მოგესალმებით!

пятница, 26 апреля 2019 г.







                                            სამოდელო გაკვეთილის გეგმა
     
      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეზო ინანიშვილის სამყაროში
გაკვეთილის თემა  
„გოგონები, რომლებიც ცვლიან სამყაროს’’
რეზო ინანიშვილის მოთხრობა ‘’მუხა’’
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა/მანანა მგელაძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი, V 3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი

სამუშაო ენა

სამოდელო გაკვეთილის ტიპი

აქტუალობა


ორგანიზების ფორმა
  27  მოსწავლე,
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს. 

ქართული

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
ღირებულებების სწავლება და წინააღმდეგობების გადაჭრაზე საკუთარი აზრის დაფიქსირება.

 ინდივიდუალური, წყვილებში.
გაკვეთილის  მიზანი  

გაკვეთილი ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებმა გამოავლინონ მოსმენილი ტექსტის გაგება-გაანალიზების უნარი. ასევე, შეძლებენ პერსონაჟთა დახასიათებას, ნაწარმოებთან დაკავშირებული პრობლემის განხილვასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. დაახასიათებენ  გოგონებს, გამომეტყველებით წაიკითხავენ ახლად ასახსნელ მასალას,განმარტავენ ფრაზეოლოგიზმს, გამოიყენებენ მხატვრულ ხერხებსა და ენობრივ-გრამატიკულ ელემენტებს.
  ე.ს.გ-ს მიხედვით
სტანდარტთან  შესაბამისობა:
  ქართ.დაწყ.(II)8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება;
ქართ.დაწყ.(II)   განმარტავს პერსონაჟთა  ქცევის  მოტივს და აფასებს  მათ საქციელს.
ქართ.დაწყ.(II)4 მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გრამატიკული საკითხების გააზრება.
ქართ.დაწყ.6 მოსწავლე  ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ  ნაწარმოებს.
წინარე ცოდნა
 მოსწავლეებს წაკითხული აქვთ ავტორის ისეთი ნაწარმოებები, რომლებშიც ფიგურირებენ ზნეობრივად ამაღლებული გოგონები.  ეხერხებათ შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა. ფლობენ დისკუსიის, პრეზენტაციის უნარებს.
შეფასების საგანი და პროცედურები  
 ვიყენებ განმავითარებელ  და განმსაზღვრელ შეფასებას, ვაფასებ დისკუსიაში ჩართულობის ხარისხს,  მსჯელობის ლოგიკური აგებას,  დამოუკიდებელ, შემოქმედებით  აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზებას, აუდიტორიასთან კონტაქტს.
გამოყენებული სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, , ცარცი, სურათები, ფერადი ფურცლები, თვალსაჩინოება - ქაღალდის ბურთები, რუბრიკები,  ჩრდილების თეატრი, ქაღალდის ბუშტები, მაგნიტები.
გაკვეთილის მსვლელობა და  მენეჯმენტი
მისალმება: მოგესალმებით.
  მე ვისურვებდი , რომ ამ გაკვეთილზე ერთმანეთს დაეხმაროთ, გადასაჭრელი პრობლემები ერთად დასძლიოთ, საინტერესო, რამ ამოიცნოთ და ჩაწვდეთ იმ საიდუმლოებებს, რომელსაც მოიცავს ჩვენი ენა, ამავდროულად, კარგი ხასიათითა  და პოზიტივით ვასიამოვნოთ ჩვენი დამსწრენი.


    გაკვეთილის მიზნის გაცნობა
მოსწავლეთა მოლოდინების დაფიქსირება 
                                                                 
 A–
ფაზა–გამოწვევა
აქტივობა 1
გონებრივი იერიში

.თქვენი აზრით, რას ნიშნავს პიროვნებად ყოფნა?
  მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:
1. დაბადება, სამყაროს შეცნობა, გაზრდა, სწავლა, განვითარება ნელ-ნელა ავითარებს ადამიანში პიროვნებას.
 2. განუმეორებლობა, განსხვავებულობა.
3. ბრბოს ფსიქოლოგიისადმი დაუნდობელი ბრძოლა.
 . ძირითადად რომელი პერიოდი თამაშობს განსაკუთრებულ როლს ადამიანის პიროვნულ განვითარებაში?
  პასუხები:
 1.ყმაწვილობის, ე.წ ნინველობის ასაკში.
სწორედ ამ ასაკში გიჩნდებათ თქვენ კითხვები, რომელიც სცილდება ‘’ბავშვურ’’ საზღვრებს და გაფიქრებთ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. გონება სცილდება მშობლების , სკოლის, მეგობრების არეალს და პასუხებს ეძებთ უფრო შორს და უფრო ახლოს. ფიქრის დროს  უნდა შეიტყოთ, რომ თითოეულ ადამიანში ცხოვრობს შინაგანი ‘’მე’’, რომელთანაც კამათი გარდაუვალია.
  
  მოდით ვიკამათოთ და რეზო ინანიშვილის მეშვეობით, მისი სიყვარულით გამთბარი ნაწარმოებებიდან  უფრო მეტად ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას.
  
    ხოდა, რეზო ინანიშვილის ზღაპრული სამყარო არაჩვეულებრივი გზამკვლევია ამ ოცნების გასახორციელებლად.
    ესე იგი თქვენც მზად ხართ, რომ მსოფლიო უფრო ნათელი და სიყვარულით აღსავსე გახადოთ?!
   დაფაზე ვაკრავ ფერად ბურთებს, რომელზეც წერია პერსონაჟთა სხვადასხვა სახელი. პერსონაჟთა სხვადასხვა სახელი. (თეაუ - ‘’გოგონა ღამე ,რომ შეუყვარდა’’; ეთერი - ‘’ეთერი’’; მირანდუხტი - ‘’მირანდუხტ’’, ანაუ - ‘’მეიარაღის გოგოს ამბავი’’; ბაია - ‘’ბაია’’.
მოსწავლეები გაიხსენებენ იმ მოთხრობებს, რომლებიც ადრე ჰქონდათ წაკითხული. გამოთქვამენ თავიანთ დამოკიდებულებას ამ ნაწარმოებებში არსებულ მთავარ თემებზე. ვსვამ შეკითხვას: რას ფიქრობთ საინტერესო იქნება კიდევ ერთი გოგონას გაცნობა თქვენთვის, რომელიც წონასწორობის შენარჩუნებით, უცნაური სიმშვიდით, ფაქიზი სილაღით ცვლის უფროსების ქვეცნობიერს?
 მოსწავლეები გასცემენ პასუხს ჩემ მიერ დასმულ კითხვას.
                                                                                                                

                                                                                              10წთ.
B–ფაზა–ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 2- გაკვეთილზე შესასწავლი  მოთხრობა „ მუხის “ წაკითხვა. 5წთ

               წაკითხვამდე დავსვამ შეკითხვას
. რა მოლოდინს აღძრავს თქვენში სათაური?
     მოსწავლეთა  სავარაუდო   პასუხები
მოსწავლე კითხულობს ტექსტს. პარალელურად ორი მოსწავლე ჩრდილების თეატრს წარმოგვიდგენს.                                                                                                                         
აქტივობა 3- ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით აგებული კითხვები  ტექსტთან დაკავშირებით.
                 მოსწავლეები მსჯელობენ და პასუხობენ კითხვებზე
 გაჩერება 1.რის შესახებ არის ტექსტი?
.ტექსტი ეყრდნობა მთლიანად გამოგონილ ამბავს თუ რეალურ ამბავს?
 როგორია თქვენი დამოკიდებულება ტექსტისადმი და რატომ?
.რა მიმართებაა ნაწარმოებსა და სათაურს შორის?
ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი.
.რომელ ეპოქას განეკუთვნება ნაწარმოები?
რა გეოგრაფიული გარემოა წარმოდგენილი ნაწარმოებში?
 
 
. მოიძიეთ ტექსტში ეპიზოდები, რომელშიც გოგონას ქცევაა გადმოცემული და დაახასიათეთ როგორია ის;
 . გადმოეცით საკუთარი სიტყვებით როგორი ადამიანია მონადირე.
   გაჩერება 2.        მოსწავლეები დაფაზე ჩამოწერენ მათ თვისებებს;
 . განსაზღვრეთ, რა გრამატიკული საშუალებებითა  და მხატვრული ხერხებითა  გადმოცემული პერსონაჟთა თვისებები;
.მხატვრული ხერხები ავტორისეულია თუ რომელიმე წყაროდან მომდინარეობს?
. რომელი ფრაზეოლოგიზმია გამოყენებული ტექსტში?
გაჩერება 3.. გამოყენებულია თუ არა უნივერსალური ამათუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი სიმბოლური ხატები?
 . რა ფუნქციას ანიჭებს ავტორი მუხას?
 . არიან თუ არა ხეებიც, ადამიანების მსგავსად სოციალური არსებები?
 . რისი სიმბოლოა მუხა?
. ვის გვაგონებს მუხა რეალურ ცხოვრებაში?
. ბუნებამ თავად უშველა ნაჭრილობებ მუხას. როგორ?
 . რა ფერებად აღიქვამთ ამ ნაწარმოებს?    
გაჩერება 4. ერთი სიტყვიდან აწარმოეთ მეტყველების სხვადასხვა ნაწილი;(მუხა, მუხროვანი, მუხნარი, მუხიანი, მუხლი, ამუხრუჭებს, მუხაშავრია, მუხუდო, მუხამბაზი, მუხლუხო, მუხნარი მუხმოდრეკილი და ა. შ.)       
 გაჩერება 5.ახსენით რა პრობლემაა გადმოცემული ამ ნაწარმოებში, რა არის მიზეზი მისი არსებობისა და რისი მეშვეობით შეიძლება ამ წინააღმდეგობის დაძლევა?
. რა არის გონიერება?
სავარაუდო პასუხი გონიერება შემეცნება, შეგრძნება და გათავისებაა საკუთარი უმეცრებისა;
.გონიერება ნათლის გზაზე შედგომა ,სიკეთის ნდომა, საკუთარი თავის შეცნობა და სიყვარულის წყურვილია.

გაჩერება 6.რამდენად ახერხებს ავტორი უარყოფითი გმირის მიმართ იყოს მიმტევებელი?
.გოგონა თავისი ქცევით ექომაგება თუ არა დაჩაგრულ უბიწოებას, შებღალურ სიკეთესა და სილამაზეს?
.შეძლო გოგონამ შეეცვალა იმ დროშივე, რომელშიც ცხოვრობს, პაპა და მისი სახით სამყარო?
  .შეაფასეთ, მოახერხა თუ არა რეზო ინანიშვილმა ადამიანის ცოდვილ სულში მადლის მარცვლები აღმოეჩინა და დავეჯერებინეთ იმაში, რომ ღვთის ხატებასა და მსგავსებას გაღვიძება სჭირდება?                          18წთ.

     აქტივობა 4
ვენის დიაგრამა

 მოსწავლეები შეეცდებიან დაინახონ, ამოიცნონ პატარა გოგონების მსგავსება - განსხვავება.                                                                                                   2წთ.

აქტივობა 5

გონიერი ცხოვრების უნივერსალური “რეცეპტი’’
  (მუშაობა წყვილებში)
  ნაწარმოებებიდან გამომდინარე, მოსწავლეები ერთმანეთს  სავარაუდო რჩევებს აძლევენ:
. საჭიროა საკუთარი თავის შეცნობა;
.საკუთარ თავში ამპარტავნების დამარცხება;
.უმჯობესია აჯობო საკუთარ თავს , ვიდრე ბუნებას;
.გულში დამალული  ნატვრისთვალის პოვნა;
 .სიღრმისეული გააზრება და მუდმივი თვითდაკვირვება;
. სინანულის ცრემლით სულის განწმენდა;
 .არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე თუ გონიერებით არ განსჯი მას;
 .გონება სულის მკვებავია;                                                                                       5წთ.
                                                                                                                                                                                                       
 C–
ფაზა რეფლექსია.
აქტივობა 6
                                                                                              5წთ                                                                                                                   
 მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ რაზე იმუშავეს, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად. მიმართულების მიმცემი კითხვების საშუალებით მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ გონიერება  სიყვარულით ნასაზრდოები,  სასიცოცხლოდ აუცილებელი ღირებულებაა და მისი საშუალებით თვით ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.

                                                                                                       
აქტივობა 7
დღის სიტყვები- გონიერება, სიყვარული
მოსწავლეები დაასკვნიან, რომ ეს არამარტო დღის, კვირის, წლის, საუკუნის სიტყვებიცაა. 1წთ.
აქტივობა 8 - საშინაო დავალება-  დაწერეთ პატარა მოთხრობა: ‘’იყო ერთი გოგო...“1წთ.
აქტივობა 9.  შეფასება -3წთ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი

მოსწავლეები შეფასდებიან იმის მიხედვით, რამდენად შეძლეს საკუთარი აზრის გადმოცემა, არგუმენტირებული მსჯელობა და ლოგიკური აზროვნება.

                                   გაკვეთილში ჩართულობის  შეფასების  რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
დისკუსიაშიაქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველებისელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველებისელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულადწარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისმცემელია
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
ტექსტის ანალიზი
მოსწავლე აანალიზებსტექსტს, მოჰყავსდამაჯერებელიარგუმენტებინაწარმოებიდან,მოსწავლეს შეუძლიაგანასხვავოს ტექსტშიფაქტობრივი,კონცეპტუალური დაქვეტექსტურიინფორმაცია. 
მოსწავლეაანალიზებსტექსტს, მოჰყავსარგუმენტებინაწამოებიდან,შეუძლია ტექსტშიიპოვოს მთავარიაზრისგამომხატველიწინადადებები.
მოსწავლენაწილობრივაანალიზებს ტექსტს,მოჰყავსარგუმენტები,მაგრამ ზოგჯერარასწორი, უჭირსმთავარი აზრისგამოტანა.
მოსწავლე ვერაანალიზებს ტექსტს,ვერ მოჰყავსარგუმენტები, ვერგამოაქვს მთავარიაზრი.
        
                                                           თვითშეფასება

№
კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები და  კონკრეტული  იყო
2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად

                                          გაკვეთილის თვითშეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
შეფასება (1, 2, 3 )
1
მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
2
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
3
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
4
საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალი მასალის ასახსნელად
5
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;
6
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები
7
დასახულ მიზნებზე ორიენტირება;
8
დისკუსიის დრო შევძელი კლასის მართვა;
9
მოსწავლეებს ახალი გაკვეთილი ავუხსენი გასაგებად;
10
სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო
11
დებატების დროს მოსწავლეები იცავენ მთავარ პრინციპს-არ ჩხუბობენ, კამათი არ გრძელდება სხვა გაკვეთილზეც
12
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
13
ვაცნობიერებ პასიხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე
14
ვაცნობიერებ კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა არაფორმალური
როლების მნიშვნელობას და ხელს ვუწყობსაკლასო ერთობის შექმნას;
15
ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები


      რა დადებითი და ხელის შემშლელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი   საგაკვეთილო პროცესში                                                                                    
 ხელის შემწყობი                                 ხელის შემშლელი
 
                                                                                          
         1.                                                                           1.
         2.                                                                           2.
         3.                                                                           3.

среда, 13 марта 2019 г.

რას ნიშნავს, როგორია  კარგი გაკვეთილი?  ეს კითხვა სასკოლო  სფეროში დასაქმებული ადამინიებისთვის  საინტერესოა,  ალბათ,  ყველას  აქვს ნაფიქრი ამ თემის შესახებ.
მიმდინარე წლიდან  საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ  როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური პირებისგან ითქვა,  სახელმწიფო დაიწყებს ვიდეო გაკვეთილების შეფასებას.  ეს იქნება გარე შეფასების კომპონენტი, ახალი სქემის მიხედვით.
შეფასებას  სჭირდება გარკვეული კრიტერიუმები,  რითაც უნდა იხელმძღვანელოს შემფასებელმა,  ამ შემთხვევაში, შეფასებისა  და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.  თუ რა კრიტერიუმებია, რომელიც განსაზრვრავს რომელი ჩაითვლება კარგ გაკვეთილად,  რომელი არა?  ამ ეტაპზე არ არის ცნობილი,  ამიტომ “სასკოლო კვლევების ცენტრმა” გადავწყვიტეთ შევკრიბოთ და შევაჯამოთ ის ცოდნა,  რაც ამ საკითხზე არსებობს თვითონ პრაქტიკოსებში. ამ მიზნით,  ჩატრადა ონლაინ გამოკითხვა, სადაც 30- მდე მონაწილემ ( მასწავლებლები, მშობლები , მოსწავლეები) გამოთქვა საკუთარი აზრი,  იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი.  ასევე მოხდა საერთაშორისო  ექსპერთა ნააზრების გაანალიზება. შედეგად  ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კრიტერიუმი,  რაც უნდა ახასიათებდეს კარგ გაკვეთილს.
ვფირობთ,  აღნიშნული კრიტერიუმების  ცოდნა დაეხმარება  პედაგოგებს, დირექტორებს და სხვა თემით დაინტერესებულ პირებს  საკუთარ საქმიანობაში.
ვნახონთ  კრიტერიუმები:
  • მოსწავლეთა  ჩართულობა
კარგია გაკვეთილი,  როცა  მიუხედავად  რაოდენობისა,  ყველა მოსწავლეა მასში ჩართული,  ყველას ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს,  როგორც ყველა მოსწავლის  ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას,  ასევე  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს.  მთავრია,  რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან,  რასაც პედაგოგი წარმართავს.  ამას მასწავლებელი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“ კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად  ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით,  რომ არის გაკვეთილი დატვირთული იმით და არა სიმკაცრით და დასჯით.”
  • თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს
კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის,  არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რათქმაუნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული,წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით,  მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით.გასათვალისწინებელია წინარე ცოდა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები.  გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეო მასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით შექმნას პრეზენტაციები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”
  • უნარების განვითარება
კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან  უნარების განვითერებაზე მაგალითად, ეფექტური  კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების,  ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა  დიდი ყურადღება იყოს დათმობილი  სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე,  თუ როგორ  ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრავენ უნარების განვითარებას ბავშვებში:  მაგალითად,  ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს.  ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“გაკვეთილი კარგია მაშინ, როცა სასწავლო  მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან,როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი.ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება,გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”
  • მასწავლებლის  როლი
კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი  ასრულებს   აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით,   არ უთმობს  დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს  აზრების გამოთქმის საშუალებას.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:
“კარგია გაკვეთილი, როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში,ოღონდ არა  მარტო ერთეულე მოსწავლეები  აქტიურობენ არამედ ყველა შეძლებისდაგვარად”
 ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:
“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცეს,  რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”

  • ტექნოლოგიების გამოყენება
კარგი გაკვეთილი  აუცილებლად უნდა იყენებდეს ტექნოლოგიას შესაბამისად.  რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.
ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე  პედაგოგის მოსაზრება:
“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”

“კარგად დაგეგმილი პროცესი, მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება, რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “  –მასწავლებელი
  • საკლასო ოთახის დიზაინი
კარგია გაკვეთილი,  სადაც საკლასო ოთახის დიზაინი,   მერხების განლაგება, წყობა  შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას.  კარგია თუ  მოსწავლეები გავეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს  დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.
  •  კარგი გაკვეთილის შედეგი
კარგი გაკვეთილი  უნდა ანგრევდეს  მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით,  ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის  საშუალება. უნდა  უტოვებდეს  მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ  გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.
  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან
კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და  სწავლას შორის,  არ უნდა იყოს საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული.
  •  სახალისო
კარგია გაკვეთილი,  როცა  მოსწავლეებს  უხარიათ იქ შესვლა  არის სახალისო, გარკვეულიწილად.
გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:
“სტრუქტურულად გამართული,აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები გათვალისწინებული.რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული.შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური.სახალისო და დაძლევადი”

ნახეთ  გამოკითხვაში მინაწილეთა  სხვა საინტერესო მოსაზრებებებიც:
“კარგი გაკვეთილი არის ის 45 წუთი როდესაც ბავშვები საათს არ უყურებენ. არიან ჩართულები გაკვეთილის მსვლელობაში, სვამენ თემატურ კითხვებს, იღებენ ზუსტ და ამომწურავ პასუხებს ოღონდ აქ არ ვგულისხმობ გამზადებულ და ლექსად ნასწავლ პასუხებს. საუკეთესო გაკვეთილი ისაა სადაც ზმნის უღლებასაც სწავლობ, ან ტრიგონომეტრიასაც და მათ ცხოვრებისეულ დანიშნულებასაც”. – სტუდენტი
“რაც მთავარია გაკვეთილზე მასწავლებლი უნდა ანხორციელებდეს    დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას.  მოსწავლეები კი უნდა ახდენდნენ ვარაუდების გამოთქმას ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას” -პედაგოგი
 “თითოეული  გაკვეთილისთვის (და არა  მხოლოდ,,ღია გაკვეთილისთვის”) კარგი  პედაგოგი კარგადაა  მომზადებული. ასეთ გაკვეთილზე მასწავლებელი ბოლომდე  იხარჯება,  მოსწავლეების  დაინტერესებაზე ზრუნავს,  კლასში რთულ  საკითხებს  მარტივად  გადმოსცემს  და პროგრამას ხელოვნურად  არ ართულებს, ნებისმიერ  კითხვაზე   არა დამთრგუნველი   პასუხის გაცემა შესწევს. ვფიქრობ,  მხოლოდ  ამ შემთხვევაში  და  ასეთმა პედაგოგმა   უნდა მიიღოს კლასში საკუთარი მოსწავლეებისაგან  შედეგი. საბედნიეროდ,  ასეთი პედაგოგები  მრავლად არიან, სწორედ ასეთები  უნდა ქმნიდნენ ამინდს სკოლაში  და არა ის მასწავლებლები,  რომლებიც უსამართლობას, შუღლს, დაზუთხვას, დამატებითი გაკვეთილების აუცილებლობას    აიძულებენ  და  სასწავლო პროცესში  ძალადობრივ  მეთოდებს  იყენებენ.  საქართველოში  სკოლების მთავარი პრობლემა – ავტორიტარიზმია.  მოსწავლეს  კლასში რა უნდა მოსთხოვოს  მოძალადე პედაგოგმა? ” –   მშობელი

“გაკვეთილი გამოვა კარგი, თუ, უპირველეს ყოვლისა, მოხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოლუსების დაახლოება, იერარქიის დაძლევა, მაგრამ არა ურთიერთპატივისცემის გაქრობის ხარჯზე, პირიქით – მოსწავლე პედაგოგისგან იმხელა პროფესიონალიზმს, თავმდაბლობას  და სიყვარულს უნდა გრძნობდეს, რომ ადამიანურობა გადამდები აღმოჩნდეს მოსწავლეზე. ხოლო, თუ რა არის პროფესიონალიზმი პედაგოგისგან, მოგახსენებთ, რომ პროფესიონალი პედაგოგი ქვია ისეთს, რომელიც, ისე წარმართავს გაკვეთილს, რომ მოახდენს პრობლემების წამოჭრას, რაც, უდაოდ გამოიწვევს მოსწავლეების ჩართულობას და, შესაბამისად, განავითარებს ანალიტიკურ აზროვნებასაც. საშუალო განათლების საბოლოო მიზანიც ხომ ეს უნდა იყოს – საზოგადოებას შემატოს საღად მოაზროვნე სუბიექტი, თუნდაც, მან აღარ გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.”-  პედაგოგი 
პირველ რიგში გაკვეთილი უნდა იყოს კარგად დაგეგმილი,რომლის დროსაც მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კომპონენტები: მიზანი,წინარე ცოდნა,აქტივობები-შესაბამისი გაკვეთილის მიზანთან,სასწავლო მეთოდები-შესაბამისი აქტივობასთან,სასწავლო რესურსები,აქტივობისთვის დრო,კლასის ორგანიზების ფორმები, მიღწეულიშედეგი და შეფასება. – პედაგოგი

суббота, 5 января 2019 г.

ცისა და მზის ხატი




           ერთხელ ჰუნებთან გამარჯვებულმა ირანს მიმავალმა შაჰმა, გზად გაიარა
 საქართველოში. შაჰს ეახლა პიტიახში.იაკობიც(ცუტაველი) თან წაიყვანა. შაჰმა თავის კარავში პოეტთა და ფილოსოფოსთა ტურნირი გამართა ყველას თავისი ენა უნდა ექო. შაჰს არ ეეჭვებოდა, რომ ყველა შეაქებდა სპარსულს, ან სპარსნი იტყოდნენ უკეთეს ქებას,ვიდრე სხვა ერის შვილნი. გამოვიდა სპარსი და აქო ფარსის ენა. ბიზანტიელი აქებდა ელინურს. ყივჩაღმა თავისი ენის დიდება თქვა. ალანმა თავისი დედაენა ადიდა. ჯერი ქართულ ენაზე რომ მიდგა, პიტიახშმა ცურტაველი გაიყვანა ასპარეზზე. -შენი ენა ვინ შექმნა? -ჰკითხა პირქუშმა შაჰმა ცურტაველს -ჩემი ენა ღმერთმა შექმნა! უპასუხა იაკობმა ჯიქურ. -რომელმა? -ოკითხა ისევ შაჰმა-რომელმა ღმერთმა? ბუდამქრისტემ,შივამ თუ ზარათუშტრამ? იაკობი ერთხანს დუმდა მერე დაუმატა: იმ ღმერთმა,ვისი ჯვარიც გულზე მკიდია. არ ეჭაშნიკა ეს შაჰს. არ მოეწონა,მაგრამ არაფერი თქვა. შაჰი თეთრ ჰონებს ეომებოდა და ქართველებთან გადაკიდებას ერიდებოა და თქვა იაკობმა ქართული ენის ქება. -შეხედე ქართულ ცას, ვარსკვლავების ალმასითაა მოჭდილი.იმ ვარსკვლავთა შუქია ქართულ ენაში. მზერა მიაპყარით ჩვენს მთებსა და კედლებს! მათი სიმტკიცე და გამძლეობა,სილამაზე და სიმაღლეა დედა ქართულში. შეხედეთ ქართულ ყანას, მისი ბარაქიანობაა ქართულ ენაში. ერთ სიტყვას გადააგდებ სიბრძნის ხნეულში და ათას პურის მარცვლად ამოთავთავდება ის დალოცვილი. ნახეთ ეს ხმალი ფარნავაზიან-გორგასლიანი,მისი პირივითაა მჭრელი ენა ქართული. ჩემი ენის ბგერა და თვისება-სამყაროს ბგერათა და თვისებათა ანარეკლია. თვალი მიაპყარით ლამაზ ქართველ ქალს. არა არის რა მასზე მშვენიერი ამ ქვეყანაზე. მისი სილამაზე და სინაზეა ქართულ ენაში. შეხედეთ ცას,მზესა და მთვარეს,მათი ხატია ქართულ ანბანში.მათი შუქია ქართლოსის ენაში. შეხედეთ ჩანჩქერს მათი ხმაურია ქართულს ენაში. მოუსმინეტ ზღვას-მისი ქუხილია არეკლილი ქართულს ენაში. ყური დაუგდეთ ბულბულს და თქვენ იგრძნობთ მისი გალობის ეშხს მამა-პაპის უკვდავ სიტყვებში გულისყურით მოუსმინეთ დედის ნანას და თქვენ იგრძნობთ მის სითბოს ქართულ ენაში. მიაყურადეთ ზვავების გრუხუნს და მეხტა ტეხას,თქვენ იგრძნობთ მათ ლაწალუწს და ძალას ქართულს ენაში. შეხედეთ არწივს, როგორ კრავს ირაოს ფხოვის მთათა მწვერვალებზე. ქართულ ენაში არის იმ არწვის გაფრენის სიმაღლე და სილამაზე, ქართულ ენაში არეკლილია იმ მწვერვალების თოვლის სითეთრე და სიწმინდე. ოქროპირობდა და ამკობდა ენას იაკობ ხუცესი. შაჰი უსმენდა. -ამბოენ,რომ ალექსანდრე მაკედონელი შეყვარებულთან სოლომონ ბრძენის ენაზე ლაპარაკობდა, მტერთან-სპარსულ ენაზე, ღმერთთან-ელინთა ენაზე,მოყვარესთან-ესპანურ ენაზე, თქვა ნიშნის მოგებით შაჰის კარის პოეტმა-რამდენადაც ვიცი მან ქართული ენა არ იცოდა. იაკობი არ დაიბნა. -მაგრამ მას რომ სცოდნოდა ქართული, ის იპოვიდა მასში სოლომონ ბრძენის ენის სიტკბოს, სპარსულის ძალას, ელინურის კეთილხმოვანებას, ესპანურის მუსიკას, და კიდევ აქადურისა და შუმერულის სილამაზესა და ხეთურის სიდიადეს,-თქვა ცურტაველმა. ქართულ სიტყვას არ აქვს თავისი ფერი,მუსიკა,სიბრძნე. ეს სიტყვა უფრო ღრმაა,ვიდრე მტკვარი და შავი ზღვა,უფრო მაღალი ვიდრე მყინვარი,უფრო მტკიცე, ვიდრე ქართლის ქვაციხეები…ეს სიტყვა უფრო რეკავს,ვიდრე ზარები შენთა სამრეკლოთა,დედაო მცხეთავ ის უფრო თბილია ვიდრე დედის უბე და უდრო საყვარელი,ვიდრე საბედო ქალწული… ამ ენას შეუძლა გამოთქვას ყველაფერი,რაც თქმულა და რაც არ თქმულა კაცთა მოდგმის მიერ სამყაროს შექმნის დღიდან და ისიც თქვას, რაც ჯერ არ ითქმის. და მჯერა დღესა მას მეორედ მოსვლისა, ღმერთი ამ ენაზე განკითხავს მსოფლიოს. – იაკობ ცურტაველო, ოქროპირო. შენი ფრესკით უნდა იყოს მოხატული საქართველოს ციხე-ტაძრები, -თქვა პიტიახშის კარის პოეტმა და ატირდა. პიტიახშს დანა კბილს არ უხსნიდა. ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა : -იაკობ არ შეგეშინდებოდა შაჰს თავი რომ მოეჭრა სენთვის? -კაცს რომელიც დაიზარებს თავისი ენისათვის თავის დადებას,ჩათვალეთ რომ თავი არ აბია,-უპასუხა იაკობმა.
 “უკანასკნელი ორთაბრძოლა”

ლადო ალფენიძე

суббота, 29 декабря 2018 г.

ჩამონისლური პოეზია

ტარიელ ხარხელაური · 
აღსარება პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე -
შიში ისე მოედო ჩემს სისხლსა და საფშვინველს,
არაფერი არ შველის კეთრით სნეულ სამყაროს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.
არაფერი არ დამრჩა ირგვლივ დაუკოცნავი,
წინაპართა საფლავებს მუხლმოყრილი ვეახლე,
თქვენო უწმინდესობავ, ალბათ უკვე დროც არის -
შევეგუო წარმღვნელს და დამანგრეველ სიახლეს.
ბევრი ღამე მუხლმოყრილს მიტირია ხატებთან,
რომ როგორმე ჩემს ძველ სისხლს ეგრძნო შვება მცირედი,
მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ის დილა არ გათენდა -
გაღვივება ვერ შევძელ მინავლული იმედის.
თქვენო უწმინდესობავ, დღეს ყველაფერს დრო ცელავს,
უმძიმს ხნიერ პლანეტის ჩამოღვენთილ იოგებს,
თქვენო უწმინდესობავ, როგორ შევძლო მოთმენა -
მექცეოდეს სამშობლო, და მე არა მტკიოდეს...
ხან თუ გაბეზრებული ფიქრს ნისლივით ამოვშლი,
იქ ვარ ჩამომჩვარული, სადაც უნდა ვხვიოდე,
თქვენო უწმინდესობავ, ამ შემზარავ ქაოსში
როგორ შესამჩნევია ჩემი ქვეყნის სიობლე.
ჩემი ყოფნა სამზეო დროით განსაზღვრულია,
კოშმარული ხილვები და ქარები მარწევენ,
აქ ჩემ ირგვლივ რაც ხდება, შევეგუე სრულიად,
არაფრისგან არ ვცდილობ ახლა თავის დაღწევას.
თქვენო უწმინდესობავ, დრო მკარნახობს რომ ვცდები,
ვერ ავყარე ფიქრები საშიში და მზარავი,
ყოველ მზის ამოსვლისას გამოვდივარ ლოცვებით
და ცრემლივით სველია ჩეი ლურჯი კარავი.
თქვენო უწმინდესობავ, აქ სტრიქონი ყოველი
ჭმუნვით გაჯერებული გულის მონაწერია,
ვდგავარ ქედდადრეკილი და შენდობას მოველი,
ამ ცოდვათა შენდობა - ვიცი რთულზე რთულია.
თქვენო უწმინდესობავ, დამიშვია აფრები,
აირია ამინდი, და ხშირია ნისლობა,
ის რაც ეჭვს გარეშეა, დროში ვერა ვთანხმდებით -
საქართველოს გარეშე მე და მარადისობა.
თქვენო უწმინდესობავ, ტკივილების შენდობას
ამ ტკივილთა გარეშე როგორ გაგიბედავდი,
ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან
შენს ლოცვებში, და შენში, საქართველოს ვხედავდი.
თქვენო უწმინდესობავ, ახლა ღონემიხდილი
დასერილი ფიქრებით მინდორს ვგავარ ნაურმალს,
მეშინია სიცოცხლის, არც შვებაა სიკვდილი -
ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურვებს.
თქვენო უწმინდესობავ, თუ ფარ-ხმალი დავყარე,
შიში ისე ხარბად ღრღნის ჩემს სხეულს და საფშვინველს,
ახლაც შეშფოთებული ვაკვირდები ვარსკვლავებს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.
ტარიელ ხარხელაური

среда, 5 декабря 2018 г.

რეზო ინანიშვილი






                                   
                                                                             
ქართულ ლიტერატურაში ქალი პერსონაჟების როლი ძალიან მცირეა. უმეტესად მათ სიმბოლური დატვირთვა აქვთ და დედას, მაცდურს, მუზას ან მსხვერპლს, ხშირად დაჩაგრულ საქართველოს განასახიერებენ. გამონაკლისია რევაზ ინანიშვილის შემოქმედება, სადაც მწერალი განსხვავებულ, ძლიერ და საინტერესო გოგო პერსონაჟებს წარმოგვიდგენს. გარდა ამისა, ორივე სქესის გმირების რაოდენობა დაბალანსებულია. ვფიქრობ, რევაზ ინანიშვილს, სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც ქალის  გონიერების, ძალისა და სექსუალურობის შესაძლებლობა დაუშვა.
რეზო ინანიშვილის ბევრი მოთხრობა მიყვარს, ერთს მაინც ვერ ავირჩევდი, ამიტომ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით, რომლებშიც მთავარი პერსონაჟები ქალები არიან.
ჩემთვის  რევაზ ინანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, საინტერესო და განსხვავებული პერსონაჟია გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა (მოთხრობიდან „გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა“). ის მხოლოდ იმით იყო გამორჩეული, რომ ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად  ხედავდა, ვიდრე ჩვენ. ინანიშვილი აღგვიწერს იმ ზღაპრულ სამყაროს, რომელსაც მხოლოდ გოგონას თვალები ამჩნევს. მაგალითად, როდესაც ჩვენთვის ხე უბრალოდ ყვავის, მისთვის ყოველი კვირტი თოთო ბავშვივით იღვიძებს და თვალებს იფშვნეტს. სურათი, რომელსაც ინანიშვილი გოგონას ხედვით გვიხატავს, გვიჩენს სურვილს, ჩვენც შეგვეძლოს “მზის სხივებით სავსე უღრან ტყეში’’ მოვხვდეთ, სადაც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავენ. ვფიქრობ, ბავშვისთვის შემოქმედებითობის უნარის განვითარება ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. ამ მოთხრობას კი მშობლებისთვისაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. გარდა ამისა, ეს ტექსტი აღუძრავს მათ სურვილს, იყვნენ გოგონასავით მამაცები. ღამეც ხომ მისი უშიშრობით იხიბლება და აჩვენებს  სილამაზეს, რომელიც მის წიაღშია.
რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებებიდან კიდევ ერთი უსაყვარლესი გმირი ლარაა (მოთხრობიდან „ლარა“ ). მოთხრობაში ძლიერ, დამოუკიდებელ, დახვეწილ ქალ პერსონაჟს ვეცნობით, რომლის უპირობო ზრუნვა ისეთი ადამიანისადმი, როგორიც მამამისია, კიდევ უფრო მაღალ და ძლიერ პიროვნებად წარმოაჩენს ლარას. ის სხვებს არ ჰგავს, მისი ცხოვრების სტილი განსხვავებულია. ის არ ერევა ცნობისმოყვარე და სხვაზე “ჩურჩულ-პრუტუნის” მოყვარულ სამეზობლოში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ინანიშვილი ლარას სახით გვაჩვენებს იმ ცვლილებას, რომელიც მწერალს უნდა, რომ საზოგადოებაში დაინახოს. ამას კი ქალი პერსონაჟით აკეთებს, რაც  ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური გარემო, რომელიც გოგონებს საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ ასმევინებს, ხელს უშლის საზოგადოებას, განვითარდეს და ყველასათვის თანასწორუფლებიანი, სამართლიანი გარემო შექმნას. ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. რევაზ ინანიშვილი ლარას პერსონაჟით გენდერთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ქართულ ლიტერატურას სჭირდება მსგავსი სახეები, რათა მკითხველი გოგონები საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ.
რევაზ ინანიშვილი მოთხრობა „მეირაღის გოგონას ამბავში“  ქალის ხელით ცვლის სამყაროს.  გოგონას უბრალო ქმედებით იარაღს ყვავილები ანაცვლებს და უბედურებაც მალევე იცვლება ბედნიერებით. ცოლის სიკვდილის შემდეგ მეიარაღეს პირველად ეღიმება, როდესაც შვილის მიერ მოტანილ ლარნაკში ჩაწყობილ ყვავილებს შეამჩნევს. “მან რაღაც უცნაური რამ იგრძნო. ეს თითქოს სინათლე იყო, სინათლე კი არა, სითბო იყო, სიწყნარე იყო, სურნელება იყო ერთდროულად.” დღევანდელ სამყაროში, სადაც იარაღი ატომია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეიარაღის გოგონების არსებობა, რადგან თანამედროვე იარაღმა შეიძლება სრულიად იმსხვერპლოს დედამიწა.
რევაზ ინანიშვილმა თავისი ჰუმანურობით  ისიც შეძლო, რომ  ძველი ქართველი ქალის მწუხარება შეეგრძნო („ძველი ქართველი ქალი“ ) და “კალოს ბზესთან ერთად  განიავებული სილამაზე” დაიტირა. მოთხრობა “ძველი ქართველი ქალი” გაგრძნობინებს იმ უსამართლობას, რომელსაც პატარა ასაკში ძალადობით დაოჯახებული გოგონები განიცდიან. ეს პრობლემა რაიონებში დღესაც არსებობს. ასეთ ქალებს კი ხშირდ არჩევნის გაკეთების საშუალებაც არ აქვთ. “მეტი რა გზა მაქვს, ქართველი ქალი ვარ, დედ-მამის შვილი, ნათესავების პატრონი, ვაბივარ და ვტრიალებ…”. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი დღესაც  ქალის „ღირსეულ“ ბედს ასე აღიქვამს. კიდევ უფრო სამწუხაროდ, ასე მოაზროვნე ოჯახში აღზრდილ გოგონებს თავიანთ ფუნქციად მხოლოდ ქმარსა და შვილებზე ზრუნვა მიაჩნიათ. თავს აიძულებენ დათრგუნონ საკუთარი ოცნებები, გრძნობები და ემოციები, განსაკუთრებით — სექსუალურობა.  „გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირს კინოში რომ კოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!“ — ამბობს ფინალში ძველი ქართველი ქალი და ვფიქრობ, იმისთვის რომ გაქრეს ძველი დრო და დაიმსხვრეს ძველი სტერეოტიპები, ხშირად უნდა ვიკითხოთ რეზო ინანიშვილი, განსაკუთრებით გოგონებმა

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი