მოგესალმებით!

суббота, 14 июля 2018 г.

ბლოგის შეფასება


пятница, 23 июня 2017 г.



ბლოგის შეფასება
მანანა მგელაძის ბლოგის შეფასების მიზანია დაინტერესებული პირებისგან მიიღოს უკუკავშირი ბლოგის გასაუმჯობესებლად.
სახელი, გვარი:

თქვენი პასუხი
კატეგორია:


მოსწავლე

მასწავლებელი

სხვა


ბლოგი მოიცავს მოკლე ინფორმაციას;

ბლოგი მოიცავს ვრცელ ინფორმაციას;


სხვა:




ბლოგზე არ არის მითითებული მნიშვნელოვანი ვებ-გვერდები;

ბლოგზე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ჩამონათვალი;


ბლოგს არ გააჩნია საწყისი გვერდი, რთულია ინფორმაციის მოძიება;

ბლოგი ორგანიზებულია.


ბლოგი თითქმის მთლიანად ტექსტურია; არ არის გამოყენებული გრაფიკული გამოსახულებები;

ბლოგზე გამოყენებულია მრავალფეროვანი გრაფიკული გამოსახულებები და ვებ-გვერდების სხვა ელემენტები.
დამიტოვეთ კომენტარი ბლოგის შესახებ: იპოვეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია? რა გავაუმჯობესო? რის ნახვას ისურვებდით!
თქვენი პასუხი
გმადლობთ გამოკითხვაში მონაწილეობისთვის!


ვარიანტი 1


გაგზავნა






 ეკა არჩვაძე
 ელენე ყანჩაველი
 ანა სალაყაია
 დავით ჭითანავა
თამარ ღურწკაია
მაია ქაჯაია
ამ გვერდზე იყო განთავსებული ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მათგან ზოგიერთი ვიცოდი ზოგიერთი ახლა გავიგე. მოკლედ რომ ვთქვათ უმაღლეს დონეზეა შესრულებული, შესაბამისად არაფერია გასაუმჯობესებელი!!!!!!
ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და სწავლის პროცესსაც ასევე უფრო საინტერესოს ხდის... მოსწავლეებიც უფრო მეტი მოტივაციით იქნებიან გამსჭვალულნი
ბლოგი ძალიან კარგადაა შექმნილი. ყველანაირ მოთხოვნას პასუხობს.
ბლოგი საინტერესო და მრავალფეროვანია. მისი მეშვეობით ბევრი ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.


ბლოგი საინტერესოდ ჩავიკითხე ილუსტრაციებიც გეგმაზომიერად ერთვოდა აუცილებლად გამოვიყენებ ბლოგში არსებულ ინფორმაციას საკუთარ პრაქტიკაში. წარმატებები მანანა მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად.

სახელი, გვარი:10 პასუხი
Davit chitanava  Maia qajaia  tamta gamisonia  ალა ნაჭყებია  თამარი  ღურწკაია  კესო ქანთარია  მესხია თეა ნინო  ოთარ ქირია  
სულხანი პატარაია   0121(10 %)1(10 %)1(10 %)1(10 %)1(10 %)2(20 %)1(10 %)1(10 %)1(10 %)




მნიშვნელობარაოდენობა
Davit chitanava1
Maia qajaia1
tamta gamisonia1
ალა ნაჭყებია1
თამარიღურწკაია1
კესო ქანთარია2
მესხია თეა1
ნინო1
ოთარ ქირია1
კატეგორია:10 პასუხი
მოსწავლემასწავლებელისხვა40%10%50%
მოსწავლე5
მასწავლებელი1
სხვა4
9 პასუხი
ბლოგი მოიცავს მოკლეინფორმაციას;ბლოგი მოიცავს ვრცელინფორმაციას;ძალიან საინტერესოდ არისმოცემული ინფორმაცია11,1%11,1%77,8%
ბლოგი მოიცავს მოკლე ინფორმაციას;1
ბლოგი მოიცავს ვრცელ ინფორმაციას;7
ძალიან საინტერესოდ არის მოცემული ინფორმაცია1
8 პასუხი
ბლოგზე არ არის მითითებულიმნიშვნელოვანი ვებ-გვერდები;ბლოგზე წარმოდგენილიამნიშვნელოვანი ვებ-გვერდებისჩამონათვალი;12,5%87,5%
ბლოგზე არ არის მითითებული მნიშვნელოვანი ვებ-გვერდები;1
ბლოგზე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ვებ-გვერდების ჩამონათვალი;7
8 პასუხი
ბლოგს არ გააჩნია საწყისი გვერდი,რთულია ინფორმაციის მოძიება;ბლოგი ორგანიზებულია.100%
ბლოგს არ გააჩნია საწყისი გვერდი, რთულია ინფორმაციის მოძიება;0
ბლოგი ორგანიზებულია.8
9 პასუხი
ბლოგი თითქმის მთლიანადტექსტურია; არ არის გამოყენებულიგრაფიკული გამოსახულებები;ბლოგზე გამოყენებულიამრავალფეროვანი გრაფიკულიგამოსახულებები და ვებ-გვერდებისსხვა ელემენტები.100%
ბლოგი თითქმის მთლიანად ტექსტურია; არ არის გამოყენებული გრაფიკული გამოსახულებები;0
ბლოგზე გამოყენებულია მრავალფეროვანი გრაფიკული გამოსახულებები და ვებ-გვერდების სხვა ელემენტები.9
დამიტოვეთ კომენტარი ბლოგის შესახებ: იპოვეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია? რა გავაუმჯობესო? რის ნახვას ისურვებდით!6 პასუხი
მომეწონა, სიახლეა და სწავლას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მსგავსი პროექტები
მუდმივი განახლება
რა არის ბლოგის შექმნის მიზანი?
Blogi pasuxobs yvela motxovnebs da aris srulyofili. Gamoyenebulia teqsturi da grafikuli gamosaxulebebi. Nachvenebia moswavleze orientirebuli proeqtebi da gakvetilebi. Chemi rcheva iqneba tu blogi iqneba mudmivad ganaxlebadi da axali informaciebit datvirtuli
მომეწონა ბლოგი
ამ ბლოგის საშუალებით, როგორც მოსწავლეებს, ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის სასურველი კონკრეტული ინფორმაცია როგორც ტექსტობრივი მასალის, ასევე გრაფიკული გამოსახულებების დახმარებით. რაც შეეხება გაუმჯობესებას, ეს დამოკიდებულია სხვა, დანარჩენ მომხმარებელთა ინტერესზე, რაც თანდათან გამოიკვეთება მუშაობის პროცესში

пятница, 13 июля 2018 г.

მასწავლებლის მიერ შეფასებული არგუმენტირებული ესე


18w
''საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის განწირულია''.

არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით იგი.
. . .
მოსწავლის ნამუშევარი

''საზოგადოებაში ყოველთვის არის ადამიანი,რომელსაც ბრბოსთან ბრძოლა უწევს.სოციუმის
ნაწილი ფიქრობს,რომ ამ ბრძოლაში ადამიანი განწირულია.იმის მაგივრად,რომ სხვა აზრს ხალხმა
პატივი სცეს,შეურაცხყოფას აყენებს.ამის შემდეგ ბრბოსა და ადამიანს შორის ჩნდება ბარიერი.ამის
მაგალითია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.ალუდა,რომელიც სხვებისაგან განსხვავებით
მტრის ვაჟკაცობას და რელიგიას პატივს სცემს,ბრბომ გაწირა.თუნდაც გავიხსენოთ გურამ
დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ პერსონაჟი ბალახისფერი კაცი,რომელიც მხოლოდ იმიტომ
გააძევეს ქალაქიდან,რომ კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. საბოლოოდ კი ბრბოსთან
ბრძოლას შეეწირა. სწორედ ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე,რომ ადამიანი ბრბოსთან უძლურია,ის
განწირულია.საზოგადოება ვერასდროს ეგუება მისგან განსხვავებულ ადამიანს.
რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს,მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ
ბრძოლაში განწირული არ არის,პირიქით,ხალხს ის უტოვებს ახალს,სხვებისთვის უცხოს.ამასთან
დაკავშირებით მახსენდება ჯემალ ქარჩხაძის „იგი“.განსხვავებული აზრის გამო იგიც გაწირა ბრბომ
და გამოასალმა სიცოცხლეს,მაგრამ მის გზას გააგრძელებს ზუ,რომელსაც ალბათ სხვა
მიბაძავს.კიდევ ერთი პერსონაჟი,რომელიც ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა არის თოლია
ჯონათან ლივინგსტონი.მისთვის ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ საჭმლის შოვნა არ იყო.მას ფრენა
და მიზნისთვის მიღწევა უნდოდა.საბოლოოდ სოციუმმა ისიც არ მიიღო,მაგრამ მიმბაძველები
გამოუჩნდნენ.ეს ამტკიცებს,რომ მიუხედავად ყველაფრისა,ადამიანი ბრბოს წინაშე დამარცხებული
არასდროს არ არის.მას ყველა ნეგატიურად არ შეხვდება.საზოგადოებაში აუცილებლად იქნებიან
ადამიანები,რომლებიც სხვების აზრს თუ შეხედულებას მიიღებენ,პატივს სცემენ,გამოჩნდებიან
მხარდამჭერებიც.
მე ვფიქრობ,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის.მან,პირიქით,ხალხს
უნდა დაანახოს რა არის ცხოვრებაში უკეთესი და მისკენ მოაქციოს.მარტო განსხვავებული აზრის
გამო არ იწყება ეს ბრძოლა.ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მიზეზი.თუნდაც სიკვდილით
დასაჯონ,ჩემი აზრით,ის განწირული არ არის,ადამიანის შრომა დაფასდება და მიმდევრები
გამოჩნდებიან''.


ნაწერში გამოყენებულია კარგი გრამატიკული სტრუქტურები და
ლექსიკა. თემის ადეკვატური გაგება, ინტერპრეტაციის ფლობის უნარი, კონტექსტის
ცოდნა;
პრობლემის სწორი დასმა, ძრითადის და მეორეხარისხოვანის გარჩევის
უნარი;
მოცემული თემის შესაბამისობა შინაარსთან, მისი გახსნის სისრულე ;
თემის ირგვლივ
თეორიული და
ფაქტობრივი მასალის
ცოდნა;
საკითხისადმი ობიექტური მიდგომა,
პრობლემის თეორიული ანალიზის გამიჯვნა ყოფითისაგან;
სისტემური მიდგომის გამოყენება; პრობლემის ძირითადი დონეების და
ასპექტების გამოყოფა, მათი ურთიერთკავშირის გაგება
თეორიული არგუმენტაციის გამოყენება(დასკვნების გაკეთება:
გენერალიზაცია, ანალოგია, ანალიზი, სინთეზი და სხვა);
ემპირიული არგუმენტაციის გამოყენება (თეზისის კონკრეტიზაცია,
მაგალითების მოყვანა, ფაქტებზე დაყრდნობა და სხვა);
ავტორის მიერ ემპირიული მასალის თეორიულ მიდგომასთან
რელევანტურობა;
ზოგადი ერუდიცია
პრობლების გადაჭრის თეორიული მიდგომების ცოდნა;
ცნობილი ნაწარმოებიდან პერსონაჟების მაგალითების მოყვანა და აზრების გამოყენება მოცემული
თემის ირგვლივ;
თემასთან დაკავშირებული მასალის ცოდნა;
ზოგადი ჰუმანიტარული ერუდუციის გამოვლინება (მაგალითების , სახეე სრულად პასუხობს დავალებას. შეცდომები უმნიშვნელოა. - ნაწერი ძალიან კარგია. იგი
სრულყოფილად პასუხობს დავალებას.
- აზრი მკაფიოდ და გასაგებად არის
გადმოცემული. გამყარებულია
მაგალითებით და პირადი
მოსაზრებებით.
- ერთი წინადადებიდან მეორეზე
გადასვლა ლოგიკურია.
- გრამატიკული შეცდომების რაოდენობა 4-ს
არ აღემატება. გამოყენებულია რთული
წინადადებები და კონსტრუქციები.
- ლექსიკა მდიდარია.
- მართლწერასა და პუნქტუაციაში
დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა.ნაწერი კარგია. პასუხობს დავალებას, თუმცა ზოგ შემთხვევაში ინფორმაცია და არგუმენტები
არასაკმარისია. ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასვლა ძირითადად ლოგიკურია, თუმცა ზოგ
შემთხვევაში მკითხველს ყურადღების დაძაბვა უხდება.მორფოლოგიურად,ორთოგრაფიულად,სინტაქსურად არ არის დაშვებული ორზე მეტი შეცდომა.
ნაშრომი შეფასდა 8 ქულით
მსჯელობის ორგანიზება (2 ქ.);
არგუმენტაცია ტექსტობრივი მასალის გამოყენებით (2 ქ.);
დამოუკიდებელი აზროვნება – აზროვნების არაშაბლონურობა და ორიგინალურობა (1ქ.);
ადეკვატური სტილისა და ლექსიკის შერჩევა (1 ქ.);
ენობრივი გამართულობა (1 ქ.)
პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში(1ქ.)

შემაჯამებებლი ტესტები

შემაჯამებელი ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
(მე-5 კლასი)
1. შეუფარდე სინონიმები ბოროტი ----------- მებრძოლი ---------------
2. შეუფარდე ანტონიმები ბრძენი ----------- ნათელი -------------
3. განმარტე სიტყვა „შებღალვა“ -----------
4. ვის ეკუთვნის მოთხრობა „იობი და ფუტკარი“ -------------------------
5. რომელ ბრუნვაშია „ვარდნი“ მოცემულ ციტატაში „და როდესაც ბაღში ვარდნი ყვაოდნენ“ -------------------
6. რამდენი დრო აქვს ზმნას და ჩამოთვალეთ ისინი -------- ------------------- -------------- ---------------
7. რას ქვია ომონიმი ?----------------
8. განმარტე სიტყვა არგუმენტი

9. რომელია სწორი ა)განთავისუფლება ბ)ანთავისუფლებს
10. განმარტე კავშირებითი კილოს რაობა
11. განმარტე ხატოვანი სიტყვა „გული გადააყოლა“
12. განმარტე სიტყვა „თანამესისხლხორცე“
13. გახაზე ორი შეცდომა „დევები დღესაც დავი-დარაბაში არიან და ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ“
14. რას ქვია ეპითეტი?

15. დასვი სასვენი ნიშნები „ყველას უყვარს შვილებო თავისი ქვეყანა“
16. ჩასვი მიცემით ბრუნვაში „კარგი ზღაპარი“ ----- -----------
17. მცდარ ფორმას გაუსვი ხაზი ა)ქალ-ვაჟი ბ)ფარ-ხმალი გ)ოთხ სართულიანი დ)თავლაფდასხმული
18. ვინ შეუწყო ხელი ზურაბ ქართველაძეს ქეთოს მოტაცებაში?------- ------------
19. გახაზე სათავისო ქცევა ა)აისრულა ბ)აუსრულა
20. გახაზე შუალობითი კონტაქტი ა)მოიტანა ბ)მოატანინა



შემაჯამებელი ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
(მე 5 კლასი)
1. განმარტე ფრაზა „ხერხი იხმარა“ ------- ------------
2. გახაზე კვეცადი არსებითი სახელები : სითბო,მთა,მზე,სამყარო
3. ვინ არის „გიორგობის დღის“ ავტორი? -------- -----------
4. გაასწორე და გადაწერე „ბავშვები მაგიდასთან ზიან“
5. განმარტე სიტყვა მხდალი?
6. შეარჩიე ძლიერის მსგავსი სიტყვა ---------
7. ჩამოთვალე „გულწრფელი პასუხის“ პერსონაჟები:----------- -------- --------- ---------
8. გახაზე ზედმეტი სიტყვა :გადაწყვიტა,ჩაიფიქრა,განიზრახა ,ცემა
9. გადაიყვანე წინადადება მომავალ დროში : „მე კარადასთან მივდივარ და წიგნს ვეძებ“
10. დასვი სასვენი ნიშანი :“თამარ ხელსახოცი მომაწოდე’
11. შეადგინე წინადადება სადაც ჩამოთვლილი იქნება ზედსართავი სახელები?

12. განმარტე ხატოვანი გამოთქმა „ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა“ -------- ------
13. განმარტე ხატოვანი გამოთქმა :ცხვირაწეული დადის“ -------- --------
14. ვის ეკუთვნის მოთხრობა „ორი სახნისი“
15. გახაზე არასწორი : ჰგავს,ჰყავს,კითხა,ჰქონდა
16. მოიფიქრეთ კითხვითი წინადადება.------ ------------

17. გახაზე ზედმეტი სიტყვა :საქმიანობს,აკეთებს,ამზადებს,ძინავს
18. ჩამოთვალეთ „ჩხკვთა ქორწილის“ პერსონაჟები:
19. ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადება „ზოგი...რადგან“


20. დასვი სწორად მძიმეები:“ნუ ხმაურობთ ბავშვებო ხელს მიშლით

რესურსები

იხილეთ  მანანა მგელაძის ბლოგი google+



https://www.google.ge/search?biw=1024&bih=672&tbm=isch&sa=1&ei=9MVxW7qmPMukwQLBzp3gDw&q=+უკანასკნელ+ფო
მანანა მგელაძის რესურსი

განხორციელებული პროექტები

 V კლასში მოსწავლეებმა  განახორციელეს პროექტი, თემაზე: ,,მსოფლიოს შვიდი საოცრება”.
მოსწავლეებმა ჯგუფურად მოიძიეს ინფორმაცია, გაეცნენ მსოფლიოს უდიდეს საოცრებებს, შექმნეს კედლის გაზეთები და სლაიდშოუ თემაზე.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) წინადადებით: ეს თემა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებს და რეკომენდებულ შინაარსს.

პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია თავისი შინაარსით, დატვირთულია ახალი ტერმინებით. მოსწავლეები მოელიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ცოდნის გაფართოებას. მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ უკვე შესწავლილ ცოდნასა და უნარებს, შეიძენენ ბლოგის შექმნისა და გამოყენების უნარს,

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაიფართოვებენ მოცემული თემატიკის შესაბამის ლექსიკურ მარაგს
საჭირო ლექსიკური ერთეულების ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით და საჭიროების შემთხვევაში მათ მოძიებას ლექსიკონში
ისწავლიან მათთვის საინტერესო კონკრეტული ინფორმაციის კომპიუტერში მოძიებას
მოძიებული მასალიდან განსაკუთრებით აქტუალური სპეციფიური ფაქტების განსაზღვრას და იდენტიფიცირებას
წერითი სამუშაოების შესრულებას
მათ მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
ისწავლიან ბლოგების შექმნასა და გამოყენებას .   
                          .   .   .
მსოფლიოს შვიდი საოცრების სიის შექმნას ბანალური ისტორია უდევს საფუძვლად. ფაქტობრივად, ეს იყო მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის; რეკომენდაციები, თუ პირველ რიგში რომელი ადგილები მოენახულებინათ. ამ სიის უძველესი ვერსია შორეულ წარსულში შეიქმნა, კერძოდ, ძვ. წ. აღ. II საუკუნეში. ფიქრობენ, რომ ამ სიაში შესულია ხმელთაშუა ზღვის გარშემო ქვეყნებში არსებული ნაგებობები, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ მოგზაურობა და ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. საინტერესოა, რომ ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო და, ამდენად, ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები მოხვდა.
                 1. ეგვიპტის( ხეოფსიის)
                           პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები დღემდე მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებადაა მიჩნეული და მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან. ისინი ეგვიპტის ფარაონთა სამარხებადაა აშენებული. ეს გრანდიოზული ნაგებობები ნამდვილ საინჟინრო საოცრებებს წარმოადგენს და დღემდე უჭირთ ახსნა, როგორ მოახერხეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 30 საუკუნით ადრე ასეთი კონსტრუქციების აგება. უამრავი იდუმალებით მოცული ისტორია, ჭორი და მართალია დაკავშირებული ადამიანის ხელით შექმნილ ამ საოცრებებთან. ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან პირამიდები ერთადერთია, რაც დღემდეა შემორჩენილი...

              2.ალექსანდრიის შუქურა

ეგვიპტეში მდებარეობდა მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება, ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლი. იგი ააგეს ძვ. წ. აღ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.  გარდა იმისა, რომ ის შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობა გახლდათ, თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს, რათა მათ შეუფერხებლად ემოძრავათ ქალაქ ალექსანდრიისაკენ.
ალექსანდრიის, იმავე ფაროსის, შუქურა მარმარილოთი იყო აშენებული, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი. XII საუკუნიდან ალექსანდრიის პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.

                3. როდოსის კოლოსი

 როდოსის კოლოსის აგება გამარჯვების ისტორიას უკავშირდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძული როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ. წ. აღ. V საუკუნეში იგი დაიპყრეს ათენელებმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ. წ. აღ. IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა როდოსი გაათავისუფლეს ათენელებისგან. ამ გამარჯვებას ისინი მზის ღმერთ ჰელიოსს უკავშირებდნენ და მადლიერების ნიშნად მისი ძეგლი ააგეს.
    დრომ გაანადგურა თავად ძეგლი, მაგრამ ისტორიამ შემოინახა იმ მოქანდაკის სახელი,  რომელმაც ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება შექმნა. ძვ. წ. აღ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით, ქანდაკება ქალაქის შესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სამწუხაროდ, აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ ეს თვით ჰელიოსის ნება იყო რაც მოხდა, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა. მიუხედავად ამისა, ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში დაცემული ქანდაკების სანახავად. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ ქანდაკებას ბრინჯაოს ფირფიტები მოხსნეს. გადმოცემის თანახმად, კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.
    როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.

              4.ჰალიკარნასის მავზოლეუმი

საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად კარიის მმართველმა, მავსოლემ, გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არცერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. აღ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ, მისმა მეუღლემ, დაასრულა. მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. ტაძრის აგებაზე იმ პერიოდის საუკეთესო სკულპტორები მუშაობდნენ. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია.
      5.ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ქალაქი ოლიმპია, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ. წ. აღ. V სკ-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ. წ. აღ. 35 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის განმავლობაში აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.
ამ ქანდაკებასთან ერთი საინტერესო ისტორიაცაა დაკავშირებული: რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა და მუშები გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, ლეგენდის თანახმად, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია. შეშინებული მუშები უკანმოუხედავად გაქცეულან.
V საუკუნეში ძეგლი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, რომელშიც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი გაანადგურა.
                 
            6.არტემიდას ტაძარი ეფესოში

 ქალაქი ეფესო დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის, კრესეს, დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღმერთის სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები - დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ. წ. აღ. 560 წლისათვის აშენდა. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო. მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.
ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, ამ გზით მისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში.

        7.ბაბილონის  დაკიდული ბაღები

  ამ ბაღების ისტორია კი დიდ სიყვარულს უკავშირდება.
ძვ. წ. აღ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ მეორე. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა. მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე. წ. დაკიდული ბაღები. ტერასებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან, იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები მას თავის სამშობლოს აგონებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს შვიდი საოცრებისაგან, პირამიდების გარდა, თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, ადამიანების ინტერესი მათ მიმართ დღესაც არ შენელებულა. ტურისტები დღესაც სიამოვნებით ათვალიერებენ იმ ადგილებს, რომლებსაც ოდესღაც დიდებული ქანდაკებები და ნაგებობები ამშვენებდა და რომელთა მხოლოდ სახელებიღა შემორჩა ისტორიას.

შეაერთეთ ერთმანეთთან სახელწოდება და ძეგლის მოკლე აღწერა

ეს გრანდიოზული ნაგებობები ნამდვილ საინჟინრო საოცრებებს წარმოადგენს და დღემდე უჭირთ ახსნა, როგორ მოახერხეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 30 საუკუნით ადრე ასეთი კონსტრუქციების აგება. თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს. თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს. გამარჯვებას კუნძულის მკვიდრნი მზის ღმერთ ჰელიოსს უკავშირებდნენ და მადლიერების ნიშნად მისი ძეგლი ააგეს. საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად კარიის მმართველმა, მავსოლემ, გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არცერთ დიდებულს. ფიდიასმა ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. იგი დაახლოებით 800 წლის განმავლობაში აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით. ლიდიის მეფემ გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალ-ღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა. ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტერასებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეები, ბუჩქები და ყვავილები. იგი ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან,იყო.
 ბაბილონის დაკიდული ბაღები.ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში.როდოსის კოლოსი.არტემიდას ტაძარი ეფესოში.ალექსანდრიის შუქურა.ეგვიპტის პირამიდები.ჰალიკარნასის მავზოლეუმი. ეგვიპტის პირამიდები.

  მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებად აღიარებულია:
1.ტაჯ-მაჰალის ტაძარი (ინდოეთში)
2.რომის კოლიზეუმი (იტალიაში)
3.პეტრა - უძველესი ქალაქი (იორდანიაში)
4.ჩინეთის დიდი კედელი
5.ქრისტეს ქანდაკება (ბრაზილიაში)
6.მაჩუ პიქჩუ (პერუში)
7.ჩიჩენ-იცა - არქეოლოგიური ძეგლი (მექსიკაში)

                      ბუნების საოცრებები

_ბუნების საოცრებების თავდაპირველ სიაში შედის:1.დიდი კანიონი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და მართლაც საოცარი სანახავია, 2.დიდი ბარიერის რიფი ავსტრალიაში,3. ევერესტის მთა ანუ ჯომოლუნგმა, 4.გუანაბარას ყურე მექსიკაში,5. ჩრდილოეთის ანუ პოლარული ციალი,6. პარიკუტინის ვულკანი და 7.ვიქტორიას ჩანჩქერი აფრიკაში.
                    . ახალი სია
1. სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე მდებარე იგუასუს ჩანჩქერი ამ სიის ლიდერია. 2. ჯეჯუს კუნძული სამხრეთ კორეაში, რომელსაც ევროპელები კუელპარდის სახელით იცნობენ. 3. კომოდოს კუნძული ინდონეზიაში. 4.პუერტო პრინცესას მიწისქვეშა მდინარე ფილიპინებში 5. 8.2 კმ. სიგრძის მდინარე გადის რამდენიმე მსხვილ გამოქვაბულს, რომლებშიც ულამაზესი, ზემოდან ჩამოზრდილი სტალაქტიტები და ქვემოდან ამოზრდილი სტალაგმიტებია. 6.მეთევზეების მოტივტივე სოფელი ვიეტნამის ჰალონგის ყურეში კიდევ ერთ საოცრებადაა მიჩნეული. 7.სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მდებარე მაგიდის მთა (Table Mountain) ბუნების კიდევ ერთი საოცრებაა. ხალხის გადაწყვეტილებით, ბუნების საოცრებების ახალ სიაში 8. ამაზონის ტროპიკული ტყეებიც შედის.

                                                                .    .    .
1.პროექტის სახელწოდება-"ივირონი" ქართველთა საგანმანათლებლო კერა ათონზე
2.პროექტის აქტუალობა-ათონის ივერთა მონასტრის მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში საგანგებო შესწავლის ღირსია, ასევე ამ კერის დამაარსებლების მამა-შვილის იოანესა და ექვთიმე ათონელების ღვაწლი საჭიროებს ღრმა კვლევასა და შესწავლას.
3.პროექტის მიზნები- მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს ლიტერატურული წყაროებიდან, აგრეთვე მოიძიებენ ინტერნეტიდან, შექმნიან საგანმანათლებლო ბროშურას, გააკეთებენ პრეზენტაციებს, სლაიდ-შოუს. ერთსა და იმავე საკითხს მრავალი კუთხით დაინახავენ (ინტეგრირებული) დაახარისხებენ, გააშუქებენ.
4.მონაწილენი-5 კლასის მოსწავლეები
5.კვლევის ვადები/ხანგრძლივობა-3-4 კვირა
6.მოსალოდნელი შედეგები- პროექტის შექმნა. პრეზენტაცია.საინფორმაციო ბროშურა. მასწ.პრეზენტაცია; I- ჯგუფი გეოგრაფები-პრეზენტაცია; II-ჯგუფი-ისტორიკოსები; III-ჯგუფი-ლიტერატორები;(იხ. დანართი)
განუვითარდებათ; მოძიების,კვლევის,თანამშრომლობის, ინფორმაციის დახარისხების, საკომუნიკაციო, ანალიტიკური, თვითშეფასების, პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, შემოქმედებითი, ტრანსფერისა და სინთეზის უნარები.
7.რესურსები-ლიტერატურა: გიორგი მთაწმინდელი "ცხორებაი იოვანესი და ექვთიმესი" ლევან მენაბდე "ძველი ქართული კულტურის კერები" ტ:II; ლევან სანიკიძე წიგნი "მოწამეთა"; ფოტო-აპარატურა, კომპიუტერი,პროექტორი, ინტერნეტ-რესურსები.
8.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები- დაიყოფიან ჯგუფებად; 3ჯგუფი; ლიტერატორები, გეოგრაფები, ისტორიკოსები. გაინაწილებენ სამუშაოებს ჯგუფებში, განსაზრვრავენ დროს, შეაგროვებენ მასალებს, დაახარისხებენ, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ, წინარე ცოდნაზე ახალს დააშენებენ. გააკეთებენ პრეზენტაციებს.
9.საგნებთან კავშირი/ინტეგრირება- ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია.
10.შეფასება/თვითშეფასება/მონიტორინგი- განმსაზრვრელი, განმავითარებელი. წინასწარ შემუშავებული რუბრიკით. შუალედური მონიტორინგი-რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა. თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, პროექტი ფასდება არამარტო,როგორც პროდუქტი, არამედ, როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი.
11.პროექტის ხელმძღვანელი- მასწავლებელი მანანა მგელაძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:mananamgeladze11@gmail.com
https://encrypted-tbn0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcQtUeBi00Gi4qm95-1buMiMWjvoJof0Yv178Dk2wi-OBgBZvQcs
http://www.myvideo.ge/v/1093868



პროექტის'' ფსოუზე არეკლილი
ვარსკვლავებად'' რეფლექსია

.პროექტებით სწავლება ერთ-ერთი ეფექტური გზაა 21- საუკუნის უნარ -ჩვევების გასავითარებლად. ამ კუთხით პროექტი " ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად’’,რომელიც საქართველოს მასწავლებელთა სახელმწიფო ასოციაციაციის,განათლების სამინისტროს, სოხუმის უნივერსიტეტის,ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული, შედეგიანი გამოდგა მოსწავლეებისთვის. პროექტს ახორციელებდნენ მეხუთე კლასელები .მათ არ ჰქონდათ გამოცდილება პროექტების კეთებისა და მიუხედავად ამისა ,კარგად გაართვეს თავი სხვადასხვა საკითხს, რაც მოეთხოვებოდათ ამ პროექტის ფარგლებში .პროექტს ონლაინ სახე ჰქონდა. ხუთი ეტაპის გამავლობაში,ვსწავლობდით ახალ მეთოდებსა და საინტერესო პროგრამებს. მოსწავლეებმა შეისწავლეს როგორც მხატვრული ნაწარმოებები ასევე, პუბლიცისტური წერილები აფხაზეთზე . განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს "მესამე ძალაზე " , რომელმაც განაპირობა ქართველთა და აფხაზთა გაუცხოება , მათი დაპირისპირება . მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი , რომ მეტი ინფორმაცია შეეგროვებინათ აფხაზეთის ომის გარშემო . მათ გადაწყვიტეს სიღრმისეულად შეესწავლათ ქართველთა და აფხაზთა ომამდელი და ომის შემდგომი ურთიერთობა . პარალელურად ისტორიაში ნასწავლი საკითხებიც გაიხსენესძალიან მოეწონათ ‘’ანა ფრანკის დღიური’’, ‘’აფხაზი გოგონას ჩანაწერები“. დაამუშავეს თემა ‘’ომი და ბავშვები’’..პროექტის დროს მოსწავლეებმა განივითარეს ჯგუფებში მუშაობის უნარი , ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა .მოძიებულ ინფორმაციებს ახარისხებდნენ , გამოკვეთდნენ კონცეპტუალურ აზრებს, აკეთებდნენ ჩანაწერებს , რაც წერითი მეტყველების კულტურასაც ავითარებს ." power point" -სა და swei-ში სლაიდებზე მუშაობის დროს ,გამოიყენეს ტექნოლოგიები, . მოსწავლეები წამოჭრილ პრობლემებს ხან მარტო, ხან ჩემთან თანამშრომლობის გზით უმკლავდებოდნენ , სახავდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს . მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდში თვითშეფასების უნარიც უვითარდებათ. ისინი კარგად აფასებენ რა გამოსდით კარგად და რა ვერ გააკეთეს ისე , როგორც მოეთხოვებოდათ . მოსწავლეთა უმეტესობა კარგად წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე ,განსაკუთრებით მოეწონათ სესილი მდივნის, ქეთი მელქაძის, ანასტასია პატარიძის თაკო რუხაიას გამოსვლით.. პროექტის შემდეგ მოსწავლეებს მოემატათ მოტივაცია .ჩემმა ბავშვებმა, მეორე ადგილი დაიმსახურეს და შეიძინეს ცოდნა ომის შესახებ,რომელიც აუცილებლად დაეხმარებათ მათ მშვიდობის მოპოვებაში. ეს ყოველივე, შემდგომ კლასებში ამავე საკითხზე შესასწავლ ნაწარმოებებში კარგად გამოადგებათ. წინარე ცოდნის გააქტიურებით შესასწავლ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას " მოგზაურობა აფრიკაში ", უფრო ადვილად გაიგებენ.



სადამრიგებლო საათი




 სადამრიგებლო საათი   პირველ სემესტრში ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათობით. გამოყენებული მქონდა შემდეგი მიმართულებები: პიროვნული და მორალური განვითარება, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, თვალსაწიერის გაფართოება, მეწარმეობის უნარის განვითარება, უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.
სადამრიგებლო საათში შემავალ თემებზე საუბარი პატარებს ეხმარებოდა  მსოფლიომხედველობის ჩამოყალიბებაში, საკუთარი აზრის გამოთქმაში.ყოველი გაკვეთილი მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ისინი ყოველთვის დიდი ინტერესით  უსმენდნენ საგაკვეთილო თემას.
პირველი სადამრიგებლო საათი ჩავატარე 25.09.2018გაკვეთილის თემა იყო-ადამიანი და ბუნება. მიმართულება-გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება.გაკვეთილის მიზანი-ბუნების როლის გააზრება ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვებს ვესაუბრე თემის ირგვლივ, მათ დახატეს ბუნების პეიზაჟები, მიხვდენენ ბუნების დაცვის აუცილებლობას. დაწერეს პატარა ჩანახატი.
9.10.2018. სადამრიგებლო საათის თემა-ჯანსაღი კვება. მიმართულება-ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. გაკვეთილის მიზანი იყო-სასარგებლო საკვების გაცნობა.ბავშვებმა დაასახელეს თავიანთი საყვარელი საკვები, განარჩიეს სასარგებლო და მავნე საკვები ერთმანეთისგან, დახატეს ისინი. ვესაუბრე მათ, ჯნსაღი კვების  როლზე ადამიანის ცხოვრებაში.
 23.10.2018. მეასმე   კლასი ამ დღეს თეატრში იყო. მათ ნახეს სპექტაკლი, რამაც მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ბავშვები სულგანაბულნი უსმენდნენ მსახიობებს.  მიმრთულება -თვალსაწიერის გაფართოება. თემა- ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება. სკოლაში დაბრუნებული ბავშვები აღფრთონავებით უყვებოდნენ     ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.
 6.11.2018.შემდეგი   სადამრიგებლო საათი ჩავატარე თემაზე-როგორ გამოვიყენოთ ნაჩუქარი ფული. მიმართულება- მეწარმეობის უნარის განვითარება.  ბავშვებმა დამოუკიდებლად დაწერეს პატარა თხზულება, თუ ვინ რაში დახარჯავდა ნაჩუქარ თანხას. მათ ასევე დახატეს ფულის კუპიურები.
შემდეგ სადამრიგებლო თემას დავუთმე ორი საათი.27.11.2018
11.23.2018. გაკვეთილის თემად ავარჩიე  „ მე და მუსიკა“. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ჰიმნზე, ვეცადე ბავშვებისთვის ამეხსნი მისი მნიშვნელობა და დანიშნულება თითოეული ქართველისათვის. პარარელურად მოვასმენინე ჰიმნი, რამაც მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ვთხოვე მათ,  გაეხსენებინათ თავიანთი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები  და  მის შესახებ დავაწერინე პატარა თხზულება. ბავშვებმა მუსიკის ნოტებით გააფორმეს ნამუშევრები.
პირველი სემესტრის ბოლო სადამრიგებლო საათი  (25.12.2018) ჩავატარე თემაზე-მე და ჩემი კლასელები. გამივიყენე მიმართულება-უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.  გაკვეთილის თემა იყო- ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის უნარის განვითარება. ბავშვებმა დახატეს თავიანთი საუკეთესო მეგობრები, ისაუბრეს მათ დადებით თვისებებზე.   ასევე კლასში შექმნილ ჯანსაღ ატმოსფეროზე, მეგობრის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

               

 .სახელმძღვანელოს პარარელურად მუშაობდნენ  სამუშაო რვეულში,  ხატავდენენ, აფერადებდნენ.  ასევე  განსაკუთრებით  მოსწონდათ  ნახშირის ფანქრით შესრულებული ნახატები.შეუძლიათ წიგნში შესრულებული ნახატის დადახატვა სახატავ რვეულში.
მათ შეძლეს გუაშით ხატვის ხელოვნების დაუფლება. გუაშით და ფუნჯით დახატეს ულამაზესი პეიზაჟები და კლასში მოაწყვეს გამოფენა.ყველა მოსწავლე დიდი ხალისით იყო ჩართული ამ აქტივობაში, მათ შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, ხოლო ვინც კლასში ვერ მოასწრო სამუშაოს დასრულება,  სახლში დაასრულეს და მეორე  დღეს მოიტანეს.
  ბავშვები   ალაგებდნენ თავიანთ სამუშაო მაგიდას, რეცხავდენენ და ინახავდნენ სამუშაო იარაღებსა და მასალას. მონაწილეობდნენ გუნდურ მუშაობაში. წარადგენდნენ ნამუშევარს და ახდენდნენ მის განხილვას.  უსმენდნენ თანაკლასელებსა და  მასწავლებლებს.სვამდნენ  კითხვებს სხვისი ნამუშევრის შესახებ. მონაწილეობდნენ საკლასო გამოფენებში.

ჩემ შესახებ

ჩემ შესახებ

ვსწავლობდი ვ.ჭაბუკიანის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.
1984 წელს სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.დამთავრებისთანავე,
მუშაობა დავიწყე ''სკოლა და ცხოვრების''რედაქციაში.ასევე, მქონდა ბედნიერება მემუშავა ი.გოგებაშვილის სახელობის კვლევით ინსტიტუტში,ბატონ შალვა ამონაშვილთან.
მთარგმნელობითი ცენტრი''თავაზი''.
განათლების სამინისტრო.

ქ.თბილისის 161-ე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
თსუ;
ფილოლოგი;
მაგისტრი;
სკოლაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება;
უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
ტრენინგები:
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი:1)ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში(ინტელი-1 და 2 დონე).
2)ტრენინგ-კურსი:''ინკლუზიური განათლების პრინციპები".
3)ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
''ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის"
4)საგანმანათლებლო პორტალი http://EDU.ARIS.GE
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.ესეების კონკურსი-''მასწავლებლები კონსტიტუციაზე''
5)საქართველოს დაწყებითი განათლების პროგრამა -GEPRAID-ი

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი