება, რომელიც თავისი სიმკაცრითა და ტრადიციულობით გამოირჩევა. ტრადიცია, ღირსება, დისციპლინა და სრულყოფილება, ეს ის ოთხი ბოძია, რომელზეც ველტონის აკადემია რამდენიმე ათეული წელიწადია ურყევად დგას.  თავად მოსწავლეები კოლეჯს “ველტონის” ნაცვლად “ჰელტონს” (hellton – ჯოჯოხეთური) უწოდებენ, რაც მათ დამოკიდებულებას სკოლისადმი ნათლად წარმოგვიჩენს.
ცვლილებები ორშაბათიდან იწყება ხოლმე . . REPORT THIS AD

 მოსწავლეები, ტოდ ანდერსონი, ჩარლი დალტონი, რიჩარდ კამერუნი, სტივენ მიქსი, ნილ პერი,  ნოქს ოვერსტრიტი და მათი მეგობრები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან და ეგუებიან იმ აზრს, რომ ეს სემესტრიც ისეთივე რუტინული და მოსაბეზრებელი იქნება როგორც გასული სემესტრები, მაგრამ ბედი მათ  საჩუქარს, ინგლისური ლიტერატურის ახალ მასწავლებელს, ჯონ კიტინგს უმზადებს, რომელიც “ველტონის” კოლეჯის ტრადიციულ და “ნაცრისფერ” გაკვეთილებს გმობს და საკუთარი სტილი შემოაქვს . . .
 ვფიქრობ ფილმში ისეთი პრობლემებია წამოჭრილი, როგორიც დღესაც დგას უამრავი ცალკეული ინდივიდის, ასევე საზოგადოების წინაშე. თაობებს შორის უთანხმოება, პირადი არჩევანის თავისუფლება, ადამიანთა შორის ურთიერთობები და ა.შ
 ველტონის აკადემიის სტუდენტი “ტყვეების” წინააღმდეგობა მხოლოდ  სიგარეტის  მალულად მოწევაში და პირად საუბრებში აკადემიის დაცინვაში გამოიხატება. ყველა დანარჩენ საკითხში ისინი თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების დამჯერნი არიან. მშობლების, რომლებმაც მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენეს, რათა მათი შვილი “ველტონში” მოხვედრილიყო. მასწავლებლების, რომლებსაც ისტორიული მისია აქვთ: შეინარჩუნონ ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული მოსამზადებელი კოლეჯის სახელი და დაიცვან ოთხი პრინციპი.
  ჯონ კიტინგმა მოსეს მისია ნებაყოფლობით იტვირთა. მან მოზარდები ბურუსიდან უნდა გამოიყვანოს. ფილმში კარგადაა დადგმული არატრადიციული გაკვეთილები, რომლებზეც  მასწავლებელი  ცდილობს  ფიქრს შეაცვიოს მოსწავლეები.
carpe diem
წამის  მოწყვეტა  და ყოველი დღის სათანადოდ გამოყენება ჯონ კიტინგის მთავარი პოსტულატია.  მის მიერ მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილის შემდეგ, მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მოსწავლეების გამოღვიძებას, გათავისუფლებას. ვაჟების გამოღვიძების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, მათ მიერ ძველი ტრადიციის “მკვდარი პოეტების საზოგადოების” აღდგენაა. მართალია  ღამით ძველ ინდიელთა გამოქვაბულში ყმაწვილების შეკრება და ლექსების კითხვა ერთი შეხედვით დიდი ვერაფერი რევოლუციაა, მაგრამ იმ სიტუაციაში ეს მოსწავლეების  ერთადერთი  ქმედებაა, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებიან სკოლის ტირანულ შინაგანაწესს.
ო კაპიტანი! მათი კაპიტანი!REPORT THIS AD

“ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!” უოლტ უიტმენის ლექსის სათაურია, რომელიც მან აბრაამ ლინკოლნს მიუძღვნა. “გაკვეთილებზე თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც მისტერ კიტინგი, ან თუ უფრო თამამები იქნებით მომმართეთ: ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! “ფილმის მსვლელობისას რობინ უილიამსის გმირი მოსწავლეების კუმირი ხდება, ის მათი მთავარი მაგალითია. კინოში ძალიან ლამაზადაა ნაჩვენები მათი თავგადასავალი.
 ტოდ ანდერსონისა და ჯონ კიტინგის ურთიერთობა ფილმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.  ტოდს, რომელიც ტირან მამას მომავალ ექიმად წარმოუდგენია,  გულის სიღრმეში მსახიობობა სურს. რჩევებს ის მასწავლებლისგან იღებს. საბოლოოდ, მამის გაფრთხილების მიუხედავად ის მაინც თამაშობს მთავარ როლს უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარში” . . . მამის რეაქციიდან გამომდინარე ტოდი ერთადერთ გამოსავალს სუიციდში ხედავს. ალბათ ეს იყოს მისი პირველი და უკანასკნელი სერიოზული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. გამოდის რომ ტოდ ანდესონმა თავისუფლება სიკვდილში ნახა. . .
 ანდერსონი მკვდარია, “ჯოჯოხეტურ აკადემიას” კი “განტევების ვაცი”  სჭირდება. ჯონ კიტინგი იდეალური კანდიდატია.
 მასწავლებელმა შეძლო თვალი აეხილა  და დამოუკიდებლად აზროვნება ესწავლებინა ყმაწვილებისთვის, რომლებიც ადრე თუ გვიან კაცებაი გახდებიან. ტოდ ანდერსონმა კი დაბრკოლება ვერ გადალახა.
საბოლოოდ ეს ის ფილმია, რომელიც ფიქრის საშუალებას გაძლევს. ეს არის ფილმი მამებისთვის, რომლებიც ისტორიკოსობის მოსურნე შვილს აძალებენ მათემატიკოსი გახდეს. ეს არის ფილმი შვილებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმის ამოღების რცხვენიათ. ეს არის ფილმი ქართველებისთვის, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ ხოლმე თავიანთი პირმშოების პროფესიულ მომავალს. ეს არის ფილმი ბევრი რამის შესახებ.
გარდა შინაარსობრივი მხარისა, ფილმს ამშვენებს რობინ უილიამსი, რომელმაც ოსტატურად მოირგო სტუდენტებთან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულების მქონე ტანმორჩილი და მამაცი მასწავლებლის როლი. ალბათ სწორედ ის მიიღებდა ოსკარს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, იმ წელს დენიელ დეი ლიუისს შეუდარებლად რომ არ განესახიერებინა ინვალიდი მხატვრის, კრისტი ბრაუნის როლი ფილმში “ჩემი მარცხენა ფეხი”
მშვენიერია ფილმის დასასრული, როცა აკადემიიდან გაგდებულ ჯონ კიტინგს მისს მოსწავლეები თამამად მიმართავენ: ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!

понедельник, 12 августа 2019 г.








 
ზაფხულის ცხელი დღეები უკვე ათწლეულია ასოცირდება საგამოცდო ტრებთან ანერვიულებულ ბავშვებთან, რომლებსაც მძიმე ნაბიჯის გადადგმა უწევთ მნიშვნელოვან და ამავდროულად დამოუკიდებელ ცხოვრების გზაზე.

ამ საზაფხულო-სააბიტურიენტო ალიაქოთს რამდენიმე წელია დაემატა მასწავლებელთა უშველი რიგები და მათი ნერვიული სახეები. წელს ეს პროცესი განსაკუთრებით თვალში საცემია, რადგან მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა.
   მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მე მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების არცერთ ეტაპზე (დაწყებითი კლასიდან - მაგისტრატურამე) არ მომწონდა განათლების სისტემა, თუმცა მომწონდა დასავლური განათლება, მაგრამ რა იყო დასავლური განათლება აზრზეც არ ვიყავი, ერთადერთი ვიცოდი რომ ისინი ჩვენ გვჯობდნენ. რითი გვჯობდნენ არც მიფიქრია.
საბჭოთა განათლება იმდენად დისკრედიტირდა საზოგადოებაში, ისიც ვერ მივხვდით დღესაც რომ იგივე სისტემაში ვართ, თუმცა სხვა ქვეყნების განათლება, რომლებსაც საბჭოთა კავშირთან შეხება არც ჰქონიათ ავტომატურად ჩვენზე უკეთესები გვგონია, ალბათ უკეთესებიც არიან თუმცა მე სხვაგვარად ვიტყოდი,რადგან ზუსტად ვიცი რა არის განათლების პრობლემა.
ანალიტიკური წერა ეხებოდა შემდეგ საკითხს:
1982 წელს ინგლისურ როკჯგუფპინკ ფლოიდისსიმღერის - „მორიგი აგური კედელში“ - მიხედვით გადაიღეს ვიდეოკლიპი. კლიპში ასახულია სასკოლო გარემო. ვხედავთ კადრებს: მასწავლებლები ერთნაირი მკაცრი გამომეტყველებით მიემართებიან საკლასო ოთახებისკენ, ჩამწკრივებული სკოლის მოსწავლეები აგურით ნაშენ გვირაბში შედიან, იქიდან კი ერთნაირი ნიღბებით გამოდიან - ერთ თარგზე მოჭრილნი; სკოლა ჰგავს აგურის კედლებით გატიხრულ საწყობს. კლიპის დასასრულს მოსწავლეები ნიღბებს გადაყრიან და ამტვრევენ სკოლის ნივთებს.
სიმღერამორიგი აგური კედელშიიწყება ფრაზებით:
არ გვჭირდება განათლება,
არ გვინდა ფიქრებს გვიკონტროლებდნენ ...
ჰეი, მასწავლებლებო, დაანებეთ თავი ბავშვებს! .. ‘’
რა პრობლემას ეხებაპინკ ფლოიდი“?
რა განაპირობებს ამ პრობლემებს და რა არის გამოსავალი?
საუკუნეებია სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პოლიტიკოსები ცდილობენ შექმნან განათლების იმგვარი სიტემა, რომელიც მაქსიმალურ შედეგებს მოგვცემს, თუმცა შედეგებით დღემდე არ ვართ კმაყოფილი, რა არის ამის მიზეზი? ცუდი განათლების მინისტრი! ან ბიუჯეტში არასაკმარისი თანხა თუ რეფორმის ხარვეზები? პასუხების ჩამოწერა დაუსრულებლად შეგვიძლია და მე ვფიქრობ არცერთი პასუხი არ არის სწორი.
რა პრობლემა დაინახაპინკ ფლოიდმა“? ამის მისახვედრად დიდი ფიქრი არაა საჭირო. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სკოლა და მთლიანად განათლების სისტემა არის ფაბრიკა, ინკუბატორი, ცეხი რომელიც უშვებს შემდეგ აგურს წინისგან არაფრით განსხვავებულს. ერთი დიდი კონვეიერული სისტემაა, საიდანაც გამოსული ყველა ბავშვი ერთმანეთს გავს, მათში ჩაკლულია ინდივიდუალიზმი, ინტერესები და მისწრაფებები.
აი ესაა პრობლემა რომელსაც ალბათ ყველა მოქმედი მასწავლებელი ჩემზე კარგად, გამართულად, ორთოგრაფიულად სწორად და სინტაქსურად მოწესრიგებულად დასწერდა.
პირველი: საკითხავია ეს პრობლემა რამდენად ეცნოთ? და მეორე: თუ მიხვდნენ რა განაპირობებს ამ პობლემას? თუ პირველი კითხვაზე სწორი პასუხი აქვთ ესეიგი პრობლემი არსიც გაიგეს. ყოველშემთხვევაში მე სწორედ ამგვარადგავიგე პასუხი, კითხვაზე: რა არის გამოსავალი?
ყველაზე გასაკვირი ჩემთვის იყო არა პრობლემის არსის ძიება, არამედ ის სიახლოვე რაც ვიგრძენი ამ სიმრერაზე ფიქრის დროს.
პინკ ფლოიდის სიმღერამორიგი აგური კედელში“, ზუსტად ასახავს ჩემს განვლილ გამოცდილებას.
პინკ ფლოიდის ეს სიმღერა ზუსტად ასახავს საბჭოთა თაობის გამოცდილებას.
ეს სიმღერა ზუსტად ასახავს დღევანდელი ბავშვების პრაქტიკას.
მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ პინკ ფლოიდი ამ სიმღერით არა ჩვენ/საქართველოს, არამედ დასავლურ განათლებას აკრიტიკებს.
თუ ჩვენი მასწავლებლები საბჭოთა წარსულიდან მოდიან და ევროპელი მასწავლებლები თავისუფალი საზოგადოების შვილები არიან.
თუ ჩვენი ეკონომიკა მცირეა და მათი ეკონომიკა მსოფლიოში წამყვანი.
თუ ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს და დასავლეთში სხვა მენტალიტეტია.
თუ ჩვენთან მინისტრები/მთავრობები ცუდია და იქაური მთავრობა კარგი.
თუ ჩვენი რეფორმები არასწორია და დასავლეთის კი შესანიშნავი! მაშინ რატომ ჰგავს პინკ ფლოიდის თვალით დანახული დასავლური განათლების სისტემა ჩვენს სისტემას?
სწორედ ეს კითხვები იყო ის რამაც გამაკვირვა და დამაფიქრა.
კითხვა თუ რატომ ერგება მთელი სიზუსტით პინკ ფლოიდის ეს კრიტიკა, როგორც დასავლეთს ისე ჩვენს საბჭოთა წარსულს თუ აწმყოს, გახდა გასაღები იმ კითხვისა თუ რა არის გამოსავალი.
რატომ გავს ჩვენი და დასავლური განათლების სისტემა პინკ ფლოიდის გადმოსახედიდან ერთმანეთს და თუ ობიექტურადაც გავს! მაშინ რატომ გვგონია რომ დასავლური სისტემა რაღაცით ჩვენზე უკეთესი და მისაბაძია?
ეს გასაოცარი და ამაზრზენი მსგავსება არის მიდგომების ბრალი და მას კავშირი შინაარსთან არ აქვს, არანაირი იდეალური განათლების რეფორმა, თავისი იდეალური მინიტრებითა და მასწავლებლებით არ არის გამოსავალი, რადგან მჯერა რომ დასავლეთში ბევრი კეთილშობილური რეფორმა და მინისტრი გაიტეტსტა თუმცა მაინც ფაბრიკებად გადაიქცა სკოლები.
პრობლემა მიდგომებშია.
კონკრეტული მიდგომა კი არაა შესაცვლელი არამედი საერთოდ მიდგომა თავისი არსით არის პრობლემის სათავე. რაცარუნდა იდეალური და კეთილშობილური მოდელი მოვიფიქროთ ის განწირულია, რადგან იდეალური რეფორმა მოითხოვს სტანდარტებს, რადგან თუ მოდელი შეიქმნა, მოდელი ნიშნავს სტანდარტების კრებულს, თუ ის იდეალური კრებულია, მაშინ ის თანაბრად უნდა იყოს განხორციელებული ხულოს სკოლაშიც და თბილისის სკოლაშიც, შესაბამისად ჩვენს მიერ შექმნილი იდეალურ მოდელი თავისთავში ითხოვს კონტროლს, რადგან ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, შეუძლებელია ხულოს პედაგოგის ქცევა და თბილისის სკოლის პედაგოგის ქცევა იყოს ერთნაირი თუ არ გავაკონტროლეთ. არა და იდეალური მოდელი თუ იგი არისყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, მოითხოვს ერთნაირად შესრულებას, ამ სტანდარტებს უნდა დაემორჩილონ მასწავლებლები, შესაბამისად სტანდარტია საჭირო მოსწავლეებისთვის და სტანდარტებია საჭირო წიგნებისთვის. თუ სტანდარტია რაცარუნდა მინიმალური იყოს ის, მასწავლებლები ვალდებულნი არიან დაიცვან იგი და მოიქცნენ სტანდარტულად, ბავშვებიც ვალდებულნი არიან მოიქცნენ ერთმანეთის მსგავსად და ისწავლონ ერთმანეთის მსგავსად, მიუხედავად იმისა რომ ბავშვთა უნარები სრულიად განსხვავდება და ამ სტანდარტებში დაქსელილი სკოლა უცებ გადაიქცევა ჩვეულებრივ ფაბრიკად და არანაირი დასავლური თუ საბჭოთა განათლების ერთმანეთთან შედარება იმის გამო, რომ დასავლეთში უკეთესი მერხები აქვთ და ჩვენთან დაფხაჭნილი მერხია მოცემულობას არ ცვლის. ორივე ერთი ნაგავი მოდელია, რომელიც იმიტომაცაა წარუმატებელი, რომ სისტემურია.
რა არის პრობლემა? პრობლემა ისაა რომ ნებისმიერი მოდელი განწირულია თუ ის მოითხოვს სისტემურობას. სიტყვა მოდელიც განწირულია..
რატომ არის სიტემური? თუ სახელმწიფო ქმნის განათლების მოდელს, ის ავტომატურად ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, ყველასთვის ერთნაირი კი მაშინ იქნება თუ სისტემურია.
სისტემურობა არის საძირკველი პრობლემის, რომელიც იწვევს უფრო დიდი უბედურებას ბავშვებისთვის. სკოლა დღეს არის ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდების ინსტიტუტი. სწორედ ეს არის სისტემის შედეგი. სკოლა უნდა იყოს არა ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ ბავშვებზე მომსმენი, დამკვირვებელი და დამხმარე, რადგან ბავშვებმა ზუსტად იციანრაც უნდათ, რაც მოსწონთ, სკოლის მიზანი მათი სურვილების, ინტერესების გაფართოება და დახმარებაა, ბევრს აღარ გავაგრძელებ რადგან როგორიც უნდა იყოს სკოლა ეს ყველამ ზეპირად ვიცით.
ჩვენი პრობლემა კი ისაა, რომ გვგონია სკოლის დღევანდელ მდგომარეობას შევცვლით ისე, რომ მას სიტემურობას შევუნარჩუნებთ, ეს ხომ შეუძლებელია.
შეუძლებელია სკოლები იყოს თავისუფალი და ამავდროულად სისტემურნი, შეუძლებელია თავისუფალმა მასწავლებელმა და თავისუფალმა მოსწავლემ მოიქცეს სხვა თავისუფალი მსაწავლებლისა და მოსწავლის მსგავსად. ჩვენ გვეშინია ამ თავისუფლების, არადა გამოსავალი მხოლოდ ესაა.
პინკ ფლოიდი გვეუბნება რომ დასავლური განათლებაც იგივე შინაარსისაა როგორიც ჩვენი, რადგან ყველგან განათლება სისტემურია, სახლმწიფოს მიერ მართულია.
რა არის გამოსავალი? ამას ისევ პინკ ფლოიდი გვპასუხობს.
-ჰეი, მასწავლებლებო, დაანებეთ თავი ბავშვებს!
თავი უნდა დაანებონ ბავშვებს მასწავლებლემბა, მასწავლებლებს რესურსცენტრებმა, რესურსცენტრებს სამინისტროებმა და ჩვენ მივიღებთ იდეალურ განათლებას. თუ რესურსცენტრი არ უნდა აკონტროლებდეს მასწავლებლებს, მაშინ რესურსცენტრი არც უნდა არსებობდეს, რაში გვჭირდება? და თუ განათლების სამინისტრომ არუნდა ჩაერიოს განათლებაში, სკოლებისა და უნივერსიტეტის საქმეებში, მაშინ მათი არსებობის აზრი აღარც არის.ყველა განათლება ერთნაირია ბრიტანეთიდან საქართველომდე, განსხვავება იმაშია სად რამდენად თავისუფალი სივრცე რჩება..

და მაინც! თუ გინდათ განათლებას აკონტროლებდეს სახელმწიფო, რადგანაც გეშინიათ ამ თავისუფალმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არაფერი დააშავონ, საერთოდ რანაირად უშვებთ ბავშვებს სკოლაში, ვაი და კარგად ვერ გააკონტროლეს.


მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი