მოგესალმებით!

воскресенье, 9 июня 2019 г.




    ღვინო-ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით არის თავისუფალი ფორმა, რომელიც შედგება ერთი მორფისაგან. მისი შესატყვისი პარონიმებია: ღვინიო, ღვინია, ხოლო სინონიმია-ნუნუა. ღვინო და ნუნუა, შესაძლოა, ჩაითვალოს აბსოლუტურ სინონიმებად, ანუ ისინი ქმნიან სინონიმურ წყვილს და ორივე მათგანი ერთი და იმავე აღსანიშნის აღმნიშვნელებად გამოიყენება, თუმცა, ღვინო წარმოადგენს ლიტერატურული ენის ფორმას, ხოლო ნუნუა-სასაუბრო ენისას. „შავმა ნუნუამ, უხვმა 13 ვახშამმა დაავიწყეს მექორწილეებს პატარძალიც და ყველა მისი მისადევარიცი სადღეგრძელოს: „ამ ჭიქით სარვაზიშვილ ნუნუას გაუმარჯოს“! ქართულ სალიტერატურო ენაში ღვინის სინონიმად იხმარება, ასევე, ლექსემა ბახუსი. ქეგლ-ის მიხედვით: 1. ბახუსი ღვინის ღმერთის დიონისეს ერთერთი სახელია რომაულ მითოლოგიაში(ქეგლი,1986:56). „ამ წუთში იგი თავად გავდა თრობის ღმერთს ბახუსს 2. გადატ.ღვინო. „თავი მინდა დავივიწყო მე ბახუსში ცოტა ხანი“(ი.ევდოშ.), „აუვარდათ ნაკაშიძესა და ამილახვარს თავში ბახუსი“(ნ.დუმბ.) მსგავსი ვარიანტია დევის სისხლი, რომელიც მხოლოდ წითელი ღვინის მნიშვნელობით გამოიყენება: „. ხოლო კახელმა ნყოველის მხრით კაცურმა კაცმა გახარებულმა რუსის, ფრანგის, ზანგის სტუმრობით, სახელდახელოდ დედის სისხლის ინება დასხმა“  მართალია, საბა სიტყვა „ღვინოს“ რამდენიმე შესატყვისს გვაძლევს, მაგრამ ესენი უფრო ღვინის სახეობებია და მათ სინონიმებად ვერ მივიჩნევთ: „ღვინონიცა განიყოფებიან რამეთუ რა დაიწნიხა ყურძენი, ეწოდებიან ტყბილ(ი); უკეთუ ტყბილს ააღაზავებს წყალი, დგვიფინას უწოდენ და ურწყოსა ტყბილსა – შუმ(ა)სა, ვიეთნი არმუნჯს(ა) უჴმობენ; უკეთუ ნაწნეხსა ჭაჭასა წყალი დაასხა (ნაწნეხი ჭაჭა წყლით დაალტვნა B) დაგამოქანჩა, უწოდენ შამანს(ა); უკეთ უტყბილს(ა) ძლიერად არ დაედუღოს – ამბოხი (აძბოხსა; + და B) ახალსა ღვინოსა მაჭარი ეწოდების (ეწოდება B) და შემ(ო)დგომად – ღვინო; და განწყალებულს(ა) ღვინოსა ჟოქო ეწოდების (ეწოდება (მოძ. 20.03.2015). ანუ ტყბილი, დგვიფინა, შუმი, არმუნჯი, შამანი, ამბოხი, მაჭარი, ჟოქო-სხვადასხვა წესით მიღებულ ღვინის სახეობებს წარმოადგენენ. მართალია, საბას ლექსიკონში არ გვხვდება, მაგრამ ღვინის სახეობებს გამოხატავენ და მისი მნიშვნელობით იხმარებიან: ახტაშირა, მახალი, ბადაგი, კახური, ზედაშე, წყალკვინტელა, ნაწრეტი, კუნდიტი, ჩიხირი, გუმურა, პილატეს ცრემლები, დევის სისხლი. 14 ტკბილი („აგერ ტკბილმაც მოიმატა, ძლივსღა იტევს მოკლე ღარი, ჩქაფა-ჩქუფით მოჩქრიალებს, ქვევრი დახვდა უმაძღარი“! (რ. ერისთ.), ბადაგი („ შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას“! ლეონ.), კახური („ ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახური ვაზის ნაჟური“! (ვაჟა და მაჭარი (დაიკრიფა ვენახებიც, დაიწურა ყურძენი, დადუღდა მაჭრები (ილია) დღესაც, ენის ლექსიკის აქტიურ მარაგს მიეკუთვნებიან, ხოლო დანარჩენებმა ენის პასიური ლექსიკის მარაგში გადაინაცვლეს. თანამედროვე ქართულმა ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ლექსიკის შედგენილობისა თუ გამოყენების თვალსაზრისით. ენა მდიდრდება და ვითარდება საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ლექსიკის გამდიდრების საშუალებებია: ენაში არსებული სიტყვებისგან ახალი სიტყვების წარმოქმნა, თხზვა, სესხება, მნიშვნელობის ცვლა (კვაჭაძე.1981:35). როგორც თვითონ ტერმინი მიგვანიშნებს, წარმოქმნა გულისხმობს სიტყვაზე მაწარმოებელი აფიქსების დართვით ახალი სიტყვის ან სიტყვების შექმნა-წარმოებას. შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად წარმოგვედგინა ლინგვოკულტუროლოგიურ კონცეპტ „ღვინის“ ლექსიკურ-სემანტიკური ბუდე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ერთი ძირეული სიტყვისაგან მივიღეთ 37 ლექსიკური ერთეული, რომლებიც დავაჯგუფეთ შემდეგი თანამიმდევრობით: ა) მარტივი ნომინაციური ერთეულები; ბ) რთული ნომინაციური ერთეულები (ნაწარმოები სიტყვები და მყარი სიტყვათშეხამებანი); გ) მეორადი ნომინაციური ერთეულები (პოლისემიური სიტყვები). მარტივი ნომინაციური ერთეულები მიიღება დერივაციის გზით. დერივაცია, როგორც ვიცით, გულისხმობს ახალი სიტყვების წარმოქმნას ფუძეზე აფიქსების დამატებით. ძირეულ სიტყვა „ღვინოზე“ დერივაციული სუფიქსებისა და პრეფიქსების დამატებით, ასევე ფონეტიკურ ვარიანტთა გამოყენებით, მრავალი განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა მიიღება: ღვინო-> ღვინა-> ღვინიო-> ღვინია-> ღვინიანი-> 15 ნაღვინარი-> დაღვინება-> დაღვინებული-> შეღვინება-> შეღვინიანება-> შეღვინიანებული-> საღვინე-> მეღვინე ->მეღვინეობა. ზმნური აფიქსების საშუალებით ქართულში ზმნა შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერი სახელისგან. ჩვენს შემთხვევაში არსებითი სახელი ღვინო ქმნის ზმნას: ღვინდება, ახალ ზმნებად გვევლინებიან მოცემული ზმნის ფორმობრივი ვარიანტები: დაღვინდება, შეღვინდება, შეღვინიანდება. დერივაციის საშუალებით ლექსემა „ღვინისგან“ მივიღეთ ახალი სიტყვები, რომელიც ასეთი ფორმულით გამოისახება: ლექსემა1 + მორფემა= ლექსემა2 რთულ ნომინაციურ ერთეულებში იგულისხმება კომპოზიტები და მყარი სიტყვათშეხამებანი. მაგ. კომპოზიტები ანუ თხზული სიტყვებია: ღვინობისთვე, ღვინითბილი, ღვინომასალა, ღვინოგადაკრული, ღვინონასვამი, ღვინომოსმული,ღვინომორეული, ღვინოავარდნილი, ღვინოთერაპია, ღვინისფერი, ღვინო-არაყი. აღნიშნულ კომპოზიტებში ლექსემა „ღვინო“ თავკიდურ სიტყვას წარმოადგენს, ხოლო სიტყვებში: ბიოღვინო, ბიომეღვინე, წყალღვინო-ბოლოკიდურს. ღვინისფერი, თავის მხრივ, აწარმოებს კომპოზიტს- რძე და ღვინისფერი. დიალექტურ ლექსიკაში მოიძებნა რედუპლიკაციით მიღებული ერთი სიტყვა- ღვინაღვინა. სიტყვა „ღვინო“ ფიგურირებს ასევე გვარებში: ღვინიაშვილი, ღვინაძე, ღვინიანიძე, ღვინეფაძე,მეღვინეთუხუცესი, ღვინჯილია, ხოლო ადამიანის სახელი მხოლოდ გ. ლეონიძესთან გვხვდება-ღვინჯო: „ყოჩაღ, ძმაო, ღვინჯო, ყოჩაღ!“ განხილული მაგალითების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედარებით მცირეა აფიქსით ნაწარმოებ ლექსიკურ ერთეულთა რაოდენობა, ვიდრე კომპოზიტების რაოდენობა. კომპოზიციის პროცესი სქემატურად ასე გამოიხატება: ლექსემა1 + ლექსემა2 =ლექსემა3. ახლა განვიხილოთ მყარი სიტყვათშეხამებები. ჩვენ შეგვიძლია ისინი დავყოთ შემდეგ სემანტიკურ მიმართულებებად: ა) ფერის მიხედვით- წითელი ღვინო, თეთრი ღვინო, ვარდისფერი ღვინო. 16 ბ) ხარისხისა და დამზადების მიხედვით: თვითნადენი ღვინო, ნაქაჩი ღვინო, სახარჯო ღვინო, სუფრის ღვინო, ნარწყული ღვინო, მოჭვანგული ღვინო, ბჟუქურა ღვინო, ჭყაპურტა ღვინო (ჩიხირი), თავი ღვინო, თავანკარი ღვინო, შუა ღვინო (გუმურა), დამდგარი ღვინო, საძველო ღვინო, დაძველებული ღვინო, ძველი ღვინო, გალა ღვინო, შუმი ღვინო, ელიტური ღვინო, ძელგი ღვინო, მომბალი ღვინო, ზედაშე ღვინო, დაღლილი ღვინო, გალახული ღვინო, გადაბრუნებული ღვინო, ნასვენები ღვინო,ორთაშუა ღვინო, დაბალი ღვინო, საუდიერო ღვინო, დადაღული ღვინო-გამოვლინდა 32 ერთეული. მათი სტრუქტურა ასე გამოისახება: N+N, ზედაშე ღვინო, შუმი ღვინო, ძელგი ღვინო,თავი ღვინო, ADJ+N, დაძველებული ღვინო,ძველი ღვინო,ელიტური ღვინო, PART+N დადაღული ღვინო,დაღლილი ღვინო, ნარწყული ღვინო, ყველა მათგანში, ლექსემა „ღვინო“ წარმოდგენილია, როგორც საზღვრული. მსაზღვრელად გვევლინება: ა) გაადიექტივებული სუბსტანტივი (სუფრის, თავი), ბ) ზედსართავი სახელი (გალა, ძველი, დაბალი), გ) განკუთვნილების ან დანიშნულების სახელი, რომელიც ვითარებითი ადიექტივის როლში გამოდის და სინტაქსურ წყვილში მსაზღვრელის ფუნქციას ასრულებს (სახარჯო, საძველო, საუდიერო), დ)მიმღეობა ადიექტივის ფუნქციით (დაღლილი, ნასვენები, გალახული, ნარწყული..). გ) მოძველებული სიტყვები და გამოთქმები: ღვინისმწდე, ღჳნის-მნე, ღჳნის-მსუმელი, ღჳნის-მოფარდული, ღჳნის-მსყიდელი, ღვინის დასალევი, ღვინითბილი, ღვინის თბილი, მეღვინეთუხუცესი, საღვინის ხელისუფალნი, საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე, ღვინის მკრეფელნი (მეულუფენი), პირის მეღვინე(მეფის მეღვინე), ღვინის ღალა (15 ერთეული). დ) სიტყვათწარმოებითი კალკების ჯგუფში გაერთიანებული ლექსიკური ერთეულები : ღვინის ტური, ღვინის ტურიზმი,ღვინის კლუბი,ღვინის ფესტივალი, ღვინის კონკურსი, 17 ღვინის გზა, ღვინის ბაზარი, ღვინის ეტიკეტი, ბიოღვინო (ორგანული ღვინო), ბიომეღვინე, ღვინოთერაპია (ენოთერაპია) (11 ერთეული). აღნიშნული სიტყვები არ არის დაფიქსირებული ქართულ ენაზე გამოცემულ არც ერთ ლექსიკონში. ღვინის ქვა, ღვინის მჟავა, ღვინის ჭურჭელი-ეს სამი სიტყვათშეთანხმება ცალკე გამოვყავით, რადგან ისინი წარმოადგენენ მეღვინეობაში გამოსაყენებელ ტერმინებს. გ) და დ) ქვეჯგუფებში გაერთიანებული ლექსიკური ერთეულების დიდ ნაწილში ლექსემა „ღვინო“ ადიექტივის ფუნქციას ირგებს და გვევლინება გენეტივში მდგომ მსაზღვრელად(ღვინის ღალა, ღვინის ბაზარი, ღვინის ეტიკეტი..), იგი აფიქსაციის საშუალებით წარმოქმნის განკუთვნილების სახელს, რომელიც შემდეგ მსაზღვრელის ფუნქციას ასრულებს (საღვინის). დასკვნისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლინგვოკულტუროლოგიურ კონცეპტ „ღვინის“ ლექსიკურ-სემანტიკური ბუდე ქართულ ენაში წარმოდგენილია მდიდარი ლექსიკური ფონდით, რომელშიც აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. არსებით სახელ „ღვინოსგან“ დერივაციით მიღებულმა სიტყვებმა შეადგინა 17 ერთეული, კომპოზიტები აღირიცხა 21 ერთეულით, 1 რედუპლიკაციით მიღებული სიტყვა, სულ 22 ერთეული. მყარმა სიტყვათშეხამებებმა და გამოთქმებმა შეადგინეს ოთხი სემანტიკური ჯგუფი: ღვინო ა) ფერის მიხედვით, ბ) ხარისხისა და დამზადების მიხედვით, გ)მოძველებული სიტყვები და გამოთქმები,დ)სიტყვათწარმოებითი კალკების ჯგუფში გაერთიანებული კომპოზიტები. მათმა რიცხვმა შეადგინა 59 ერთეული. მათ შორის არის ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც არ იძებნება დღემდე გამოსულ არც ერთ ლექსიკონში. განხილული სიტყვების განმარტებები მოცემულია დანართის სახით

                დ  ი  ს  კ  რ  ი  მ   ი  ნ   ა  ც  ი  ა

AA016156

დისკრიმინაციაზე საუბრობისას, გვერდს ვერ აუვლით არატოლერანტული ქცევების ერთობლიობას , რომელსაც “ბულინგს” უწოდებენ .ტერმინი “ბულინგი ” ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას,რომელიც ხორციელდება ბავსვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ.
ბულინგის სამი ტიპი არსებობს :ემოციური,სიტყვიური და ფიზიკური .ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია:დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა,დაცინვა,ჯგუფიდან ან საერთო საქმიანებიდან გარიყვა ,უცენზურო სიტყვებით მიმართვა,ნივთების წართმევა ,წერილობითი და სიტყვიერი შეურაწყოფა,მუქარა ,დაშინება ,ხელის კვრა,მუშტებით ან ფეხით ცემა,ცილისწამება,”მსხვერპლის”უხერხულ,არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება,იძულება-იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.
ქართულში ბულინგის შესატყვისია:შარიანობა,ჩხუბისთავობა, ყოჩობა.ბულინგი თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული.რიგ ქვეყნებში ბულინგის მსხვერპლთ კანონი იცავს.

grande-bullying2
სიყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით ,შესაძლებელია,ტერმინი ინგლისური სიტყვა “bull”-იდან მოდიადეს ,რაც ქართულად ხარს ნიშნავს.თუ პარალელს გავავლებთ ბულინგის მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვასთან “ყოჩობასთან”,რომელიც სიტყვა ყოჩიდან მომდინარეობს,რაც ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს ,მსგავსებას დავინახავთ.მართლაც ,ხშირად მოძალადე ,აგრესორი მოზარდი ცდილობს უფროსად ძლიერად გამოიყურებოდეს წინამძღოლის ფუნქცია აიღოს.სამწუხაროდ ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს.ხშირად ეუხეშდება მასწავლებელს ,მშობლებს საკუთარ და-ძმას,თანატოლებს.აგრესორი მოზარდი ხასიათდება მოჭარბებული ენერდიით საკუთარ თავზე გადამეტებული პოზიტიური ან ნეგატიური წარმოდგენით ,სხვებზე ძალაუფლებისა და მბრძანებლობის სურვილით.მას უჩნდება შიში რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი.მოძალადეს სურს ,მიიქციოს ყურადღება უჭირს მეგობრობა ,არ აქვს დანაშაულის განცდა ,არ შეუძლია სხვისი თანაგრძნობა.ზოგჯერ ახალგაზრდები დაუფიქრებლად ,გულუბრყვილოდ ახდენენ თავიანთი აგრესიული გრძნობების დემონსტრირებას.სამწუხაროდ ,ამგვარმა ქმედებამ შესაძლებელია ,გამოსწორებული ფიზიკური და ფსიქიური ზიანი მიაყენოს “მსხვერპლს”
მოზარდი-მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისაგან.იგი შეუმჩნეველი პატარა და სუსტია.გაურბის ხმაურიან თავყრილობებს.მას შეძლება ჰქონდეს მკვეთრად გამორჩეული თვისებები.მაგალითად ,იყოს სხვებზე ბევრად მაღალი ან დაბალი,მსუქანი ან გამხდარი,ღარიბი ან მდიდარი ,წყნარი ,კარგად სწავლობდეს.

                 ტ    რ    ე   ფ   ი   კ    ნ   გ   ი

მონებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა. ადამიანთა, უფრო ხშირად ქალთა დაქირავება სამსახურისა თუ მომსახურებისათვის, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა მუქარით, მოტყუებით ან ძალადობით. გაეროს შეფასებით, ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 4 მლნ.-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე იძულებითი შრომისათვის. მიგრაციული პროცესების (შრომითი მიგრაცია) ინტენსივობა, ეკონომიკური კრიზისი, ქვეყნის კანონმდებლობის ნაკლოვანებები განიხილება ტრეფიკინგის ხელშემწყობ პირობებად.

untitled4
 ტრეფიკინგი გენდერულ ძალადობად განიხილება. ძირთადად, იგი დამახასიათებელია ეკონომიკური კრიზისის კერებისათვის. სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოური სივრცის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კარიბის აუზის მოქალქეები ბედი საძიებლად უფრო მდიდარ ქვეყანაში მიემგზავრებიან. ტრეფიკერები, ფაქტობრივად ერთსა და იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მიმართავენ: მსხვერპლისთვის პასპორტის, დაბადებისა და პირადობის მოწმობის, უბის წიგნაკის წართმევას, დამცირებას, კრიმინალურ ქმედებაზე დათანხმებას, იზოლირებას, ოჯახის წევრებისათვის ზიანის მიყენების მუქარას და ა.შ.

ადამიანებით, მათ შორის ბავშვებით ვაჭრობა უხსოვარი დროიდან, კერძოდ მონათმფლობელობის ეპოქიდან დაიწყო, როცა ადამიანებს, როგორც ნივთებს, ისე ეპყრობოდნენ. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვებით ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული. რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილი მონად გაეყიდა, გაყიდულ ბავშვებს პროსტიტუციასა და მათხოვრობას აიძულებდნენ. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფაბრიკებში ღარიბი, ობოლი ბავშვების თითქმის უფასო შრომას იყენებდნენ, რომლებიც დაზგებთან ყოველდღიურად 16 საათს ატარებდენ, ხოლო რომ არ გაქცეულიყვნენ, კედელზე ჯაჭვით აბამდნენ.

images2

ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემა, იქნება ეს სახელმწიფოებრივ თუ ადგილობრივ დონეზე, ეფექტურად მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა თითოეულ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, ეცოდინება როგორც საკუთარი უფლება-მოვალეობები, ისე ის ტკივილი, შიში და დანაკარგი, რაც ამგვარ დანაშაულს მოაქვს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ბავშვის სიცოცხლესა და ბედზე.

ქსენოფობია


  ქსენოფობია არის უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში. ეს ტერმინი ხშირად უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ, შიშის ან სიძულვილის მინიშნებად გამოიყენება. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში. მსურს, თავიდანვე აღვნიშნო, რომ ვეთანხმები ამ მოსაზრებას,რადგან ჩემი აზრით, განათლებული საზოგადოება არის თავისუფალი, ცივილიზებული. ამგვარ საზოგადოებაში სუფევსკომუნიკაცია, თანამშრომლობა, სოციალური უწყვეტობა და ტოლერანტობა, რაც თავისმხრივ გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. განათლებული საზოგადოებიდან ყალიბდება დემოკრატი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავს სხვა ადამიანის უფლებებს განურჩევლად ამ ადამიანის რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. ამიტომაც, ამგვარ საზოგადოებაში შეუძლებელია არსებობდეს შიში უცხო კულტურის, განსხვავებული ადამიანების მიმართ.
დღევანდელ სამყაროში, ყველაზე ,,ძლიერი იარაღი", რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს არის ცოდნა. ჩვენი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი არის განათლება, რადგან ის გულისხმობს ადამიანში ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებას. განათლება გულისხმობს ადამიანის სოციალიზაციას. თუ საზოგადოებაში არსებობს განათლების სოციოლოგია, მაშინ საზოგადოება განთავისუფლებია დოგმატური აზროვნებისგან. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,განათლება ჰგავს მზეს, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს".
ქსენოფობიასთან დაკავშირებით მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს. მის ერთ-ერთ ფორმად განიხილება რასიზმი, რომელიც გულისხმობს კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრას. ამერიკაში ძალიან დიდი ხანი ხდებოდა აფრო-ამერიკელების დისკრიმინაცია განსხვავებული რასობრივი კუთვნილების საფუძველზე. მუდმივად ხდებოდა მათი ჩაგვრა, არ ჰქონდათ უფლებები, ვერ იღებდნენ განათლებას და დიდი პრობლემა იყო მათთვის ტრანსპორტით სარგებლობაც კი.
ქსენოფობიის კიდევ ერთი მაგალითია, ჰოლოკოსტის სახელით ცნობილი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანული ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული გენოციდი ებრაელებისა და ჰომოსექსუალების მიმართ, რომელსაც 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა.
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც. ყველას სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. ქვეყანაზე არაფერია ერთმანეთის მსგავსი, რასაკვირველია, არც ადამიანის გრძნობები და განცდებია იდენტური, მაგრამ უნდა მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე და ვთქვათ, რომ ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს ტავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში, რადგან როგორც ბესარიონ ბელინსკი ამბობდა: ,,განათლება - აი, გზა ბედნიერებისკენ"

მძიმის მართლწერა

➡️ მიმართვასთან - ✔️მაგალითი ✔️ გაბრიელ, შენ მართალი ხარ!
➡️ ჩართულ სიტყვებთან - ✔️მაგალითი ✔️ ჩემი აზრით, აბსოლუტურად მართალი ხარ!
➡️ შორისდებულთან - ✔️მაგალითი ✔️ ოი, შენი ჭირიმე. ჰა, რა თქვი?
➡️ დანართთან - ✔️მაგალითი ✔️ მე, როგორც პატრიოტს, ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს.
➡️ განკერძოებულ განსაზღვრებასთან - ✔️მაგალითი ✔️ მე, შეშინებული, სახლისკენ გავქუსლე.
➡️ განკერძოებული ადგილის გარემოებასთან - ✔️მაგალითი ✔️ აქ, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების სიმრავლეა.
➡️ განკერძოებული დროის გარემოებასთან - ✔️მაგალითი ✔️ მეორე დღეს, დილით ადრე, სალაშქროდ წავედით.

ფრაზეოლოგიზმები


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ოქროს აბების ჩაყლაპვინება
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ქრთამის მიცემა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - იმ სასამართლოში, სადაც ოქროს აბების ჩაყლაპვინება ჩვეულებრივი მოვლენაა, ვერასოდეს აღდგება მართლმსაჯულება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ათასი თოკიდან გამომძვრალი
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - მეტად გამოცდილი
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - საქართველო თავისი არსებობის მანძილზე ათასი თოკიდან გამომძვრალა, ვფიქრობ, არც ახლა გაუჭირდება პრობლემასთან გამკლავება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - საღათას ძილით დაძინება
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უზრუნველობა, არაფერზე დარდი
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მაშინ, როცა დამპყრობელი საზღვრებს ჩვენკენ წევს, ჩვენს მთავრობას საღათას ძილით სძინავს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - თვალების ამოღამება
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ლოდინით დაღლა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ვფიქრობ, საზოგადოების ასეთი რეაქცია სახელმწიფოს მმართველებმა გამოიწვიეს. მათ თვალები ამოუღამდათ დაპირებების შესრულების ლოდინში.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ქრისტეს პერანგი გახდა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - სადავო საქმე გახდა, დავის საგანი
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ეს საკითხი საზოგადოებაში ქრისტეს პერანგი გახდა, ზოგი ამ აზრს ემხრობა, ზოგი კი, სასტიკად ეწინააღმდეგება.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ასკილის ყვავილობა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ჭირნახულის შემოლევის დრო, გაჭირვებისგან თავის დაღწევა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მწამს, რომ საქართველოშიც დადგება ასკილის აყვავების დრო.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - წყალს ცრის, წყალს ნაყავს
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ამაოდ გარჯა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მთავრობას წყლის გაცრის ნაცვლად, ურჩევნია ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთოს.
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ფანატიკოსთან საუბარი წყლის ნაყვაა, მეტი არაფერი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - წყლის შედგომა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ლარის გაუფასურებით ქვეყნის ეკონომიკას წყალი შეუდგა.
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ -
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ხელების დაბანა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - პასუხისმგებლობის არიდება
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - რატომ ვიბანთ ხელებს, როცა ქუჩაში ძალადობას ვხედავთ, ნაცვლად შესაბამისი ზომების მიღებისა?!
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ეს თქვენი საქმეა, მე ხელები დამიბანია
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ავგურის ღიმილი
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ორაზროვანი სახით მინიშნება საკუთარ უპირატესობაზე და გამიზნულად, იმგვარი სიტყვებით საუბარი, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა თუ იცის.
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - განსწავლულს, ბრიყვ მეფესთან საუბრისას, ავგურის ღიმილი არ მოსცილებია სახიდან.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - დაუკრეფავში გადასვლა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა -უხამსი სიტყვა-პასუხი, აკრძალული რამის გაკეთება
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ნება გაქვს საკუთარი აზრი გამოთქვა, მაგრამ, გთხოვ, დაუკრეფავში ნუ გადახვალ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ერთ ტაფაში წვა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ერთნაირ მდგომარეობაში ყოფნა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მიუხედავად იმისა, რომ პროვინციელთა უმრავლესობა გაუნათლებელია, არასწორი იქნება მათი ერთ ტაფაში წვა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - არც ღვინოა, არც წყალი
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - მოკლებულია ყოველგვარ ღირსებას
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ადამიანისგან, რომელიც არც ღვინოა და არც წყალი, საზოგადოება კარგს არაფერს არ უნდა ელოდოს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - მოკალული სიტყვა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - მომხიბვლელი, ლამაზი საუბარი
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ პოლიტიკოს მოკალული სიტყვით საუბარი უნდა შეეძლოს
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - თავში ბზე უყრია
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უჭკოა, სულელია
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალგაზრდების უმრავლესობას თავში ბზე უყრია, არსებობენ მოაზროვნე მოზარდებიც.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - სხვის წისქვილზე წყლის დასხმა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - სხვისი დახმარება, ხელის გამართვა ვინმესთვის
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - სახელმწიფო საზღვრების დაცვაზე არ ფიქრობს, ჯარს ვერ იყენებს, ეკონომიკურად უძლურდება, ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს, ეს კი მტრის წისქვილზე წყალს ასხამს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - დაუყვედრებელი ლუკმა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - პატიოსანი შრომით შეძენა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლებებლია დაუყვედრებელი ლუკმის მიღება, ადამიანები მაინც ქურდობითა და ყაჩაღობით ცხოვრებას არჩევენ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - დრო მოჭამა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ცხოვრება დაასრულა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ვფიქრობ, არსებულმა განათლების სისტემამ თავისი დრო უკვე მოჭამა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - პირში წყლის ჩაყენება/ჩაგუბება
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - გაჩუმება
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - არასწორად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ საზოგადოების წევრთა უმრავლესობა დანაშაულსა და უსამართობაზე პირში წყლის ჩაგუბებას არჩევს, სიმართლის ღიად და საჯაროდ თქმას.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - საქმის ცერად წასვლა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - საქმის წაგება
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - თურქ-სელჩუკებს დიდგორის ბრძოლაში საქმე ცერად წაუვიდათ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ბროლა კაკალია
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უმწიკვლო, უდანაშაულო
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ვფიქრობ, საზოგადოება მას არასწორად მოექცა, ის ხომ ბროლა კაკალია!
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - მხრის მოქცევა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - გზის აბნევა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მხარი გვექცევა და გვიჭირს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - არტახში მიბია ხელი
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ძალიან მიჭირს
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მართალია, ახლა არტახში უბია ხელი, მაგრამ აუცილებლად წამოდგება ფეხზე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ბუზების თვლა ჭერში
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - უსაქმოდ ყოფნა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - საქართველოს მეფეებიდან რამდენიმე ჭერში ბუზების თვლის გარდა არაფერს აკეთებდა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - ვარსკვლავების კრეფა
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - ოცნება, შეუძლებლის ნდომა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - ჩემი აზრით, ადამიანმა რეალური მიზნები უნდა დაისახოს და ვარსკვლავების კრეფას შეეშვას.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ფრაზეოლოგიზმი - აირია მონასტერი
➡️ განმარტება/მნიშვნელობა - წესი დაირღვა
✔️ მაგალითი/პრაქტიკული გამოყენება ➡️ - მმართველმა არ უნდა დაუშვას თავის საგამგებლოში მონასტრის არევა, თორემ ყველაფერი თავზე დაემხობა

მართლწერის საიდუმლონი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ რთული ზმნის მეორე ნაწილი ''ვარ'' ზმნაა, პირის ნიშნების ზმნას თავშიც დაერთვის!
➡️ მაგალითად შობილვარყოფილვარ, გაზრდილვარ...
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნის მეორე ნაწილი არის ''ყოფა'' ზმნა და ის პირიანი ფორმითაა წარმოდგენილი(თუ ჩასმულია რომელიმე პირში), მაშინ პირის ნიშნებს ვურთავთ ''ყოფა'' ზმნას და არა პირველ ნაწილს.
➡️ მაგალითად - უარვყოფ, უარყოფ, უარუყვია...
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად, ნაწილად სხვა ზმნა აქვს, მაშინ პირის ნიშნები ნებისმიერ ბრუნვაში მეორე ზმნაზე უნდა დაირთვას.
➡️ მაგალითად: ძალიძს - ძალიძს - ძალუძს; ხელეწიფება - ხელეწიფება; უკუაგდებ...
✔️ დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს არა ზმნის პირიანი ფორმა, არამედ მიმღეობა ან სახელი, პირის ნიშნებს ვურთავთ თავში, ბოლოში აღარ!
➡️ მაგალითად - ვ-ავადმყოფობ, ამ ზმნაში ''ავადმყოფობა'' არსებითი სახელია, ამიტომ მას აღარ დაერთვება პირის ნიშანი, დაერთვება მხოლოდ თავში.
➡️ ასევე სწორია: ვ-ენამახვილობ(აქ ვ ძირეულია), ვ-ქედმაღლობ, ვვარცხნი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ ზმნები, რომლებიც არ გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას, არ დაირთავენ ''ვარ/ხარ'' დამხმარე ზმნებს.
➡️ სწორია: ვყვირი, ვტირი, ვმღერი... და არა ვყვირივარ, ვტირივარ, ვმღერივარ...
➡️ სწორია შემდეგი ფორმები, რადგან გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას!
მივრბივარ, მივფრინავ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! სუბიეტური პირის ნიშანი ვ არ იკარგება ო, უ და ვ ბგერების წინ, გამონაკლისია ''მოვედი'', რომელშიც ვ ფუძისეულია.
➡️ სწორია: მე ვუქებ, გავოცდი, მივვარდი, ვოცნებობ, ვვარდები, ვვარაუდობ, ვვარგივარ, ვვარცხნი, ვვარჯიშობ...
➡️ არასწორია ორი ვ-ს გამოყენება ''გავოცდი'' და ''ვოცნებობ'' ტიპის ზმნებში. არასწორია მე ვვოცნებობ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ ზმნისწინის გათიშვა ან მის შუაში სხვა ასოს ჩამატება არ შეიძლება!
➡️ სწორია: აღვნიშნავ, აღვასრულე, აღვადგინე... და არა ავღნიშნავ, ავაღსრულე, ავაღდგინე...
✔️ ზმნებში ''ან'' თავსართის გამოყენება ყოველმხრივ გაუმართლებელია!
➡️ სწორია: ახორციელებს და არა ანხორციელებს
✔️ დასაშვებია, როგორც ''გან'', ისე ''გა'' თავსართის გამოყენება!
➡️ სწორია: განარისხებს, განაცვიფრებს...
➡️ არასწორია: გაანრისხებს, გაანცვიფრებს
✔️მაშასადამე, სწორია➡️ განთავისუფლება, განმათავისუფლეთ, გამათავისუფლეთ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: პოვნა/შოვნა, იპოვა/იშოვა, იპოვის/იშოვის, უპოვია/უშოვია...
➡️ არასწორი ფორმებია: პოვა/შოვა, იპოვნა/იშოვნა, იპოვნის/იშოვნის, უპოვნია/უშოვნია...
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ვშლი - გაშლილი, ვჭმუხნი - შეჭმუხნილი, ვბურძგნი - აბურძგნული, შეფუთნილი...
➡️ არასწორი ფორმებია: შეჭმუხნული, აბურძგნილი, აბურძგვნული, აბურძგვნა, შეფუთნული...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! შემდეგ სიტყვებში საჭიროა 3 ა და არა ორი!
ერთი ა - ზმნისწინისაა(გა), მეორე - შუალობითი კონტაქტის(აკეთებინებს), მესამე - ფუძისეული(გაადვილება).

➡️ სწორია: გააადვილებინებს, გააავაზაკებს, გააანალიზებინებს, გააანგარიშებინებს,

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ძალიან ხშირია ორთოგრაფიული შეცდომები, მოდით, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:
✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტი, რომელიც ''და'' კავშირს შეიცავს.
➡️ მაგალითად - სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან, ცხენდაცხენ...
✔️დაიმახსოვრეთ! ცალ -ცალკე იწერება ორმარცვლიანი კომპოზიტები, რომლებიც ''და'' კავშირს შეიცავენ.
➡️ მაგალითად - ბოლოს და ბოლოს, უფრო და უფრო, მართლა და მართლა, ისევ და ისევ, აქეთ და იქით...
➡️გამონაკლისია - მაინცდამაინც, შიგადაშიგ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ! ყველა სიტყვა, რომელსაც ზმნისწინი ან თანდებული დაერთვის, ერთად იწერება.
შესაბამისად, ერთად იწერება შემდეგი მარცვლებით დაწყებული სიტყვები
➡️ მი, მო, ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო(ზმნისწინები)
➡️ ვით, -თან, -ზე, თვის, -გან, -კენ, -ებრ, -თანავე, -გამო, -მიერ, -მდე(თანდებულები)
➡️ მაგალითად - ზეგავლენა, შინაყმა, თანაკლასელი, გაცნობისთანავე, შვილისმაგვარი, საბძელქვეშ...
➡️ ✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც რაიმე სახის აფიქსი აქვს დართული!
ყველაზე ხშირად დართული სიტყვები: ''შუა'', ''არა'', ''ანტი'', ''გული/გულ'', ''სული/სულ'', ''ხელი/ხელ'', ''მრავალი/მრავალ'', ''ახალ'', ''თვალი'', ''დედა'', ''ვებ'', ''ინტერნეტ'', ''პოსტ'', ''პრე''...
✔️ ''შუა''
➡️ მაგალითები: შუაღამე, შუახანი, შუააზიური, შუაცეცხლი, შუადღე...
✔️ ''არა/არ''
➡️ მაგალითები: არაერთი, არაერთხელ, არაუგვიანეს, არარსებობა, არმოწონება, არმქონე, არსახსენებელი ...
✔️ ''ანტი''
➡️ მაგალითები: ანტიამერიკული, ანტისაბჭოელი, ანტისოციალისტი, ანტიეროვნული...
✔️ ''გული/გულ''
➡️ მაგალითები: გულამაყი, გულამომჯდარი, გულალალი...
➡️ მაგრამ - გულის ამრევი, გულის ამაჩუყებელი
✔️ ''სული/სულ''
➡️ მაგალითები: სულგამწარებული, სულმდაბალი, სულერთია, სულიწმინდა...
➡️ მაგრამ - სულ ახლახან
✔️ ''ხელი/ხელ/ხელიხელ''
➡️ მაგალითები: ხელაღმართული, ხელბარაქიანი, ხელიხელგადახვეული, ხელიხელჩაკიდებული, ხელისოდენა...
➡️ მაგრამ - ხელის კვრა, ხელის მომწერი.
✔️ ''ვებ''
➡️ მაგალითები: ვებდიზაინერი, ვებადმინისტრატორი, ვებგვერდი, ვებდიზაინი...
✔️ ''ინტერნეტ''
➡️ მაგალითები: ინტერნეტბაზარი, ინტერნეტაუქციონი, ინტერნეტგაზეთი...
✔️ ''პოსტ''
➡️ მაგალითები: პოსტემბრიონული, პოსტიმპრესიონიზმი, პოსტმოდერნისტი...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


✔️ შემდეგნაირად იწერება ორმაგსახელწოდებებიანი სიტყვები:
➡️ სახლ-კარი, სახლ-მუზეუმი, სახლ-კარად...
➡️ წევრ-კანდიდატი, წევრ-კორესპონდენტი
➡️მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი, მეცნიერ-ნოვატორი
➡️ ექიმ-კონსულტანტი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ ''თუსთან'' გამოყენებული სიტყვების ფორმებია:
➡️ თუკი(თუკი უნდა...)
➡️ თუ არადა
➡️ თუგინდ
➡️თუ არა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️ თუ სიტყვას ''ძლიერ'' დაერთვის, ერთად იწერება!
➡️ ძლიერშემართვიანი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

✔️ თუ რთული სიტყვა (კომპოზიტი), რომელიც მიღებულია რიცხვითი სახელისა და სუფიქსიანი სახელის შერწყმით, ჩაწერილია ციფრების გამოყენებით, ციფრსა და სახელს შორის საჭიროა დეფისი:

➡️ სწორია - 10-წუთიანი და არა 10 წუთიანი
➡️ სწორია - 120-ლარიანი, ასოცლარიანი და არა 120 ლარიანი
➡️ სწორია - 100-წლიანი და არა 100 წლიანი
➡️ სწორია - 3-სართულიანი და არა 3 სართულიანი
✔️ შენიშვნა: თუ კომპოზიტი ჩაწერილია სიტყვებით, დეფისი არ უნდა: ათწუთიანისამსართულიანი..

მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი