მოგესალმებით!

пятница, 13 июля 2018 г.

მასწავლებლის მიერ შეფასებული არგუმენტირებული ესე


18w
''საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის განწირულია''.

არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით იგი.
. . .
მოსწავლის ნამუშევარი

''საზოგადოებაში ყოველთვის არის ადამიანი,რომელსაც ბრბოსთან ბრძოლა უწევს.სოციუმის
ნაწილი ფიქრობს,რომ ამ ბრძოლაში ადამიანი განწირულია.იმის მაგივრად,რომ სხვა აზრს ხალხმა
პატივი სცეს,შეურაცხყოფას აყენებს.ამის შემდეგ ბრბოსა და ადამიანს შორის ჩნდება ბარიერი.ამის
მაგალითია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.ალუდა,რომელიც სხვებისაგან განსხვავებით
მტრის ვაჟკაცობას და რელიგიას პატივს სცემს,ბრბომ გაწირა.თუნდაც გავიხსენოთ გურამ
დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ პერსონაჟი ბალახისფერი კაცი,რომელიც მხოლოდ იმიტომ
გააძევეს ქალაქიდან,რომ კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. საბოლოოდ კი ბრბოსთან
ბრძოლას შეეწირა. სწორედ ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე,რომ ადამიანი ბრბოსთან უძლურია,ის
განწირულია.საზოგადოება ვერასდროს ეგუება მისგან განსხვავებულ ადამიანს.
რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს,მიიჩნევს,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ
ბრძოლაში განწირული არ არის,პირიქით,ხალხს ის უტოვებს ახალს,სხვებისთვის უცხოს.ამასთან
დაკავშირებით მახსენდება ჯემალ ქარჩხაძის „იგი“.განსხვავებული აზრის გამო იგიც გაწირა ბრბომ
და გამოასალმა სიცოცხლეს,მაგრამ მის გზას გააგრძელებს ზუ,რომელსაც ალბათ სხვა
მიბაძავს.კიდევ ერთი პერსონაჟი,რომელიც ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა არის თოლია
ჯონათან ლივინგსტონი.მისთვის ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ საჭმლის შოვნა არ იყო.მას ფრენა
და მიზნისთვის მიღწევა უნდოდა.საბოლოოდ სოციუმმა ისიც არ მიიღო,მაგრამ მიმბაძველები
გამოუჩნდნენ.ეს ამტკიცებს,რომ მიუხედავად ყველაფრისა,ადამიანი ბრბოს წინაშე დამარცხებული
არასდროს არ არის.მას ყველა ნეგატიურად არ შეხვდება.საზოგადოებაში აუცილებლად იქნებიან
ადამიანები,რომლებიც სხვების აზრს თუ შეხედულებას მიიღებენ,პატივს სცემენ,გამოჩნდებიან
მხარდამჭერებიც.
მე ვფიქრობ,რომ ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ ბრძოლაში განწირული არ არის.მან,პირიქით,ხალხს
უნდა დაანახოს რა არის ცხოვრებაში უკეთესი და მისკენ მოაქციოს.მარტო განსხვავებული აზრის
გამო არ იწყება ეს ბრძოლა.ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მიზეზი.თუნდაც სიკვდილით
დასაჯონ,ჩემი აზრით,ის განწირული არ არის,ადამიანის შრომა დაფასდება და მიმდევრები
გამოჩნდებიან''.


ნაწერში გამოყენებულია კარგი გრამატიკული სტრუქტურები და
ლექსიკა. თემის ადეკვატური გაგება, ინტერპრეტაციის ფლობის უნარი, კონტექსტის
ცოდნა;
პრობლემის სწორი დასმა, ძრითადის და მეორეხარისხოვანის გარჩევის
უნარი;
მოცემული თემის შესაბამისობა შინაარსთან, მისი გახსნის სისრულე ;
თემის ირგვლივ
თეორიული და
ფაქტობრივი მასალის
ცოდნა;
საკითხისადმი ობიექტური მიდგომა,
პრობლემის თეორიული ანალიზის გამიჯვნა ყოფითისაგან;
სისტემური მიდგომის გამოყენება; პრობლემის ძირითადი დონეების და
ასპექტების გამოყოფა, მათი ურთიერთკავშირის გაგება
თეორიული არგუმენტაციის გამოყენება(დასკვნების გაკეთება:
გენერალიზაცია, ანალოგია, ანალიზი, სინთეზი და სხვა);
ემპირიული არგუმენტაციის გამოყენება (თეზისის კონკრეტიზაცია,
მაგალითების მოყვანა, ფაქტებზე დაყრდნობა და სხვა);
ავტორის მიერ ემპირიული მასალის თეორიულ მიდგომასთან
რელევანტურობა;
ზოგადი ერუდიცია
პრობლების გადაჭრის თეორიული მიდგომების ცოდნა;
ცნობილი ნაწარმოებიდან პერსონაჟების მაგალითების მოყვანა და აზრების გამოყენება მოცემული
თემის ირგვლივ;
თემასთან დაკავშირებული მასალის ცოდნა;
ზოგადი ჰუმანიტარული ერუდუციის გამოვლინება (მაგალითების , სახეე სრულად პასუხობს დავალებას. შეცდომები უმნიშვნელოა. - ნაწერი ძალიან კარგია. იგი
სრულყოფილად პასუხობს დავალებას.
- აზრი მკაფიოდ და გასაგებად არის
გადმოცემული. გამყარებულია
მაგალითებით და პირადი
მოსაზრებებით.
- ერთი წინადადებიდან მეორეზე
გადასვლა ლოგიკურია.
- გრამატიკული შეცდომების რაოდენობა 4-ს
არ აღემატება. გამოყენებულია რთული
წინადადებები და კონსტრუქციები.
- ლექსიკა მდიდარია.
- მართლწერასა და პუნქტუაციაში
დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა.ნაწერი კარგია. პასუხობს დავალებას, თუმცა ზოგ შემთხვევაში ინფორმაცია და არგუმენტები
არასაკმარისია. ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასვლა ძირითადად ლოგიკურია, თუმცა ზოგ
შემთხვევაში მკითხველს ყურადღების დაძაბვა უხდება.მორფოლოგიურად,ორთოგრაფიულად,სინტაქსურად არ არის დაშვებული ორზე მეტი შეცდომა.
ნაშრომი შეფასდა 8 ქულით
მსჯელობის ორგანიზება (2 ქ.);
არგუმენტაცია ტექსტობრივი მასალის გამოყენებით (2 ქ.);
დამოუკიდებელი აზროვნება – აზროვნების არაშაბლონურობა და ორიგინალურობა (1ქ.);
ადეკვატური სტილისა და ლექსიკის შერჩევა (1 ქ.);
ენობრივი გამართულობა (1 ქ.)
პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში(1ქ.)

შემაჯამებებლი ტესტები

შემაჯამებელი ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
(მე-5 კლასი)
1. შეუფარდე სინონიმები ბოროტი ----------- მებრძოლი ---------------
2. შეუფარდე ანტონიმები ბრძენი ----------- ნათელი -------------
3. განმარტე სიტყვა „შებღალვა“ -----------
4. ვის ეკუთვნის მოთხრობა „იობი და ფუტკარი“ -------------------------
5. რომელ ბრუნვაშია „ვარდნი“ მოცემულ ციტატაში „და როდესაც ბაღში ვარდნი ყვაოდნენ“ -------------------
6. რამდენი დრო აქვს ზმნას და ჩამოთვალეთ ისინი -------- ------------------- -------------- ---------------
7. რას ქვია ომონიმი ?----------------
8. განმარტე სიტყვა არგუმენტი

9. რომელია სწორი ა)განთავისუფლება ბ)ანთავისუფლებს
10. განმარტე კავშირებითი კილოს რაობა
11. განმარტე ხატოვანი სიტყვა „გული გადააყოლა“
12. განმარტე სიტყვა „თანამესისხლხორცე“
13. გახაზე ორი შეცდომა „დევები დღესაც დავი-დარაბაში არიან და ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ“
14. რას ქვია ეპითეტი?

15. დასვი სასვენი ნიშნები „ყველას უყვარს შვილებო თავისი ქვეყანა“
16. ჩასვი მიცემით ბრუნვაში „კარგი ზღაპარი“ ----- -----------
17. მცდარ ფორმას გაუსვი ხაზი ა)ქალ-ვაჟი ბ)ფარ-ხმალი გ)ოთხ სართულიანი დ)თავლაფდასხმული
18. ვინ შეუწყო ხელი ზურაბ ქართველაძეს ქეთოს მოტაცებაში?------- ------------
19. გახაზე სათავისო ქცევა ა)აისრულა ბ)აუსრულა
20. გახაზე შუალობითი კონტაქტი ა)მოიტანა ბ)მოატანინა



შემაჯამებელი ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
(მე 5 კლასი)
1. განმარტე ფრაზა „ხერხი იხმარა“ ------- ------------
2. გახაზე კვეცადი არსებითი სახელები : სითბო,მთა,მზე,სამყარო
3. ვინ არის „გიორგობის დღის“ ავტორი? -------- -----------
4. გაასწორე და გადაწერე „ბავშვები მაგიდასთან ზიან“
5. განმარტე სიტყვა მხდალი?
6. შეარჩიე ძლიერის მსგავსი სიტყვა ---------
7. ჩამოთვალე „გულწრფელი პასუხის“ პერსონაჟები:----------- -------- --------- ---------
8. გახაზე ზედმეტი სიტყვა :გადაწყვიტა,ჩაიფიქრა,განიზრახა ,ცემა
9. გადაიყვანე წინადადება მომავალ დროში : „მე კარადასთან მივდივარ და წიგნს ვეძებ“
10. დასვი სასვენი ნიშანი :“თამარ ხელსახოცი მომაწოდე’
11. შეადგინე წინადადება სადაც ჩამოთვლილი იქნება ზედსართავი სახელები?

12. განმარტე ხატოვანი გამოთქმა „ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა“ -------- ------
13. განმარტე ხატოვანი გამოთქმა :ცხვირაწეული დადის“ -------- --------
14. ვის ეკუთვნის მოთხრობა „ორი სახნისი“
15. გახაზე არასწორი : ჰგავს,ჰყავს,კითხა,ჰქონდა
16. მოიფიქრეთ კითხვითი წინადადება.------ ------------

17. გახაზე ზედმეტი სიტყვა :საქმიანობს,აკეთებს,ამზადებს,ძინავს
18. ჩამოთვალეთ „ჩხკვთა ქორწილის“ პერსონაჟები:
19. ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადება „ზოგი...რადგან“


20. დასვი სწორად მძიმეები:“ნუ ხმაურობთ ბავშვებო ხელს მიშლით

რესურსები

იხილეთ  მანანა მგელაძის ბლოგი google+



https://www.google.ge/search?biw=1024&bih=672&tbm=isch&sa=1&ei=9MVxW7qmPMukwQLBzp3gDw&q=+უკანასკნელ+ფო
მანანა მგელაძის რესურსი

განხორციელებული პროექტები

 V კლასში მოსწავლეებმა  განახორციელეს პროექტი, თემაზე: ,,მსოფლიოს შვიდი საოცრება”.
მოსწავლეებმა ჯგუფურად მოიძიეს ინფორმაცია, გაეცნენ მსოფლიოს უდიდეს საოცრებებს, შექმნეს კედლის გაზეთები და სლაიდშოუ თემაზე.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) წინადადებით: ეს თემა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებს და რეკომენდებულ შინაარსს.

პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია თავისი შინაარსით, დატვირთულია ახალი ტერმინებით. მოსწავლეები მოელიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ცოდნის გაფართოებას. მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ უკვე შესწავლილ ცოდნასა და უნარებს, შეიძენენ ბლოგის შექმნისა და გამოყენების უნარს,

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გაიფართოვებენ მოცემული თემატიკის შესაბამის ლექსიკურ მარაგს
საჭირო ლექსიკური ერთეულების ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით და საჭიროების შემთხვევაში მათ მოძიებას ლექსიკონში
ისწავლიან მათთვის საინტერესო კონკრეტული ინფორმაციის კომპიუტერში მოძიებას
მოძიებული მასალიდან განსაკუთრებით აქტუალური სპეციფიური ფაქტების განსაზღვრას და იდენტიფიცირებას
წერითი სამუშაოების შესრულებას
მათ მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
ისწავლიან ბლოგების შექმნასა და გამოყენებას .   
                          .   .   .
მსოფლიოს შვიდი საოცრების სიის შექმნას ბანალური ისტორია უდევს საფუძვლად. ფაქტობრივად, ეს იყო მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის; რეკომენდაციები, თუ პირველ რიგში რომელი ადგილები მოენახულებინათ. ამ სიის უძველესი ვერსია შორეულ წარსულში შეიქმნა, კერძოდ, ძვ. წ. აღ. II საუკუნეში. ფიქრობენ, რომ ამ სიაში შესულია ხმელთაშუა ზღვის გარშემო ქვეყნებში არსებული ნაგებობები, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ მოგზაურობა და ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. საინტერესოა, რომ ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო და, ამდენად, ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები მოხვდა.
                 1. ეგვიპტის( ხეოფსიის)
                           პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები დღემდე მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებადაა მიჩნეული და მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან. ისინი ეგვიპტის ფარაონთა სამარხებადაა აშენებული. ეს გრანდიოზული ნაგებობები ნამდვილ საინჟინრო საოცრებებს წარმოადგენს და დღემდე უჭირთ ახსნა, როგორ მოახერხეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 30 საუკუნით ადრე ასეთი კონსტრუქციების აგება. უამრავი იდუმალებით მოცული ისტორია, ჭორი და მართალია დაკავშირებული ადამიანის ხელით შექმნილ ამ საოცრებებთან. ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან პირამიდები ერთადერთია, რაც დღემდეა შემორჩენილი...

              2.ალექსანდრიის შუქურა

ეგვიპტეში მდებარეობდა მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება, ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლი. იგი ააგეს ძვ. წ. აღ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.  გარდა იმისა, რომ ის შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობა გახლდათ, თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს, რათა მათ შეუფერხებლად ემოძრავათ ქალაქ ალექსანდრიისაკენ.
ალექსანდრიის, იმავე ფაროსის, შუქურა მარმარილოთი იყო აშენებული, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი. XII საუკუნიდან ალექსანდრიის პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია.

                3. როდოსის კოლოსი

 როდოსის კოლოსის აგება გამარჯვების ისტორიას უკავშირდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძული როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ. წ. აღ. V საუკუნეში იგი დაიპყრეს ათენელებმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ. წ. აღ. IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა როდოსი გაათავისუფლეს ათენელებისგან. ამ გამარჯვებას ისინი მზის ღმერთ ჰელიოსს უკავშირებდნენ და მადლიერების ნიშნად მისი ძეგლი ააგეს.
    დრომ გაანადგურა თავად ძეგლი, მაგრამ ისტორიამ შემოინახა იმ მოქანდაკის სახელი,  რომელმაც ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება შექმნა. ძვ. წ. აღ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით, ქანდაკება ქალაქის შესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სამწუხაროდ, აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ ეს თვით ჰელიოსის ნება იყო რაც მოხდა, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა. მიუხედავად ამისა, ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში დაცემული ქანდაკების სანახავად. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ ქანდაკებას ბრინჯაოს ფირფიტები მოხსნეს. გადმოცემის თანახმად, კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.
    როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.

              4.ჰალიკარნასის მავზოლეუმი

საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად კარიის მმართველმა, მავსოლემ, გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არცერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. აღ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ, მისმა მეუღლემ, დაასრულა. მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. ტაძრის აგებაზე იმ პერიოდის საუკეთესო სკულპტორები მუშაობდნენ. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია.
      5.ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ქალაქი ოლიმპია, პირველ რიგში, ოლიმპიურ თამაშებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ. წ. აღ. V სკ-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ. წ. აღ. 35 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის განმავლობაში აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.
ამ ქანდაკებასთან ერთი საინტერესო ისტორიაცაა დაკავშირებული: რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა და მუშები გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, ლეგენდის თანახმად, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია. შეშინებული მუშები უკანმოუხედავად გაქცეულან.
V საუკუნეში ძეგლი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, რომელშიც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი გაანადგურა.
                 
            6.არტემიდას ტაძარი ეფესოში

 ქალაქი ეფესო დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის, კრესეს, დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღმერთის სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები - დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ. წ. აღ. 560 წლისათვის აშენდა. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო. მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.
ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, ამ გზით მისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში.

        7.ბაბილონის  დაკიდული ბაღები

  ამ ბაღების ისტორია კი დიდ სიყვარულს უკავშირდება.
ძვ. წ. აღ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ მეორე. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა. მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე. წ. დაკიდული ბაღები. ტერასებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან, იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები მას თავის სამშობლოს აგონებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს შვიდი საოცრებისაგან, პირამიდების გარდა, თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, ადამიანების ინტერესი მათ მიმართ დღესაც არ შენელებულა. ტურისტები დღესაც სიამოვნებით ათვალიერებენ იმ ადგილებს, რომლებსაც ოდესღაც დიდებული ქანდაკებები და ნაგებობები ამშვენებდა და რომელთა მხოლოდ სახელებიღა შემორჩა ისტორიას.

შეაერთეთ ერთმანეთთან სახელწოდება და ძეგლის მოკლე აღწერა

ეს გრანდიოზული ნაგებობები ნამდვილ საინჟინრო საოცრებებს წარმოადგენს და დღემდე უჭირთ ახსნა, როგორ მოახერხეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 30 საუკუნით ადრე ასეთი კონსტრუქციების აგება. თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს. თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ხომალდებს. გამარჯვებას კუნძულის მკვიდრნი მზის ღმერთ ჰელიოსს უკავშირებდნენ და მადლიერების ნიშნად მისი ძეგლი ააგეს. საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად კარიის მმართველმა, მავსოლემ, გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არცერთ დიდებულს. ფიდიასმა ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. იგი დაახლოებით 800 წლის განმავლობაში აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით. ლიდიის მეფემ გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალ-ღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა. ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტერასებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეები, ბუჩქები და ყვავილები. იგი ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან,იყო.
 ბაბილონის დაკიდული ბაღები.ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში.როდოსის კოლოსი.არტემიდას ტაძარი ეფესოში.ალექსანდრიის შუქურა.ეგვიპტის პირამიდები.ჰალიკარნასის მავზოლეუმი. ეგვიპტის პირამიდები.

  მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებად აღიარებულია:
1.ტაჯ-მაჰალის ტაძარი (ინდოეთში)
2.რომის კოლიზეუმი (იტალიაში)
3.პეტრა - უძველესი ქალაქი (იორდანიაში)
4.ჩინეთის დიდი კედელი
5.ქრისტეს ქანდაკება (ბრაზილიაში)
6.მაჩუ პიქჩუ (პერუში)
7.ჩიჩენ-იცა - არქეოლოგიური ძეგლი (მექსიკაში)

                      ბუნების საოცრებები

_ბუნების საოცრებების თავდაპირველ სიაში შედის:1.დიდი კანიონი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და მართლაც საოცარი სანახავია, 2.დიდი ბარიერის რიფი ავსტრალიაში,3. ევერესტის მთა ანუ ჯომოლუნგმა, 4.გუანაბარას ყურე მექსიკაში,5. ჩრდილოეთის ანუ პოლარული ციალი,6. პარიკუტინის ვულკანი და 7.ვიქტორიას ჩანჩქერი აფრიკაში.
                    . ახალი სია
1. სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე მდებარე იგუასუს ჩანჩქერი ამ სიის ლიდერია. 2. ჯეჯუს კუნძული სამხრეთ კორეაში, რომელსაც ევროპელები კუელპარდის სახელით იცნობენ. 3. კომოდოს კუნძული ინდონეზიაში. 4.პუერტო პრინცესას მიწისქვეშა მდინარე ფილიპინებში 5. 8.2 კმ. სიგრძის მდინარე გადის რამდენიმე მსხვილ გამოქვაბულს, რომლებშიც ულამაზესი, ზემოდან ჩამოზრდილი სტალაქტიტები და ქვემოდან ამოზრდილი სტალაგმიტებია. 6.მეთევზეების მოტივტივე სოფელი ვიეტნამის ჰალონგის ყურეში კიდევ ერთ საოცრებადაა მიჩნეული. 7.სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მდებარე მაგიდის მთა (Table Mountain) ბუნების კიდევ ერთი საოცრებაა. ხალხის გადაწყვეტილებით, ბუნების საოცრებების ახალ სიაში 8. ამაზონის ტროპიკული ტყეებიც შედის.

                                                                .    .    .
1.პროექტის სახელწოდება-"ივირონი" ქართველთა საგანმანათლებლო კერა ათონზე
2.პროექტის აქტუალობა-ათონის ივერთა მონასტრის მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში საგანგებო შესწავლის ღირსია, ასევე ამ კერის დამაარსებლების მამა-შვილის იოანესა და ექვთიმე ათონელების ღვაწლი საჭიროებს ღრმა კვლევასა და შესწავლას.
3.პროექტის მიზნები- მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს ლიტერატურული წყაროებიდან, აგრეთვე მოიძიებენ ინტერნეტიდან, შექმნიან საგანმანათლებლო ბროშურას, გააკეთებენ პრეზენტაციებს, სლაიდ-შოუს. ერთსა და იმავე საკითხს მრავალი კუთხით დაინახავენ (ინტეგრირებული) დაახარისხებენ, გააშუქებენ.
4.მონაწილენი-5 კლასის მოსწავლეები
5.კვლევის ვადები/ხანგრძლივობა-3-4 კვირა
6.მოსალოდნელი შედეგები- პროექტის შექმნა. პრეზენტაცია.საინფორმაციო ბროშურა. მასწ.პრეზენტაცია; I- ჯგუფი გეოგრაფები-პრეზენტაცია; II-ჯგუფი-ისტორიკოსები; III-ჯგუფი-ლიტერატორები;(იხ. დანართი)
განუვითარდებათ; მოძიების,კვლევის,თანამშრომლობის, ინფორმაციის დახარისხების, საკომუნიკაციო, ანალიტიკური, თვითშეფასების, პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, შემოქმედებითი, ტრანსფერისა და სინთეზის უნარები.
7.რესურსები-ლიტერატურა: გიორგი მთაწმინდელი "ცხორებაი იოვანესი და ექვთიმესი" ლევან მენაბდე "ძველი ქართული კულტურის კერები" ტ:II; ლევან სანიკიძე წიგნი "მოწამეთა"; ფოტო-აპარატურა, კომპიუტერი,პროექტორი, ინტერნეტ-რესურსები.
8.პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები- დაიყოფიან ჯგუფებად; 3ჯგუფი; ლიტერატორები, გეოგრაფები, ისტორიკოსები. გაინაწილებენ სამუშაოებს ჯგუფებში, განსაზრვრავენ დროს, შეაგროვებენ მასალებს, დაახარისხებენ, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ, წინარე ცოდნაზე ახალს დააშენებენ. გააკეთებენ პრეზენტაციებს.
9.საგნებთან კავშირი/ინტეგრირება- ქართული ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია.
10.შეფასება/თვითშეფასება/მონიტორინგი- განმსაზრვრელი, განმავითარებელი. წინასწარ შემუშავებული რუბრიკით. შუალედური მონიტორინგი-რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა. თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, პროექტი ფასდება არამარტო,როგორც პროდუქტი, არამედ, როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი.
11.პროექტის ხელმძღვანელი- მასწავლებელი მანანა მგელაძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა:mananamgeladze11@gmail.com
https://encrypted-tbn0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcQtUeBi00Gi4qm95-1buMiMWjvoJof0Yv178Dk2wi-OBgBZvQcs
http://www.myvideo.ge/v/1093868



პროექტის'' ფსოუზე არეკლილი
ვარსკვლავებად'' რეფლექსია

.პროექტებით სწავლება ერთ-ერთი ეფექტური გზაა 21- საუკუნის უნარ -ჩვევების გასავითარებლად. ამ კუთხით პროექტი " ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად’’,რომელიც საქართველოს მასწავლებელთა სახელმწიფო ასოციაციაციის,განათლების სამინისტროს, სოხუმის უნივერსიტეტის,ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული, შედეგიანი გამოდგა მოსწავლეებისთვის. პროექტს ახორციელებდნენ მეხუთე კლასელები .მათ არ ჰქონდათ გამოცდილება პროექტების კეთებისა და მიუხედავად ამისა ,კარგად გაართვეს თავი სხვადასხვა საკითხს, რაც მოეთხოვებოდათ ამ პროექტის ფარგლებში .პროექტს ონლაინ სახე ჰქონდა. ხუთი ეტაპის გამავლობაში,ვსწავლობდით ახალ მეთოდებსა და საინტერესო პროგრამებს. მოსწავლეებმა შეისწავლეს როგორც მხატვრული ნაწარმოებები ასევე, პუბლიცისტური წერილები აფხაზეთზე . განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს "მესამე ძალაზე " , რომელმაც განაპირობა ქართველთა და აფხაზთა გაუცხოება , მათი დაპირისპირება . მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი , რომ მეტი ინფორმაცია შეეგროვებინათ აფხაზეთის ომის გარშემო . მათ გადაწყვიტეს სიღრმისეულად შეესწავლათ ქართველთა და აფხაზთა ომამდელი და ომის შემდგომი ურთიერთობა . პარალელურად ისტორიაში ნასწავლი საკითხებიც გაიხსენესძალიან მოეწონათ ‘’ანა ფრანკის დღიური’’, ‘’აფხაზი გოგონას ჩანაწერები“. დაამუშავეს თემა ‘’ომი და ბავშვები’’..პროექტის დროს მოსწავლეებმა განივითარეს ჯგუფებში მუშაობის უნარი , ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა .მოძიებულ ინფორმაციებს ახარისხებდნენ , გამოკვეთდნენ კონცეპტუალურ აზრებს, აკეთებდნენ ჩანაწერებს , რაც წერითი მეტყველების კულტურასაც ავითარებს ." power point" -სა და swei-ში სლაიდებზე მუშაობის დროს ,გამოიყენეს ტექნოლოგიები, . მოსწავლეები წამოჭრილ პრობლემებს ხან მარტო, ხან ჩემთან თანამშრომლობის გზით უმკლავდებოდნენ , სახავდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს . მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პერიოდში თვითშეფასების უნარიც უვითარდებათ. ისინი კარგად აფასებენ რა გამოსდით კარგად და რა ვერ გააკეთეს ისე , როგორც მოეთხოვებოდათ . მოსწავლეთა უმეტესობა კარგად წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე ,განსაკუთრებით მოეწონათ სესილი მდივნის, ქეთი მელქაძის, ანასტასია პატარიძის თაკო რუხაიას გამოსვლით.. პროექტის შემდეგ მოსწავლეებს მოემატათ მოტივაცია .ჩემმა ბავშვებმა, მეორე ადგილი დაიმსახურეს და შეიძინეს ცოდნა ომის შესახებ,რომელიც აუცილებლად დაეხმარებათ მათ მშვიდობის მოპოვებაში. ეს ყოველივე, შემდგომ კლასებში ამავე საკითხზე შესასწავლ ნაწარმოებებში კარგად გამოადგებათ. წინარე ცოდნის გააქტიურებით შესასწავლ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას " მოგზაურობა აფრიკაში ", უფრო ადვილად გაიგებენ.



სადამრიგებლო საათი




 სადამრიგებლო საათი   პირველ სემესტრში ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათობით. გამოყენებული მქონდა შემდეგი მიმართულებები: პიროვნული და მორალური განვითარება, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, თვალსაწიერის გაფართოება, მეწარმეობის უნარის განვითარება, უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.
სადამრიგებლო საათში შემავალ თემებზე საუბარი პატარებს ეხმარებოდა  მსოფლიომხედველობის ჩამოყალიბებაში, საკუთარი აზრის გამოთქმაში.ყოველი გაკვეთილი მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. ისინი ყოველთვის დიდი ინტერესით  უსმენდნენ საგაკვეთილო თემას.
პირველი სადამრიგებლო საათი ჩავატარე 25.09.2018გაკვეთილის თემა იყო-ადამიანი და ბუნება. მიმართულება-გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება.გაკვეთილის მიზანი-ბუნების როლის გააზრება ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვებს ვესაუბრე თემის ირგვლივ, მათ დახატეს ბუნების პეიზაჟები, მიხვდენენ ბუნების დაცვის აუცილებლობას. დაწერეს პატარა ჩანახატი.
9.10.2018. სადამრიგებლო საათის თემა-ჯანსაღი კვება. მიმართულება-ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. გაკვეთილის მიზანი იყო-სასარგებლო საკვების გაცნობა.ბავშვებმა დაასახელეს თავიანთი საყვარელი საკვები, განარჩიეს სასარგებლო და მავნე საკვები ერთმანეთისგან, დახატეს ისინი. ვესაუბრე მათ, ჯნსაღი კვების  როლზე ადამიანის ცხოვრებაში.
 23.10.2018. მეასმე   კლასი ამ დღეს თეატრში იყო. მათ ნახეს სპექტაკლი, რამაც მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ბავშვები სულგანაბულნი უსმენდნენ მსახიობებს.  მიმრთულება -თვალსაწიერის გაფართოება. თემა- ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება. სკოლაში დაბრუნებული ბავშვები აღფრთონავებით უყვებოდნენ     ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.
 6.11.2018.შემდეგი   სადამრიგებლო საათი ჩავატარე თემაზე-როგორ გამოვიყენოთ ნაჩუქარი ფული. მიმართულება- მეწარმეობის უნარის განვითარება.  ბავშვებმა დამოუკიდებლად დაწერეს პატარა თხზულება, თუ ვინ რაში დახარჯავდა ნაჩუქარ თანხას. მათ ასევე დახატეს ფულის კუპიურები.
შემდეგ სადამრიგებლო თემას დავუთმე ორი საათი.27.11.2018
11.23.2018. გაკვეთილის თემად ავარჩიე  „ მე და მუსიკა“. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ჰიმნზე, ვეცადე ბავშვებისთვის ამეხსნი მისი მნიშვნელობა და დანიშნულება თითოეული ქართველისათვის. პარარელურად მოვასმენინე ჰიმნი, რამაც მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ვთხოვე მათ,  გაეხსენებინათ თავიანთი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები  და  მის შესახებ დავაწერინე პატარა თხზულება. ბავშვებმა მუსიკის ნოტებით გააფორმეს ნამუშევრები.
პირველი სემესტრის ბოლო სადამრიგებლო საათი  (25.12.2018) ჩავატარე თემაზე-მე და ჩემი კლასელები. გამივიყენე მიმართულება-უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.  გაკვეთილის თემა იყო- ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის უნარის განვითარება. ბავშვებმა დახატეს თავიანთი საუკეთესო მეგობრები, ისაუბრეს მათ დადებით თვისებებზე.   ასევე კლასში შექმნილ ჯანსაღ ატმოსფეროზე, მეგობრის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

               

 .სახელმძღვანელოს პარარელურად მუშაობდნენ  სამუშაო რვეულში,  ხატავდენენ, აფერადებდნენ.  ასევე  განსაკუთრებით  მოსწონდათ  ნახშირის ფანქრით შესრულებული ნახატები.შეუძლიათ წიგნში შესრულებული ნახატის დადახატვა სახატავ რვეულში.
მათ შეძლეს გუაშით ხატვის ხელოვნების დაუფლება. გუაშით და ფუნჯით დახატეს ულამაზესი პეიზაჟები და კლასში მოაწყვეს გამოფენა.ყველა მოსწავლე დიდი ხალისით იყო ჩართული ამ აქტივობაში, მათ შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები, ხოლო ვინც კლასში ვერ მოასწრო სამუშაოს დასრულება,  სახლში დაასრულეს და მეორე  დღეს მოიტანეს.
  ბავშვები   ალაგებდნენ თავიანთ სამუშაო მაგიდას, რეცხავდენენ და ინახავდნენ სამუშაო იარაღებსა და მასალას. მონაწილეობდნენ გუნდურ მუშაობაში. წარადგენდნენ ნამუშევარს და ახდენდნენ მის განხილვას.  უსმენდნენ თანაკლასელებსა და  მასწავლებლებს.სვამდნენ  კითხვებს სხვისი ნამუშევრის შესახებ. მონაწილეობდნენ საკლასო გამოფენებში.

ჩემ შესახებ

ჩემ შესახებ

ვსწავლობდი ვ.ჭაბუკიანის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.
1984 წელს სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.დამთავრებისთანავე,
მუშაობა დავიწყე ''სკოლა და ცხოვრების''რედაქციაში.ასევე, მქონდა ბედნიერება მემუშავა ი.გოგებაშვილის სახელობის კვლევით ინსტიტუტში,ბატონ შალვა ამონაშვილთან.
მთარგმნელობითი ცენტრი''თავაზი''.
განათლების სამინისტრო.

ქ.თბილისის 161-ე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
თსუ;
ფილოლოგი;
მაგისტრი;
სკოლაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება;
უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
ტრენინგები:
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი:1)ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში(ინტელი-1 და 2 დონე).
2)ტრენინგ-კურსი:''ინკლუზიური განათლების პრინციპები".
3)ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
''ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის"
4)საგანმანათლებლო პორტალი http://EDU.ARIS.GE
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.ესეების კონკურსი-''მასწავლებლები კონსტიტუციაზე''
5)საქართველოს დაწყებითი განათლების პროგრამა -GEPRAID-ი

суббота, 17 февраля 2018 г.

კვლევა




სსიპ ქალაქ თბილისის  N 161 საჯარო სკოლის  პედაგოგი
    


                           მანანა მგელაძე

              პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


      ,,ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში’’
( მისი მნიშვნელობა  მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები).



                                                   
                                       2017-2018
                                  სასწავლო წელი
     

                                                სარჩევი
1.          განაცხადი................................................................................3
2.          შესავალი..................................................................................3
3.          საკვლევი თემის კითხვები...................................................5
4.          ლიტერატურის მიმოხილვა..........................................5-6-7
5.             პრობლემა   ..........................................................................7
6.          კვლევის შედეგები და ანალიზი.........................................9
7.          მოსწავლეთა შედეგების შეჯამება....................................13
8.          თარგმნილი ანიმაციები.....................................................14
9.          რეკომენდაციები.................................................................15
10.     ინტერვენციები..............................................................15-16
11.     შეფასება................................................................................16
12.     დასკვნა..................................................................................17
13.     გამოყენებული ლიტერატურა.....................................19-20
14.     რეფლექსია............................................................................21
15.     კოლეგებთან შეხვედრა......................................................22
16.     კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება........23
17.     მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი................. 23-27
18.     კითხვარები..................................................................... 27-31
19.     სქემები............................................................................. 32-41







                                            განაცხადი
  ქ.თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა მგელაძის  ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, რომელიც  მიმდინარეობდა  2017 წლის ოქტომბრიდან- 2018 წლის მაისის ჩათვლით. ამ მიზნით,შერჩეულ იქნენ მე-5 კლასის და მაღალი კლასის მოსწავლეები. პროცესის წარმატებით წარმართვასა და დასრულებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ამავე სკოლის პედაგოგებთან თანამშრომლობამ.
  საკვლევ თემად შერჩეულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა,         ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში’’( მისი მნიშვნელობა  მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)






 ძირითადი საკვანძო  სიტყვები: კვლევა, წერითი და ზეპირი უნარები, მოტივაცია , ინტელექტი, პროექტი, ანიმაცია, პრიორიტეტები, ინტეგრაცია, თანამშრომლობა, წიგნიერება,  ჩართულობა, ლექსიკა, დაინტერესება, ქართული მულტიპლიკაცია, თვითმყოფადი, ორიგინალური, პოპულარიზაცია.

                                     პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
                                            ანგარიში/რეფლექსია  
                                                        შესავალი
  ყველა  მასწავლებელი ახლის ძიებაშია და ცდილობს სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და წარმატებული გახადოს. ანიმაციური ფილმები კი ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სწავლა-სწავლებაში. რატომ მომწონს ფილმები, რაში ეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეს? გარდა იმისა, რომ მათში მრავლადაა ადამინის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა, მოსწავლეები ნახატი ფილმების მეშვეობით, ეცნობიან აქტუალურ საკითხებს, რომლებიც რეალურ ამბებზეა აგებული; ისინი ხელს უწყობს მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას, რაც ზრდის მოსწავლეების სწავლის მოტივაციას. ფილმის ჩვენება, შესაძლებელია, 10- 15 წუთით ან მასწავლებელს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია დაანაწილოს იგი თემიდან გამომდინარე კონკრეტული გაკვეთილისთვის. მულტიპლიკაციური ფილმების გამოყენებით ვზრდი მოსწავლეების ინტერესს, ვუღვივებ მათ ცნობისმოყვარეობას. ამასთან, საკითხს უფრო ღრმად და საფუძვლიანად ითვისებენ. ფილმის ჩვენების შემდგომი დისკუსიები, ხელს უწყობს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნების განვითრებას. მოსწავლეები ხალისით არიან ჩართული, ისინი თავისფლად და არგუმენტირებულად მსჯელობენ თემის ირგვლივ. რაც მთავარია, იძენენ და იღრმავებენ ცოდნას ქართული კულტურის შესახებ. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ფილმებით სწავლებაზე აგებული გაკვეთილები.
     მე-5 კლასის მოსწავლეებთან მუშაობისას, გამოიკვეთა სავალალო მდგომარეობა. ისინი ძირითადად, არ იცნობდნენ ან ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ ქართული ანიმაციური კინო-ინდუსტრიის შესახებ.ამიტომ გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა, რომ  გამეგო ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
  კვლევამდე, მე-5 კლასელმა მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტ:‘’ქართულიანიმაცია-ცოცხალი ფერების საიდუმლოზე’’.
   ამ პროექტის მიზანი იყო, მოზარდთათვის ახალი ინტერპრეტაციით, ძველი და თანამერდროვე  ეფექტებისა და მუსიკის გამოყენებით გახმოვანებული ანიმაციების მიწოდება, ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება და რაც მთავარია, ბავშვების დაინტერესება ეროვნული კულტურის დარგებით. ისინი გულდასმით აგროვებდნენ მასალას .მშობლების დახმარებით მოიძიეს ქართული ხალხური ზღაპრები და მათი მიხედვით შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმები. წარადგინეს პრეზენტაციები.
   ჰქონდათ მცდელობა დაეწერათ ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოებები.მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებულებმა, იშვიათი ნახატებიც შემოგვთავაზეს,რომელიც სპეციალური პროგრამა SWEI-ს მეშვეობით სლაიდებად აქციეს. ეს ყოველივე საწინდარი გახდა იმისა, რომ უფრო მეტად შემესწავლა ქართული ანიმაციური კინოინდუსტრიის წარსული , აწმყო და მისი პერსპექტიული მომავალი.
    თემის განსაზღვრის  შემდეგ , დავსახე პრიორიტეტები. ვაწარმოებდი დღიურს, სადაც ასახული იყო კვლევის მიმდინარეობის ყველა ეტაპი.
        საკვლევი თემის კითხვები
 .ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევაც უნდა დავიწყო?
. ჩემი ძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?
. მაქვს წარმატების შანსი?

       მოსწავლეთა დაინტერესება  ქართული ანიმაციით ბოლო რამდენიმე
წელია სერიოზული პრობლემაა საჯარო სკოლებისათვის. განსაკუთრებით.
 მნიშვნელოვანია: ლიტერატურის, მუსიკის, ხატვის სწავლებისას.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხელოვნების სახეობათა
ურთიერთმიმართების, მათი ინტეგრაციის პროცესები. 
ქართული ანიმაცია თვითმყოფადი და ორიგინალურია, ამიტომაც,
 წარმოუდგენელია განვიხილოთ ეროვნული ფილმები - მუსიკასთან,
 ლიტერატურასთან, ფერწერასთან, თეატრთან მიმართების გარეშე.
•            კვლევის ვადები  
აქტივობა
ნოემბერი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა
V



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
V



ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან

V


მონაცემთა შეგროვება

V


 მონაცემების ანალიზი

V


კითხვარების შედგენა, დამუშავება

V


გამოკითხვა/ანკეტირება

V


მიღებული შედეგების ანალიზი

V
V

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა


V

ინტერვენციის განხორციელება

V
V

ინტერვენციის შედეგების ანალიზი



V
პრეზენტაცია დაწყებითების კათედრასთან, შედეგების გაცნობა.



V






   მიზანი

  . მოვიძიო ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები, რომელიც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს ქართული ენისა და ლიტერატურის  საგნისადმი;

      .დავგეგმო და განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ქართული ანიმაციური ფილმების შემეცნებასა და გააზრებაში;
Double Bracket: [Type a quote from the document or the summary of an interesting point. You can position the text box anywhere in the document. Use the Text Box Tools tab to change the formatting of the pull quote text box.]                                                           
  კვლევის კონკრეტული მიზანია:
 მოსწავლეთათვის
. ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდა დაწყებითი კლასების მოსწავლეებში;
.ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი ანიმაციური ფილმების პრიორიტეტულობის დადგენა;
 . მოსწავლეებისთვის ქართული ანიმაციის ისტორიის გაცნობა;
 .მხატვრული ლიტერატურისა და მუსიკალური ანიმაციისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
. გააცნობიერონ მოსწავლეებმა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილების განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი;
. პატარა ხელოვანების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა;
.ქართულ მულტიპლიკაციაში არსებული პრობლემების შესწავლა;
.მოსწავლეები გაეცნონ ქართულ ზღაპრებს მათი წარმოშობისა და გავრცელების ეტაპებს,შეძლონ მათი კვალიფიკაცია;
.აამაღლონ წიგნიერების დონე.


მასწავლებლისთვის:
 . გამოვავლინო მოსწავლის შესაძლებლობები, ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები;
. ხელი შევუწყო მოსწავლეს სწავლაში;
. სრულვყო საკუთარი სასწავლო პრაქტიკა;
. მივიღო ობიექტური ინფორმაცია სწავლა/სწავლებაში მოსწავლეთა პროგრესის შესახებ.
. გამოვავლინო პატარა ხელოვანები და ხელი შევუწყო მათ საყვარელი ანიმაციური ფილმების პრიორიტეტულობის დადგენაში;
                                                  

.კვლევის ამოცანები


კვლევის წარმატებულად განსახორციელებლად საჭიროა  შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

                                   ·კვლევის სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა;
                                   · მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
                                   · სათანადო ლიტერატურის მოძიება;
             ·ინტერვეციების დაგეგმვა და განხორციელება;
                                   ·ინტერვეციების შედეგების შეფასება;
                   ·კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის;                     
 
პრობლემა
     ქართული ანიმაციური ფილმები აღსადგენია და გადასატანია თანამედროვე ციფრულ მასალაზე. შესაბამისად, არ ხდება მათი ჩვენება, თავისთავად, ბავშვები და მოზარდები ქართული ანიმაციის ისტორიას არ იცნობენ; არ იცნობენ მწერლებს, იმ დროინდელ  კომპოზიტორებსა და მუსიკის შედევრებს. ამასთან ერთად, არ არსებობს ერთიანი სივრცე, სადაც მოხდება ანიმაციის წარმოებისათვის ყველა საჭირო სპეციალისტის მომზადება. არ არსებობს სწავლების პროფესიული სტანდარტიც. იშვიათად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, არ გამოდის ახალი სახელმძღვანელოები და არ ხდება საავტორო უფლებების შესყიდვა, ასევე მათი თარგმნა-გამოცემა. განსაკუთრებული ყურადღება არ ექცევა პროდუსერებისა და მენეჯერების აღზრდასა და მათი დახმარებით ეროვნული ანიმაციური კინოს საერთაშორისო კინოპროექტებში ჩართვას. დაუფინანსებელი რჩება რამდენიმე ანიმაციის განვითარებისთვის სასიცოცხლო და საინტერესო პროექტი. ტელევიზიები არ იჩენენ სათანადო ყურადღებას ამ მხრივ, რის გამოც ქართველი ანიმატორ-ილუსტრატორები მიდიან სარეკლამო სფეროში, რომელიც ერთგვარ შემოსავლის წყაროდ აღიქმება.

კონკრეტულ პრობლემას წარმოადგენს:
•         ქართული ანიმაციური ფილმებისადმი ბავშვების და მოზარდი თაობის ნაკლები ინტერესი;
•         კომპოზიტორების მიერ ნაკლებად იწერება მუსიკა სპეციალურად ანიმაციური ფილმებისთვის;
•         საქართველოში არ არსებობს ანიმაციური ინდუსტრია, რომელშიც გაერთიანებულნი იქნებიან როგორც მხატვრები, ლიტერატორები, სცენარისტები, კომპოზიტორები, რეჟისორები, მხატვარ-ანიმატორები, მხატვარ-ამომხატველები, მხატვარ-გამფერადებლები, ჩრდილების მხატვრები, დამდგმელი ოპერატორები, მონტაჟისა და ხმის რეჟისორები, 2D-3D გრაფიკოსები და ამ  სფეროში მომუშავე მენეჯერები, მიმართულების პროდუსერები და პროექტის ხელმძღვანელები;
•         სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ნაკლები ინტერესი სფეროსადმი;
•         საერთაშორისო ფესტივალებზე ანიმაციური ფილების დაფინასებისა და შემქნელთა გამგზავრების საკითხი;
•         ლიტერატორთა ნაშრომების ნაკლებობა ამ სფეროში;
•         თანამედროვე ზღაპრების დეფიციტი.

      საკვლევი პრობლემის  აქტუალობა
   დღესდღეისობით, კინემატოგრაფიის ერთ-ერთი დარგი - ანიმაცია არ არის ჯეროვნად გამოკვლეული. მიუხედავად იმისა, რომ ტარდება სხვადასხვა ანიმაციური ფილმების კონკურსები თუ ღონისძიებები, ამ სფეროს მაინც აკლია ყურადღება და პოპულარობა. საზოგადოების უიმედობა ამ საკთხთან მიმართებაში, სახელმწიფოსა და ინვესტორთა ინტერესის შენელება და რაც მთავარია, ბავშვების გულგრილობა ,  იწვევს ეროვნული ანიმაციის მდგომარეობის გაუარესებას.
       ნაშრომის აქტუალობის განმსაზღვრელია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კინოწარმოება კრიზისშია შესული.
       უმოქმედობის ხანამ დიდი დაღი დაასვა ქართული ანიმაციის სამომავლო განვითარებას. შესაბამისად, არ არსებობობენ მკვლევრები, რომლებიც ამ სინთეზურ საკითხს შეისწავლიან პროფესიონალის კუთხით,  მუსიკის,ლიტერატურის, ასევე  შემოქმედებითი ხედვის მხრივ.
      აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებისა და მოზარდი თაობების მოთხოვნის შესწავლას, რათა სწორედ ისინი არიან დამკვეთნი და ამინდის შემქნელნი ამ მეტად რთულ და საინტერესო ინდუსტრიაში.





   ლიტერატურის მიმოხილვა
    საკვლევი თემის განსაზღვრის შემდეგ, უკეთესად რომ გადამეწყვიტა პრობლემა,განვიხილე ამ თემაზე დაწერილი სხვადასხვა ლიტერატურა. გავეცანი ახალ 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას და გავარკვიე, რომ მოსწავლე აქტიური რომ იყოს გაკვეთილზე და შესძლოს საკლასო აქტივობებში ჩართვა. ამაში მას, ქართული ენისა დალიტერატურის გაკვეთილები  დაეხმარება:
  ,, მოზარდობის პერიოდი რთულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას. ქართულის გაკვეთილზე, მასწავლებლებს  კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ აქვთ თავიანთ აღსაზრდელებთან  დაკავშირებით.  მნიშვნელოვანია , ასეთ დროს  მათი დაინტერესება ვიზუალური მასალით, რათა ჩამოუყალიბდეთ შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული უნარები’’https//edu:aris.ge
     წარმოსახვით არეალთან  ადამიანის ზიარება, ხშირად ანიმაციური ფილმებით იწყება, ანიმაცია ბავშვისთვის სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი გზაა.
                                                https://vitrajimagazine.files.wordpress.com/2012/07/969806e10ff5.jpg?w=320&h=240

     მულტფილმი ყველა პატარასათვის საყვარელი სანახაობაა. ერთი შეხედვით გულუბრყვილო სანახაობაში, უდიდესი შრომა და ძალისხმევა იდება, იმისათვის, რომ თავისი მისია შეასრულოს და მაყურებლამდე სრულყოფილი სახით მივიდეს.
მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. თავად სიტყვა კი, ლათინურია და „გამრავლებას” ნიშნავს. ეკრანზე ნახატი, რომ ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო. ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რამდენი ადამიანის შრომაა საჭირო მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციის შესაქმნელადაც კი… ამისთვის მუშაობენ: მხატვრები, მწერლები, რეჟისორები, კომპოზიტორები, მსახიობები (რომლებიც გმირებს ახმოვანებენ), ოპერატორები, მემონტაჟეები…
მხატვარ-ანიმატორობა ძალიან რთულია… უნდა იცოდე ხატვა, გრძნობდე მოძრაობას, მექანიკას და ბიომექანიკას, გქონდეს მუსიკალური რიტმის გრძნობა, გესმოდეს პანტომიმა – მსახიობური ოსტატობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკრანული დროის შეგრძნება უნდა გაგაჩნდეს.
 ანიმაციებში აცოცხლებდნენ სხვადასხვა ზღაპარს, მოთხრობას, მულტფილმად გარდაქმნილი ნაწარმობები კი უფრო ახლობელი და საყვარელი ხდებოდა პატარებისათვის და არა მარტო მათთვის„ზღაპარს ბავშვისთვის ერთგვარი დაცვის ფუნქციაც აქვს, თუ საინტერესო ფაქტები, არ ხდება მის რეალურ ცხოვრებაში, ხდება ზღაპრის სამყაროში. “
წლების განმავლობაში, ანიმაციები იქმნებოდა იმისათვის, რომ ბავშვებისათვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო მეგობრობის, სიკეთისა და სიყვარულის აღქმა.
ქართული მულტფილმები, სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალებზეც დაუჯილდოვებიათ. ქართული მულტიპლიკაციის ისტორია 80 წლის წინ დაიწყო და ის, ყოველთვის ზნეობრივობაზე აკეთებდა აქცენტებს.
ყველაზე ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმები 60-იან წლებში შეიქმნა. „ჩხიკვთა ქორწილი”, „წუნა და წრუწუნა”, „ნახევარწიწილა” და მრავალი სხვა, რომელსაც, ყველა თაობის წარმომადგენელი დღესაც დიდი სითბოთი იხსენებს.
მომდევნო წლებში: „მე წვიმად მოვალ”, „მგელი და კრავი”, „სიზმარა”, „ბატი ტასიკო”…
ყველა თაობისათვის, დღემდე საყვარელია უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმები: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, „პინოქიო”, „ბემბი” და სხვა.
არსებობს  „ნეიტრალური” მულტფილმებიც, რომლებიც არ აზიანებს ბავშვის ფსიქოლოგიას, თუმცა არც რაიმე სასიკეთო მოაქვს. „მულტფილმი, რომელიც, ბავშვს არაფერს არ ასწავლის, სრულიად გამოუსადეგარია.”– ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი.
ბოლო დროს კი აშკარად შესამჩნევი გახდა „ნეგატიური” მულტფილმების მომრავლება, რომელიც ანგრევს ბავშვის ფსიქიკას და ძალადობისაკენ უბიძგებს. მულტფილმში ჩადებული უნდა იყოს სიბრძნე, ღირებულებები და არა აგრესია, ძალადობა და შურისძიება. ზღაპრის საშუალებით ბავშვის ქცევის კორექტირებაც შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ბავშვი ზღაპარს ნახავს, მშობელთან, თუ პედაგოგთან ერთად, მისი გარჩევა უნდა მოხდეს. როგორ იქცეოდა ესა თუ ის გმირი, რა მოეწონა ან არ მოეწონა სანახაობაში? თუ ბავშვი ნეგატიურ მულტფილმს ნახავს, შესაძლოა გავანეიტრალოთ იგი და განვიხილოთ რა არ იყო მასში კარგი?
„ნეგატიური” მულტფილმი, რა თქმა უნდა, ჯობს არ ვაჩვენოთ ბავშვს. მულტფილმებში, რადგან ვიზუალია წინა პლანზე წამოწეული, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოზარდობის პერიოდამდე, სანამ ბავშვი აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადავა. ბავშვისთვის პრიორტეტი, ნანახს და კონკრეტიკას აქვს.
აუცილებელია, ბავშვს ასაკი მიხედვით შევურჩიოთ მულტფილმი, ან შემდეგ, მასთან ერთად გავარჩიოთ. მაგ: „სპაიდერმენი”, რომელიც დახტის და დახოხავს შენობებზე, უნდა ავუხსნათ, რომ ამას სიკეთისთვის აკეთებს. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს დასკვნების გამოტანაში.
 მთავარი  მულტფილმის ნახვა არ არის, მთავარი მისი გარჩევა და იმ დილემების გადაჭრაა, რომელიც მასში არის.” – ამგვარია ფსიქოლოგის მოსაზრება.
. მულტიპლიკაციის პროგრესი და ქართული მულტიპლიკაცია დღეს    
კომპიუტერულმა ანიმაციამ ბოლო ათწლეულში საქართველოში შემოაღწია, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ციფრულ ანიმაციაზე, როგორც ინტერნეტში, აგრეთვე სატელევიზიო რეკლამაში.
კომპიუტერული ანიმაცია მაყურებლის ყურადღებას მეტად იპყრობს, ვიდრე სტატიკური სურათები და ამასთანავე მეტი ინფორმაციის განთავსების საშუალებას იძლევა. მოქმედებს ეკონომიური ფაქტორიც, ხელით ნახატი ფილმი მეტად ძვირი ჯდება ვიდრე კომპიუტერული ანიმაცია.
 კომპიუტერულმა ანიმაციამ, შეიძლება ითქვას რევოლუცია მოახდინა მულტიპლიკაციურ სამყაროში. იგი, მთელ მსოფლიოში დღითიდღე ვითარდება.  პერსონალური კომპიუტერი კი, რომელიც საოჯახო მულტსტუდიის როლში გამოდის და პროფესიული მულტფილმების, კლიპების თუ მრავალგვარი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, ადამიანს ამ სფეროში განუსაზღვრელ შესაძლებლობას უხსნის.
მიუხედავად უსაზღვრო შესაძლებლობებისა, პროფესორი, მულტიპლიკატორი ილია დოიაშვილი მიიჩნევს, რომ „კლასიკური” ანიმაცია, როგორც საფუძველი ისე რჩება,  „მისი ცოდნის გარეშე პროგრამული ანიმაციის შექმნა შეუძლებელია. კლასიკური ანიმაციის საფუძვლებია: თანაბარ-აჩქარებული მოძრაობა, შენელებული მოძრაობა, „მოღერება”, შემზადება, ტრიუკი, რაც ანიმატორმა აუცილებლად უნდა იცოდეს.”
მიუხედავად, პროგრამული ანიმაციის დადებითი მხარებისა და საქმის საოცრად გაიოლებისა, კლასიკური ანიმაციის პროფესორი მიიჩნევს, რომ ამ გზით შექმნილი ანიმაცია ბოლომდე  „ბუნებრივი” არაა.
ქართული მულტიპლიკაციის სამყაროში შექმნილ ვითარებას კი, ილია დოიაშვილი ასე აფასებს: „დღეს, ქართულ ანიმაციაში, არ არის სახარბიელო მდგომარეობა. რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს ანიმაციურ ფილმებს, მაგარამ ეს ზღვაში წვეთია.
 დღეს  არ არსებობს კინოსტუდიები, ადრე არსებობდა „ქართული ფილმი” და  კინოსტუდია, აგრეთვე მასთან არსებული სტუდია „ორბი”. იმ პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო მხატვრებზე და მხატვარ ანიმატორებზე.”
სწორედ, ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულის სანდრო ქათამაშვილის პროექტი – “ბებო”. მაყურებელი მას, სადიპლომო სურათით იცნობს – „თევზი სახელად გვიდო” (პროფ. ილია დოიაშვილის სახელოსნო). ამ სურათმა რამოდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მიიღო, მათ შორის სანქტ-პეტრბურგის ფესტივალის “თეთრი ღამეეების” ოქროს მედალი.
ბატონი ილიას თქმით, როდესაც ნიჭიერი კუსრდამთავრებულები ხედავენ, რომ არ არის სტუდიები და არ არიან დამფინანსებლები ევროპაში მიდიან სამუშაოდ.
„არ არსებობს საპროდიუსერო სკოლა, ორგანიზატორები გვჭირდება, რომლებიც საზღვარგარეთ კინობაზრობებზე გავლენ, გაიტანენ ჩვენს პროდუქციას, გაყიდიან, ან მოძებნიან დამკვეთებს, რომლებიც ჩვენი შექმნილი ანიმაციით დაინტერესდებიან…” 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედია ხელოვნების ფაკულტეტზე ადრე საჭირო პირობებიც არ გააჩნდათ სპონსორების მოსაზიდან, დღეს უკვე ბაზა არის, ამ მხრივ პირობები გაუმჯობესებულია. ბატონი ილია, რა თქმა უნდა სურვილს გამოთქვამს, რომ მისი ნიჭიერი კურსდამთავრებულები საქართველოში მოღვაწეობდნენ. იგი, სინანულით იხსენებს ყოფილ სტუდენტებს, რომლებიც, დღეს, არამარტო ევროპაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ინდოეთშიც კი მოღავწეობენ. “საჭიროა მედიატორების აქტიურობა. ყველა მოგებასა და  დღევანდელ  შემოსავალზე ფიქრობს. თუ ქვეყნის გარეთ არ გავედით, პატარა ქვეყანა ვართ და მხოლოდ შიდა მოგებით თავს ვერ შევინახავთ.” – აღნიშნავს იგი.
მხოლოდ დროებითი პროექტების საშუალებით, საერთო ფონი და ქართული მულტიპლიკაციის მდგომარეობა არ იცვლება. საჭიროა, ამ სფეროთი დაინტერესებულ მოზარდთა სურვილი, მათი დახელოვნება, სპონსორების მოზიდვა და ქართული ანიმაციის მსოფლიო სივრცეში ინტეგრაცია. მით უმეტეს, რომ დღეს, უკვე პერსონალური კომპიუტერის საშუალებითაც კი, ანიმატორის უსაზღვრო ფანტაზიის რეალიზებაც შესაძლებელია.
https://www.google.com/search?q=ქართული+ანიმაციით+დაინტერესება&oq=ქართული+&aqs=chro
 ქართული ენისა და ლიტერატურის ინოვაციური  სწავლების ძირითადი მიზნებიც ხომ ეს არის.




     საკვლევი თემის კითხვები და  ქვეკითხვები:
სახვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, შევადგინე კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები. მთავარი კითხვა - რატომ არ ინტერესდებიან მოზარდები ქართულ ანიმაციით?
კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გაჩნდა შემდეგი ქვეკითხვები:
     . არიან თუ არა მოსწავლეები მზად გაეცნონ ქართულ ანიმაციურ ფილმებს, შეისწავლონ მათი ისტორია და შეძლონ კლასელთათვის ნააზრევის სათანადო დონეზე მიწოდება?
      . მოსწავლეებისთვის არის თუ არა ხელმისაწვდომი რესურსები, რომლებიც მათ ამ სფეროში უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება?


სამიზნე ჯგუფი
161-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.



კვლევის გეგმა

პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგი გავესაუბრე მშობლებს. ავუხსენი მათ ჩემი კვლევის მიზანი და მივიღე მათგან თანხმობა, მონაწილეობა მიეღოთ კვლევის პროცესში მათ შვილებსა და ასევე მათაც.
დავიწყე საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის გაცნობა, მაინტერესებდა სხვების მიერ საკითხთან დაკავშირებული ჩატარებული კვლევები და შედეგები. ვფიქრობდი, რომ მეტი ინფორმაციის მიღება სწორი მიმართულებით მუშაობას გამიადვილებდა. ლიტერატურის მოძიების დროს, ყურადღებას ვამახვილებდი მასალების სანდოობაზე. სახელმძღვანელოდ პრიორიტეტი მივანიჭე იმ კვლევებს, რომელიც გამოიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის რეკომენდაციით, ასევე იმ ინტერნეტ-რესურსებს ვიყენებდი, რომელიც ამავე ცენტრის მიერ იქნა გამოქვეყნებული.
ლიტერატურის გაცნობისა და ანალიზის შემდეგ, ფიქრი დავიწყე კვლევის მეთოდების შერჩევაზე.  მონაცემთა ანალიზის შემდეგ, დავიწყე ფიქრი ინტერვენციების შემუშავებაზე.შევიმუშავე რჩევები მოსწავლეთათვის. გადავწყვიტე მათი გათვალისწინების და განხორციელების შემდეგ, კვლავ ჩამეტერებინა დაკვირვება და დამენახა, იყო თუ არა პროგრესი გააზრებული მუშაობის დროს.








 კვლევის მეთოდოლოგია
მონაცემების შეგროვების მეთოდად გამოვიყენე:
             .      წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება
                 (მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთათვის)
•          ფოკუს -ჯგუფი;
.     მონაცემთა ანალიზი (დაკვირვების შედეგები);
•          ინტერვიუ (ჩაღრმავებული ინტერვიუ).

ანკეტირება
.  კვლევის პირველ ეტაპზე შემუშავებული ანკეტებით ჩავატარე კვლევა. მოზარდები, მასწავლებლები და მშობლები კვლევის პერიოდში  ავსებდნენ კითხვარებს ანონიმურობის სრული დაცვით, თავისუფალ რეჟიმში, შეუზღუდავად.  მხოლოდ ავუხსენი, თუ როგორ უნდა შეევსოთ ანკეტები. საკვლევი პრობლემის აქტუალობისა და აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გავატარე შემდეგი ღონისძიება: ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან და მათ  მშობლებთან, ფოკუს-ჯგუფის მეშვეობით უნდა  დამედგინა,  რა იყო გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი/ მიზეზები.
     ფოკუს-ჯგუფი
ფოკუსირებული დაკვირვება განვახორციელე მეხუთე  კლასის
მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო: რამდენად იცნობდნენ მოსწავლეები  ჩვენს ქვეყანაში  კინოინდუსტრიის   მიმართულება - ანიმაციას.
 მათი დამოკიდებულება (ზოგადი ფონი)  დამეხმარა კვლევის სწორად
წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.

ინტერვიუ
ინტერვიუ გავმართე სემესტრის დასაწყისში. წინასწარ ჩამოვაყალიბე კითხვები.
აუხსენი რესპოდენტებს ინტერვიუს მიზანი. ვიყავი აქტიური მსმენელი. მშვიდად
მოვისმინე ყველა მოსწავლის აზრი. არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია.
ინტერვიუზე წამოჭრილი საკითხები გამოვიყენე კითხვარის მოსამზადებლად.
ჩაღრმავებული ინტერვიუ
Œ     გაკვეთილებზე მიმოვიხილავდით სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებებს.  მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად ვუჩვენე ნაწყვეტები ანიმაციური  ფილმებიდან.მოსწავლეები ფილმების ძირითადი მსვლელობის ნაწყვეტებს ნახულობდნენ. ყურადღებას ამახვილებდნენ  მწერლის სიტყვებსა და ნააზრევზე ,მუსიკალურ თანხლებაზე. გამოყოფდნენ დადებით და უარყოფით პერსონაჟებს. ახასიათებდნენ მოქმედების დაძაბვის, კულმინაციისა და კვანძის გახსნის მომენტებს.      ვუჩვენებდი ფრაგმენტებს, რომელის მიხედვითაც ვატარებდი სახალისო  ინტერვიუს.
    . რა ხმოვანი ეფექტები გეცნოთ (მაგ., ხმები ბუნებაში, ჩიტების ჭიკჭიკი და ა. შ.)?
    . კონკრეტულ ეპიზოდში გამოყენებული ხმოვანი ეფექტები რას აღწერდა?
     .გახმოვანებებს შორის რა სხვაობაა (მაგ: მუსიკალური თანხლებით იწყება, ან ხმოვანი ეფექტია გამოყენებული)?
     .რა აკლდა ამ ეპიზოდს (მუსიკალური თანხლება ან ხმოვანი ეფექტი)?
      .ჟღერს თუ არა მუსიკალური თანხლება პერსონაჟების დიალოგის დროს? _ თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებული მუსიკალური თუ სიტყვიერი თანხლება როგორ განწყობას ქმნის (ამაღელვებელ, დამამშვიდებელ, დაძაბულ, სასიამოვნო და ა. შ.)?






               მონაცემთა ანალიზი (დაკვირვების შედეგები);

 
    ანიმაცია  ყველა ასაკის ადამიანის  ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანების ემოციური მდგომარეობა და აქტიურად იმოქმედოს ფსიქიკაზე თავისი  სიტყვით, მუსიკით, გრაფიკითა თუ გამომსახველობითი ჟესტებით.
   იმის გასარკვევად,  იციან  თუ არა  ქართული ანიმაციის ისტორია  და რა გავლენას ახდენს მათ განუმეორებელ სამყაროზე ხელოვნების ეს დარგი, ჩავატარე კვლევა. 
   კვლევის მეთოდად გამოვიყენეთ ფოკუს-ჯგუფი, რათა უფრო ნაკლებ დროში გამოგვეკითხა უფრო მეტი რაოდენობის ადამიანი, ვიდრე ამას პირისპირ ინტერვიუთი შევძლებდით.
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს დაურიგდათ უცხოური და ქართული ანიმაციის  ტოპ-ათეულები, რომლებიც უნდა  შეეფასებინათ. ჩვენი მიზანი იყო, დაგვედგინა თვლიან თუ  არა  თავს  გემოვნებიან  მკითხველად ,მსმენელად,მაყურებლად და  საერთოდ  რას  თვლიან  ხარისხიან  პროდუქტად.
 მონაწილეებს  ვთხოვეთ  თავად  ჩამოეწერათ   ქართული  და  უცხოური  ფილმების თოპ-10მ ამ ქმნილებებში არსებული   სიმღერების გამორჩეული ჟანრები და საუკეთესო მწერლები.
   იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთეკლასელები, დაახლოებით ერთი ასაკის არიან, მქონდა მოსაზრება, რომ მათი
მუსიკალური  თუ აღქმითი გემოვნება არ უნდა ყოფილიყო რადიკალურად  განსხვავებული. ასევე  ვვარაუდობდით  იმასაც, რომ  მოზარდებში ქართულ ფილმებზე მეტად უცხოურზეა მოთხოვნა. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, მაინტერესებდა, თუ რა კრიტერიუმით არჩევენ  მუსიკას, ტექსტს, მწერალს, რა და იდეოლოგიას ანიჭებენ უპირატესობას. ასევე, მინდოდა გამერკვია, ახდენს თუ არა შესაბამისი გემოვნება გავლენას, გაკვეთილების სწავლის პროცესზე. 
    მოსწავლეებს ორიგინალური და საუკეთესო ანიმაციური საუნდტრეკები უნდა დაესახელებინათ. შედეგად, გამოქვეყნდა 10 საუკეთესო ,რომელიც ასე გამოიყურება:
1)      სარალიძე, ა. ბასილაია „სიზმარა“
2)      ბ. სტაროკოვსკი, ს. ნასიძე „იყო ერთი თაგუნა“
3)      კ. ხინთიბიძე, მ. დავითაშვილი „წუნა და წრუწუნა“
4)      კარლო სულაკაური, ჯ. კახიძე „საზამთრო“
5)      ა. ხინთიბიძე ,მ. დავითაშვილი „ჩხიკვთა ქორწილი“
6)      გ. ლავრელაშვილი ,ი. თევდორაძე „ლურჯი მთა“
7)      ჟღენტი, ალ. ბასილაია „თოვლის გუნდა“
8)      გ. ლავრელაშვილი, გ. თბილელი „შაქრო და ზაქრო“
9)      გივი კასრაძე, თ. შავლოხაშვილი „კომბლე’’
10)    ალ.ბასილაია „სოფლის მაშენებლები’’
         მუსიკა ანიმაციაში
  როგორც კვლევამ აჩვენა, მოზარდების საყვარელი მიმდინარეობებია როკი (ხშირ შემთხვევაში მძიმე), რეპი და პოპია.
   ძირითადად, პოპ-სიმღერები მოსწონთ მულტფილმებში, რომელიც
 გათვლილია მასაზე და მას, ძირითადად, განწყობისათვის უსმენენ.
აღსანიშნავია და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოზარდები უპირატესობას
უცხოურ ანიმაციას ანიჭებენ. ტრადიციული სიმღერები  მათში
 პატივისცემას იმსახურებს, თუმცა ყოველდღიურად მაინც არ უსმენენ.
      მიუხედავად ამისა,  მოსწავლეებმა საგანგებოდ გამოყვეს სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები ქართულ ანიმაციაში, რომლის უმთავრესი ნიშანი ტექსტის რითმულობა, მრავალხმიანობა,  ეროვნული საკრავები და სიმღერის ჰარმონიულობაა. განსაკუთრებული სიამოვნებით მოისმინეს, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ქართველი ანიმატორის ანა ჩუბინიძის სადებიუტო  პირველი ქართულ-ფრანგული მულტიპლიკაციური სურათ - „ჯიბის კაცის“  ლიტერატურული  და მუსიკალური ვერსია.
სიტყვა ანიმაციაში
   მოზარდები არ კითხულობენ ტრადიციულ ნაწარმოებებს, ურჩევნიათ თანამედროვეობასთან ადაპტირებული ტექსტები, შესაბამისად, ანიმაციურ ფილმების შემქმნელებს ახალ გამოწვევებს უყენებენ - უმეტესად ფსიქოლოგიურ-შემეცნებითი ხასიათის ანიმაციები მოსწონთ, სადაც ყოველ სიტყვას თავისი დატვირთვა აქვს. მათი  დაკვირვებით, მოზარდთა ქცევებში ირეკლება მულტფილმებში(თანამედროვე ანიმაციურ ფილმებში დანახული ძალადობის სცენები). მოსწონთ როდესაც გმირი იმარჯვებს, მაგრამ პროტესტს აცხდებენ ,როდესაც ამ  გამარჯვების მოსაპოვებლად ისინი, ხშირად მიუღებელ ხერხებს  მიმართავენ. ისინი ემოციურად იძაბებიან , განსაკუთრებით, ძალადობის სცენების დროს, რადგან საკუთარ თავს აიგივებენ გმირში.
  აქედან გამომდინარე,თავადაც ადვილად გამოხატავენ აგრესიას ან გულგრილად უყურებენ სხვების მიმართ გამოვლენილ ძალადობას. ეს ყოველივე საფუძველი ხდება საზოგადოებაში არსებული ბულინგისა.ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს , მოზარდის ცნობიერზე გათვლილ ღირებულ ანიმაციურ პროდუქტის შექმნასა და სწორად მის მიწოდებას.
        მათი გამოკითხვა დაგვეხმარა  გაგვერკვია, თუ როგორ უნდა იმუშაონ  მასწავლებლებმა , იმისათვის რომ სკოლის მერხიდანვე დააფიქრონ მოსწავლეები ზოგადსაკაცობრიო თემებსა და საკითხებზე.      კვლევამ გვიჩვენა,რომ ანიმაციური ფილმები მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს მოზარდებში არა მხოლოდ ცნობიერის ამაღლებას ასევე, წიგნიერების დონის ამაღლებასაც.
  მოსწავლეთა შედეგები - მონაცემთა ანალიზი
. მოსწავლეებს მოეწონთ ქართული ანიმაციური ფილმები;
.ხალისით უყურებდნენ , ჩემ მიერ მიწვდილ ფილმებს;
.არ ეზარებათ მათთან მრავალჯერ დაბრუნება;
.ანიმაციურ ფილმებში მოცემული ლიტერატურული მასალა ერთნაირ ემოციებს იწვევდა, როგორც ბავშვებში, ასევე მშობლებსა და პედაგებებშიც კი;
.ანიმაციური რესურსებით ჩატარებული გაკვეთილი უფრო საინტერესო და ეფექტური იყო, ვიდრე მის გარეშე;
. მეტია მოტივაცია და შეცნობის, აღქმისა და კითხვის წყურვილის ხარისხი, ბავშვის ჩართულობა;
. ზრდის მხედველობით, სმენით, შეხებით მეხსიერებას;
. მოსწავლეთა ნაწილი აქტიურად იყო  ჩართული ინფორმაციის
მოძიებაში; თავად შექმნეს პროგრამა SWIS-მეშვეობით ანიმაციური
სურათები;
.ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ და შევსოთ ინფორმაციული დანაკლისი;
. მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტ  „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლევებად’’, სადაც გამოიყენეს მულტიმედიური რესურსი;
. დიდი ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე თარგმნილ ფილმებსა და კომიქსებზე.

                           მონაცემთა ანალიზის მიგნებები
                       .მოსწავლეებს აქვთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ, მაგრამ      
                    ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ ქართული ანიმაციური     
                    ფილმების მიმართ;

   .მშობელთა მხრიდან  ნაკლები ინტერესი ამ სახელოვნებო
 
 ინდუსტრიის მიმართ;

.სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები;

             . მშობელთა მოუცლელობა.

                  .თარგმნილ ანიმაციური ფილმებში  ქართული ენის
                    თავისებურება.
 ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიგნება იყო:
 თარგმნილ ანიმაციური ფილმებში ქართული ენის თავისებურება
   მულტფილმები სხვადასხვა ენიდან ქართულადაც ითარგმნება. ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს ‘’მოშინაურების’’ ეფექტს და გვევლინება შესანიშნავ საშუალებად პერსონაჟთა სახის შესაქმნელად. თარგმნისას ადაპტაციის მეთოდი გამოიყენება.იგი თარგმანის ყველაზე თავისუფალ სახეობას წარმოადგენს: სიუჟეტის ხაზი, თემა და პერსონაჟები შენარჩუნებულია, მაგრამ თარგმნისას  საწყისი კულტურისათვის დამახასიათებელი კონკრეტული  ნიშნები (მაგალითად, საკუთარი, გეოგრაფიული სახელები)  იცვლება მიმღები საზოგადოებისათვის ნაცნობი სახელებითა და რეალიებით.  
   ძირითადად, ასეთ გახმოვანებაში თავს იჩენს ქართული კილოები. ისინი აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებად იყოფა. სულ 17 კილო-კავი გამოიყოფა. მათი დამახასიათებელი ნიშნებია:
      . მოკლე და გრძელ ხმოვნებს შორის განსხვავება; 
      . დამატებითი ხმოვნები, რომლებიც სტანდარტულ უცხო  ენაში არ  გვხვდება;
      .ნარიანი მრავლობითი რიცხვის ფორმები;
      . ზმნის არასტანდარტული ფორმები;
       .სიტყვები, რომლებიც ქართულში არ გვხვდება;
       .ზედსართავი სახელის მრავლობითი რიცხვის ფორმები;
       .ქართულისათვის დამახასიათებელი დიალექტები;
       .ემფატიკური ა-ს დართვა უცხოური სახელებისთვის. 








  რეკომენდაციები

       .მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში, პროექტებში,რადგან აუმაღლდეთ ცნობიერება ანიმაციური ფილმების  შესახებ.
                           .  მასწავლებელმა და მოსწავლემ ურთიერთთანამშრომლობით დაგეგმონ 
სასწავლოაქტივობები;
   .განვახორციელოთ აქტიური კავშირი მშობლებთან  თანამშრომლობის
თვალსაზრისით.

. სკოლას უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი რესურსი, რათა მოსწავლეებმა
 უფრო მეტად შეძლონ უნარების გამოვლენა;

         ინტერვენციები
         ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;

  გავეცანი, რა საკითხთან დაკავშირებულ თანამედროვე კვლევებს და მოსაზრებებს, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ჩემი საკვლევი მიზნის
შესახებ; კერძოდ,თუ როგორ შეიძლება ავუმაღლო  ჩემს მოსწავლეებს ლიტერატურის საგნისადმი მოტივაცია და ხედვითიცნობიერება, 
გადავწყვიტე, ეს ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები პრაქტიკულად გამომეცადა ჩემს საგაკვეთილო პროცესში და გამეანალიზებინა მიღებული შედეგები.

    გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
         1.მოსწავლეების ინიციატივითა და მაქსიმალური ჩართულობით
              დავგეგმე რამდენიმე პროექტი .
         2. მშობლების აქტიურობითა და პედაგოგთა მონდომებით, ვავსებდით კითხვარებს;
         3.   მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ პროექტ ‘’ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად’’, რომელიც განკუთვნილი იყო საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეეთათვის. საბედნიეროდ,  შრომა დაგვიფასდა მოზარდებმა  აიღეს მეორე ადგილი.
4.  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები     ერთად ამუშავებდნენ    მულტიპლიკაციის შესახებ, სათანადო ინფორმაციას;
     5.  ვახდენდით შედეგების ერთობლივ გაანალიზებასა და თვითშეფასებას;
               6.  ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო   
                 წლის ბოლოს ინტერვენციების შეფასების მიზნით;
           7.  კვლევის დამამთავრებელ ეტაპზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქართული ანიმაციის 80 წლისთავს.


  6.  2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართვლოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები. გადავწყვიტეთ, სამომავლოდ, ამ პროგრამის წევრები გავხდეთ და ჩვენი შექმნილი ანიმაციური პროდუქტით თავი  წარმოვაჩინოთ.



       
 ინტერვენციების შეფასების მეთოდები;
    ინტერვენციების  შესაფასებლად  გამოვიყენე:
       
         ფოკუს  ჯგუფი  მოსწავლეებთან
        . ფოკუს ჯგუფის მიზანი იყო  მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, შეიცვალა   თუ არა  მოსწავლეთა დამოკიდებულება   ქართული ანიმაციის მიმართ და  გაიზარდა თუ არა მათი ინტერესი ქართული ლიტერატურის, მუსიკის, საგნებისადმი;    
        ფოკუს ჯგუფი  მშობლებთან
     .ფოკუს ჯგუფი  მიზნად ისახავდა გამეგო, როგორ მოეწონათ აქტივობები,რომლებიც განვახორციელეთ  მულტიპლიკაციის პოპულარიზაციისა  და ქართულის ,როგორც საგნის დაინტერესებისათვის ;
.ინტერვენციების  შედეგები,  გამოვიკვლიე იმავე  კითხვარების გამოყენებით ,რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების შედარება ინტერვენციებამდე და მის შემდეგ;
.მოსწავლეებში  მონაცემის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ,რომ  მათი მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა. ანიმაცია, ეს ორიგინალური ხელოვნება ხომ  ახლოსაა, ერთი მხრივ, გრაფიკასთან, ფერწერასა და სკულპტურასთან, ხოლო მეორე მხრივ, პოეზიასა და მუსიკასთან;    
.შევისწავლეთ თარგმნილი ფილმების ქართული ენის სტრუქტურა. რა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები გააჩნია მშობლიურ ენაზე აჟღერებულ  ნახატ ფილმებს.

კვლევის შედეგების ანალიზი  
    ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მოსწავლეებისთვის . დაკვირვებამ აჩვენა,რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, დიდი ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ  კომუნიკაციის  უნარებს,ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
  ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ დაბალი მზაობის მქონე
 მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, უსვამდნენერთმანეთს შეკითხვებს, 
იყენებდნენ ანიმაციისათვის დამახასიათებელ სიტყვებს საუბარში.
1.       მოსწავლეების მიერ გაკეთებული იქნა პროექტი: ‘’ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად’’

  პროექტზე მუშაობა იყო მათთვის სახალისო და უფრო მოტივირებულები იყვნენ.    
  2. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამ კიდევ უფრო დააინტერესა მოსწავლეები , მათ მოიძიეს ინფორმაციები ქართველი ანიმატორებს, მწერლების, მუსიკოსების, დეკორატორების, გრაფიკოსების, მხატვრების შესახებ. შექმნეს ბუკლეტები და დაარიგეს მოსახლეობაში. პრეზენტაცია განახორციელეს სლაიდ– შოუს გამოყენებით.
       შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ, ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს.  მოსწავლეებმა გააკეთეს თვითშეფასება.დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით  მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა,მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა.









                                                    დასკვნა
დასკვნით ეტაპზე, გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევის მიზანი მიღწეულ იქნა.კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა საკმაოდ საინტერესო მეთოდები,როგორიცაა დაკვირვება, ინტევიუ,  ფოკუს-ჯგუფი. გამოვლენილ იქნა პრობლემების გამომწვევი მიზეზები: მოსწავლეთა დროის არასრულფასოვანი გამოყენება, ქართული ანიმაციის მიმართ დაბალი ინტერესი, კომპიუტერთან მიჯაჭვულობა,საკუთარი ისტორიის არცოდნა. მშობლების პასიურობა და ა.შ.
 პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენე ინტერვენციები, აქტიურად ჩავაბი მოსწავლეები ისეთ პროექტში, სადაც მუშაობა სწორედ მულტიმედიური რესურსით ხდებოდა.
       ქართული ანიმაციის საკითხების კვლევისას, აუცილებელი და საჭირო შეიქმნა მოკლე ისტორიულ-კულტურული, მუსიკალური, ლიტერატურულ ექსკურსის ჩატარება ამ თემასთან დაკავშირებით.
        შევისწავლეთ: მსოფლიო და ქართული ანიმაციის ტრადიციები თეორიული და პრაქტიკული მაგალითების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, რომლმაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გამახვილდა იმ ტრადიციაზე, რომლმაც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე მულტიპლიკაციის ჩამოყალიბებაზე.
 ფოკუს ჯგუფთან საუბრისას, გამოიკვეთა მოსაზრება, რომ მოსწავლეები ანიმაციის მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ, თუმცა ზედმიწევნით არ იცნობენ ამ ფილმების კომპოზიტორებს, სცენარისა და ნაწარმოების ავტორებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციურ ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია აღიზარდონ შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც წარმატებისაკენ წაიყვანენ ამ სფეროს. ამისათვის საჭიროა სკოლის მერხიდანვე, შეიქმნას ისეთი  საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მოსწავლეები ხალისით ისწავლიან - შეხვდებიან ხელოვან ადამიანებს, გაიღრმავებენ ცოდნას, აზრს დაკითხებიან კინოინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებს.
     ქართული ანიმაცია, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, მაინც გააგრძელებს სიცოცხლეს, რადგან ის მდიდარი ტრადიცია რაც გვაქვს აუცილებლად მოითხოვს წინსვლას, რათა ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა აუცილებლად „ააშენონ სოფელი“. 



https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgs6aZhd5iziknRYEh2Ev9BobcbfEsyfUjV1Ik8ev1gSBAAlnHVL89sh8PmXubc4V5i0jR6dBZMVA5dDaoq2UShKK8tHaKdCpCqdlEMoJntinlUFJUWy_NUzl1B_aKskFECuhyJi0oAaCC6/s400/read-books.jpg




გამოყენებული ლიტერატურის სია

1.       კინოხელოვნების პრობლემები - თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 1992
2.       ედგარ არნოლდი - უოლტ დისნეის ცხოვრება და ზღაპრები, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი 1979
3.       განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - კინოწარმოების მენეჯერი © ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
4.       С. Асенин – Волшебники Екрана, Издательство "Искусство" 1974
5.       Ю. Мацкевич – Музыка и Звук в Фильме, Издательство "Московская ‘’
ასევე აღნიშნულ ვებსაიტებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები

1.       https://history-of-animation.webflow.io/
2.       http://www.gnfc.ge/geo/newsArchive
3.       http://www.tafu.edu.ge/files/pdf/Disertacia/giorgi_ugrelidze_disertacia.pdf
4.       http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/22908-qarthuli-multiplikacia-80-tslisaa.html?add=1&orderBy=1&orderBy=1
5.       http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000021/MTLIANI%20DISERTACIA%20SABOLOO.pdf
6.       https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
7.       http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/22908-qarthuli-multiplikacia-80-tslisaa.html
8.       http://netgazeti.ge/culture/32962/
9.       http://komunage.blogspot.com/2010/04/blog-post_25.html
10.     http://kinemakografiis-istoria.blogspot.com/2012/06/
11.     http://ymt.ge/2014/10/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98/
12.     http://ncp.ge/files/ESG/2016-2021/მუსიკა%20-%20სტანდარტი.docx
13.     https://www.youtube.com/watch?v=SLF0wuCeZUw/ქართული-ანიმაციის-ისტორია
14.     https://www.facebook.com/pg/BookArtTbilisi/about/?entry_point=page_nav_about_item&ref=page_internal
15.     http://www.okmagazine.ge/index.php/akhali-ambebi/4247-jino-pirveli-qarthuli-3d-animacia-romelsac-male-msoflio-sheiyvarebs-trailer
16.     https://on.ge/story/7383-%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1
https://www.marketer.ge/saba-casestudy/


   


კვლევის ანგარიშის რეფლექსია

             2017–2018 სასწავლო წელს ჩავატარე პრაქტიკის კვლევა თემაზე:  
                               ,,ინტეგრაციის საკითხები  ქართულ ანიმაციაში’’    
( მისი მნიშვნელობა  მოზარდთა ცხოვრებაში, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები).
  
     კვლევა მიმდინარეობდა რვა, თვის მანძილზე, 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017წლის 5 ივნისამდე. კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ანიმაციის პოპულარიზაცია და ჩემი საგნისადმი ინტერესის გაზრდა. კვლევის პროცესში განხორციელებული მრავალფეროვანი  ინტერვეციებისშედეგად,  გამოიკვეთა შემდეგი:


   .კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს,განუვითარდათ სხვადასხვა სასწავლო უნარები. მოეწონათ მონაწილეობა, ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები,
ინტერვიუს აღება, pover point-ში რესურსების კეთება, swis-ის პროგრამით პროექტის დავალებების აგება, კითხვარების შევსება, ვიდეორგოლის გადაღება.   


  . ამ კვლევის საფუძველზე მოსწავლეები გაეცვნენ და გაიღრმავეს ცოდნა     კინოინდუსტრიის ისტორიაზე, კერძოდ ქართული ანიმაციის შედევრების შესახებ. გაიგეს ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მულტფილმი სიუჟეტურად სულაც არ არის საბავშვო, რადგან მათში სჭარბობს : ისტერიკები, შანტაჟი, მკვლელობა, შურისძიება...

.  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დასრულების შემდეგ, ნაშრომი გავუზიარე კოლეგებს პრეზენტაციის სახით. კვლევამ მოწონება დაიმსახურა.მათ დაადასტურეს, რომ საკვლევი პრობლემა იყო ნამდვილად აქტუალური.    ვინაიდან მოსწავლეთა სწავლისადმი დაბალი მოტივაცია არა მხოლოდ მშობლიური ენის  მასწავლებლების ,არამედ ყველა სხვა სასკოლო საგნების  პედაგოგთა ,ზოგადად სკოლის და საზოგადოების პრობლემაა. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. .კოლეგებისაგან მივიღე  დადებითი უკუკავშირი და საინტერესო რჩევები,რასაც გავითვალისწინებ მომავალ საქმიანობაში. მათი თქმით, ჩემ მიერ ჩატარებული ინტერვენციები კარგად იყო დაგეგმილი და უკეთესი შედეგების მისაღწევად სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა.
 . კვლევაზე მუშაობისას, გამოიკვეთა ახალი საკვლევი თემა: ‘’დაწყებით კლასებში წაკითხულის , წერითი სახით გადმოცემის პრობლემა’’
        პრაქტიკის ჩატარებული კვლევა ჩემთვისაც  სასარგებლოა, მან ჩემი პროფესიული ოსტატობა უფრო განავითარა, გამიჩინა კმაყოფილების შეგრძნება და მოტივაცია მომავალი საქმიანობისადმი.

    P.S ანიმაციური რესურსების შექმნის შედეგად, დაგვებადა აზრი
ანიმაციაში არსებული ვითარების შესწავლა, მოსწავლეთა დაინტერესება ეროვნული კულტურით, საკომუნიკაციო სტრატეგიების ეფექტურობის კვლევა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ალტერნატიული გზების მოძიება ანიმაციური კინოს, მუსიკის,ლიტერატურის  განხრის უზრუნველსაყოფად, ანიმაციურ ფილმებზე მომუშავე შემოქმედთა მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, ფესტივალების ორგანიზება, ქართულ მულტიპლიკაციაში არსებული პრობლემების შესწავლა და გადაწყვეტა, ამ სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ გატანილი მასალებისა და ფირების დაცვის პირობების გაუმჯობესება და ჩვენს ქვეყანაში მათი დაბრუნება.







                                        კოლეგებთან შეხვედრა                    
  დავგეგმე სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან, (2 შეხვედრა) რომელიც მიზნად ისახავდა პირველ ეტაპზე მათ ინფორმირებულობას პრაქტიკული კვლევის შესახებ და ამ საქმეში გამოცდილების გაზიარებას. პედაგოგებს მიეწოდათ  მოპოვებული მასალა ანიმაციის შესახებ.  შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა ასევე „დისკუსიის საათი“, რომელიც გულისხმობდა მასწავლებლების მხრიდან შემოთავაზებული თითოეული იდეის/საკითხის დეტალურ განხილვასა და მსჯელობას.  აღნიშნული შეხვედრების გარდა, მასწავლებლების ინიციატივით, შევქმენით  სოციალურ ქსელში ჯგუფი, რომელიც გახდა ერთ-ერთი საშუალება ინფორამაციის სწრაფი და ეფექტური გავრცელებისათვის. მასწავლებლებს შეეძლოთ კვლევის პროცესში წიგნიერებასა და  ქართულ ანიმაციაში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ემსჯელათ და განეხილათ სხვადასხვა საკითხი. საკომუნიკაციო ქსელის ეფექტიანობისთვის გამოვიყენეთ Google drive, აღნიშნულმა რესურსმა ხელი შეგვიწყო  ინფორმირებულობაში და დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით ორგანიზებაში. მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საკომუნიკაციო ქსელების განვითარებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომელმაც უზრუნველყო კვლევის მსვლელობისას პედაგოგების აქტიური ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაცია.
მასწავლებელთა უკუკავშირი
   მასწავლებლებთან შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ მიერ დაწერილ
შთაბეჭდილებებში კარგად ჩანს, რომ შეხვედრა იყო დროული, მიზანმი-
მართული  და შედეგიანი. ჩემი კოლეგებიდან მიღებული უკუკავშირი ჩე-
მთვის ბევრისმომცემი იყო. მათ აინტერესებდათ  რაში მდგომარეობს  მუ-
ტიმედიური რესურსით ჩატარებული გაკვეთილის , როგორც  ძლიერი,
 ასევე ნაკლოვანი მხარეც, რომლის გაუმჯობესებაზეც უნდა გავაგრძელო
სამომავლოდ მუშაობა.
      გთავაზობთ, მასწავლებელთა უკუკავშირის ერთ-ერთ ფორმას:

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი
შეხვედრის / შეხვედრების თემა: ‘’ ინტეგრაციის საკითხები ქართულ ანიმაციაში(მისი მნიშვნელობა მოზარდთა ცხოვრებაში,მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)’’.
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 2018-02-24:  2018-03-22:  2018-04-02                                                                 

გამოკითხვა: ანონიმური
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: შეხვედრაზე მიღებული გამოცდილების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

შეხვედრის მონაწილე  მასწავლებელის  უკუკავშირი.

გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.  

1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?

ამ შეხვედრებზე გაზიარებული გამოცდილება და შეძენილი  ქართული მულტიმედიური ცოდნა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესის იკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.

ამ შეხვედრებზე გაზიარებული გამოცდილება და შეძენილი  ქართული მულტიმედიური ცოდნა დამეხმარა საგაკვეთილო პროცესის იკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.

             მომდევნო სასწავლო წლებშიც  ახალი კვლევის წარმოებისას, შევუთანხმდები თანამშრომლებს, დავგეგმავ და ჩავატარებ მსგავს შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლების თანამშრომლობას, კომპეტენციის ამაღლებას, პრობლემების აღმოჩენასა და აღმოფხვრას და მოსწავლეებზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებას.




















დანართი 1
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ჩემს სადამრიგებლო კლასში
  თქვენი , როგორც მასწავლებლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
კვლევის წარმატებისათვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არ არის საჭირო
კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .
1 . როგორ ფიქრობთ, ანიმაციის მეშვეობით შუძლია თუ არა მასწავლებელმა მისაწვდომი ფორმით აუხსნას მოსწავლეებს გაკვეთილი, დააკმაყოფილოს  მოზარდის ცნობისმოყვარე და ემოციური მოთხოვნები, ასევე განუვითაროს მათ აზროვნებისა და წარმოსახვის უნარი?
ა) დიახ შუძლია ბ ) არაა მნიშვნელოვანი გ ) არ მიფიქრია
2აკისრია თუ არა ანიმაციურ ფილმებს აღმზრდელობითი ფუნქცია?
ა) დიახ ბ)  არა გ) ნაწილობრივ
3. მოზარდები სათანადოდ არ იცნობენ ქართულ ანიმაციურ ფილმებს, რას მიიჩნევთ დაწყებით საფეხურზე  პრობლემის მიზეზად?.
ა) -----------------------------------------------------------------
ბ)------------------------------------------------------------------
გ)-----------------------------------------------------------------
დ)-----------------------------------------------------------------






დანართი2
ანკეტა
მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი
1. გიყვარს თუ არა ქართული ანიმაციური ფილმები?

ა) არა ბ) დიახ
2.შეესაბამება თუ არა თანამედროვე მულტიპლიკაციური ფილმები ბავშვთა  ასაკს?
 ა) დიახ ბ) არა გ ) ნაწილობრივ
3.ლიტერატურა სასიცოცხლო ძალაა ანიმაციისა. რომელი სახის ტექსტებს უფრო ხშირად კითხულობ ?
 ა) ზღაპარი ბ ) მოთხრობა გ ) ლექსი
4. ანიმაცია მუსიკისაგან განუყოფელია. რომელ ჟანრს აძლევ უპირატესობას ასეთი ფილმების ყურებისას?
 ა) როკი ბ)  კლასიკა  გ)პაპსა
5.სასწავლო პროცესში მიზანმიმართულია , ანიმაციური რესურსების გამოყენება?
ა) აუცილებელია  ბ)სავალდებულოა გ) არ ვაძლევ მნიშვნელობას დ) არა





      
დანართი 3
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისთვის.
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას ჩემს სადამრიგებლო კლასში
  თქვენი , როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
კითხვარის მიზანია, კიდევ ერთხელ ჩაგაფიქროთ მშობლის ძირითად როლზე ბავშვის სწავლა-აღზრდის საქმეში და შვილის პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში.
კვლევის წარმატებისათვის . თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია . არ არის საჭირო
კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .
1 .  როგორ ფიქრობთ,  ანიმაციის საშუალებით ბავშვი უფრო მარტივად ისწავლის კითხვას,  დათვლას, შეივსებს ლექსიკურ მარაგს, გაუვითარდება შემოქმედებით შესაძლებლობები და ექნება ინფორმაცია გარემოს შესახებ?
ა) დიახ ბ)არა. გ) არ დავფიქრებულვარ ამაზე
2.  მოზარდები ხშირად იმეორებენ რომელიმე პერსონაჟის მანერას, სწავლობენ მათგან სიკეთეს. კარგ მულტფილმებში მთავარი გმირი არასოდეს ნებდება და ბოროტებას ებრძვის. ასეთ დროს, ცდილობთ  სწორად აარჩიოთ, რომელი ანიმაცია შეურჩიოთ  ბავშვს?
  ა) ვცდილობ ბ) არ მცალია ამაზე გავამახვილო ყურადღება გ) არ არის მნიშვნელოვანი
3. შეგიძლიათ თუ არა, ნებისმიერ დროს თავი დაანებოთ საქმეს და ანიმაციური ფილმის ყურებისას ბავშვს მიუჯდეთ?
     ა) დიახ ბ) არა გ) შემიძლია და ყოველთვის ასე ვიქცევი დ) დროის უკმარისობის გამო არ შემიძლია
4. თქვენ რამდენად იცნობთ ქართულ ანიმაციურ ფილმებს?
 ა) კარგად ვიცნობ  ბ) საერთოდ არ მაინტერესებს გ) ზოგადად ვიცნობ
5 ქართული ენისა და ლიტერატურის  სწავლებაში დაეხმარებათ თქვენს შვილებს ანიმაციურ ფილმებში გადმოცემული აზრები და შეგონებები?
 ა) ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  ბ) არაფერ მნიშვნელოვანს არ მისცემს



























რას ანიჭებთ უპირატესობას ანიმაციური ფილმების ნახვისას?
უცხოური ანიმაციას - 30%
ფოლკლორს -  25%
წიგნიერებას -20%
მუსიკალურ ჰარმონიას - 15%
თარგმნილ მულტფილმებს - 10%




დაასახელეთ  თქვენთვის ყველაზე ცნობილი და საყვარელი ქართული ანიმაციური  ფილმები.
                         
                                           მოსწავლეების მიერ დასახელებული 10 საუკეთესო   
                                                     საუნდტრეკი                                                            


 ანიმაციური  სტუდიის  ბაზარი იყოფა სხვადასხვა ასაკის მიზნობრივ სეგმენტებად, რომელიც აწარმოებს პროდუქციას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებისათვის:


ü   ბავშვები 3-დან 13 წლამდე - ზღაპრის  ილუსტრაცია, სრულმეტრაჟიანი
და თოჯინური მულტფილმები,  საბავშვო ილუსტრირებული წიგნები;


ü   მოზარდები 13-დან 18 წლმდე - 2D/3D ანიმაციური თამაშები, ილუსტრირებული წიგნები, კომიქსები, სიმბოლოები რუკაზე დასატანად;


ü 18-დან ზევით - ილუსტრაციები წიგნებისა და რომანებისთვის, ციფრული ტექნოლოგიების, დიჯიტაიზერის/Digital Art -ის საშუალებით შექმნილი  ანიმაციურ ფილმები, კომპიუტერული ანიმაცია,  ფანქარში შესრულებულ პორტრეტთა ამსახველი ფოტოკოლაჟები, ნამუშევრები სკეტჩების სახით, სხვადასხვა კონცეფციით შექმნილი სტენდები, ილუსტრირებული ჟურნალები, გაზეთები და ენციკლოპედიები, ვებ-გვერდები და ბონუს ქარდების დიზაინი, სასტუმროების რეკონსტრუქციის პროექტები, ტატუს  ესკიზები, ვებდიზაინი და გრაფიკულ ნამუშევრები, წიგნის ილუსტრაციები,  კასტრული და ვექტორული გრაფიკა, საბანერო და ინტერნეტ რეკლამა (საფირმო სტილი-ბრენდინგი, ლოგო), სამოგზაურო რუკები.
ü                       სხვადასხვა  ასაკის მოზნობრივი სეგმენტები


    










გამორჩეული საყვარელი მწერლები და სცენარისტები





სცენარისტები:  ლაშა და ზაალ სულაკაურები, თენგიზ ბეგიაშვილი, გიორგი კილაძე.








ანიმაციურ ფილმებში მუსიკის რომელ  ჟანრს აძლევთ უპირატესობას?




ნაშრომი ატვირთული მაქვს საკუთარ ბლოგზე

https://www.blogger.com/blogger.g?blogID=5482641238348932245&pli=1#allposts


მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი