მოგესალმებით!

вторник, 28 августа 2018 г.

კომპიუტერი და ბავშვები


  სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.
ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ისეთ უბრალო სამუშაო იარაღზე, როგორიც არის ნიჩაბი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამშენებლო დანიშნულებისათვის, ასევე ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად.
ყველაფერთან ერთად, ერთი რამეც არის მნიშვნელოვანი. თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადსხვა სფეროსათვის. კომპიუტერებით ხდება ბიბლიოთეკის კატალოგებით მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაღალდების ზღვაში ჩავიძირებოდით; კომპიუტერით ხდება ათასობით მაღალხარისხიანი წიგნის გამოცემა, ურომლისოდაც თავად წიგნის წარმოების პროცესი გაჭიანურდებოდა და შედეგად მრავალ სფეროში წინსვლა შეფერხდებოდა; კომპიუტერით ხდება სახელმწიფო უშიშროებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა და ა. შ.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა, საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. რადგან კომპიუტერის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ფიზიკური ზეგავლენა უკვე არავისათვისაა საეჭვო, ისიც ყველასათვის ცნობილია, რომ ვერანაირი დამცავი ეკრანი ვერ იცავს ადამიანს გამოსხივებისაგან. არც ის არის შემთხვევითი, რომ მთელ მსოფლიოში მიღებულია კომპიუტერთან მუშაობის დროითი ნორმები. ექიმებმა კარგად იციან, რომ ისინი, ვინც კომპიუტერთან ხშირად ატარებენ დროს, სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ძლიერ დაწეული აქვთ, რაც ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებასა და დაავადებათა მიმართ წინააღმდეგობის უნარის მოსუსტებას ნიშნავს.
ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ექიმებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე რა ზეგავლენას ახდენს გარშემო არსებული სხვადასხვა საგნები. აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერიმენტს ხელმძღვანეობდა მყარი მატერიალისტი, რომელიც მხოლოდ მატერიალისტური იდეებით ხელმძღვანელობდა. ამ ექიმის გასაკვირად, ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ ნაკურთხი წყალი, ნაკურთხი ზეთი მტკივნეულ ორგანოთა მაჩვე-ნებლის ნორმალიზებას ახდენდა. ამავე ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერთან ხშირმა ურთიერთობამ მკვეთრად დააგდო ადამიანის იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ გაიზარდა ონკოლოგიურ დაავადე-ბათა მატარებელ ადამიანთა რიცხვი. ამ ექიმის შვილი მოზარდი გახლდათ, იგი ძლიერ იყო გატაცებული კომპიუტერული თამაშებით. თავად ეს ექიმი ყვებოდა, თუ როგორ დაარწმუნა მან თავისი შვილი აღნიშნული ექსპერიმენტის უტყუარობაში და როგორ მიანებებინა თავი კომპიუტერული თამაშებით გართობას.
თუმცა, ფიზიკურ ვნებასთან ერთად, კომპიუტერს სულიერ-ფსიქიკური ზიანის მოტანაც შეუძლია ადამიანისათვის. საკითხი კი გაცილებით სერიოზულად დგას, როცა ის ბავშვს ეხება.
კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. მასზე თამაშიც შესაძლებელია. მრავალი საბავშვო თამაში, რომლითაც ადრე ბავშვები ერთობოდნენ, დღეს კომპიუტერულ ვერსიად არის ქცეული და ბავშვთა გაზრდილი ინტერესით სარგებლობს. თუკი ადრე ამ თამაშებისათვის ფიზიკური დატვირთვა იყო საჭირო, დღეს თავის შეწუხება აღარ არის აუცილებელი. კომპიუტერი თავადაც კარგად ახერხებს ყველაფერს. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი თამაშის პირობების დაცვით გამარჯვებისათვის მიგეღწია, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. აღარც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად, ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება.
კომპიუტერთან თამაში საკმაოდ დიდ გასართობს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევა, როცა ტელევიზორის მსგავსად, კომპიუტერიდან შვილის მოწყვეტა მშობელს უჭირს. ამის გამო ხშირია ისტერიკები და მშობლებთან ურთიერთობის სერიოზული გართულებები. ამის ერთადერთი მიზეზი კი, ბავშვთა ფსიქოლოგე-ბის აზრით, აზარტი გახლავთ. იმდენად დიდია კომპიუტერული თამაშებისაგან გამოწვეული აზარტი, რომ ის ბავშვის გავითარების ნებისმიერ ეტაპზე მწვავედ ავლენს თავს. აზარტული თამაშისათვის დამახასიათებელია დაუსრულებელი განგრძობადობა: დამარცხებულს სურვილი უჩნდება გამარჯვებისა და ამიტომაც თამაშს ახლიდან იწყებს; გამარჯვებულისათვის კი მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგი გაიმყაროს, რისთვისაც, ამავე თამაშში, სულ ახალ თავგადასავლებს ეძებს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ დღესდღეობით კომპიუტერული თამაშები საკმაოდ მრავალფეროვანი სახით არის წარმოდგენილი. პროგრამისტები თითოეულ ვერსიას დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ ანახლებენ, რასაც დასასრული არა აქვს. აქედან გამომდინარე აზარტი ბავშვთა აზროვნებაში სულ უფრო დომინირებადი ხდება და დამღუპველ შედეგს იძლევა.
ახლა თავად აზარტის შესახებ ვისაუბროთ. აზარტი სულს ვნებათა ნამდვილ ასპარეზად აქცევს. აზარტის დროს ადამიანი სულიერად მთლიანად მოშვებულია თანაც თავად მოთამაშეს ჰგონია, რომ ის აღნიშნულ მომენტში მაქსიმალურად მიზანდასახული, გონებამოკრებილი და მშვიდია. ამ საშინელ და საშიშ მდგომარეობაში შეიძლება ყველა, არათუ არასრულწლოვანი, არამედ ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდეს.
დოსტოევსკის თავის რომანში „მოთამაშე“, აქვს ერთი საოცარი მაგალითი, როცა ხანშიშესული, 75 წლის ქალბატონია აზარტული თამაშებით გატაცებული. ეს აზარტი თავისუფლებას აძლევს ამ ქალში მიძინებულ მრისხანებისა და ვერცხლისმოყვარეობის გამოვლინებას. რუსი ქალბატონი, რომელიც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული და სიკვდილისათვის ემზადება, ერთ-ერთ გერმანულ საკურორტო ქალაქში ჩადის. ის მიყავთ ერთ ადგილას, სადაც „რულეტკით“ თამაშობენ. თავიდან მოხუცებული ქალბატონი ინტერესით აკვირდება თამაშს და ბოლოს თავის ფსონსაც ჩამოდის. რამდენჯერმე აგებს. შემდგომ ერთხელ მოიგებს, რაც ახალი აზარტის დასაწყისი გახდება. თამაში ისე შეიყოლებს რომანის მოხუცებულ გმირს, რომ ის ხან ფარული, შინაგანი თრთოლვით, ხანაც ცხადად გამოხატული სხეულის ცახცახით გააგრძელებს ფსონების ჩამოსვლას. მრავალი წაგების შემდგომ კვლავ ერთ მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს მოხუცი. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, კარგი მოგების შემდგომაც ქალბატონი თამაშს აგრძელებდა მანამ, სანამ მთელ ქონებას არ დაკარგავს. ეს კი ის ფულია, რომლის მიღებასაც მისი ნათესაობა ვარაუდობდა ამ ქალბატონის გარდაცვალების შემდგომ. მოხუცებული, რომელსაც მთელი ძალისხმევა იმისათვის უნდა მოეხმარებინა, რომ სულისათვის ეზრუნა, ვერ იცლის თავისი მდგომარეობის გასაანალიზებლად. მასში ჩაბუდებულ აზარტის ვნებას აბსოლუტური მონოპოლიზაცია გაუკეთებია მისი გონებისათვის. ამ ქალბატონში აზარტი გარემოსთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცევა და მხოლოდ აზარტი კარნახობს ცხოვრების წესებს. აქვე შეიძლებოდა გაგვეხსენებინა შტეფან ცვაიგის ნოველის გმირიც, რომელიც ასევე აზარტული თამაშების ავადმყოფური გავლენის ქვეშაა.
აუცილებელი არ არის, აზარტი მხოლოდ ფულზე თამაშისას იჩენდეს თავს. თუ თამაში მიდის ფსონების გარეშე, მაშინ ვერცხლისმოყვარეობას სიამაყე ენაცვლება, რაც თანხის სანაცვლოდ, თავისი დაუოკებელი ვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში აზარტი სიამაყის ვნებით იკვებება. ახლა ის კარნახობს გამარჯვების წესებს და ეს ხდება მაშინაც, თუ „ჭკვიან მანქანას“ ეთამაშები. ნებისმიერი აზარტული თამაში ჩვენი ცოდვილი ნატურის ბნელ მხარეს საცნაურყოფს. კომპიუტერულ თამაშები, რომელსაც თან აზარტის მწვავე განცდა ახლავს, განსაკუთრებულად პოპულარულია მოზარდებში. მათთან აზარტის ვნება გაცილებით იოლად იდგამს ფესვებს, რაც თავის მხრივ ცხოვრებისეულ აზროვნებაში ჰპოვებს ასახვასა და გამოვლინებას. ამგარად, ადამიანში ბავშვობიდანვე იღვიძებს ლტოლვა ნებისმიერი საშუალებით მიზნის მიღწევისა. ზემოთქმულიდან გამომდინარე კი მოზარდებში ნოყიერი სულიერი მდგომარეობა იქმნება სიამაყისა, შემდგომში კი ვერცხლისმოყვარეობის ვნებისათვის.
აზარტში მყოფი არასოდესაა კმაყოფილი. როდესაც საქმე თამაშს ეხება, აქ აუცილებლად დგება საკითხი მოგებისა და წაგების შესახებ. სწორედ აქ აჩენს აზარტი თავის ვერაგულ სახეს. მოგების შემთხვევაში, უკვე ფესვგადგმული სიამაყის გამო მოზარდს არ აკმაყოფილებს მიღწეული, რადგან აზარტის ვნება ახალი გამარჯვების მოსაპოვებლად უბიძგებს მას, ხოლო უნებლიე მარცხი აბსოლუტური შეურიგებლობითა და რეალობასთან სასოწარკვეთილი დამოკიდებულებით ცხადდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც აზარტისაგან გონებამიხდილ ადამიანს ელემენტარული წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარი თავისათვის დიდი ზიანი მიუყენებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესოა, აზარტის დროს რა მოსდით ბავშებს. როდესაც ბავშვი ეკრანზე გამოსულ საშინელებასა თუ მონსტრს ებრძვის, ის უმძლავრესი მღელვარებითაა შეპყრობილი. მასში იღვიძებს ნეგატიური განწყობები, რასაც თუკი კომპიუტერული თამაშის დროს წარუმატებლობა მოჰყვა, ანუ რაღაცა თამაშში მონსტრი თუ სხვა საშინელება ვერ დაამარცხა, ძლიერ გაღიზიანებულია, ბავშვი თავის უარყოფით ემოციას მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან თუ მეგობრებთანაც გამოხატავს, რაც შემდგომ ქცევის ზოგადი ნორმა ხდება. ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია თავად კომპიუტერული თამაშების სახეებიც. მრავალი თამაში იმდენად უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა ნერვულ სისტემაზე, რომ მათი გამოყენება ბევრგან აიკრძალა. ხშირია შემთხვევა, როცა თამაში ათასგვარი დემონური სურათებით არის გამდიდრებული, სადაც მოთამაშეს უწევს მოკლას, წაართვას, მოიტაცოს, ააფეთქოს, გაანადგუროს და სხვ. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი კომპიუტერულ თამაშებს „ბავშვთა ნარკოტიკებს“ ადარებს.
უკვე აღნიშნულის შემდგომ, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მოსდის ბავშვის სულს კომპიუტერთან თამაშისას. წარმოვიდგინოთ აბსოლუტურად რეალური სურათი: ბავშვი ზის კომპიუტერთან, ტუჩები მოკუმული აქვს, თითებით კლავიატურას დაყრდნობია და თვალს არ აცილებს კომპიუტერის მონიტორს, სადაც სხვადასხვა დაძაბული სცენები ერთმანეთს ენაცვლებიან. ბავშვი კომპიუტერს თამაშობს.
აღნიშნული ვითარება უფროსებისათვის აბსოლუტურად მისაღებია. მათი შვილი ქუჩაში არ დგას, არამედ სახლში ზის და „უწყინარი თამაშებით“ არის დაკავებული. მათ შეუძლიათ ყოველ ხუთ წუთში შვილს შეეხმიანონ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის გარეგნული მხარის შემოწმება, ხოლო რაც ხდება ბავშვის სულში, ეს აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩება მშობელს.
კომპიუტერული თამაშებით დაკავებული ბავშვი, საერთოდ შორსაა რეალური სამყაროდან. ამის გათვალისწინებით ის შორსაა როგორც ღმერთისაგან, ასევე თავისი მშობლებისაგან. ის არარსებული სამყაროს მიერ შემოთავაზებული სიცრუითა და ვნებით არის მოცული. ის თამაშის დროს იმ სამყაროში იწყებს ცხოვრებას, რომელიც რეალურად არ არსებობს. თამაშით გამოწვეულ აზარტს ბავშვი მღელვარებამდე მიყავს, ეს მღელვარება კი აბსოლუტურ სიცარიელეში ხვდება. პრინციპში, ამ დროს სწორედ ის ხდება, რაც ტელე თუ ვიდეო ფილმების ყურებისას ფიქსირდება. ბავშვის რეალურ ცხოვრებაში არარეალური სამყაროს ფუჭი განცდები იჭრება და სულისათვის სასარგებლო იმ განცდების ადგილს იჭერს, რომელიც აუცილებელია მოზარდის ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. თუმცა კომპიუტერული თამაშების და ფილმების ყურების შედეგად მიღებულ განცდებს შორის მაინც არის ერთი პრინციპული გასხვავება. კომპიუტერული თამაშების სპეციფიკა ადამიანს პასიურ მაყურებლად არ ამყოფებს. ამ შემთხვევაში ხდება მოთამაშის აქტიურ, ქმედით პიროვნებად ქცევა. შესაბამისად, მოთამაშე თამაშისას ცხოვრობს არა რეალურ, არამედ ილუზორულ სამყაროში. მაგალითად, ზოგიერთ ორთაბრძოლის ამსახველ თამაშში ბავშვი ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს განასახიერებს. მაუსის ღილაკზე ყოველი თითის დაჭერა მოწინააღმდეგის სულ უფრო მეტ დასახიჩრებასა თუ დაჭრას იწვევს. მოთამაშე ხედავს, თუ როგორ დგება სისხლის გუბე მისი ხელის მოძრაობის კვალობაზე. ამგვარი რამ კი მეორდება ყოველ დღე, ასჯერ, ათასჯერ. ბავშვისათვის ეს ყოველივე ჩვეული ხდება. ის ეჩვევა ძალადობას. კომპიუტერის ილოზორულ სამყაროში შემოთავაზებული იოლად გადასატანი „დაჭრები“ თუ „დასახიჩრებები,“ ბავშვის გონებაში ადაპტირებას განიცდიან.
ილუზორული სამყარო არსებობს საკმაოდ პრიმიტიული და მკაცრი კანონებით, რომელსაც მოთამაშე მთლიანად ემორჩილება. ის სწორედ იმ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რისი მიღებაც პროგრამისტებმა დაავალეს ამა თუ იმ თამაშში მიზნის მისაღწევად. ბავშვთან მიმართებაში აუცილებელია მივუთითოთ იმის შესახებ, რომ პროგრამისტები ახერხებენ თავად მოზარდებში მოახდინონ ილუზორული სამყაროს კანონთა შთანერგვა, რასაც ბავშვის იოლად დამყოლი ბუნების გამო იოლად ახორციელებენ. ხდება ბავშვების აზროვნების პროგრამირება, რაც მოზარდებში თავისებურ სიახლეებსა და ზნეობრივ სტერეოტიპებს აყალიბებს.
ისმის კითხვა: მაინც რას უნერგავენ კომპიუტერული თამაშები მოზარდებს აზროვნებაში? უწინარეს ყოვლისა ბავშვი ეჩვევა იმ აზრს, რომ მიზნის მიღწევა და გამარჯვება ხდება იმ შემთხვევაში თუ ხარ ძლიერი, მოხერხებული, დაუნდობელი, და ა. შ. ადამიანური პიროვნება კომპიუტერული თამაშების სამყაროში არაფერს ნიშნავს. ის აქ არ არის ხატი ღვთისა, არამედ როგორც „პირობითი მოწინააღმდეგე“ ან „სამშენებლო მასალა.“ ამასთან მოზარდისათვის აბსოლუტურად მისაღებია უცხოპლანეტელებითა თუ მონსტრებითა და დემონებით დასახლებულ სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი შთაბეჭდილება კი თუ მოახერხებს და ბავშვში ღრმად გაიდგამს ფესვებს, მაშინ შედეგად აუცილებლად სულიერად არამდგრად და ნერვიულ პიროვნებას მივიღებთ.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტში უხვადაა სხვადასხვა სახის პორნო და ეროტიული საიტები, რომლებიც მოზარდისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება ხოლმე.
ამგვარად, კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა მთელი სიმწვავით დგას დღევანდელი მოზარდი თაობის რეალობაში. არსებული პრობლემის წაყრუება კი არ შეიძლება, რადგან საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას, რომელთა აზროვნების წესმაც ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.
ყოველივე ზემოთქმული იმას კი არ ნიშნავს, რომ კომპიუტერს მხოლოდ უარყოფითი გავლენა აქვს მოზარდზე, რა თქმა უნდა არა. კომპიუტერს შეუძლია და აწვდის კიდეც მოზარდს ბევრ საინტერესო ინფორმაციას. ბავშვები ეჩვევიან თანამედროვე სამყაროში ესოდენ აუცილებელ ურთიერთობას ტექნიკასთან და ა.შ. უბრალოდ საჭიროა კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან ყურადღებით გარჩევა

ადამიანური გრძნობები


  – ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი…
სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო.
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე_ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა.
თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს!
რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა.
სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო.
ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი იპოვა და შიგ დაიმალა. დაიწყო სიგიჟემდე დამალული გრძნობების ძებნა.
ყველა იპოვა… სიყვარულის გარდა, ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და კივილის ხმა გაიგო…
სიყვარულს ეკლებზე დაეჭრა თვალები და დაბრმავდა…
მას შემდეგ დედამიწაზე სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს! …..

воскресенье, 26 августа 2018 г.

შეფასების რუბრიკები

შეფასების რუბრიკები



შეფასება

შეფასების მიზნები 

,,საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე , მისი განვითარების პროეცესი და მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას , არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას”
   შეფასების საშუალებით განისაზღვრება იმ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხი, რომელიც საგნობრივი პროგრამის სტანდარტით არის გათვალისწინებული;
 შეფასების მიზანია-რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი, რამდენად კარგად სწავლობს მოსწავლე. აუცილებელია გავითვალისწინოთ :

  •   მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
  • მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
  • სწავლების  კონკრეტული მეთოდიკის  ეფექტიანობის  შემოწმება
  • სასწავლო პროეცესში მოსწავლის შეფასება ;
  • მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში (კომუნიკაცია)
შეფასებაში გააჩნია ორი განსხვავებული ფუნქცია:

  • მიმდინარე შეფასება
  • შედეგების/მიღწევების შეფასება;
შეფასების კომპონენტები:

  • საშინაო დავალება;
  • საკლასო დავალება;
  • შემაჯამებელი დავალება;
შეფასების ტიპები :

  • განმსაზღვრელი, რომელიც აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ამ დროს ჩვენ ვწერთ ქულას (10 ქულიანი შეფასება )
  • განმავითარებელი შეფასება;ამ დროს უმჯობესია შევქმნათ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები, მივცეთ მოსწავლეებს რჩევა-დარიგება, ვაწარმოოთ დაკვირვების ფურცელი, და ა.შ.
ესგ-ში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების აღწერილობა ასეთია :


    განმავითარებელი
    განმსაზღვრელი
    მიზანი
    სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
    მოსწავლის განვითარების
    ხელშეწყობა;

    სწავლის ხარისხის გაკონტროლება ;
    მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ესგ-ითგანსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
    აკადემიური სწავლების დონის განსაზღვრა;
    შეფასების საგანი
    სწავლის პროცესი
    სწავლის სედეგი
    შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
    წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა -დარიგების მიცემა და სხვა.
    მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეზურზე)დაშვება/არდაშვება
    წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრა
    კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე(რა დონეს ფლობდა-რა დონეს ფლობს)
    იმის საფუძველზე , თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს
    შეფასების საშუალებები
    თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;კითხვარი;სიტყვიერი,კომენტარი, უნარის განვითარების აღწერა
    ქულა





    შეფასების სქემის შექმნა და გამოყენება ;

    აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს კავშირი სასწავლო მიზანსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის, რადგან სწავლის შედეგი რომ გაიზომოს აუცილებელია ჩამოყალიბდეს კრიტერიუმი, კრიტერიუმი კი ყალიბდება გაკვეთილის სასწავლო მიზნის შესაბამისად;

    სასწავლო პროექტის განხორცილებისას ხშირად ვიყენებ ჰოლისტურ შეფასების სქემას, რადგა კვლევის პროცესში მოსწავლეს ვერ შევაფასებთ ორი , ან თუნდაც სამი მახასიათებელით . ჩემს მიერ შექმნილ სქემაში გაერთიანებულია  თითქმის ყველა კრიტერიუმი და ყველა მახასიათებელი , რომლის მიხედვითაც მსურს შევაფასო მოსწავლე პროეტზე მუშაობისას;



     მონაწილეობას იღებს პროექტის თემის  შერჩევაში, ასაბუთებს თემის აქტუალურობას
    1
     სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში  ეძებს საინტერესო მასალას, აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თვალსაჩინოებას ქმნის და პრეზენტაციას აკეთებს
    1
    ფლობს საკომუნიკაციო უნარებს , მუშაობის პროცესში ჩანს მისი კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება ;
    1
    გამოყოფს საკვლევ ობიექტს ,იწყებს კვლევას და ”გადის” დასახული მიზნის შედეგზე 
    2
    აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, ჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობს
    1
    ასაბუთებს მოკვლეული მასალის აქტუალურობას , ადარებს წინარე  ცოდნას და გამოყოფს ახლის აქტუალურობას;

    შემოიფარგლება კონკრეტული თემით , ერთი მასალის შესრულების შემდეგ აქტიურად ერთვება ახალი მასალის მოძიებაში
    1
    თანაგუნდელებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას , მათთან ერთად ქმნის თვალსაჩინოებებს, შეხვედრების დროს აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში
    2
      


      შეფასება ჯგუფური მუშაობის დროს 


    განმავითარებელიგანმსაზღვრელი
    მიზანიმოსწავლისგანვითარებისხელშეწყობა;
    მოსწავლისსწავლებისხარისხისგაუმჯობესება;
    ეროვნულის სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა;
    მოსწავლის სწავლების ხარისხის გაკონტროლება;
    შეფასების საგანისწავლის პროცესი;სწავლის შედეგი;
    შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებამოსწავლეების წახალისება;10 ქულიანი  სისტემით მოსწავლეების შეფასება;
    წარმატების კრიტერიუმის განსაზღვრამოსწავლეებთან ერთად გამჭირვალე გავხადოთ სწავლების დროს წარმოქმნილი პრობლემები და მოვიძიოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;
    შევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე
    შევქმნათ  უკუკავშირისთვის ე.წ. უსაფრთხო სივრცე
    ამ  მეთოდითმუშაობა ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია, ჯგუფში შეიქმნა  ნდობის ატმოსფერო.
    შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ., თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად
    სასწავლო ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრული სტანდარტები ჩატრებულმა გაკვეთილმა დააკმაყოფილა;
    შეფასების საშუალებებიურთიერთ შეფასების რუბრიკა;
    სიტყვიერი კომენტარები;
    უნარის განვითარების დონის აღწერა;
    ქულა
    (10 ქულიანი შეფასება)
    პრეზენტატორის შეფასების კრიტერიუმი

    კრიტერიუმები
    ქულები
    საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
    საუბარი არგუმენტებულია
    თავს ართმევს კრიტიკულ შეკითხვებს
    იღებს კრიტიკულ შენიშვნებს
    იცავს საუბრისას დროის ლიმიტს

    დისკუსიაში მონაწილე მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი

    კრიტერიუმები
    ქულები
    საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
    საუბარი არგუმენტირებულია
    იცავს დისკუსიის წესებს და თანაკლასელის მიმართ კორექტულია
    იცავს საუბრისას დროის ლიმიტს


    შეფასების სქემა

    კრიტერიუმისაუკეთესო
    9-10 ქულა
    კარგი
    7-8  ქულა
    საშუალო
    4-6 ქულა
    დაბალი
    1-3 ქულა
    გამართული და სწორი მეტყველებააქვს გამართული
    მეტყველება,  მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
    გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ კონსტრუქციებს.იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. საუბრობს დამაკმაყოფილებლად.არ იცავს მართლმეტყველების წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
    სათქმელის ნათლად გადმოცემა; მსჯელობის უნარისათქმელს გადმოსცემს ნათლად; საკითხს აშუქებს ამომწურავად. მსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით.სათქმელს გადმოსცემს ნათლად. საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად. მსჯელობს არგუმენტებით.სათქმელს გადმოსცემს გასაგებად;  მსჯელობს დამაკმაყოფილებლად.მოჰყავს არგუმენტებიო, მაგრამ ვერ ამყარებენ თეზისს.უჭირს სათქმელის ნათლად გადმოცემა და მსჯელობა.
    კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოების გამოყენებამოსწავლე წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს, აუდიტორიასთან ამყარებს თვალით კონტაქტს.ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს; ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
    კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემაამომწურავად პასუხობს კითხვებს.ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.პასუხობს კითხვებს.ვერ პასუხობს კითხვებს.
    ჩართულობასაგაკვეთილო პროცესში აქტიურად არის ჩართული.  ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობას.ცდილობს  მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ შეცდომას უშვებს.უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
    ჯგუფური მუშაობამოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან; ითვალისწინებს მათ აზრს; აქვს ლიდერის უნარ-ჩვევები,ჯგუფის წევრების ნდობა და პატივისცემა.მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფთან. შეულია მათი მოსმენა.მოსწავლე, შეძლებისამებრ, ახერხებს ჯგუფთან მუშაობას; პასუხობს , მაგრამ არ არის დარწმუნებული თავის თავში.ვერ ახერხებს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას; არ იღებს მონაწილეობას მუშაობაში

    კარცერი-ლუქსი

    ეს იქნება კარცერ-ლუქსი




    როგორ მოვაწყობდი? — ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, — როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი“. „რაო? — ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, — როგორ თუ… ეს რა — დესპოტიზმია?“
    — არა, გეთაყვათ, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დამიფაროს, — ღიმილით ამშვიდებს რესპონდენტი, — ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი…
    — როგორ თუ ლუქსი?!
    — თქვენი გაკვირვება სამართლიანია, — ეთანხმება რესპონდენტი, — არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზედ ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა, სად „კარცერი“, და სად „ლუქსი“, მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა, — ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა — სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი — ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის, რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მაშინ ეს ოთახი იქნება უბრალოდ — ლუქსი, მრავალთათვის კი — კარცერი-ლუქსი… აი, სწორედ აქედან უნდა დამეწყო — მე და ჩემნაირები, ეე, ჩემნაირები — ეს იქნებოდა უთვალავი კლიმი, ქუჩა-ქუჩა ვივლიდით, აი, ვთქვათ, მივდივართ… მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია, დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს გაეხუმრებიან თავისებურად — პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები — ტაც! — ხელს ვსტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს…
    — ძალით? — აინტერესებს ხელმძღვანელს, და პირველად იწერს რაღაცას
    — დიახ, დიახ, ძალისძალათი. — მტკიცედ ამბობს რესპონდენტი, შეუვალია, — შესაძლოა, ხელის ამოტრიალებაც კი დაგვჭირდეს. იცით რა, გეთაყვათ, ზოგს მშობლების ზემოქმედებისა სჯერა, ზოგს — სკოლის, ზოგს — ორგანიზაციის, სხვას — უჯრედისა, ზოგს — ცემა-ტყეპისა და კიდევ რა ვიცი რისა აღარ, მაგრამ, ჩემის აზრით, ეს ჩემი ლუქსი, აჰ, უბადლოა — დგას ჩვენი ჯეელი, რაღა თქმა უნდა, ცალკე ვათავსებთ, ამ ჩვენს კარცერში, ჭერში შტერივით იყურება, ფანჯარაზე გისოსებია აკრული, კარიც, რასაკვირველია, დახშულია, გარეთ რომელიმე — რომელიმე კლიმი დარაჯობს, სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე — წიგნით, ჩვენი ჯეელი კი უყურებს მაგიდას, სკამსა და… კარადა-თაროებს, მაგრამ ჯერჯერობით — არაფერი. მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს.
    მშობლები, რა თქმა უნდა, გაფრთხილებულნი არიან, „ნუ გეშინიათ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარცერ-ლუქსშია“, „კი ბატონო, კი, ოღონდ ეგ ქუჩა-ქუჩა წანწალს გადაეჩვიოს და…“ ჯეელი იღვიძებს, უყრებს ჭერს, შია… რა მოგართვათ, ეკითხება გარედან რომელიმე კლიმი, ჩაი, რძე, კაკაო… კაკაო იყოს, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ… მაგრამ რომელიმე კლიმი ამ შეკითხვაზე არა პასუხობს, სულ სხვა რამეს ეუბნება — რამდენი კოვზი შაქარი გნებავთ? ოთხი, ამბობს ჯეელი, რატომ დამიჭირეთ, რომელიმე კლიმი კი — ყველი რომელი გიყვართ, გუდის, იმერული თუ სულგუნი? სულგუნი, რატომ დამიჭირეთ… რომელიმე კლიმი კი საუზმეს უმძრახად აწვდის, ჯეელი საუზმობს, პურზე კარაქს უსვამს, კვერცხს ნაჭუჭს აცლის, ცოტათი ერთობა, სიგარეტი ნებავს? კი ბატონო, სიამოვნებით, „მზიური“, „კოლხიდა“, „ლუქსი“. მაგრამ სხვა რამ გასართობი? — აჰ, არა, არა, აპაპაპაპა — არავითარი რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი, ჩვენი ოთახი მხოლოდ ლუქსი კი არა, კარცერიცაა ცოტათი… ჩვენი ჯეელი კი აბოლებს და ჭერში იყურება… ჭერი კი ანბანითაა მოხატული — ა, ბ, გ, დ, ე… ხომ კარგი აზრია, კლიმ?
    კლიმი რას იტყვის — რა თქმა უნდა, „შესანიშნავიაო“ — ამბობს.
    — მერე მოდის სადილობის დროც… პირველი თავი, მეორე, მესამე, სალათა როგორი გნებავთ, ზეთით, ძმრიანი თუ უძმრო, რატომ დამიჭირეთ, ა! არაა შენი საქმე — რომელიმე კლიმი — და აქ თუ ღრიალი და ხელ-ფეხის ქნევა ატეხა, უნდა უთხრათ: „თუთ!..“ — და ისადილებს. მერე ისევ ახედავს ჭერს, ჭერზე — ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის — თუ გინდა გადაფურცლე რამე, აი იქ კარადაში, წიგნებია… გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოებიანი, ნახატებიანი, „თხა და გიგო“, „მელია და მწყერჩიტა“, ვთქვათ… და თუ თავისი ნება-სურვილით გადაიკითხავს, ხომ კარგი და თუ კითხვას გულს ვერ დაუდებს, რომელიმე კლიმი კატეგორიულად ეტყვის: „იქამდე არ გაგანთავისუფლებთ, სანამ სანამ კარადაში მოთავსეულ წიგნებს არ წაიკითხავთ…“
    — ეს ხომ ძალადობაა, — ამბობს ხელმძღვანელი, — კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეირჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათაგან…
    — მე ჯერ მხოლოდ ყმაწვილ-უსაქმურზე მოგახსენეთ, ბატონო, — უხსნის რესპონდენტი, — აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ქიმიკოსს ვსტაცო ხელი და დავამწყვდიო… — და უცებ ღრმად ჩაფიქრებული ამბობს, — ისე კი, უწიგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო…

    კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა (ნაწყვეტი)

    გურამ დოჩანაშვილი

    суббота, 25 августа 2018 г.

    მოსწავლე და მასწავლებელი

                                                                           ....
      მასწავლებლები და მოსწავლეები, სამწუხაროდ, ორ მტრულ ბანაკს წარმოადგენენ: ერთი მხრივ მასწავლებლები, რომელბიც ცოდნის გადაცემას ეფექტურად უთავსებენ ,,სადამსჯელო” ღონისძიებებს, მეორე მხრივ კი მოსწვალეები, რომელთათვისაც ცოდნის მიღება, ზოგ შემთხვევაში შეთავსებულია ფიზიკურ შეურაცყოფასა და პიროვნების განქიქებასთან. ასეთ ურთიერთ დამოკიდებულებას განსაკუთრებით დიდი მასშტაბები ჰქონდა წინა საუკეებში. რად ღირს აკაკის მოგონებანი გიმნაზიის წლებზე?! პირველად 1991 წელს გაეროს მიერ შეიქმნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა ცმაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვთა უფლებები საქართველოში მუდმივად ირღვევა და ამის უპირველესი მიზეზი ის არის, რომ არც ერთმა ჩვენგანმა aრ ვიცით ჩვენი უფლებები. ამით სარგებლობენ ის პირები, რომლებმაც ჩვენი უფლებები ზედმიწევნით კარგად იციან და მათ ადვილად გვირღვევენ. იქიდან გამომდიარე, რომ არავის აქვს უფლება შეგილახოს შენი უფლებები, მოსწვალეებშიც გაჩნდა პროტესტის ნიშნები ამ ათწლეულის განმავლობაში, როცა მოსწვალეები ცოტათი უკეთ გაეცნენ თავიანთ უფლებებს. სკოლის შინაგანაწესის მიხედვით კი მოსწვალის უფლებები ასეთია:
    ა) მიიღოს განთლება მისთვის მისაღები და კანონით დადგენილი წესით;
    ბ) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისგან საკუთარი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ;
    გ) ისარგებლოს სკოლის ქონებით განათლების მიღების მიზნით, შინაგანაწესით განზაზღვრული ფორმით;
    დ) თავისუფლად გამოთქვას აზრი და სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებასა და სხვადასხვა ღონისძიებაში;
    ე) მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, პედ.საბჭოს სხდომაზე და თავადაც დაესწროს საკითხის განხილვას;
    ვ) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან; გააპროტესტოს მის მიმართ უსამართლო მოპყრობა.
    ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა საპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი სამუშაო დრო გაცდენილი მასალის ჩასათვლელად.
    ჩამოთვლილი უფლებებიდან ყველაზე ხშირად ირღვევა დ, ვ და ზ პუნქტები. პრობლემა ის გახლავთ, რომ მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლისადმი ხშირად ღირსების შემლახველიa. ეს კი მჟღავნდება საუბრის, მიმართვისა და აზრის გამოთქმის პროცესში. მასწვალებლების მიმართ შიშის, მორიდების ან უბრალოდ, იმის გამო, რომ შემდგომში მასთან პრობლემა არ შეექმნათ, ხშირად ბავშვები ითმენენ თავიანთი უფლებების დარღვევას. მეორე პრობლემა, რაც დღეს ყველა სკოლაში შეინიშნება და პირდაპირ ეწინააღმდეგება სკოლის შინაგანაწესში არსებულ მოსწავლის უფლებების ერთ-ერთ ქვეპუნქტს, ის გახლავთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების ან სხვა დასაშვები მიზეზით გაცდენილი დღეები საპატიოდ არ მიიჩნევა. ყველა გაცდენა, ეს საპატიო იქნება თუ პირიქით, განურჩევლად, არასაპატიოდ ითვლება, რაც სემესტრის ბოლოს შეფასების 20% კლებას გულისხმობს. ეს მოსწავლის უფლებების პირდაპირი დარღვევა. ნიშანი ჩვენი ცოდნის და უნარ-ჩვევების ამსახველი უნდა იყოს და არა კონკრეტული დღეს, რომელიმე ჩათვლაზე ფიზიკური ყოფნა არ ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნეა, რომ ყველაფერი განვითარდა, სკოლაში, გარკვეულწილად მაინც ხდება ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტები და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოწაფეებზე პედაგოგების მხრიდან. არავინ იცის სად მთავრდება ბავშვის უფლებები და სად იწყება მასწავლებლის. სწორედ ამიტომაც შემოიღეს მანდატურის ინსტიტური, რომელსაც გულწრფელად მივესალმები. ჩემს სკოლაში მანდატურის სამსახური დიდი ხანია არსებობს რაც ხელს უწყობს გაკვეთილების მშვიდ გარემოში ჩატარებას, სკოლაში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას და მოწაფეებსა და პედაგოგებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. უფლებებთან ერთად ჩვენ გვაქვს მოვალეობებიც, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ირღვევა მასწავლებლის უფლებებიც და აქედან გამომდინარე, პრობლემა ორმხრივ ხასიათისაა. ამიტომაც საჭიროა უფლებების კარგად ცოდნა, რათა არავინ შეგვილახოს და შესაბამისად, არც ჩვენ დავარღვიოთ ისინი.
    Image 

    пятница, 24 августа 2018 г.

    სწავლების მეთოდები





    tsu-logo


      სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. პროფესორს/ლექტორს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში მიმართავს  მეთოდთა კომბინაციას სწავლის შედეგების გათვალისწინებულით. მაგ., ლექციაზე ლექტორი სალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა  დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ. ამრიგად, სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. სწავლა-სწავლების მეთოდების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს, გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს.
    ვერბალურიანუ  ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
    აქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც ცდილობს განახორციელოს კოგნიტური (შემეცნებითი) და ეფექტური გაზომვა სწავლების პროცესის ისე, რომ სტუდენტის ჩართვა სწავლების პროცესში იყოს მეტი წილი.
    სინქრონული მეთოდი, ეს არის ლექტორსა და სტუდენტს შორის არასალექციო, არამედ მის გარეთ ინტერაქტიული ჩართვა ელექტრონული საშუალებებით სხვადასხვა სახით, როგორიცაა კომენტარები, იდეების გაცვლა, დაპოსტება სხვადასხვა თემებზე. ეს მეთოდი უმეტესად ხორციელდება ფორუმების საშუალებით ვებგვერდებზე.
    წიგნზე მუშაობის მეთოდი.
    ლოგიკური აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს ძირითადად კრიტიკული აზროვნებაა.
    საშინაო დავალება, რეგულარული დავალებები, რომელსაც სტუდენტი ასრულებს აუდიტორიის გარეთ და შედის სასწავლო კურსის შემადგენლობაში, როგორც შეფასება.
    პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი, რომლის დროსაც სტუდენტები თავიანთ ფიქრებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ მეთოდს აქვს განსაკუთრებული შედეგი სწავლებისას. სტუდენტს უწევს დისკუსიის დროს მოიძიოს სხვადასხვა სფეროდან მიღებული ცოდნა და კომპლექსურად გამოიყენოს იგი პრობლემის გადასაწყვეტად. მეთოდის დროს წამოიჭრება ახალი კითხვები, მოსაზრებები.
    წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება,  და ა.შ.
    ლაბორატორიული მეთოდი და დემონსტრირების მეთოდი – ეს უკანასკნელი   თავის მხრივ  გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ცდების დაყენება,  ვიდეომასალების ჩვენება, დინამიკური ხასიათის მასალა და სხვ. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
    პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას, მაგალითად: საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.
    დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ  შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის  მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
    ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება.  ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის  მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
    პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) – სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
    ტესტური სწავლება, რომლის დროსაც სტუდენტს ეძლევა წერილობით პრობლემა და მის გარშემო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რამდენიმე სწორი პასუხიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებით.
    თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
    სტრატეგიული სწავლება, რომლის დროსაც ხდება სწავლების დაგეგმვა ისე რომ ის იყოს მორგებული საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ძირითადად აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოცდებზე გამოყენებული მეთოდია.
    პრაქტიკული გამოცდილება, რომლის დროსაც სტუდენტი საკუთარი პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირებას აკეთებს საწარმოში, არა ლექტორის თანდასწრებით, არამედ გამოცდილი ინსტრუქტორის წინაშე, რომელიც მუშაობს ამ საწარმოში.
    სასწავლო პრაქტიკა, რომლის დროსაც სტუდენტი სწავლების პერიოდში, იგზავნება საწარმოში, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოსავლენად, ითვლება როგორც სწავლების კომპონენტი.
    ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.
    შემთხვევის ანალიზი (Case study) – პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, მედიცინის სფეროში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის  განხილვა, პოლიტიკის მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და ა. შ.
    გონებრივი იერიში (Brain storming) – ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ  მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
    პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.
    დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).
    გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
    კვლევის მიზანთან  იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.
    შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
    უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
    როლური და სიტუაციური თამაშები – სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც  დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის  უნარს.
    გამოცდილებითი სწავლება, რომელიც გულისხმობს, სტუდენტის ჩართვას  სხვადასხვა აქტივობებში აუდიტორიის გარეთ. ამ მეთოდს ეძახიან კოლბის სწავლების ციკლს. მეთოდი განავითარა დევიდ კოლბმა და ეს არის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სტუდენტისთვის. შედგება ოთხი ციკლისაგან: ჩამოყალიბება, დაკვირვება, ასახვა, გაკეთება. თეორიული სწავლის ერთი კონკრეტული თემა დაიგეგმოს პრაქტიკული განხორციელებისათვის, ექსპერიმენტისთვის, პრაქტიკის, ექსპერიმენტის დროს სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, შემდგომში გასათვალისწინებელი აუცილებელი სწავლისა თუ გამოცდილების შეძენა, ცვლილებების გათვალისწინებით ექსპერიმენტის ხელახლა დაწყება.
    მოქნილი სწავლება, რომლის დროსაც სტუდენტი თვითონ ირჩევს სწავლის დროსა და თემებს თავისი საჭიროებებისა და მოთხოვნის შესაბამისად.
    დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს.   შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად  აუდიო და  ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის  სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.
    ინდუქციადედუქციაანალიზი და სინთეზი.
    სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
    სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
    სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
    სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს  პრობლემის, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
    ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
    ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
    დისტანციური სწავლება, სრულად ან ნაწილობრივ უნივერსიტეტის გარეთ სწავლება, რომელიც მიმდინარეობს მიმოწერით, კორესპონდენციის სახით. ამ სწავლების პროცესში მოთხოვნა ხდება პერიოდულად დაესწროს სტუდენტი სესიებს უნივერსიტეტში.
    მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა, გულისხმობს მოზარდის მიერ არჩეულ სწავლის გზას იმ შემთხვევისათვის, როცა მას უწევს პარალელურად მუშაობა და არჩევს დროს სწავლისთვის და ასევე ისეთი შემთხვევებისათვის, როცა მოზარდი თვითონ იღებს ვალდებულებას გაამდიდროს თავისი ცხოვრება სწავლით.
    მობილურით სწავლება (m-learning) მობილური ტექნოლოგიებით სწავლის მიღება.  
    ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:
    დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო  მასალის გადაცემა ხორციელდება  ელექტრონული კურსის საშუალებით.
    ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი  ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
    მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის  ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე   დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს.
    მოცემული ძირითადი მეთოდების გარდა არსებობს სწავლების უამრავი მეთოდი, რომლის შერჩევა მასწავლებელს შეუძლია კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.

    მანანა მგელაძის ბლოგი: intelis treningi: გრიგოლ ხანძთელი