მითები ინკლუზიურ სკოლებზე
საზოგადოებაში დამკვიდრებულია არაერთი მცდარი შეხედულება და მითი ინკლუზიური განათლების სისტემის შესახებ. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
მითი - I: ინკლუზია - ეს არის სისტემის ლამაზი დასახელება, რომლის წიაღშიც სინამდვილეში ყველა უწესრიგოდ არის თავმოყრილი
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ინკლუზია - ეს არა მარტო „კეთილი ნების” მიდგომაა, არამედ ის გახლავთ საკმაოდ დახვეწილი და ეფექტური ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს (განურჩევლად იმისა, ინვალიდობის მქონენი არიან ისინი, თუ არა) მეტი საშუალება ქონდეთ, რათა აღიმაღლონ კვალიფიკაცია, როგორც სწავლების, ასევე სოციალური აზროვნების სფეროში. ინკლუზია ბავშვების უბრალო თავშეყრას არ ახდენს, არამედ ის თითოეულ ბავშვთან მუშაობს და საშუალებას აძლევს მას თავი მეტად კომფორტულად და დამოუკიდებელ ინდივიდად იგრძნოს.
იგი არის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას, შესაძლებლობას და მათ განსხვავებულ ინტერესებს, ამიტომაც მისი კონცეფცია ეწყობა თითოეული ბავშვის შესაძლებლობისა და მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელთა და სპეციალურად მომზადებული პედაგოგების როლი, მოღვაწეობა, რათა თითეულმა ბავშვმა სწავლის პროცესში საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინოს.
მითი - II: ინკლუზიური განათელბა ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლე, ვისაც სწავლისთვის სპეციალური მოთხოვნილება გააჩნია და საჭიროებენ სხვადასხვა სახის დახმარებას, ვერ დაეუფლებიან ცოდნას და იმთავითვე განწირულნი არიან სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენისათვის.
ეს არასწორია! ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინკლუზიური განათლება გულისხმობს - მასწავლებლები ინდივიდუალურად დაეხმარონ აბსოლუტურად ყველა ბავშვს. ამ შემთხვევაში ისინი არ არიან რაიმე ნიშნით დაყოფილნი. ბავშვები განათლებას მრავალ ადგილას და განსხვავებული საშუალებებით იღებენ. ინკლუზიური სკოლები მეტად მოქნილნი არიან ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის ეხმარება, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს გაუწიონ მიზანმიმართული თანადგომა და დახმარება.
მოქნილი განრიგი, მშობლებთან მუშაობა, საზოგაოდებრივი ორგანიზაციების შეთანხმებული მოქმედება, ერთობლივი კლასგარეშე სამუშაო - აი, არასრული ჩამონათვალი იმ საშუალებებისა, რომლებიც ეხმარებიან პედაგოგებს უკეთესად განეწყონ ბავშვების ინტერესებისა და მოთხოვნების მიმართ და უზრუნველყოფს იმას, რომ ინვალიდობის მქონე ბავშვებმა მიიღონ ჯანსაღი და სრულფასოვანი განათლება ნებისმიერი დახმარებისა და საკუთარი სურვილის ხარჯზე.
მითი - III: ინკლუზია ნიშნავს, რომ ყველა მოსაწავლე ვალდებულია სასწავლო დრო სრულად გაატარონ მხოლოდ საკლასო ოთახებში.
ეს წარმოდგენაც არაზუსტია! ინკლუზიური განათლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მთავარი არა ერთ ადგილზე ყოფნა, არამედ სწავლის პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება და თანამშრომლობა გახლავთ. ნებისმიერი ბავშვი იღებს განათლებას იქ, სადაც მისთვის ხელსაყრელია და ტრადიციული საკლასო ოთახი მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი ადგილთაგანია. სასწავლო პროგრამას მოსწავლე ვერ აითვისებს ოდენ სასკოლო ოთახში ჯდომით, არის კიდევ ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილობის ოთახები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვა. ყოვევლივე ამის გარეშე, არ არსებობს სასკოლო ცხოვრება, ამიტომაც ნებისმიერ ბავშვს უნდა შეეძლოს თანაკლასელებთან ერთად დინამიურ აქტიურობაში ყოფნა.
მითი - IV: მსგავსი ტიპის სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე ბავშვები არიან გარიყულნი. მათ არასათანადოდ და ცუდად ექცევიან თანაკლასელები. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის - ინკლუზიური განათლების სკოლებში ინვალიდობის მქონე ბავშვებსა და სხვა დანარჩენ მოსწავლეებს შორის ყალიბდება საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობა ეხმარება მათ ნებისმიერი პრობლემის დაძლევასა და ნეიტრალებაში. ბავშვები აქ თავს კომფორტულად გრძნობენ, მათ არ ერიდებათ ქონდეთ ურთიერთობა ისეთ ბავშვებთან, რომლებიც ერთი შეხედვით მათ არ გვანან. მოსწავლეებს აქ არ ეშინიათ ურთიერთობის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს ინკლუზიური განათლების მეთოდისა და მიდგომების დამსახურებაა.
ინკლუზიურ სასწავლებლებში ინვალიდობის მქონე და არ-მქონე მოსწავლეები, სტუდენტები სამართლიანობის, კეთილგანწყობისა და მეგობრობის ატმოსფეროში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ბავშვებსა და მოზარდებს შორის ხდება გარკვეული უთანხმოებაც, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან ბავშვებს ახასიათებთ ერთმანეთში კინკლაობა და შემდეგ დამეგობრება. ინკლუზიური განათლების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ ეს პატარა წაჩხუბებაც არასდროს არის გამოწვეული ინვალიდობაზე ირონიული მიდგომის გამო.
მითი - V: მასწავლებლებმა არ იციან, როგორ ასწავლონ ინვალიდ ბავშვებს და ეშინიათ, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მათ განსაკუთრებულად მოსთხოვენ პასუხს.
მასწავლებლები სასწავლო გეგმას იყენებენ, როგორც სასურველ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ისინი ასწავლიან ბავშვებს იმას, რაც აუცილებლად გამოადგებათ მათ ცხოვრებაში. ყველა ბავშვი ერთნაირი ეფექტურობით ვერ ეუფლება სასწავლო პროგრამას, ზოგიერთი მათგანი შეიძლება შედარებით ნელა ითვისებდეს მას. ვინაიდან ეს არახალია მასწავლებლებისთვის, მათაც აქვთ შეგნებული, რომ თუ რომელიმე მოსწავლე სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებს პროგრამის ყველა კომპონენტის დროულ ათვისებას, მაშინ აუცილებელია მის მიმართ გამოინახოს ინდივიდუალური მიდგომა, რისი მეშვეობითაც მოსწავლე შეძლებს გაკვეთილის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაციის გაგებას და შეძლებისდაგვარად მოახდენს მის გააზრებას და სწავლას.
ინვალიდობა - ეს არის ერთ-ერთი განსხვავებულობა, ამიტომ არ შეიძლება მისი მქონე ყოველი ბავშვი ერთიანი და სხვაზე იოლი პროგრამით სწავლებოდეს, ესდაუშვებელიცაა! ფიზიკური დარღვეულობა სულაც არ გულისხმობს გონებრივ ჩამორჩენილობას, რიგ შემთხვევაში ასეთი ბავშვები ინკლუზიური სკოლების წამყვანი და თვალსაჩინო მოსწავლენი არიან. პედაგოგი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, მის კომპეტენტურობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
მითი - VI: არაინვალიდი მოსწავლეები დარჩებიან უყურადღებოდ, თუკი მასწავლებელი ინვალიდობის მქონე ბავშვების მიმართ გამოიჩენს მეტ ყურადღებას და მათ სწავლებას დაუთმობს სასწავლო პროცესის უმეტეს ნაწილს.
ნებისმიერი მასწავლებელი გვეტყვის ჩვენ, რომ მის კლასში ერთნაირი ბავშვები არ სწავლობენ. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ ეროვნებით, კულტურით, ინტერესებით, სწავლის ხარისხით და ა.შ. ბავშვი უკვე ინდივიდუალური სუბიექტია და ამიტომ პედაგოგი ვალდებულია ყველა მოსწავლეს, ასევე ინდივიდუალურად მიუდგეს. ინკლუზიურ სასწავლებლებში, როგორც ინვალიდობის მქონე, ასევე არაინვალიდი ბავშვების მიმართ აუცილებლად იქნება გამოყენებული ინდივიდუალირი მიდგომა, ამისთვის კი აუცილებელია, რომ შემდეგი ფაქტორები იქნეს გათვალისწინებული: თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის. ვერც ერთი პედაგოგი ვერ შესძლებს სასწავლო პროგრამის კარგად ჩატარებას, თუ არ გაითვალისწინებს კოლეგების რჩევებს და გამოცდილებას.
პროგრამის მისადაგება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
მასწავლებლები იყენებენ განხსვავებულ მიდგომებს ინვალიდობის მქონე ბავშვებისადმი. პედაგოგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვის ნება-სურვილი და ინტერესი ინფორმაციის და ცოდნის მიღებისა, ბოლომდე კმაყოფილდება. იგიბევრს უნდა მოელოდეს თავისი მოსწავლისაგან, განურჩევლად მისი შესაძლებლობისა,
მითი - VII: როცა ინვალიდობის მქონე ბავშვები ერთ კლასში არიან სხვა ბავშვებთან ერთად, მაშინ მიწოდებული სწავლების დონე კლებულობს, რომ თითქოს იგი მიესადაგება ინვალიდთა უნარებს.
ინკლუზიური მიდგომის შემთხვევაში ყველა მოსწავლე რჩება მოგებული. ეს იმითაც განიპირობება, რომ სწავლების ასეთი ტიპი უქმნის ბავშვებს ინდივიდუალური სწავლების საშუალებას და მასთან ერთად არ ავიწყებს არც გუნდურ პასუხისმგებლობას. როცა მასწავლებელი ინკლუზიური სტრატეგიით მოქმედებს, მაშინ არ ჭირდება მას სასწავლო პროგრამა გააიოლოს, მან უბრალოდ უნდა გაითვალიწინოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა. საშინაო დავალება (მაგალითად ისტორიის გაკვეთილის დროს) ბავშვებისთვის შეიძლება იყოს განსხვავებული და არა საერთო, აქ შეიძლება სხვადასხვა ტიპის დავალება მიეცეს ბავშვებს, თუნდაც ერთი და იგივე თემაზე და დასკვნა ყოველთვის საინტერესო განსახილველი იქნება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ ინკლუზიური განათლების შემთხვევაში საზღვარი ინდივიდუალურსა და კოლექტიურს შორის არ არსებობს. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ცალ-ცალკე ვერც ერთი იარსებებს და ვერც მეორე.
საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ გაკვეთილიდან ყველა ერთნაირი ცოდნით ვერ გამოვა, არამედ თითოეული ბავშვი გაიგებს იმას, რისი შესწავლაც მას შეუძლია.
მოსწავლე აუცილებელია მიყვებოდეს სასწავლო პროგრამას და ითვისებდეს მას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის მიღწევა სხვადასხვა ხერხით და საშუალებით არის განხორციელებადი.
მითი - VIII: ინვალიდობის მქონე ბავშვები უნდა ურთიერთობდნენ მსგავსი ფიზიკური დარღვეულობის მქონე ბავშვებთან. საერთო კლასებში მათ დააკლდებათ ასეთი ურთიერთობა.
სასტიკად მცდარი მოსაზრებაა, რომლის მიხედვითაც ფიზიკური დარღვეულობა ადამაინებს ერთნაირს ხდის. შესაბამისად მცდარია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მათ ერთმანეთთან აუცილებლად უნდა იმეგობრონ.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი ინვალიდობისა, თუ არაინვალიდობისა, აქვს დამახასიათებელი ნიშნები, განსხვავებული ხასიათი, ინტერესი, სურვილები და მისწრაფებები. დიახ, ინვალიდობა არის ფაქტორი, რომელიც თან ახლავს მათ ცხოვრებას და ამის გამო, შეიძლება რაღაც ეპიზოდებში მათ უკეთესად გაუგონ ერთმანეთის, მაგრამ ცხოვრებისეული ინტერესები და მიზნები ამით ნამდვილად არ იცვლება, არ ამოიწურება და ოდენ იმის გამო, ვიღაცას შენი მსგავსი პრობლემა აწუხებს, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება შეუძლებელია.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ბავშვმა დამოუკიდებლად ამოირჩიოს თავისი მეგობარი, ყოველგვარი ფიზიკური ნიშნის და მით უმეტეს ვალდებულების გარეშე. ინკლუზიურ კლასებში კი მათ ნამდვილად აქვთ ამის საშუალება.
მითი - IX: ინკლუზიური განათლება არის კარგი იდეა, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, ასწავლო განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, საკმაოდ რთულია, მაგრამ თავად მასწავლებლების თქმით, აქ ყველაზე რთული არა თავად სწავლის პროცესი, ან ინვალიდობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობაა, არამედ სკოლის შენობების მოუწყობლობა, შეზღუდული რესურსები და იმ ადამიანების გულგრილობაა, ვისაც ვალდებულებაც აკისრებთ, რომ იყვნენ ჩართულნი მსგავს პროექტებში. აქ ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში ობიექტურად არსებული და ხელოვნურად შექმნილი მიზეზები.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნის ვითარებაშიც კი მასწავლებლები კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას და სწავლების ხარისხი საკმაოდ მაღალია.
მითი - X: ინკლუზია - წარმოადგენს ფუფუნების საგანს და გაცილებით ძვირია, ვიდრე ტრადიციული საგანმანათლებლო პროგრამა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არსებობს, როგორც ტრადიციული, ასევე ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემა, არაერთხელ ჩატარებულა ანალიზი მათ სარგებლიანობაზე. ყოველივე ამან გამოავლინა, რომ ხარჯი ინკლუზიური განათლების დროს არათუ არ აღემატება სხვა სისტემებს, არამედ ხშირ შემთხვევაში, ნაკლებია.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები საჭიროებენ ინფორმაციის მიწოდების მეთოდების შეცვლას, ან სასწავლო პროგრამის მოდიფიკაციას. კანონი არ განსაზღვრავს ტერმინებს „ინფრომაციის მოწოდების მეთოდის შეცვლას“ და „მოდიფიკაციას“, მაგრამ არსებობს გარკვეული შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაგებულ იქნეს ეს ტერმინები.
მოცემული სტატიის კონტექსტში („ინფრომაციის მოწოდების მეთოდის შეცვლა“) იგულისხმება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მონაწილეობა გათანაბრებული უნდა იყოს ყველა სხვა დანარჩენ ბავშვებთან, ფიზიკური სახესვაობის გამო არ უნდა მოხდეს მათი დიფერენცია, მაგრამ, თუ რომელიმე მოსწავლე საშინაო დავალების შესრულების სისწრაფეში ჩამოუვარდება თანაკლასელებს, მაშინ დასაშვებია, რომ განსხვავდებოდეს მათი წარდგენის ვადა, შესრულების ფორმა, წარდგენის საშუალება და მსგავსი ტიპის დეტალები. ოღონდ იქვე უნდა იყოს დაცული პროგრამის მიერ განსაზღვრული ნორმები და მათგან გადახვევა და სეკვესტრირება სასტიკად აკრძალულია.
შესრულების და წარდგენის სხვადასხვა ფორმები და შინაარსი არ ახდენენ ცვლილებებს იმ შედეგებზე, რასაც ვიღებთ საბოლოო ტესტირების შედეგად. მაგ. მხედველობის არ-მქონე მოსწავლე, ტესტს „ბრაილისი სისტემის“ მეშვეობით ავსებს და აბარებს, რაც მხოლოდ წარგენის ფორმაზე მოქმედებს და არა ცოდნაზე.. მოდიფიკაცია უნდა განვიხილოთ, როგორც საშუალება, რომელიც ცვლის ტესტის შევსების და ჩაბარების ფორმებს და არა თავად ტესტს, ან სასწავლო პროგრამას. ყოველივე ეს ჩართული უნდა იყოს მოსწავლის ინდივიდუალური მიდგომის პროცესში და სწავლის დაწყების მომენტიდან უნდა იქნეს განსაზღვრული. აქვე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აზრს და მისი შეხედულებებიც ბოლომდე უნდა იქნეს მოსმენილი
Комментариев нет:
Отправить комментарий